ნუგზარ პროკოფის ძე ჯომიდავა
ნუგზარ პროკოფის ძე ჯომიდავა დაიბადა 1952 წელს ოჩამჩირის რაიონში. სწავლობდა სოფელ კოჩარის საშუალო სკოლაში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
ნუგზარ ჯომიდავა 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის მე-3 ასეულში _ რიგით მებრძოლად.
1993 წლის 2 ივლისს მტრის მიერ ჩამოსხმულმა დესანტმა ნუგზარი ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.
ნუგზარ ჯომიდავა დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
ნუგზარ პროკოფის ძე ჯომიდავა
ნუგზარ პროკოფის ძე ჯომიდავა დაიბადა 1952 წელს ოჩამჩირის რაიონში. სწავლობდა...
ჯემალ ალექსის ძე ჯომიდავა
ჯემალ ალექსის ძე ჯომიდავა დაიბადა 1962 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯემალ ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. იბრძოდა ტამიშთან, ლაბრასთან…
ჯემალ ჯომიდავა 1992 წლის 26 ნოემბერს სოფელ კოჩარაში (ქეთევანას დასახლებაში) მოწინააღმდეგესთან მორიგი შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
ჯემალ ჯომიდავა დაკრძალულია სოფელ კოჩარაში.
ჯემალ ალექსის ძე ჯომიდავა
ჯემალ ალექსის ძე ჯომიდავა დაიბადა 1962 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის...
მამია სიმონის ძე ჯანელიძე
მამია სიმონის ძე ჯანელიძე დაიბადა 1949 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში.. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ ცაგერაზე , გამთენიისას, ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. ხანგრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ, მტერმა სოფელი ხელში ჩაიგდო და ქართველებისგან მისი „გაწმენდა“ დაიწყო. მამია ჯანელიძემ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მის სახლში შემოჭრილ „ბოევიკებს“, ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეზე იყო. მამია ვერ გაუმკლავდა კბილებამდე შეიარაღებულ „ბოევიკებს“ და უთანასწორო ორთაბრძოლაში დაიღუპა.
მამია სიმონის ძე ჯანელიძე
მამია სიმონის ძე ჯანელიძე დაიბადა 1949 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის ...
ელგუჯა ჯებაშვილი
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქალაქ სტავროპოლში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ელგუჯა ჯებაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის პირველ ასეულში მოხალისედ. მამაცი მეომარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. თავდასხმისას ელგუჯამ , თანამებრძოლებთან ერთად , მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. ალყაში იყო სტრატეგიული სოფლები ტამიში, ლაბრა, ანუარხვა, რის გამოც ქალაქ სოხუმსა და ოჩამჩირის რაიონს შორის კავშირი პარალიზებული იყო. ქართული შენაერთების მიზანი იყო მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიის განთავისუფლება. რიგითი ელგუჯა ჯებაშვილი თანამებრძოლებთან ერთად გაემართა მოწინააღმდეგის ალყის გასარღვევად ტამიშის მიმართულებით. ამოცანა დანაკარგის გარეშე შეასრულეს,მაგრამ ცნობილი გახდა,რომ სოფელ ტამიშის ავტოტრასაზე ხიდი იყო დანაღმული, საჭირო იყო გაუნებელყოფა. ოთხკაციანი ჯგუფი (ასეულის მეთაური ა. შანავა, ოცეულის მეთაური ბ. მიბჩუანი, რიგითები ე. ჯებაშვილი,რ. შელია) ამ რთული მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. აღნიშნული დავალება პირნათლად შესრულდა, ბიჭებმა ხიდი გააუნებელყვეს, ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ,არტილერიას საშუალება მიეცა ქალაქ სოხუმისკენ გზა გაეგრძელებინა, მაგრამ მოწინააღმდეგე დანებებას არ აპირებდა. ელგუჯა და მისი თანამებრძოლები ალყაში მოაქციეს. რიგითი ელგუჯა ჯებაშვილი გმირულად დაეცა ამ უთანასწორო ბრძოლაში. დედისერთა,სამშობლოზე შეყვარებული, თავდადებული ვაჟკაცი მამაცობითა და თავგანწირვით სამაგალითო გახდა თანამებრძოლებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელგუჯა ჯებაშვილი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ელგუჯა ჯებაშვილი
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქალაქ სტავროპოლში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი ...
