სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ვახტანგ ვარლამის ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვახტანგ  ვარლამის  ძე  ჩაკვეტაძე  დაიბადა  1953  წლის  2  ივნისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

სკოლის   დამთავრების  შემდეგ  სწავლობდა    სოხუმის  ინდუსტრიულ  სასწავლებელში, რომელიც  დაამთავრა  1972 წელს.  1974  წლიდან  მუშაობდა  ინჟინერ-ელექტრიკოსად.

ვახტანგ  ჩაკვეტაძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე   ბრიგადის  242-ე  მექანიზირებული  ბატალიონში.

ვახტანგ  ჩაკვეტაძე  დაიღუპა   1993  წლის  5  იანვარს,  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცხენისწყალთან.

ვახტანგ ვარლამის ძე ჩაკვეტაძე

ვახტანგ  ვარლამის  ძე  ჩაკვეტაძე  დაიბადა  1953  წლის  2  ივნისს ოჩამჩირის ...

შოთა საშიკოს ძე შუბითიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

შოთა  საშიკოს  ძე  შუბითიძე   დაიბადა  1947  წლის  12  მაისს  სოფელ  კოჩარაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  შოთა  შუბითიძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის   242-ე  მექანიზირებულ  ბატალიონში –  რიგით  მსროლელად.  მონაწილეობდა  ბრიგადის  მიერ  დაგეგმილ  სამხედრო   ოპერაციებში, სოფელ  კოჩარასა და  ცაგერას  მისადგომებთან.

1993  წლის  5  მაისს ,  სოფელ  კოჩარასთან  ,მტერთან  ერთ-ერთი  შეტაკების   დროს  ,  შოთა  შუბითიძე  გმირულად  დაიღუპა. დაკრძალულია  კოჩარის  სასაფლაოზე.

შოთა საშიკოს ძე შუბითიძე

შოთა  საშიკოს  ძე  შუბითიძე   დაიბადა  1947  წლის  12  მაისს  სოფელ ...

მურთაზ ვალიკოს ძე შუბითიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურთაზ  ვალიკოს   ძე  შუბითიძე  დაიბადა  1961  წლის  8  ივლისს  ოჩამჩირის   რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  საქართველოს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ,  მურთაზ  შუბითიძე   აქტიურად  ჩაერთო  ქვეყნის  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში.  იგი  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე   ბატალიონში  ჩაირიცხა  რიგით  მებრძოლად.

მურთაზ  შუბითიძე  დაიღუპა  1992  წლის  6  დეკემბერს  ცხენისწყალთან.

მურთაზ ვალიკოს ძე შუბითიძე

მურთაზ  ვალიკოს   ძე  შუბითიძე  დაიბადა  1961  წლის  8  ივლისს  ოჩამჩირის ...

ვასილ მიშას ძე შუბითიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვასილ  მიშას  ძე  შუბითიძე  დაიბადა  1964  წლის  2  ივლისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

1970-80  წლებში  სწავლობდა  კოჩარის  საშუალო   სკოლაში. 1980-1982  წლებში,  მსახურობდა  საბჭოთა  არმიის  რიგებში.  დემობილიზაციის  შემდეგ, მუშაობდა  ოჩამჩირეში  სამშენებლო  ტრესტში –  მძღოლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი   მოქმედებების  დროს, ვასილ  შუბითიძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად.

1992  წლის   30  ნოემბერს  ვასილ  შუბითიძე  მშობლიურ  კოჩარასთან  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს  გმირულად  დაიღუპა.

ვასილ მიშას ძე შუბითიძე

ვასილ  მიშას  ძე  შუბითიძე  დაიბადა  1964  წლის  2  ივლისს  ოჩამჩირის ...

ანზორ შუბითიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ანზორ შუბითიძე დაიბადა 1952 წლის 11 მაისს საჩხერის რაიონში.

1952  წლიდან  ოჯახი  საცხოვრებლად  გადავიდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ   კოჩარაში.  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მალევე  დაოჯახდა.  მოიხადა  სამხედრო- სავალდებულო  სამსახური.

