სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

დემურ თუთისანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

დემურ თუთისანი დაიბადა 1954 წლის 16 ივლისს, ოჩაჩირის რაიონის სოფელ არადუში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო   სამსახური. ჯარიდან დაბრუნებულმა მძღოლად დაიწყო მუშაობდა  ოჩამჩირის სატვირთო ავტოკოლონაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,დემურ თუთისანი 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ემექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.

დემურ თუთისანი დაიღუპა 1993 წლის 16 აპრილს სოფელ არადუში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს.

დემურ თუთისანი

დემურ თუთისანი დაიბადა 1954 წლის 16 ივლისს, ოჩაჩირის რაიონის სოფელ...

ედიკ სევერიანის ძე ვეკუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ედიკ  სევერიანის  ძე  ვეკუა  დაიბადა  1961  წლის  11  ივლისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სამხედრო – სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  ქალაქ  ლებედიანსკში. დაამთავრა  სოხუმის  სუბტროპიკული  მეურნეობის  ინსტიტუტი.

აფხაზეთში  მიმდინარე საომარი  მოქმედებების  დროს, ედიკ  ვეკუა  1992  წლიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  რიგით  მსროლელად.ედიკ  ვეკუა  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  სოფელ  კოჩარაში, ლაბრაში,ცაგერაში  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

ედიკ  ვეკუა  1993  წლის   5 მაისს,სოფელ  კოჩარასთან  გამართული  საბრძოლო  მოქმედებების  დროს  დაიღუპა.  დაკრძალულია  იქვე, მამისა და  ძმის  გვერდით.

ოცდაცამეტი  წლის  ვაჟკაცს  გაცნობიერებული  ჰქონდა  ვალი,  პასუხისმგებლობა  საკუთარი  ერის, ხალხის  წინაშე.  ასეთი  გმირები  დამარცხებას  ვერ ეგუებიან… ან  სიკვდილი,  ან  გამარჯვება… ჩამოშლილ  სახელმწიფოში,  საკუთარი  სულისკვეთების  ამარად  დარჩენილები  გულით  დაუდგნენ  მომხვდურს,  მტრის  ტყვიაც  კი  გულით  დაუჭერია  ედიკას…  სიკვდილი  ერთხელ , ყველასთან  მოდის…  ასეთი  სიკვდილი  რჩეულთა  ხვედრია…  ალბათ,  სიცოცხლის  ბოლო  წუთებშიც  მისი  ფიქრი  საჯიჯგნად   ქცეული  სამშობლო  იყო…

სამარადისო   დიდება  გმირებს…

ედიკ სევერიანის ძე ვეკუა

ედიკ  სევერიანის  ძე  ვეკუა  დაიბადა  1961  წლის  11  ივლისს  ოჩამჩირის ...

გენადი სევერიანის ძე ვეკუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

გენადი  სევერიანის  ძე  ვეკუა  დაიბადა  1966  წლის  15  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კოჩარაში. კოჩარის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა  ქალაქ  ჩელიაბინსკში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992-1993 წლებში,  გენადი  ვეკუა  ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   242-ე  ბატალიონში  რიგით  მსროლელად.  მონაწილეობდა  აღნიშნული  ბრიგადის  სარდლების  მიერ  დაგეგმილ  ოპერაციებში –  კოჩარასთან, ლაბრასთან, ცაგერასთან.

ფრონტის  ხაზზე  მდგომარეობა  ყოველდღიურად  მძიმდებოდა, გულანთებული  მეომრები ხედავდნენ, როგორ  სუსტდებოდა  ჩვენი  პოზიციები,  მაგრამ  უკან  დახევა, გოჯი  მიწის  დათმობა  არავის  უფიქრია…  უფრო  მეტი  შემართებით, ზოგჯერ  იარაღის  გარეშეც  იცავდნენ…  განწირული  სოფლიდან  გაქცევა  არავის  უცდია.

1993  წლის  5 მაისს,  სოფელ  ცაგერას  მისადგომებთან  მიმდინარე  ორთაბრძოლისას  მტრის  ტყვიამ  იმსხვერპლა  როგორც  გენადის,  ასევე  მისი მამისა  და  ძმის  სიცოცხლე.