ნოდარ მაკარის ძე ხუხუა
ნოდარ მაკარის ძე ხუხუა დაიბადა 1938 წლის 15 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ნოდარ ხუხუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში მოხალისედ. ბატალიონთან ერთად იბრძოდა სოფლების: მოქვის, ლაბრის, ტამიშის მიმართულებით.
1993 წლის 28 თებერვალს , ნოდარ ხუხუა , ლაბრასთან მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა.
ნოდარ მაკარის ძე ხუხუა
ნოდარ მაკარის ძე ხუხუა დაიბადა 1938 წლის 15 აგვისტოს ოჩამჩირის ...
მურთაზ ვალიკოს ძე ხურცილავა
მურთაზ ვალიკოს ძე ხურცილავა დაიბადა 1940 წლის 16 მარტს. ოჯახი ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უფროსი ლეიტენანტი მურთაზ ხურცილავა 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში მომარაგების სამსახურის უფროსად, რასაც მისი ბატალიონი აწარმოებდა.
მურთაზ ხურცილავა 1993 წლის 16 სექტემბერს , სოფელ ცაგერასთან საბრძოლო მოქმედების დროს,გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მურთაზ ხურცილავა , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
მურთაზ ვალიკოს ძე ხურცილავა
მურთაზ ვალიკოს ძე ხურცილავა დაიბადა 1940 წლის 16 მარტს. ოჯახი ...
იოსებ (სოსო) შოთას ძე ხეცურიანი
იოსებ (სოსო) შოთას ძე ხეცურიანი დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. 1957 წელს დაამთავრა სოფელ კოჩარის საშუალო სკოლა. 1976 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1981 წელს. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1983 წელს მუშაობა დაიწყო ინჟინრად.
იოსებ ხეცურიანი 1992 წლის 1 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
იოსებ ხეცურიანი დაიღუპა 1997 წლის 7 მარტს, სოფელ ცხენისწყალთან საბრძოლო ოპერაციის დროს.
იოსებ ხეცურიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
იოსებ (სოსო) შოთას ძე ხეცურიანი
იოსებ (სოსო) შოთას ძე ხეცურიანი დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს,ოჩამჩირის ...
გია ხეცურიანი
გია ხეცურიანი დაიბადა 1973 წლის 6 მარტს.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან გია ხეცურიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
გია ხეცურიანი დაიღუპა 1993 წლის 16 მაისს, სოფელ ცაგერაში.
გია ხეცურიანი
გია ხეცურიანი დაიბადა 1973 წლის 6 მარტს. საშუალო სკოლის დამთავრების ...
ველოდი ანზორის ძე ხეცურიანი
ველოდი ანზორის ძე ხეცურიანი დაიბადა 1967 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში,დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
1992 წლის 14 აგვისტოს , აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , ველოდი ხეცურიანი ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ცაგერის ბატალიონის რიგებში.
1993 წლის 5 იანვარს კოჩარის მისადგომების დასაცავად გასული ასეულის ერთი ოცეული დანაღმულ ველზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, თერთმეტი ადამიანი ადგილზე დაღუპა, მათ შორის იყო 25 წლის ახალგაზრდა მებრძოლი ველოდი ხეცურიანი.
ველოდი ანზორის ძე ხეცურიანი
ველოდი ანზორის ძე ხეცურიანი დაიბადა 1967 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ...
ველოდი ნიკოლოზის ძე ხეცურიანი
ველოდი ნიკოლოზის ძე ხეცურიანი დაიბადა 1957 წლის 3 მაისს, ქალაქ ოჩამჩირეში.
დაამთავრა სოფელ ცაგერას საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
1992 წლის 25 დეკემბერს ველოდი ხეცურიანი , თანამებრძოლებთან ერთად დაზვერვას აწარმოებდა მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიის მიმართულებით, სწორედ ამ დროს ველოდი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ცხედრის გამოტანა მხოლოდ მესამე დღეს გახდა შესაძლებელი.
ველოდი ხეცურიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ველოდი ნიკოლოზის ძე ხეცურიანი
ველოდი ნიკოლოზის ძე ხეცურიანი დაიბადა 1957 წლის 3 მაისს, ქალაქ ...
რაჯი ედემის ძე ხეცურიანი
რაჯი ედემის ძე ხეცურიანი დაიბადა 1972 წლის 13 მაისს ქ. ოჩამჩირეში, გაიზარდა სოფელ ცაგერაში.
