ბადრი გიორგის ძე ომანაძე
ბადრი გიორგის ძე ომანაძე დაიბადა 1947 წლის 10 იანვარს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ბადრი ომანაძე 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში. დისციპლინირებული და მამაცი მეომარი მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რაც კი ბატალიონს განუხორციელებია.
ბადრი ომანაძე და მისი თანამებრძოლები , 1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ არადუში მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის დროს აფეთქებულ ტანკში დაიღუპნენ.
ბადრი გიორგის ძე ომანაძე
ბადრი გიორგის ძე ომანაძე დაიბადა 1947 წლის 10 იანვარს. აფხაზეთში ...
გენადი აკაკის ძე ნემსიწვერიძე
გენადი აკაკის ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1957 წლის 13 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონში. დაამთავრა ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა. გატაცებული იყო ფილოსოფიით.
დედით აფხაზი და მამით ქართველი გენადი,დიდი განსაცდელის წინაშე დადგა,როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო… დიდი ვნებათაღელვის შემდეგ ის საქართველოს მთლიანობის დამცველთა რიგებში ჩადგა. გენადი ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე მერკულის ბატალიონში.
1993 წლის 26 თებერვალს, ერთ-ერთი შეტაკების დროს, გენადი ნემსიწვერიძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გენადი ნემსიწვერიძე , სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გენადი აკაკის ძე ნემსიწვერიძე
გენადი აკაკის ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1957 წლის 13 დეკემბერს ოჩამჩირის...
ენვერ ბიჭიკოს ძე ნემსიწვერიძე
ენვერ ბიჭიკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1954 წლის 17 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერას საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური ყაზახეთის რესპუბლიკაში მოიხადა. მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე.
სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ვაჟკაცი აქტიურად ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის მსროლელი ენვერ ნემსიწვერიძე იბრძოდა მერკულის მისადგომებთან,გამოჩნილი მამაცობისთვის არაერთხელ დაუმსახურებია მეთაურთა მადლობა. უშიშარი და გაუტეხელი ყველაფერში პირველი იყო. სამშობლოსათვის სიკვდილსაც უშიშრად შეეგება.
1993 წლის 27 სექტემბერს,როდესაც მტერი გააფთრებით უტევდა ქართველთა პოზიციებს,აიღო ქალაქი სოხუმი – ბრძოლები ოჩამჩირის მიმართულებით გამწვავდა,სწორედ აქ, მდინარე მოქვთან მტერთან შეტაკების დროს დაიღუპა ენვერ ნემსიწვერიძე.
დასრულდა კიდევ ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილის ცხოვრება,ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან,ვერ მოესწრო თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას.
ენვერ ნემსიწვერიძეს დარჩა მეუღლე და სამი ვაჟი.
ენვერ ბიჭიკოს ძე ნემსიწვერიძე
ენვერ ბიჭიკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1954 წლის 17 მაისს ოჩამჩირის ...
ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი
ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის ტამიშის საშუალო სკოლა,შემდეგ სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. იყო კვალიფიციური, წარმატებული სპეციალისტი.
ლეიტენანტი ამირან ნადარეიშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
ამირან ნადარეიშვილი აქტიურად მოანაწილეობდა ქალაქ ტყვარჩელისა და სოფელ ტამიშის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა სოფელ მერკულას მისადგომებთან მტრის მასიური შემოტევის დროს.
1993 წლის 20 თებერვალს სოფელ მერკულასთან ლეიტენანტის ოცეულმა მტერი უკუაგდო და მის ტერიტორიაზე შეიჭრა,თუმცა ამირან ნადარეიშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ცხედარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოასვენეს საბრძოლო პოზიციიდან,დაკრძალულია სოფელ მერკულაში.
ამირან ნადარეიშვილს დარჩა მეუღლე და შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლეიტენანტი ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი
ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 ოქტომბერს ოჩამჩირის ...
გივი არქიფოს ძე მანაგაძე
გივი არქიფოს ძე მანაგაძე დაიბადა 1938 წლის 30 იანვარს.
დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ქალაქ ოჩამჩირეში,ბენზინგასამართი სადგურის მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 11 დეკემბრიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე,გივი მანაგაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბილიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის რიგებში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,რომელსაც აწარმოებდა 243-ე ბატალიონი მერკულა-მოქვის მიმართულებით.
გივი მანაგაძე დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში, ერთ-ერთი შეტაკების დროს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გივი მანაგაძის ნეშტი, 26 წლის შემდეგ, 2019 წლის 16 მარტს არადუს სამარხიდან გადმოასვენეს და ხობის რაიონის სოფელ ხეთის სასაფლაოზე დაკრძალეს.