გენადი   ვეკუა  დაკრძალულია  სოფელ  კოჩარაში.

ვეკუების გმირობა სამაგალითოა…. ასეთი  ოჯახები  ქმნიან   ძლიერ სახელმწიფოს… ასეთი  ისტორიები  თაობიდან  თაობებს  გადაეცემა…   უკვდავება  მათ  სახელებს…

გენადი სევერიანის ძე ვეკუა

გენადი  სევერიანის  ძე  ვეკუა  დაიბადა  1966  წლის  15  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ტრისტან დარახველიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ტრისტან  დარახველიძე  დაიბადა  1953  წლის  10  მარტს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

დაამთავრა სოფელ  ცაგერას  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ტრისტან  დარახველიძე ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე (ცაგერა) ბატალიონის  შემადგენლობაში  და ასრულებდა  ჯავშანსატრანსპორტო  სამსახურის  უფროსის  მოვალეობას.

1993 წლის 2 ივლისს,როცა  მტერმა  ტამიშში  დესანტი  გადმოსხა,ტრისტან  დარახველიძემ საჭიროდ  ჩათვალა ,ტყვია  წამლით  სასწრაფო  დახმარება  გაეწია  სოფელ  ტამიშის  საბრძოლო  პოზიციებზე  დაბანაკებული  „ავაზას“  და  ქაქუცა  ჩოლოყაშვილის  ბატალიონის მეომრებისთვის, რა დროსაც  იგი  მტერმა  ალყაში  მოაქცია  და  მანქანაში  ჩაცხრილა. მისი ცხედარი  ხუთი  დღის  შემდეგ  იპოვეს  და  მშობლიურ  სოფელ  ცაგერაში  დაკრძალეს.

ტრისტან დარახველიძე

ტრისტან  დარახველიძე  დაიბადა  1953  წლის  10  მარტს  ქალაქ  ოჩამჩირეში. დაამთავრა...

მურთაზ არდაშელის ძე დანელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურთაზ არდაშელის ძე დანელია დაიბადა 1972  წლის 5 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.

მურთაზ დანელია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდასაქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა სოფელ კვიტოულის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მამაცი, უშიშარი მებრძოლი  მეთაურის ბრძანებებს  პირნათლად და დროულად ასრულებდა. 1992 წლის 29 ნოემბერს სოფელ კოჩარასთან გამართულ ორთბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ძმასთან ერთად ტყვედ აიყვანეს.

1993 წლის 31 მარტს ტყვეობიდან  გაქცევის მცდელობისას მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

მურთაზ დანელია დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.

მურთაზ არდაშელის ძე დანელია

მურთაზ არდაშელის ძე დანელია დაიბადა 1972  წლის 5 დეკემბერს ოჩამჩირის...

ჭიჭიკო არტემის ძე დადვანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჭიჭიკო არტემის ძე დადვანი დაიბადა 1939 წლის 15 მაისს მესტიის რ-ნის სოფელ მულახში.

1946-1954 წლებში სწავლობდა ქლუხორის რ-ნის საშუალო სკოლაში.

1962-1964 წლებში მსახურობდა მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთში, ქალაქ ნებიტდაგში.

1957-1967 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმში.

1968 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რ-ნის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობის საზოგადოებრივი კვების ობიექტის გამგედ.

1972 -1992 წლებში  მუშაობდა გუდაუთის რ-ნის მიუსერაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობაზე მძღოლად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 29 ნოემბერს ღამე კოჩარა მტერმა აიღო.. ჭიჭიკო დადვანი შვიდკაციანი რაზმით კოჩარის გზაზე ჩაუსაფრდა მტერს. დასამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს დადვანის ჯგუფმა 28 “ბოევიკი” გამპასალმა საიცოცხლეს., მაგრამ თვითონაც გმირულად დაეცა.

2016 წლის სექტემბერში ჭიჭიკო დადვანისნეშტი ქალაქ თბილისში გადმოასვენეს.

დარჩა მეუღლე,  ხუთი შვილი და ერთი შვილიშვილი.

ჭიჭიკო არტემის ძე დადვანი

ჭიჭიკო არტემის ძე დადვანი დაიბადა 1939 წლის 15 მაისს მესტიის...

