სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გრიგოლ (გიგლა) გიორგის ძე ბუჩხრიკიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

გრიგოლ (გიგლა) გიორგის ძე ბუჩხრიკიძე დაიბადა 1954 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. ომამდე მუშაობდა ქალაქ ოჩამჩირეში ავტოზეინკლად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იგი ირიცხებოდა მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, ყუმბარმტყორცნელის თანამდებობაზე. მოგვიანებით გადავიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.

მონაწილეობდა სოფლების: ტამიში, ბესლახუბა, ფოქვეში, კოჩარა, ცაგერის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

იყო მოწესრიგებული ჯარისკაცი, მეთაურების ბრძანებებს და მითითებებს დროულად და ხარისხიანად ასრულებდა.

1993 წლის 2 იანვარს სოფელ კოჩარაში განხორციელებული ერთერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გრიგოლ ბუჩხრიკიძე ვაჟკაცურად დაიღუპა.

გრიგოლ  ბუჩხრიკიძე დაკრძალულია მშობლიურ სოფელ კოჩარაში.

გრიგოლ (გიგლა) გიორგის ძე ბუჩხრიკიძე

გრიგოლ (გიგლა) გიორგის ძე ბუჩხრიკიძე დაიბადა 1954 წელს ოჩამჩირის რაიონის...

ბონდო დავითის ძე ბენიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბონდო  დავითის  ძე  ბენიძე  დაიბადა  1962  წლის  2 ივნისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ცაგერაში. დაამთავრა  ცაგერის  საშუალო  სკოლა. სწავლობდა  სოხუმის  სამხატვრო სასწავლებელში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ბონდო  ბენიძე  1993  წლის  1  მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  რიგირთ მებრძოლად.

ბონდო  ბენიძე  დაიღუპა  1993  წლის  3  იანვარს  სოფელ  ცხენისწყალთან  გამართული ორთაბრძოლის  დროს. დაკრძალულია  სოფელ  ცაგერაში.

ბონდო დავითის ძე ბენიძე

ბონდო  დავითის  ძე  ბენიძე  დაიბადა  1962  წლის  2 ივნისს  ოჩამჩირის ...

ხვიჩა ბუჭუს ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ხვიჩა  ბუჭუს  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1962  წლის  30  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ცაგერაში.

დაამთავრა ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა. გაიარა  სამხედრო–სავალდებულო   სამსახური. 21  წლის  ასაკში  დაოჯახდა,შეეძინა  სამი  შვილი.

ხვიჩა  ბენდელიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის რიგებში. აქტიურად  მონაწილეობდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში.

„ხვიჩა  ბენდელიანი  მხედრული  მამაცობით  იცავდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერას საბრძოლო  მონაკვეთებს. ასევე, იგი  იყო  ერთ-ერთი  საიმედო  მეომარი  ტამიშის ,ცხენისწყლის,ლაბრის  მიმართულებით  განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში“-ვკითხულობთ  საბრძოლო  მოკვლევაში.

1992  წლის  17  ოქტომბერს, ბატალიონის  მიერ, სოფელ  ტამიშთან  განხორციელებული შეტევითი ოპერაციის  დროს  ხვიჩა ბენდელიანი  ნაღმზე  აფეთქდა  და  ადგილზე  დაიღუპა. დაკრძალულია  მშობლიურ  ცაგერაში.

ხვიჩა ბუჭუს ძე ბენდელიანი

ხვიჩა  ბუჭუს  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1962  წლის  30  მაისს  ოჩამჩირის ...

ვიტალი რუბენის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვიტალი  რუბენის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1958  წლის  8  ოქტომბერს ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  ცაგერაში. დაამთავრა  ცაგერას საშუალო  სკოლა. მუშაობდა  ოჩამჩირის  რკინიგზის სადგურში,ვაგონების  ტექნიკური  შემოწმების  პუნქტში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  1992  წლის  11  დეკემბრიდან  ჩაერთო. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში – მეტყვიამფრქვევედ.

ვიტალი  ბენდელიანი  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  არაერთ საბრძოლო  ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობებს.

ვიტალი  ბენდელიანი  გმირულად  დაიღუპა  1993  წლის  16  სექტემბერს,ცაგერაზე  მტრის ვერაგული  შემოტევის  დროს.

ვიტალი რუბენის ძე ბენდელიანი

ვიტალი  რუბენის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1958  წლის  8  ოქტომბერს ოჩამჩირის ...

ალექსანდრე (საშა) ილიას ძე ბებია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ალექსანდრე  (საშა)  ილიას  ძე  ბებია  დაიბადა  1953  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კოჩარაში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ,მიიღო  უმაღლესი  განათლება.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1992  წლის  17  სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ტამიშისა და  ცხენისწყლის  მიმართულებით  განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში. მასზე დაკისრებულ  მოვალეობებს  პირნათლად  ასრულებდა,თანამებრძოლებს  შორის ნდობით  და ავტორიტეტით  სარგებლობდა.