გივი არქიფოს ძე მანაგაძე
გივი არქიფოს ძე მანაგაძე დაიბადა 1938 წლის 30 იანვარს. დაამთავრა ...
აკაკი მანაგაძე
აკაკი მანაგაძე დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა.სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
აკაკი მანაგაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში.
აკაკი მანაგაძე დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს სოფელ არადუსთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.
აკაკი მანაგაძე
აკაკი მანაგაძე დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
სოსო კაპიტონის ძე კოპალიანი
სოსო კაპიტონის ძე კოპალიანი დაიბადა 1953 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა სოფელ მერკულაში- ავტომანქანების ხელოსნად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქალაქ ოჩამჩირის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 234-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს მიმდებარედ გამართულ საბრძოლო ოპერაციებში.
სოსო კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოფელ არადუს დაცვისას. დაკრძალულია არადუს სასფლაოზე.
სოსო კოპალიანს დარჩა მეუღლე და სამი ქალიშვილი.
სოსო კაპიტონის ძე კოპალიანი
სოსო კაპიტონის ძე კოპალიანი დაიბადა 1953 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
ცეზარ დადაშის ძე კოპალიანი
ცეზარ დადაშის ძე კოპალიანი დაიბადა 1957 წლის 11 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სამთო ტექნიკუმის არქიტექტურის განყოფილებაზე,რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1975-1977 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ჯარიდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო არადუს საშუალო სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ცეზარ კოპალიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. იყო ოცმეთაური.
ცეზარ კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ცეზარ დადაშის ძე კოპალიანი
ცეზარ დადაშის ძე კოპალიანი დაიბადა 1957 წლის 11 აპრილს ოჩამჩირის ...
შოთა არსენის ძე კოპალიანი
შოთა არსენის ძე კოპალიანი დაიბადა 1937 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ლუხვანოში. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურის საშუალო სკოლა. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს მიმდებარედ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
შოთა კოპალიანი 1993 წლის 29 სექტემბერს მშობლიური სოფლის, არადუსათვის გამართულ ბრძოლას შეეწირა.
შოთა არსენის ძე კოპალიანი
შოთა არსენის ძე კოპალიანი დაიბადა 1937 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ...
ოთარ პლატონის ძე კოპალიანი
ოთარ პლატონის ძე კოპალიანი დაიბადა 1930 წლის 2 იანვარს ქალაქ ცაგერში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ,სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს,საიდანაც ოფიცრის წოდებით ჩამოვიდა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო ქუთაისის ტექნიკურ სასწავლებელში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის მეურნეობაში,მთავარ აგრონომად.
1992 წლის 14 აგვისტოდან ,აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ოთარ კოპალიანი საბრძოლო ოპერაციებში ჩაება.
ოთარი სოფელ არადუში ჩამოყალიბებული სახალხო რაზმის ერთ-ერთ ბატალიონს ხელმძაღვანელობდა და იცავდა სოფლის მისადგომებს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის ჩამოყალიბებისთანავე ოთარ კოპალიანი ამ ბატალიონის ოცმეთაურად დაინიშნა. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს დაცვის ოპერაციაში.
ოთარ კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, არადუს მისადგომებთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
ოთარ პლატონის ძე კოპალიანი
ოთარ პლატონის ძე კოპალიანი დაიბადა 1930 წლის 2 იანვარს ქალაქ ...
თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი
თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის რაიონი სოფელ ზემო კელასურში.
თენგიზ კოპალიანი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმი, კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში ჩაეწერა. იყო გამორჩეული მეომარი, მოწესრიგებული და დისციპლინირებული:· თანამებრძოლები სიყვარულით გიტლერას ეძახდნენ.
თენგიზ კოპალიანი 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმში, ეშბას ქუჩაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით.
თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი
თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის...
ზაზა ვაჟას ძე კოპალიანი
ზაზა ვაჟას ძე კოპალიანი დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში, სწავლობდა არადუს საშუალო სკოლაში. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ზაზამ სკოლის მერხიდან სამშობლოს დამცველთა რიგებში გადაინაცვლა.
ზაზა კოპალიანი 1992 წლის დეკემბრიდან, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა.
უშიშარ,გონიერ ყმაწვილს ადვილად შეეძლო ექსტრემალური სიტუაციებიდან გამოსვლა. სამხედრო საქმეს მალევე დაეუფლა და ჯავშან ტექნიკით საბრძოლო ოპერაციებში მონწილეობის უფლება მოიპოვა.