მურმან ამბროსის ძე დადვანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურმან  ამბროსის  ძე  დადვანი  დაიბადა  1961  წლის  10  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  კოჩარაში. დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა.

მურმან  დადვანი  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ  განხორციელებულ  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში. მურმან  დადვანი  კეთილსინდისიერად  ასრულებდა  მეთაურთა  დავალებებს,თანამებრძოლებს  შორის ნდობითა  და  სიყვარულით  სარგებლობდა.

ზემსახური  მურმან  დადვანი  გმირულად  დაიღუპა  1992  წლის  29  ნოემბერს  კოჩარის მიმდებარედ,მოწინააღმდეგესთან  შეტაკების  დროს.

მურმან  დადვანს  დარჩა  მეუღლე  და  მცირეწლოვანი   ვაჟიშვილი.

მურმან ამბროსის ძე დადვანი

მურმან  ამბროსის  ძე  დადვანი  დაიბადა  1961  წლის  10  აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ავთანდილ ფრიდონის ძე დადვანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ავთანდილ  ფრიდონის  ძე  დადვანი  დაიბადა  1957  წლის  14  სექტემბერს  ოჩამჩირის რაიონის  სოფელ  კოჩარაში. დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა. წლების  განმავლობაში მუშაობდა  თბილისის  №31  საავიაციო  ქარხანაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  პირველივე  დღიდან  ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  „შავნაბადას“  ბატალიონში – მზვერავად. შემდეგ  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.მონაწილეობდა  არაერთ საბრძოლო  ოპერაციაში. გამოირჩეოდა  სიმამაცითა  და  მოვალეობისადმი  კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. მეთაურთა  დავალებებს   და  ბრძანებებს  დროულად  და  გულმოდგინედ ასრულებდა.

ავთანდილ  დადვანი   დაიღუპა  1992  წლის  9  სექტემბერს  ერთ-ერთი  საბრძოლო დავალების  შესრულების  დროს.

ავთანდილ ფრიდონის ძე დადვანი

ავთანდილ  ფრიდონის  ძე  დადვანი  დაიბადა  1957  წლის  14  სექტემბერს  ოჩამჩირის...

ტერენტი გოგუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ტერენტი  გოგუა  დაიბადა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს  ტერენტი  გოგუა  ოჩამჩირის სამხედრო  ჰოსპიტალის  სასწრაფო  დახმარების  მძღოლად  მუშაობდა. ის  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. ტერენტის, თავისი  მანქანით, ყოველი  საბრძოლო  ოპერაციის  შემდეგ, ექიმებთან  ერთად გამოჰყავდა  დაჭრილები – მას „სიცოცხლის ელექსირს“ ეძახდენენ. ის  ყოველთვის  იქ იყო,სადაც  ყველაზე  მეტად  ჭირდა…

1993 წლის  2  ივლისს  ტამიშში  რუსებმა  დესანტი  გადმოსხეს.დიდი  სისხლისმღვრელი ორთაბრძოლები  გაიმართა. ტერენტი  გოგუას  დაჭრილები  გამოჰყავდა  ბრძოლის  ველიდან. სასწრაფო  დახმარების  მანქანა  მტერმა  ააფეთქა… დიდება  გმირებს!

ტერენტი გოგუა

ტერენტი  გოგუა  დაიბადა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო ...

რამაზ (ძაკუ) ოთარის ძე გოგილავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

რამაზ  ოთარის  ძე  გოგილავა  დაიბადა  1960  წლის  5 დეკემბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

1977  წელს  დაამთავრა  სოფელ  კოჩარას   შოთა  რუსთაველის  სახელობის საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

ზემდეგი  რამაზ  გოგილავა  თავიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  ეროვნული  გვარდიის  28-ე  ბატალიონში,შემდეგ  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა  ტამიში,შრომა,მერკულა,გაგრა,ცხენისწყლის  მიმართულებით მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციებში.

რამაზ  გოგილავა  დაიღუპა  1992  წლის  6 დეკემბერს  სოფელ  ცხენისწყალთან  მიმდინარე შეტაკების  დროს.

დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ილორში.

რამაზ  გოგილავას  დარჩა  მეუღლე  და  ორი  შვილი.