1992  წლის  14  აგვისტოს  აფხაზეთში  კონფლიქტის  დაწყებისთანავე  , ჩაეწერა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე   მექანიზირებული   ბრიგადის  242-ე  (ოჩამჩირის)   ბატალიონში.  იმ დღიდან  იარაღი  არ გაუგდია  ხელიდან.  კოჩარელი  ვაჟკაცი  ანზორ  შუბითიძე   საუკეთესო  მებრძოლი  იყო  და  ამასთან  მაღალკვალიფიციური   რადიო-მექანიკოსი,რითაც  დიდ  დახმარებას  უწევდა  ბატალიონს –  კავშირგაბმულობის  სისტემების  ამოქმედებასა   და  სრულყოფაში.  მისი  მოწადინებითა  და  უშუალო  მონაწილეობით  ,  შესაძლებელი  გახდა  ბატალიონის  დანაყოფებს  შორის  ნორმალური  კავშირების  დამყარება.  1993 წლის  2  თებერვლიდან  დაინიშნა  მე-2   საცეცხლე  ასეულის  დამმიზნებლად.

აფხაზეთი  ბრძოლის  ქარცეცხლში   გაეხვა  ,საქართველოს  მთლიანობას  საფრთხე  დაემუქრა.

მან  მეგობრებთან  ერთად  ფიცი  დადო, რომ  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  იბრძოლებდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის.

ანზორ  შუბითიძე   დაიღუპა  1993  წლის  13  თებერვალს, როცა   მეთაურის  ბრძანებით,  ერთ-ერთ  საბრძოლო  დავალებას  ასრულებდა  სოფელ  ილორში –  ამონტაჟებდა  რადიოლოკაციურ  ანტენას,  რომელსაც   უნდა  გაეკონტროლებინა  ზღვის  აკვატორია.   ანზორ შუბითიძე  ერთგულად  ემსახურა  თავის  ქყვეყანას.

 

ანზორ შუბითიძე

ანზორ შუბითიძე დაიბადა 1952 წლის 11 მაისს საჩხერის რაიონში. 1952 ...

ნიკოლოზ შელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ნიკოლოზ  შელია  დაიბადა  1941  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

რიგითი   ნიკოლოზ  შელია  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებს  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების   დაწყების  პირველი  დღიდან  შეუერთდა  . ის იყო  სამხედრო  შტაბის  წევრი   და   სოფლის  დაცვის  ერთ-ერთი  ორგანიზატორი. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში- ათმეთაურის  თანამდებობაზე.

ნიკოლოზ  შელია   მონაწილეობდა  ბრიგადის  სარდლობის  მიერ  დაგეგმილ  საბრძოლო  ოპერაციებში,-  სოფელ  კოჩარასა და  ლაბრაში.

1993  წლის  2  იანვარს  ,  სოფელ  კოჩარაში  მიმდინარე  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,  ნიკოლოზ  შელია   მტრის  ტყვიამ იმსხვერპლა.  მასთან  ერთად  დაიღუპნენ  მებრძოლები  –  ვენგულ  პაპავა,  ბორის  ფანცულაია,  გიგლა  ბუჩხრიკიძე.

ნიკოლოზ  შელია  დაკრძალულია  სოფელ  კოჩარაში.

ნიკოლოზ შელია

ნიკოლოზ  შელია  დაიბადა  1941  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. რიგითი ...

ჯანსუღ ჯიბილოს ძე ყურაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჯანსუღ  ჯიბილოს  ძე  ყურაშვილი  დაიბადა  1953  წლის  18  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.  დაამთავრა  ცაგერას  საშუალო   სკოლა.  1975-1997  წლებში  მსახურობდა  საბჭოთა არმიის  რიგებში.   დემობილიზაციის  შემდეგ  მძღოლად  მუშაობდა  ქალაქ  ოჩამჩირის  ავტოპარკში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში- რიგით  მებრძოლად.  აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა   საბრძოლო  ოპერაციაში  ,  რომელსაც  აწარმოებდა  ბატალიონი.

