სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

დავით თორდინავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

დავით  თორდინავა  დაიბადა  1972  წლის  9  სექტემბერს  მარტვილის  რაიონში. დაამთავრა ქალაქ  ოჩამჩირის   მე-4  საშუალო  სკოლა.

დავით  თორდინავა  1992  წლიდან  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის პირადი  შემადგენლობის  რიგებში  ყუმბარმტყორცნელთა  თანაშემწედ. მონაწილეობდა ოჩამჩირის  ტერიტორიაზე  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებებში.

დავით  თორდინავა, როგორც  ერთ-ერთი  რიგითი  მეომარი, ბოლო  წუთებამდე  იცავდა საკუთარი  ბატალიონის  საბრძოლო  მონაკვეთებს  სოფელ  მერკულაში. ასევე  აქტიურად იბრძოდა  აფხაზური  დასახლებებიდან – ჭლოუს,თხინას,მოქვის მხრიდან  განხორციელებული შემოტევების  მოსაგერიებლად.

1993 წლის  22  სექტემბერს, სოფელ  ტამიშის   განთავისუფლებისთვის  წარმოებული ბრძოლების  დროს,დავით  თორდინავა  მძიმედ  დაიჭრა. მისი  ჰოსპიტალიზება  მოხდა თბილისის  რესპუბლიკურ  საავადმყოფოში,სადაც  გარდაიცვალა  1993  წლის  29  სექტემბერს.

დავით  თორდინავა  დაკრძალულია  ზუგდიდის  რაიონის  სოფელ  რუხში.

დავით თორდინავა

დავით  თორდინავა  დაიბადა  1972  წლის  9  სექტემბერს  მარტვილის  რაიონში. დაამთავრა...

გრიგოლ დავითულიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1992  წლის  11  დეკემბრიდან, რიგითი გრიგოლ  დავითულიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში  მოქვისა  და ტყვარჩელის  მიმართულებით. უშიშარი  ვაჟკაცი  თანამებრძოლებს  შორის  სიყვარულითა  და პატივისცემით  სარგებლობდა.

გრიგოლ  დავითულიანი  დაიღუპა  1993  წლის  16  სექტემბერს, სოფელ  არადუში  მტრის ვერაგული თავდასხმის დროს.

გრიგოლ  დავითულიანი  დაკრძალულია  სოფელ  არადუში.

გრიგოლ დავითულიანი

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1992  წლის  11  დეკემბრიდან, რიგითი...

გენადი იაშას ძე გიორბელიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გენადი  იაშას  ძე  გიორბელიძე  დაიბადა  1975  წლის  14  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში. დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ჩაერთო  ომში. 1992  წლიდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში  მსროლელად. მონაწილეობდა სამხედრო  მოქმედებებში  სოფელ არადუს  დაცვისას.

1993  წლის  16  სექტემბერს  საბრძოლო  დავალების  შესრულების  დროს  გმირულად დაიღუპა  სოფელ  არადუში.

გენადი  გიორბელიძე  დაკრძალულია  მშობლიურ  სოფელ  არადუში

გენადი იაშას ძე გიორბელიძე

გენადი  იაშას  ძე  გიორბელიძე  დაიბადა  1975  წლის  14  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ტარიელ დავითის ძე გასვიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ტარიელ  დავითის  ძე  გასვიანი დაიბადა  1968  წლის  17  ოქტომბერს ოჩამჩირის  რაიონის სოფელ არადუში. იქვე  დაამთავრა  საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 24  წლის  ვაჟკაცი ბედნიერ  მომავალზე  ოცნებობდა, მაგრამ  აფხაზეთში  ომი დაიწყო და ტარიელმაც  ჯარისკაცის  ფარაჯა  ჩაიცვა.

1993  წლის  16  სექტემბერს,მტერთან  შეტაკების  დროს მძომედ დაიჭრა… იმ  დღეს განუმეორებელი  გმირობა ჩაიდინა, ათეულობით  თანასოფლელი  იხსნა  დაღუპვისგან. არავინ ელოდა  მის  გადარჩენას,მაგრამ  სასწაული  მოხდა და გადარჩა. მძიმე დარტყმა  იყო  ძმასავით თანაშეზრდილი  მეგობრის  რომან  ომანაძის  დაღუპვა. ტარიელს  ერთი  დღითაც  არ  გაუგდია იარაღი  ხელიდან. სოხუმის  დაცემის  შემდეგაც   განაგრძობდა  პარტიზანულ  ბრძოლას.

1998 წლის  25  მაისს,გალის  მოვლენების  დროს,ტარიელ  გასვიანი  გმირულად  დაეცა  იმ მიწაზე,რომლისთვისაც  ასე  თავდაუზოგავად  იბრძოდა. გმირ  ვაჟკაცს  დარჩა  18  წლის მეუღლე  და  4  თვის  შვილი.

ტარიელ დავითის ძე გასვიანი

ტარიელ  დავითის  ძე  გასვიანი დაიბადა  1968  წლის  17  ოქტომბერს ოჩამჩირის ...