რამაზ (ძაკუ) ოთარის ძე გოგილავა

რამაზ  ოთარის  ძე  გოგილავა  დაიბადა  1960  წლის  5 დეკემბერს  ოჩამჩირის ...

ბაკურ ბიძინას ძე გიგლემიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბაკურ  ბიძინას  ძე  გიგლემიანი  დაიბადა   1964  წლის  4  მაისს,დაამთავრა  მესტიის  რაიონის სოფელ  წვირმის  საშუალო  სკოლა. 80-იანი  წლებიდან   გიგლემიანების  ოჯახი  სვანეთიდან საცხოვრებლად  აფხაზეთში , ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში გადავიდა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ბაკურ  გიგლემიანი, 1992  წლის ივლისიდან  ირიცხებოდა  ეროვნული  გვარდიის  მე-4  ბატალიონის  მსროლელად. შემდეგ  კი საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. მონაწილეობდა   არაერთ  საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  დავალებებსა  და  ბრძანებებს.

ბაკურ  გიგლემიანი  დაიღუპა  1992  წლის  18  ოქტომბერს,ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კოჩარაში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს.

ბაკურ ბიძინას ძე გიგლემიანი

ბაკურ  ბიძინას  ძე  გიგლემიანი  დაიბადა   1964  წლის  4  მაისს,დაამთავრა  მესტიის ...

მურმან გახოკიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურმან  გახოკიძე  დაიბადა  1957  წლის  11 ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,1992  წლის  15  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე ბატალიონში.

მურმან  გახოკიძე  დაიღუპა  1992  წლის  11  ოქტომბერს  დაბა  ტამიშში  საბრძოლო  ოპერაციის შესრულების  დროს. მისი  ცხედარი  ბრძოლის  ველიდან  თანამებრძოლებმა, კობა ლეთოდიანმა  და  პაატა  ვეკუამ  გამოასვენეს.

მურმან გახოკიძე დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.

 

მურმან გახოკიძე

მურმან  გახოკიძე  დაიბადა  1957  წლის  11 ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

დიმიტრი (მარლენი) გახოკიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

დიმიტრი  (მარლენი)  გახოკიძე  დაიბადა  1966  წლის  22  ივლისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ, სამხედრო-სავალდებულო სამსახური  მოიხადა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1992  წლის  15  აგვისტოდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე ბატალიონში.

დიმიტრი  გახოკიძე  1992  წლის  17 ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონში, ტამიშთან  გამართული საბრძოლო  მოქმედებების  დროს  გმირულად  დაიღუპა. დაკრძალულია  სოფელ  ცაგერაში.

 

დიმიტრი (მარლენი) გახოკიძე

დიმიტრი  (მარლენი)  გახოკიძე  დაიბადა  1966  წლის  22  ივლისს  ოჩამჩირის  რაიონის ...

ვახტანგ პლატონის ძე გასვიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვახტანგ  პლატონის  ძე  გასვიანი  დაიბადა  1956  წლის  20 მაისს  ცაგერის  რაიონის  სოფელ ლუხვანოში. დაამთავრა სოფელ  კელასურის  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ვახტანგ  გასვიანი  1992  წლიდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  რიგითად.

ვახტანგ   გასვიანი  დაიღუპა  1993  წლის  6  მარტს  არადუს  მისადგომებთან,ერთ-ერთი საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

ვახტანგ პლატონის ძე გასვიანი

ვახტანგ  პლატონის  ძე  გასვიანი  დაიბადა  1956  წლის  20 მაისს  ცაგერის ...

თენგიზ ღუღუნის ძე გაბედავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

თენგიზ  ღუღუნის  ძე  გაბედავა  დაიბადა  1970  წლის  3  ივნისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ცაგერაში. დაამთავრა  ცაგერას  საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. ბატალიონთან ერთად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

1993 წლის  5  იანვარს თენგიზ  გაბედავა , 14  ცაგერელ  მეომართან  ერთად  ნაღმზე აფეთქდა  და  დაიღუპა.

თენგიზ ღუღუნის ძე გაბედავა

თენგიზ  ღუღუნის  ძე  გაბედავა  დაიბადა  1970  წლის  3  ივნისს  ოჩამჩირის ...

error: Content is protected !!