ჯანსუღ  ყურაშვილი,  1993 წლის  5 იანვარს  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,სოფელ  კოჩარის  მისადგომებთან  ნაღმზე  აფეთქდა   და  ადგილზე  გარდაიცვალა.

ჯანსუღ ჯიბილოს ძე ყურაშვილი

ჯანსუღ  ჯიბილოს  ძე  ყურაშვილი  დაიბადა  1953  წლის  18  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ჯიბილო სპირიდონის ძე ყურაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჯიბილო  სპირიდონის  ძე  ყურაშვილი  დაიბადა  1930  წელს  ცაგერის  რაიონში.

საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ, ოჯახთან  ერთად,  საცხოვრებლად  გადავიდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს  ,  1992  წლის  11 დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  მოხალისედ.  ბატალიონთან  ერთად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

1993  წლის  16  სექტემბერს,  გამთენიისას,  სოფელ  ცაგერაზე  ფართომასშტაბიანი   შემოტევისას,  ჯიბილო  ყურაშვილი,მტერთან  მედგარი  წინააღმდეგობის  დროს  მძიმედ  დაიჭრა  და  ტყვედ  ჩავარდა.  ჯიბილო  ყურაშვილი  და  მისი  მეუღლე  „ბოევიკებმა“  ტყვიამფრქვევის  ჯერით  დაცხრილეს.

ჯიბილო სპირიდონის ძე ყურაშვილი

ჯიბილო  სპირიდონის  ძე  ყურაშვილი  დაიბადა  1930  წელს  ცაგერის  რაიონში. საშუალო ...

ჯუმბერ სიმონის ძე ქანდავაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჯუმბერ  სიმონის  ძე  ქანდავაძე  დაიბადა  1960  წლის  2  მაისს. სწავლობდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერას  საშუალო  სკოლაში. აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  სიმონ  ქანდავაძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  (ცაგერას)  ბატალიონში,მსროლელად.

1992  წლის  4  ნოემბერს, როცა  ცაგერას  ბატალიონი  საბრძოლველად  გავიდა  მოქვის  მიმართულებით,  დანაყოფი  დანაღმულ  ველზე  აღმოჩნდა. ჯუმბერ  ქანდავაძე  ნაღმზე  აფეთქდა  და  დაიღუპა.

ჯუმბერ სიმონის ძე ქანდავაძე

ჯუმბერ  სიმონის  ძე  ქანდავაძე  დაიბადა  1960  წლის  2  მაისს. სწავლობდა ...

მერაბ ხუტას ძე უგრეხელიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მერაბ  ხუტას  ძე  უგრეხელიძე  დაიბადა  1966  წლის  21  აპრილს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.  დაამთავრა  ცაგერას  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.  მერაბი  იყო  უშიშარი  და  დისციპლინირებული  მებრძოლი.  აქტიურად   მონაწილეობდა  არაერთ  რთულ  და  საპასუხისმგებლო  საბრძოლო  ოპერაციაში.

მერაბ  უგრეხელიძე  დაიღუპა   1992  წლის  17  აგვისტოს  სოფელ  ტამიშში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს.

მერაბ ხუტას ძე უგრეხელიძე

მერაბ  ხუტას  ძე  უგრეხელიძე  დაიბადა  1966  წლის  21  აპრილს  ოჩამჩირის ...

ბორის ბორისის ძე ფანცულაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბორის ბორისის ძე ფანცულაია    დაიბადა 1957 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.

ფანცულაია ბორისი ბორისის ძე აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყების პირველივე დღეებიდან ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა ოჩამჩირის გარნიზონის ს/კომენდატურაში, რიგითად.
1992 წლის დეკებმრიდან გადავიდა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში – რიგით მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფ. ცხენისწყალთან, სოფ. ტამიშში, სოფ. ლაბრაში. იყო მამაცი მებრძოლი, გულისხმიერი მეგობარი, დროზე ასრულებდა მეთაურთა დავალებებს.
1993 წლის 2 იანვარს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ლაბრა-კოჩარის საზღვარზე სადაზვერვო დავალების შესრულების დროს, მტრის ჩასაფრებულ ნაწილს გადაეყარა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ მტერი უკუაგდეს, მაგრამ ბ. ფანცულაია სასიკვდილოდ დაიჭრა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფ. კოჩარაში.

