სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გოდერძი გუჯეჯიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

გოდერძი გუჯეჯიანი დაიბადა 1975 წლის 7 სექტემბერს, გულრიფშის რაიონი სოფელ გვანდრაში. სკოლა დაამთავრა 1991 წელს და მალე აფხაზეთის კომფლიქტი დაიწყო. პირველი მსხვერპლი დედამისი გახდა მათ ოჯახში. ხუთი შვილის დედა დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ყველაზე უფროსი 18 წლის გოდერძი გახლდათ, რომელმაც იარაღი აისხა და მებრძოლთა ჯგუფის ,,მონადირეს“ წევრი გახდა.

ვაჟკაცურად იბრძოდა და სოხუმის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა. კოდორის ხეობას იცავდა, მაგრამ 1993 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაგადასთან მტრის ძლიერი შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება სოფ. გვანდრაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოდერძი გუჯეჯიანი  სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის“ ორდენით.

გოდერძი გუჯეჯიანი

გოდერძი გუჯეჯიანი დაიბადა 1975 წლის 7 სექტემბერს, გულრიფშის რაიონი სოფელ...

ვასო შოთას ძე გვიჩიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ვასო შოთას ძე გვიჩიანი დაიბადა 1962 წლის 15 მარტს. 4 წლის დედისერთა ბიჭს მამა ადრე დაეღუპა. 1979 წელს დაამთავრა გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთის საშუალო სკოლა.  მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვასო გვიჩიანი  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ რიგებში.

ვასო გვიჩიანი დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დროს, სოფელ ჩინში.

ვასო შოთას ძე გვიჩიანი

ვასო შოთას ძე გვიჩიანი დაიბადა 1962 წლის 15 მარტს. 4...

ირონ (სოსო) გერლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

მირონ (სოსო) გერლიანი დაიბადა 1957 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში.  1977 წელს დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. მირონ გერლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.

1992 წლის აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთი შეტაკების დროს მირონ გერლიანი გმირულად დაიღუპა.

მირონ გერლიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

ირონ (სოსო) გერლიანი

მირონ (სოსო) გერლიანი დაიბადა 1957 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. ...

ომარ ილიას ძე არღვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ომარ ილიას ძე არღვლიანი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჯარების ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის „მონადირეს“ მაიორი იყო. 1992 წლის 14 აგვისტოდან იბრძოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში. მონაწილეობდა თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში, გუმისთიდან ოჩამჩირის რაიონამდე. არ ერიდებოდა სირთულეებს და გული ყოველთვის ცხელი წერტილებისკენ მიუწევდა. ექვსჯერ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ პოზიციებს უბრუნდებოდა.

1994 წლის 24 მარტს ომარ არღვლიანი გმირულად დაიღუპა დალის ხეობაში, სოფელ ლათას შემოსასვლელში.

ომარ არღვლიანი დაკრძალულია მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ომარ არღვლიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და „ღირსების“ ორდენებით.

ომარ ილიას ძე არღვლიანი

ომარ ილიას ძე არღვლიანი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჯარების...

ნუგზარ მიხეილის ძე ავალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"

ნუგზარ მიხეილის ძე ავალიანი დაიბადა 1952 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. დაამთავრა დრანდის სკოლა-ინტერნატი.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ნუგზარმა ხელში იარაღი აიღო და  ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.

ნუგზარ ავალიანი 1993 წელს გმირულად დაიღუპა მტერთან უშეღავათო ბრძოლაში.

ნუგზარ მიხეილის ძე ავალიანი

ნუგზარ მიხეილის ძე ავალიანი დაიბადა 1952 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ...

მიხეილ კოკაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

მიხეილ კოკაია დაიბადა 1956წლის 24 დეკემბერს სოხუმში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამდივნოს თანამშრომელი, ჟიული შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში.

ჟიული შარტავას თანაშემწე მიშა კოკაია დღესაც ახსოვთ სოხუმელებს, როგორც კაიკაცობისა და ღირსეულის მაგალითის ახალგაზრდა.
1993 წლის 27 სექტემბრის ავადმოსაგონარ სოხუმის დაცემის დღეს ერთი წუთით არ მოშორებია აფხაზეთის მთავრობის მეთაურს. მთავრობის წევრებთან და თანამებრძოლეებთან ერთად დაიკარგა სოხუმის დაცემის დღეს.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დახვრიტეს სეპარატისტებმა. მისი და სხვა დახვრეტილების საფლავები 2018 წლამდე უცნობი იყო.

მიხეილ კოკაია

მიხეილ კოკაია დაიბადა 1956წლის 24 დეკემბერს სოხუმში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

უფროსი ლეიტენანტი დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია, დაიბადა 1951 წელს სოხუმში.