რვაწლედის დამთავრების შემდეგ სოხუმში მუსიკალურ ტექნიკუმშო ჩაირიცხა. უყვარდა მუსიკა, ესტრადა. ორი წელი სწავლობდა. 1992 წელს დაიწყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა. რაჯი ჩაერთო ამ ბრძოლაში. ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში. 1993 წლის 3 იანვარს მტრის შემოტევის დროს სოფ. ცხენისწყალთან ბრძოლის ველზე დაიღუპა. დასაფლავებულია სოფ. ცაგერაში. ის მუდამ იცოცხლებს მისი ახლობლებისა და თანამებრძოლთა ხსოვნაში.
რაჯი ედემის ძე ხეცურიანი
რაჯი ედემის ძე ხეცურიანი დაიბადა 1972 წლის 13 მაისს ქ....
ნოდარ ხარაიშვილი
ნოდარ ხარაიშვილი დაიბადა 1938 წლის 6 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ ღოდორაში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კოჩარაში გადავიდა. სამხედრო- სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ნოდარი კოლმეურნეობაში მუშაობდა. 1964 წელს დაოჯახდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან რიგითი ნოდარ ხარაიშვილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის მებრძოლი იყო.
1992 წლის 29 დეკემბერს სოფელ კოჩარასთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში- ნოდარ ხარაიშვილი გმირულად დაიღუპა.
ნოდარ ხარაიშვილს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ნოდარ ხარაიშვილი
ნოდარ ხარაიშვილი დაიბადა 1938 წლის 6 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ ...
ზაურ შალიკოს ძე ცქვიტაია
ზაურ შალიკოს ძე ცქვიტაია დაიბადა 1956 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. 1967-1977 წლებში სწავლობდა კოჩარის საშუალო სკოლაში.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,1992 წლის 25 დეკემბრიდან , ზაურ ცქვიტაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგითად.ზაური აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში – სოფელ ცხენისწყალთან , ტამიშთან,მოქვთან,ლაბრასთან…. მამაცობით, გამბედაობით განთქმული მეომარი თანამებრძოლებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
ზაურ ცქვიტაია დაიღუპა 1993 წლის 5 მაისს სოფელ კოჩარასთან – დაქირავებული ბოევიკების მორიგი მძიმე შემოტევისას. დაკრძალულია საცხოვრებელი სახლის ეზოში.
ზაურ ცქვიტაიას დარჩა მეუღლე და ხუთი შვილი.
ზაურ შალიკოს ძე ცქვიტაია
ზაურ შალიკოს ძე ცქვიტაია დაიბადა 1956 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის ...
არჩილ ოთარის ძე ცხვირავაშვილი
არჩილ ოთარის ძე ცხვირავაშვილი დაიბადა 1958 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, არჩილ ცხვირავაშვილი 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 242-ე ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა 24-ე მექანიზირებული ბრიგადის მიერ ოჩამჩირის რაიონში განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.
1993 წლის 5 მარტს, მტრის მორიგ შემოტევას სოფელ ცაგერაზე, მედგრად დაუხვდა მე-2 ოცეული,თუმცა სანგარში აფეთქებული ყუმბარმტყორცნის ჭურვი სასიკვდილო აღმოჩნდა არჩილ ცხვირავაშვილისთვის.
არჩილ ცხვირავაშვილი დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
არჩილ ოთარის ძე ცხვირავაშვილი
არჩილ ოთარის ძე ცხვირავაშვილი დაიბადა 1958 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი
გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1955 წლის 10 ივლის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
1972 წელს დაამთავრა ქალაქ ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა. 1978 წელს კი, სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1983 წლიდან მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუს მეურნეობაში , მშენებელ-ინჟინრად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში. 1992 წლის 11 დეკემბრიდან მეთაურობდა ამავე ბატალიონის I ასეულს. აქტიურად მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (კოჩარა, ტამიში, ცხენისწყალი) მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ამ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა სამხედრო წოდება- „ უფროსი ლეიტენანტი“.
1993 წლის 16 მაისს, სოფელ ცაგერაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
გელა ჩხეტიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი
გელა ვლადიმერის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1955 წლის 10 ივლის ოჩამჩირის ...