1993 წლის 30 აპრილს მოწინააღმდეგის საარტილერიო ჭურვი მის ტექნიკას მოხვდა. ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა ,ზაზა კი აფეთქებამ ნაკუწებად აქცია. კიდევ ერთი პირტიტველა , სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის სიცოცხლე შეწყდა.
ზაზა კოპალიანი დაკრძალულია სოფელ არადუს სასაფლაოზე.
ზაზა ვაჟას ძე კოპალიანი
ზაზა ვაჟას ძე კოპალიანი დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს ოჩამჩირის ...
ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი
ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი დაიბადა 1938 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
ჭიჭიკო კოპალიანი ბედნიერად ცხოვრობდა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად,ვიდრე მათი სიმშვიდე აფხაზეთის ომის დაწყებამ დაარღვია.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
ჭიჭიკო კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, ის ერთ-ერთი იმ გმირთაგანია,რომლის საფლავი დღემდე უცნობია. ამ ომს შეეწირა მისი შვილი ვენორ კოპალიანი,რომელიც აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი საბრძოლო მოქმედება გამოირჩეოდა სამხედრო საქმის მაღალი ცოდნით,რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო მამაცობისთვის“. ის აფხაზეთის დაცემის შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში. 1998 წლის 14 იანვარი ვენორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა… მშობლიურ კუთხეს და დიდ გულისტკივილს აფხაზეთს დაუბრუნდა. ადგილს,სადაც მამის საფლავი ეგულებოდა. სამწუხაროდ ვერ შეძლო უკან დაბრუნება, გმირულად დაიღუპა აფხაზეთში.
ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი
ჭიჭიკო ალექსანდრეს ძე კოპალიანი დაიბადა 1938 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...
ჯიბილო შალვას ძე კოპალიანი
ჯიბილო შალვას ძე კოპალიანი დაიბადა 1954 წლის აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. სწავლა -განათლების სრული კურსი დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლაში.
რიგითი კოპალიანი ჯიბილო საბრძოლო მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 მოტომსროლელი ბატალიონის შემადგენლობაში მსროლელად, 1992 წლის 23 სექტემბრიდან.
კოპალიანი ჯიბილო არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საბრზოლო მოქმედებებში. გამოირჩეოდა მამაცობით, რისთვისაც ბევრჯერ დაუმსახურებია მადლობის სიტყვები მეთაურისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შექმნისათვის ეს ახალგაზრდები უყოყმანოდ ჩადგნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში და მხედრული შემართებიტ იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ.
1993 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ჯარების უკან დახევისას, სოფელ არადუში კოპალიანი ჯიბილო მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. გადმოსვენებულბ იქნა აფხაზეთიდან და დაკრძალულია წყალტუბოს სასაფლაოზე.
მისი დიდი და თბილი გული ვეება სიყვარულს იტევდა-”კვალი დატოვა, ამ ქვეყანაზე–გმირული, ნათელი თავისი გვარის საკადრისი.
ჯიბილო შალვას ძე კოპალიანი
ჯიბილო შალვას ძე კოპალიანი დაიბადა 1954 წლის აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის...
ვახტანგ იოსების ძე კოპალიანი
ვახტანგ იოსების ძე კოპალიანი დაიბადა 1955 წლის 2 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ,ის ერთ-ერთი პირველთაგანი ჩადგა ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგებში. იყო დისციპლინირებული და თავდადებული მებრძოლი,მონაწილეობდა არაერთ საომარ ოპერაციაში. 1992-1993 წლებში ვახტანგ კოპალიანი რიგით მებრძოლად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის შემადგენლობაში. 1993 წლის 27 თებერვალს მტერმა მორიგი შეტევა დაიწყო სოფელ არადუზე,მთელი სოფელი ფეხზე დადგა, მათ შორის, ვახტანგ კოპალიანი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც გმირულად დადგა სოფლის დამცველთა რიგებში.
არადუ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩეოდა, გზას კეტავდა ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე, ამიტომაც მოწინააღმდეგე მისი ხელში ჩაგდებით იყო დაინტერესებული,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ მეომრები. მტერმა ვერ მოახერხა სოფლის მცველების გატეხვა. სამწუხაროდ, ეს შეტაკება უკანასკნელი აღმოჩნდა ვახტანგისათვის,გმირულად დაიღუპა მშობლიური სოფლისთვის ბრძოლაში. ვახტანგ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ არადუში.
ვახტანგ იოსების ძე კოპალიანი
ვახტანგ იოსების ძე კოპალიანი დაიბადა 1955 წლის 2 იანვარს ოჩამჩირის ...