იგორ შალავას ძე ბენიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იგორ  შალავას ძე  ბენიძე  დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,იგორ  ბენიძე  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში.

იგორ  ბენიძე  1993 წლის 29 დეკემბერს ,მორიგი დავალების  შესრულების  დროს  გმირულად დაიღუპა.

იგორ შალავას ძე ბენიძე

იგორ  შალავას ძე  ბენიძე  დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

შაქრო (ბაქარ) გრიგორის ძე ბენიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

შაქრო (ბაქარ) გრიგორის  ძე  ბენიძე  დაიბადა  1963  წლის  26  ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,შაქრო  ბენიძე  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ წარმოებულ საბრძოლო  ოპერაციებში.

შაქრო ბენიძე  1993 წლის  29 სექტემბერს, სამსახურებრივი  მოვალეობის  შესრულებისას სოფელ  არადუში, გმირულად  დაიღუპა.

 

შაქრო (ბაქარ) გრიგორის ძე ბენიძე

შაქრო (ბაქარ) გრიგორის  ძე  ბენიძე  დაიბადა  1963  წლის  26  ოქტომბერს ...

ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი

დაიბადა 1957 წლის 10 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფ. არადუში.
ქ. სოხუმის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, 1977 წელს დაამთავრა მექანიკური სასწავლებელი. პინათლად მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
ვალერი უაღრესად გულთბილი, გამორჩეული მეუღლე, მამა და მეგობარი იყო. გამოირჩეოდა სიკეთიდა და ვაჟკაცობით. უზომოდ უყვარდა სამშობლო, სწორედ სამშობლოს სიყვარულმა ააღებინა იარაღი ხელში და ვაჟკაცურად იბრძოდა კიდეც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან. იგი მსახურობდა 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში, აქტიურ მონაწილეიობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 29 თებერვალს მძიმედ დაიჭრა, 2 მარტს კი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფ. არადუში.
ყოველთვის გწანდეს, რომ საქართველო მხოლოდ ისეთმა ვაჯკაცებმა მოიტანეს მხრებით დღევანდლამდე, როგორისც ის იყო. მისი და მის მსგავსთა სულები მოგვიწოდებენ ისევ ვიხსნათ, გავაერთიანოთ და ავაღორძინოთ ჩვენი სამშობლო. მისი ვაჟკაცები მიხეილი და მალხაზი კი არასოდეს დაივიწყებენ გმირი მამის სახელს და საამაყო თაობას გაზრდიან ვალერი ბენდელიანის სახელით.

ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი

ვალერი ოთარის ძე ბენდელიანი დაიბადა 1957 წლის 10 მარტს ოჩამჩირის...

ლერი ზაურის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ლერი ზაურის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1969  წლის  16 ნოემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, ლერი  ბენდელიანი  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  234-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  არაერთ საბრძოლო  ოპერაციაში.

ლერი  ბენდელიანი  1993  წლის  16  სექტემბერს  არადუზე  შემოტევის  დროს  გმირულად .  დაკრძალულია  სოფელ არადუში.

ლერი ზაურის ძე ბენდელიანი

ლერი ზაურის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1969  წლის  16 ნოემბერს  ოჩამჩირის ...

ემზარ ვლადიმერის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ემზარ  ვლადიმერის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1957  წლის  15  თებერვალს  ოჩამჩირის რაიონის  სოფელ არადუში. დაამთავრა  ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა. მუშაობდა  ინჟინრად  სოფელ  კინდღში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ემზარ  ბენდელიანი  1993  წლის  10 მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  პირველი  ასეულის დამმიზნებელ  ოპერატორად.

ემზარ  ბენდელიანი, ბატალიონთან  ერთად  მონაწილეობდა  სოფელ  ტამიშთან  და  ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით  მიმდინარე  საბრძოლო ოპერაციებში, უშიშარი მებრძოლი თანამებრძოლებსა და ბატალიონის მეთაურთა შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. პირნათლად ასრულებდა. ბატალიონის მიერ დასახულ ამოცანებს.

1993  წლის 29 სექტემბერს, არადუს მისადგომებთან  მტრის  შემოტევის მოგერიების დროს,ემზარ  ბენდელიანი თანამებრძოლებთან ერთად,გმირულად  დაიღუპა.

ემზარ  ბენდელიანს  დარჩა მეუღლე და ორი  ქალიშვილი.

ემზარ ვლადიმერის ძე ბენდელიანი

ემზარ  ვლადიმერის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1957  წლის  15  თებერვალს  ოჩამჩირის...

მეგონა კონდრას ძე ბაღათურია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

მეგონა  კონდრას  ძე  ბაღათურია  დაიბადა  1951  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში. ოჩამჩირის პირველი  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ნოვოჩერკასკის  სატრანსპორტო  ტექნიკუმში.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ჩაერთო  ომში. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში, პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  დავალებებს. თანამებრძოლებს შორის  სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

1993  წლის 26 თებერვალს რუსულ-აფხაზურ  ფორმირებებთან  შეტაკებისას მეგონა ბაღათურია  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის მეგონა  ბაღათურია  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

მეგონა  ბაღათურიას  დარჩა  მეუღლე  და  ოთხი  ვაჟიშვილი.