გამორჩეული ვაჟკაცი, ქალაქის კოლორიტი, სულითხორცამდე საქართველოსთვის დაბადებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა დედა-სამშობლოს. საქართველოს ჩემპიონი კრივში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის გენერალ-მაიორ თ. ნადარეიშვილის 1992 წლის 22 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამთავრობო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის სპეციალური განყოფილება.
დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლაში. 1992 წლის დეკემბერში ის ჩაირიცხა ზემოთხსენებულ განყოფილებაში სპეციალური დანიშნულების ჯგუფის «იუპიტერის» ასეულის უფროსად.  დ. ჭურღულია კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, იყო მომთხოვნი თავისი თავისა და მებრძოლების მიმართ.
დიმიტრი ჭურღულია მონაწილეობას ღებულობდა რიგ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქ. სოხუმზე თავდასხმის დროს 4-6 იანვარს, 14-16 მარტს, გუმისთის მიდამოებში, სოფელ შრომასთან, ცუგუროვკაში და ტამიშში.
1993 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა და მათ მიერ დაქირავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ მთავრობის შენობაზე განხორციელებული შემოტევის დროს, დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულიამ გამოიჩინა მამაცობა, სიცოცხლის ბოლომდე იგერიებდა მტრის შემოტევას. ძალთა არათანაფარდობის გამო, ბევრი მეომარი გმირულად დაიღუპა. მათ შორის დიმა ჭურღულიაც, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობას.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის დიმიტრი ჭურღულია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით

დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია

უფროსი ლეიტენანტი დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია, დაიბადა 1951 წელს სოხუმში....

გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია დაიბადა 1950 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.

ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. გიორგი შენგელია ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერში“. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლის 18 აგვისტოს მდინარე გუმისთასთან, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის საცდელ მეურნეობასთან აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული ბოევიკები გადმოვიდნენ შეტევაზე, რათა ხელსაყრელი პოზიციები დაეკავებინათ. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ „იუპიტერის“ ჯგუფი კონსტანტინე ჯღამაიას ხელმძღვანელობით დაუყოვნებლივ გავიდა ოპერაციაზე. გაიმართა სისხლისმღვრელი ორათაბრძოლა. ამ შეტაკების დროს გონელი სიჭინავა გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის გიორგი შენგელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია

გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია დაიბადა 1950 წელს ზუგდიდის რაიონის...

ელგუჯა გივის ძე შარტავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

ელგუჯა გივის ძე შარტავა 1992 წლის 1 დეკემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ პირადი შემადგენლობის პირადი დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსად, სამხედრო წოდებით _ კაპიტანი. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში სოფლებთან: თავისუფლება, შრომა, გუმისთა, ბესლახუბა. ელგუჯა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში საბრძოლო მოქმედებების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ელგუჯა შარტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით

ელგუჯა გივის ძე შარტავა

ელგუჯა გივის ძე შარტავა 1992 წლის 1 დეკემბრიდან 1993 წლის 27...

ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი
ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია დაიბადა 1953 წლის 8 მაისს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკ-კონსტანტინე ფარცვანიას ოჯახში.
ამავე წელს, მამა- კონსტანტინე ფარცვანია ოჯახთან ერთად მიავლინეს უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვში.1963 წელს ოჯახი ბრუნდება თბილისში. და-ძმა ფარცვანიები ეთერი და ვახო, სკოლის არდადეგებს სოხუმში- ვიემი ბარათაშვილის ქუჩის 43 ნომერში მდებარე მშობლიურ სახლში ატარებდნენ.
თბილისში დაბრუნებისთანავე, ვახტანგი სწავლას 27-ე საშუალო სკოლაში განაგრძობს. სკოლაში სწავლის დროს ვახო გაიტაცა სპორტმა, ჯერ ცურვამ, შემდეგ კი წყალბურთმა. სულ მალე წყალბურთში წარმატებასაც მიაღწია, გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი. ნიჭიერი და მუსიკალური ადამიანი იყო, სკოლის ასაკში მე-2 მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოზე დაკვრასაც დაეუფლა, უკრავდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე, ფლობდა ინგლისურ ენას.სკოლის დამთავრებისას სწავლა გააგრძელა ინდუსტიალურ პედაგოგიურ ტექნიკუმში, ტექნიკუმის დამთავრებისას ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში.
1987 წელს დაოჯახდა, ყავს 2 ქალიშვილი.
1992 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ვახტანგი ბიძაშვილებთან ერთად ომის ქარცეცხლში გაეხვია.
თავიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ლორიკ მარშანიასთან მუშაობდა, სადაც არაერთი ქართველი, აფხაზი თუ სხვა ეროვნების ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ვახტანგი ბიძაშვილებთან – საშა და გიორგი ფარცვანიებთან ერთად, რაულ ეშბას და მინისტრთა საბჭოს დაცვას უზრუნველყოფდა. ყველაფერთან ერთად სამივე ბიძაშვილი უშუალო მონაწილეობას სოფელ შრომასთან გაჩაღებულ არაერთ საბრძოლო მოქმედებებშიც ღებულობდა. უკანასკნელი კავშირი ვახტანგთან 27 სექტემბერს დილის 10 საათზე სამთავრობო სატელეფონო ხაზით განხორციელდა., მიუხედავად ოჯახის ხვეწნა- მუდარისა ვახტანმა კარეგორიული უარი განაცხადა შინ წამოსვლაზე. სოხუმის დაცემის მიუხედავად არცერთმა მათგანმა კუთვნილი პოზიცია ( აფხაზეთის მინისტრთა შენობა) სავარაუდო დახმარების იმედით თუმცა, როგორც ყველასათვის უკვე ცნობილია ტყუილად ელოდნენ. ვახტანგი და ალექსანდრე (საშა) ფარცვანია მინისტრთა საბჭოს ეზოში გამოიყვანეს. დაჩოქებაზე უარის თქმის გამო ორივე სიცოცხლე ავტომატის ჯერმა გამოასალმა.

ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია

ვახტანგ კონსტანტინეს ძე ფარცვანია დაიბადა 1953 წლის 8 მაისს ქალაქ...

ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია დაიბადა 1955 წლის 15 დეკემბერს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ალექსანდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა15-16 მარტის ბრძოლებში. 1993 წლის აპრილიდან ალექსანდრე ფარცვანია მიავლინეს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის რაულ ეშბას პირადი დაცვის უფროსად.

ალექსანდრე ფარცვანია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალექსანდრე ფარცვანია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია

ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია დაიბადა 1955 წლის 15 დეკემბერს ქალაქ...

ვაჟა ვახტანგის ძე სიჭინავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

ვაჟა ვახტანგის ძე სიჭინავა დაიბადა 1971 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტი.

1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერში”.

1993 წლის 13 აპრილს „იუპიტერის“ სადაზვერვო-დივერსიული 25-კაციანი ჯგუფი გადასროლილ იქნა „სოხუმჰესის“ მიდამოებში

სადაზვერვო ოპერაციის ჩასატარებლად. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად იქ იმყოფებოდა მტრის დივერსიული ჯგუფი. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, სადაც „იუპიტერის“ მებრძოლებმა მტერი გაანადგურეს. ვაჟა სიჭინავა სამხედრო ოპერაციის დროს თავი როგორც მამაცმა, გულადმა მეომარმა გამოიჩინა.

ვაჟა სიჭინავა ამ ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვაჟა სიჭინავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ვაჟა ვახტანგის ძე სიჭინავა

ვაჟა ვახტანგის ძე სიჭინავა დაიბადა 1971 წლის 18 აგვისტოს ქალაქ...

ზურაბ (ზაზა) ნადარეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

ზურაბ (ზაზა) ნადარეიშვილი დაიბადა 1967 წლის 11 თებერვალს ქ. სოხუმში. ცხოვრობდა ბარათაშვილის ქუჩის N 6-ში.

დაამთავრა ქ. სოხუმის პირველი საშუალო სკოლა. პირნათლად მოიხადა სამხედრო სამსახური.

იყო სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას პირადი მცველი.

ზურაბ (ზაზა) ნადარეიშვილი დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტებისა და მთიელ კონფედერანტთა მიერ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელებული შეტევის დროს.

ნეშტი აღმოჩენილ იქნა სოხუმში, ე.წ. იაშტუხას სასაფლაოზე არსებულ სამარხში. ზურაბ ნადარეიშვილს 16 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს …

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის  ზურაბ  ნადარეიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ზურაბ (ზაზა) ნადარეიშვილი

ზურაბ (ზაზა) ნადარეიშვილი დაიბადა 1967 წლის 11 თებერვალს ქ. სოხუმში....

მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფში მებრძოლად.

მამაცობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. თანამებრძოლები მას სიყვარულით „ნინძას“ ეძახდნენ.

მამია ლემონჯავა 1993 წლის 18 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის მამია ლემონჯავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა

მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა...

მერაბ კარლოს ძე კვინიკაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

მერაბ კარლოს ძე კვინიკაძე დაიბადა 1954 წლის 23 მაისს.

1992 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის N42 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერი“. 1992 წლის 31 დეკემბერს სპეცრაზმი „იუპირეტი“-ს მეთაურის N1 ბრძანებით კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე დაინიშნა პირადი დაცვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამხედრო წოდებით – უფროსი ლეიტენანტი.

კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ ქ. სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ კვინიკაძემ დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად არ მიატოვა მინისტრთა საბჭოს შენობა. ბოლომდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. მერაბ კვინიკაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან.
საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  მერაბ კვინიკაძე, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

მერაბ კარლოს ძე კვინიკაძე

მერაბ კარლოს ძე კვინიკაძე დაიბადა 1954 წლის 23 მაისს. 1992...

error: Content is protected !!