ბორის ბორისის ძე ფანცულაია

ბორის ბორისის ძე ფანცულაია    დაიბადა 1957 წელს ოჩამჩირის რაიონის...

ასტამურ ძუკუს ძე ფანცულაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ასტამურ  ძუკუს  ძე  ფანცულაია   დაიბადა  1943  წლის  1  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

1961  წელს  დაამთავრა  ამავე  სოფლის   საშუალო  სკოლა.  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური მოიხადა  გერმანიაში.  დემობილიზაციის  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  საქართველოს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში.  სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობდა  ქალაქ  ოჩამჩირის  ტექნიკური  ბიუროს  უფროსად.  1971  წელს  საცხოვრებლად   გადავიდა  ქალაქ  ტყვარჩელში.

აფხაზეთსი  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე   ბატალიონში.

ასტამურ  ფანცულაია  დაიღუპა  1993  წლის  16  იანვარს, სოფელ  კოჩარაში  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

ასტამურ  ფანცულაიას   დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

ასტამურ ძუკუს ძე ფანცულაია

ასტამურ  ძუკუს  ძე  ფანცულაია   დაიბადა  1943  წლის  1  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

მედიკო აკაკის ასული ურიდია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მედიკო  აკაკის  ასული  ურიდია  დაიბადა  1940  წლის  29  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში.

დაამთავრა  ახალი  კინდღის  საშუალო   სკოლა,  თბილისის  კოოპერაციული  სასწავლებელი  , შემდეგ  ზუგდიდის  სამედიცინო  სასწავლებელი. ომამდე   მუშაობდა  ოჩამჩირის  რაიონის    კოოპერატიულ  კავშირში.

მედიკო   ურიდია   1993  წლის   მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  დაჭრილი  და  დასახიჩრებული  მებრძოლების  მოვლაში და  მათი  სტაციონარში  გადაყვანის  ორგანიზებაში. მთელი  ომის   განმავლობაში  მუხლმოუდრეკლად  ემსახურებოდა   ბატალიონის  პირად  შემადგენლობას.

მედიკო   ურიდია  დაიღუპა  1993  წლის   17  სექტემბერს, სოფელ  ცაგერაში  მიმდინარე  საბრძოლო   მოქმედებების  დროს.

 

მედიკო აკაკის ასული ურიდია

მედიკო  აკაკის  ასული  ურიდია  დაიბადა  1940  წლის  29  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ავთანდილ გრიგორის ძე ტყებუჩავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ავთანდილ  გრიგორის  ძე  ტყებუჩავა  დაიბადა  1954  წელს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ კოჩარაში.

ომის  დაწყებისთანავე  ავთანდილ   ტყებუჩავა  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში

ავთანდილ   ტყებუჩავა  1992  წლის  25  დეკდემბერს სოფელ  კოჩარასთან  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  დაიღუპა.

ავთანდილ გრიგორის ძე ტყებუჩავა

ავთანდილ  გრიგორის  ძე  ტყებუჩავა  დაიბადა  1954  წელს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ...

რომეო სილაგაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

რომეო  სილაგაძე  დაიბადა  1975  წლის  31  იანვარს  ოჩამჩირეში. 1990 წელს  დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა.

ემზადებოდა  უმაღლეს  სასწავლებელში  ჩასაბარებლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, რომეო  სილაგაძე  1992  წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  ოპერატორად.

რომეო  სილაგაძე  1993  წლის  16  მაისს  ერთ-ერთი  შეტაკების  დროს  დაიღუპა.   დაკრძალულია  სოფელ  ცაგერაში.

რომეო სილაგაძე

რომეო  სილაგაძე  დაიბადა  1975  წლის  31  იანვარს  ოჩამჩირეში. 1990 წელს ...

error: Content is protected !!