მეგონა კონდრას ძე ბაღათურია

მეგონა  კონდრას  ძე  ბაღათურია  დაიბადა  1951  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში. ოჩამჩირის...

გიორგი აქვსენტის ძე ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გიორგი აქვსენტის ძე ახვლედიანი დაიბადა 1943 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა. მუშაობდა მოქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გიორგი ახვლედიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე (არადუ-მერკულა) ბატალიონის პირად შემადგენლობაში.

მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა მშობლიური სოფლისა თუ რაიონის

დასაცავად.

1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ არადუზე მოწინააღმდეგის თავდასხმის დროს გიორგი ახვლედიანი საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას შვილთან _ რატი ახვლედიანთან ერთად გმირულად დაიღუპა.

გიორგი აქვსენტის ძე ახვლედიანი

გიორგი აქვსენტის ძე ახვლედიანი დაიბადა 1943 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

რატი გიორგის ძე ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

რატი  გიორგის  ძე  ახვლედიანი  დაიბადა  1972  წლის  5  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში. 1989  წელს  დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა,შემდეგ  კი, აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმი.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, რატი  ახვლედიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის   პირად  შემადგენლობაში.

რატი  ახვლედიანი  აქტიურად  იბრძოდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობის დასაცავად  მშობლიურ არადუში. იგი  ბრძოლის  ველზე  დაღუპულ  მამასთან – გიორგი ახვლედიანთან  ერთად  უკანასკნელ  წვეთამდე  ებრძოდა  მოწინააღმდეგეს. 21  წლის  ახალგაზრდამ  დიდი  ბრძოლისუნარიანობა  გამოიჩინა  მერკულას,მოქვის, ოტაფის,ჭლოუს მხრიდან განხორციელებულ შემოტევებში.

რატი ახვლედიანი დაიღუპა  1993  წლის 29 სექტემბერს,სოფელ არადუზე მოწინააღმდეგის თავდასხმის  დროს. მძაფრი და კრიტიკული ვითარების  გამო მისი ცხედრის  გამოტანა  ვერ მოხერხდა.

რატი გიორგის ძე ახვლედიანი

რატი  გიორგის  ძე  ახვლედიანი  დაიბადა  1972  წლის  5  სექტემბერს  ოჩამჩირის ...

ემზარ ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ემზარ  ახვლედიანი  დაიბადა  1971  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

ემზარ ახვლედიანი  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  პირველივე  დღიდან ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა  24-ე  ბრიგადის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

ემზარ  ახვლედიანი  1992  წლის  24 ოქტომბერს, სოფელ მერკულაში, საბრძოლო  ოპერაციის  დროს  დაიღუპა. ფეხოსანთა  სადესანტო  მანქანა,რომელსაც  თავად  მართავდა  ტანკსაწინააღმდეგო  ნაღმზე  აფეთქდა. ნაღმის  აფეთქება  ისეთი  ძლიერი  აღმოჩნდა,რომ ცხედრის  პოვნაც  ვერ  მოხერხდა.

 

ემზარ ახვლედიანი

ემზარ  ახვლედიანი  დაიბადა  1971  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში. ემზარ...

ვალერი ვლადიმერის ძე ასლანიკაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ვალერი ვლადიმერის ძე ასლანიკაშვილი დაიბადა 1948 წლის 10 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. ალალსა და თავმდაბალს, უშუალოსა და ერთგულს ყოველთვის სწამდა, თუ სამშობლოს დასჭირდებოდა პირველი ჩადგებოდა მის დამცველთა შორის და სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გაწირავდა.

სწორედ, აფხაზეთის ომმა წარმოაჩინა მისი ხასიათის სიმტკიცე, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება. ვალერი თავდადებით იცავდა თავის სოფელს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იქაურობა არ დაუტოვებია.

ვალერი ასლანიკაშვილი 1993 წლის 28 სექტემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ოჩამჩირის მისადგომებთან, სოფელ არადუში დაიღუპა. მან ტყვეობას გმირული სიკვდილი არჩია, სწორედ ამ საქციელით მოწინააღმდეგეს ეროვნული სულის სიმტკიცე დაანახა. დაკრძალულია საკუთარ ეზოში.

ვალერი ასლანიკაშვილს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ვალერი ვლადიმერის ძე ასლანიკაშვილი

ვალერი ვლადიმერის ძე ასლანიკაშვილი დაიბადა 1948 წლის 10 იანვარს ოჩამჩირის...

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე  აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში მოხალისედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ სოფელ მოქვსა და მერკულაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. იმერი აკობიძე გამოირჩეოდა შეუპოვრობითა და თავდადებით. თანამებრძოლებს შორის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა.

იმერი აკობიძე დაიღუპა 1993 წლის 8 მაისს, სოფელ არადუში, მტრის ფართომასშტაბიანი შემოტევის დროს.

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე

იმერი აქვსენტის ძე აკობიძე  აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა...

error: Content is protected !!