როინ დომეს ძე ლეჟავა
როინ დომეს ძე ლეჟავა დაიბადა 1952 წლის 6 იანვარს. დაამთავრა სოფელ ლეკუხონის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , როინ ლეჟავა 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში,აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მოქვი-ტამიშის შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე განხორციელებულ ოპერაციებში.
1993 წლის 5 მარტს, სოფელ ცაგერაში , მტრის მიერ გასროლილმა ჭურვმა , სანგარში მყოფი როინ ლეჟავას სიცოცხლე იმსხვერპლა.
როინ დომეს ძე ლეჟავა
როინ დომეს ძე ლეჟავა დაიბადა 1952 წლის 6 იანვარს. დაამთავრა ...
გენური ვალიკოს ძე ლიპარტელიანი
გენური ვალიკოს ძე ლიპარტელიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში ტამიშის ,ლაბრასა და მოქვის მიმართულებით.
გენური ლიპარტელიანი 1993 წლის 29 სექტემბერს ,მტრის მიერ სოფელ ცაგერაზე განხორციელებული ვერაგული შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გენური ლიპარტელიანი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გენური ვალიკოს ძე ლიპარტელიანი
გენური ვალიკოს ძე ლიპარტელიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის ...
მირზა გენადის ძე ლეთოდიანი
მირზა გენადის ძე ლეთოდიანი დაიბადა 1970 წლის 21 მაისს,დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ქუთაისის ტექნიკურ სასწავლებელში.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე მირზა ლეთოდიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგითად. პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
მირზა გენადის ძე ლეთოდიანი
მირზა გენადის ძე ლეთოდიანი დაიბადა 1970 წლის 21 მაისს,დაამთავრა ცაგერის ...
იური ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი
იური ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1967 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
რიგითი იური კუხალაშვილი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ერთ-ერთი პირველთაგანი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში – მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონში , კერძოდ, ტამიშსა და ლაბრას მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 6 დეკემბერს იური კუხალაშვილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის იური კუხალაშვილი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
იური კუხალაშვილი დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
იური ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი
იური ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1967 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
გოჩა ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი
გოჩა ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს, გოჩა კუხალაშვილი 1993 წლის 14 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა ტამიში- ლაბრას მიმართულებით გახორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში.
გოჩა კუხალაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მაისს, მშობლიური სოფლის მისადგომებთან , ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
გოჩა ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი
გოჩა ნიკოლოზის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს ოჩამჩირის ...
გურამ არსენის ძე კაცია
გურამ არსენის ძე კაცია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარის მკვიდრი იყო. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , გურამ კაცია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
გურამ კაცია დაიღუპა 1993 წლის 20 აპრილს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრასთან მიმდინარე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.
გურამ არსენის ძე კაცია
გურამ არსენის ძე კაცია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარის მკვიდრი იყო....
რევაზ ვლადიმერის ძე კოპალიანი
რევაზ ვლადიმერის ძე კოპალიანი დაიბადა 1966 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერას საშუალო სკოლა, შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე რევაზ კოპალიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
1993 წლის 5 იანვრის სამხედრო ოპერაციის დროს რევაზ კოპალიანი გმირულად დაიღუპა..
რევაზ ვლადიმერის ძე კოპალიანი
რევაზ ვლადიმერის ძე კოპალიანი დაიბადა 1966 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
თამაზ გიორგის ძე კვატანია
თამაზ გიორგის ძე კვატანია დაიბადა 1995 წლის 25 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლა მშობლიურ სოფელში დაამთავრა , შემდეგ ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში სწავლობდა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, შექმნა ლამაზი ოჯახი,მუშაობდა ჩაის ფაბრიკაში.
თამაზ კვატანია აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, 1992 წლის დეკემბრიდან , მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის შემადგენლობაში – რიგით მებრძოლად.
თამაზ კვატანია დაიღუპა 1993 წლის 2 იანვარს, სოფელ კოჩარაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , კიდევ ერთი სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი დააკლდა ქვეყანას.
თამაზ კვატანია დაკრძლულია ქალაქ ოჩამჩირეში.
თამაზ გიორგის ძე კვატანია
თამაზ გიორგის ძე კვატანია დაიბადა 1995 წლის 25 ნოემბერს ოჩამჩირის ...
მურმან ივანეს ძე კვარაცხელია
მურმან ივანეს ძე კვარაცხელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძლთა რიგებში ჩადგა 1992 წლის 11 დეკემბრიდან ჩაირიცხა მეორე საარმიო კორპუსის 24 -ბრიგადის 242-ე ბატალიონის მე-3ე ასეულის მეტყვიამფრქვევედ.
ის მონაწილეობას ღებულობდა 242-ე ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციებში. სოფელ კოჩარის, ცაგერის, და ლაბრის ტერიტორიაზე. იყო მამაცი მებრძოლი. პატივცემით სარგელობდა თანამებრძოლთა შორის.
დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს სოფ. ტამიშთან მტრის დესდანტის წინააღმდეგ ორმხრივი შეტაკების დროს. გამოსვვებულ იქნა 1993 წლის 11 ივლისს ტერიტორიის მტრისგან გაწმენდის შემდეგ.
დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
მურმან ივანეს ძე კვარაცხელია
მურმან ივანეს ძე კვარაცხელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძლთა რიგებში ჩადგა...
ვაჟა ჯოტოს ძე კალანდია
ვაჟა ჯოტოს ძე კალანდია დაიბადა 1958 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვაჟა კალანდია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში.
ვაჟა კალანდია 1993 წლის 2 იანვარს , კოჩარა-ლაბრის საზღვარზე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს,გმირულად დაიღუპა.
ვაჟა ჯოტოს ძე კალანდია
ვაჟა ჯოტოს ძე კალანდია დაიბადა 1958 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
სერგო ვასილის ძე ირემაძე
სერგო ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა სოფელ ცაგერას საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , სერგო ირემაძე 1993 წლის 1 თებერვლიდან შუერთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებს.
პოლიციის რიგითი სერგო ირემაძე ირიცხებოდა სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკში, მე-4 ათეულში.
სერგო ირემაძე იყო დისციპლინირებული, ენერგიული თანამშრომელი, რომელიც მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. აქტიურად მონაწილეობდა პოლკის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის ალყაში ტყვედჩავარდნილი მოსახლეობის განთავისუფლებისას, სოფელ ცაგერაში შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.
სერგო ირემაძეს დარჩა მეუღლე და შვილები.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სერგო ვასილის ძე ირემაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
სერგო ვასილის ძე ირემაძე
სერგო ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს ოჩამჩირის ...
ვარდენ ვასილის ძე ირემაძე
ვარდენ ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1951 წლის 9 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუს საბჭოთა მეურნეობაში, მექანიზატორად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ვარდენ ირემაძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. ვარდენი მამაცი და უშიშარი მებრძოლი იყო, თავი გამოიჩინა , როგორც სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა , თავგანწირულმა ვაჟკაცმა.
1993 წლის 3 იანვარს,სოფელ ცხენისწყალთან გამართულ შეტაკებაში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ვარდენ ირემაძე დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
ვარდენ ვასილის ძე ირემაძე
ვარდენ ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1951 წლის 9 ივნისს ოჩამჩირის ...
რომან მიზდონის ძე იოსელიანი
რომან მიზდონის ძე იოსელიანი დაიბადა 1971 წლის 27 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
სწავლობდა კოჩარას შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში. იყო სამაგალითო და ბეჯითი მოსწავლე. 1988 წელს წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 1989 – 1991 წლებში მოიხადა სამხედრო- სავალდებულო სამსახური – სახალინის ნახევარკუნძულზე.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან ჩადგა ადგილობრივი ქართული გვარდიის მებრძოლთა რიგებში.
1992 წლის 18 ოქტომბერს რომან იოსელიანი თანამებრძოლებთან – მერაბ მარგიანთან და ბაკურ გიგლემიანთან ერთად გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
1992 წლის 18 ოქტომბერს რომან იოსელიანი თანამებრძოლებთან ერთად გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
რომან იოსელიანი დაკრძალულია სოფელ კოჩარაში.
რომან მიზდონის ძე იოსელიანი
რომან მიზდონის ძე იოსელიანი დაიბადა 1971 წლის 27 თებერვალს ოჩამჩირის ...
ვახტანგ მახამედის ძე იოსელიანი
ვახტანგ მახამედის ძე იოსელიანი დაიბადა 1971 წლის 5 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
1977 – 87 წლებში სწავლობდა კოჩარას შ.რუსთაველის საშუალო სკოლაში. 1988-90 წლებში სამხედრო – სავალდებულო სამსახური გერმანიაში გაიარა.
აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს ვახტანგ იოსელიანი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში ტამიშთან, მერკულასთან ,ბესლახუბასთან.
1992 წლის 18 დეკემბერს სოფელ ბესლახუბასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს ვახტანგ იოსელიანი გმირულად დაიღუპა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს. ვახტანგ იოსელიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
ვახტანგ მახამედის ძე იოსელიანი
ვახტანგ მახამედის ძე იოსელიანი დაიბადა 1971 წლის 5 თებერვალს ოჩამჩირის ...
ჟორა პავლეს ძე თუთისანი
ჟორა პავლეს ძე თუთისანი პირველივე დღიდან დადგა სამშობლოს ინტერესების დამცველთა რიგებში.
აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა. ამიტომაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოდა. 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ რთულ საბრძოლო ოპერაციაში.
ჟორა თუთისანი იყო ენერგიული, უშიშარი მებრძოლი. გმირულად იბრძოდა და გმირულად დაიღუპა 1993 წლის 29 მაისს, სოფელ ცაგერას დაცვის დროს.
ჟორა პავლეს ძე თუთისანი
ჟორა პავლეს ძე თუთისანი პირველივე დღიდან დადგა სამშობლოს ინტერესების დამცველთა...