1993 წლის  10 ივნისს,სოფელ  კოჩარის  განსათავისუფლებლად  მიმდინარე  საბრძოლო ოპერაციის  დროს, ალექსანდრე  ბებია  ნაღმზე  აფეთქდა.

ალექსანდრე (საშა) ილიას ძე ბებია

ალექსანდრე  (საშა)  ილიას  ძე  ბებია  დაიბადა  1953  წელს  ოჩამჩირის  რაიონის ...

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე ბებია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე  ბებია  დაიბადა 1952  წლის 22 ნოემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ ცაგერას  საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის შემდეგ  მუშაობდა  ტაქსის  მძღოლად.

ქართულ-აფხაზური  შეიარაღებული  დაპირისპირების  დროს,ბოჩია  ბებია  1993  წლის  1 მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  (ცაგერის ) ბატალიონის  რიგებში. გამოირჩეოდა  პრინციპულობითა  და  გამბედაობით.

1993 წლის  4  ივნისს,როდესაც  სოფელ  ცაგერაზე  მორიგი  შეტევა  განხორციელდა,ბოჩია აქტიურად  ჩაება  საბრძოლო  ოპერაციაში  და  გმირულად  დაიღუპა.

ბოჩია  ბებია  დაკრძალულია  მშობლიურ  ცაგერში.

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე ბებია

ბოჩია (ნუგზარ) სანდროს ძე  ბებია  დაიბადა 1952  წლის 22 ნოემბერს...

რევაზ ბებია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

რევაზ ბებია დაიბადა 1954 წელს 24 აპრილს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. 1970 წელს ქ. ქუთაისში დაამთავრა საშუალო სკოლა.ქუთაისის ავტოქარხანაში დაეუფლა შემდუღებლის სპეციალობას. 1973-1975 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქ. გორკში.
1992 წლის 11 დეკემბრიდან რევაზ ტერენტის ძე ბებია ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში.აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. რევაზ ბებია 1993 წლის 5 იანვარს ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა….

რევაზ ბებია

რევაზ ბებია დაიბადა 1954 წელს 24 აპრილს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის...

ნუგზარ ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ნუგზარ ახვლედიანი  დაიბადა  1964  წლის  13  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, ნუგზარ  ახვლედიანი  1992  წლის 23  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.

ნუგზარ ახვლედიანი  დაიღუპა  1993  წლის  5  იანვარს,ერთ-ერთი  შეტაკებისას. დაკრძალულია სოფელ  ცაგერაში.

ნუგზარ ახვლედიანი

ნუგზარ ახვლედიანი  დაიბადა  1964  წლის  13  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

რეზო აკობიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

რეზო  აკობიძე  დაიბადა  1951  წლის  3  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

ომის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.

მიღებული  აქვს  მონაწილეობა  ტამიშის, მოქვის  მიმართულებით  განხორციელებულ სამხედრო  ოპერაციებში.

რეზო  აკობიძე  1993 წლის  5 იანვარს სოფელ ცხენისწყალთან  დაიღუპა  გმირულად.

რეხო  აკობიძეს  დარჩა  მეუღლე  და  ორი  შვილი.

რეზო აკობიძე

რეზო  აკობიძე  დაიბადა  1951  წლის  3  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

ალექსანდრე აკობიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ალექსანდრე აკობიძე დაიბადა  1956  წლის  15  მაისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ცაგერაში.

ალექსანდრე აკობიძე, აფხაზეთში მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად  და  თავგანწირულად  იბრძოდა  ტამიშთან, მერკულასთან…

საბედისწერო  გამოდგა  მისთვის  1993  წლის  3  იანვარი. აფხაზი  სეპარატისტების  მორიგი შემოტევისას – სოფელ  ცაგერასთან, ყუმბარმტყორცნის  ჭურვის  აფეთქების  შედეგად სასიკვდილოდ  დაიჭრა. მისი  ცხედარი  ბრძოლის  ველიდან  თანამებრძოლებმა გადმოასვენეს.

კეთილი,სათნო,მეგობრებისა  და  ახლობლების  გვერდში  მდგომი,ბრძოლაში  კი  ნამდვილი  ვაჟკაცი – ასე  ახასიათებდნენ  ალექსანდრეს  თანამებრძოლები.

სიცოცხლის  ბოლო  წუთამდე  იცავდა  საქართველოს  ტერიტორიულ  მთლიანობას.

ალექსანდრე  აკობიძე  ვალმოხდილი  წავიდა  ამ  ქვეყნიდან.

ალექსანდრე აკობიძე

ალექსანდრე აკობიძე დაიბადა  1956  წლის  15  მაისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ...

გივი აბაშიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

გივი აბაშიძე  დაიბადა 1960 წლის 6 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

საშუალო სპეციალური განათლების მქონე ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში ტრაქტორისტად მუშაობდა. ჰყავდა მეუღლე.

აფხაზეთის ომის დაწყების დღიდანვე ჩაება საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. ირიცხებოდა 242“ე ბატალიონში რიგითად. მან არაერთ შეტაკებაში გამოიჩინა თავი, როგორც მამაცმა მებრძოლმა.

1993 წლის 30 მარტს ბრძანება N70-ის საფუძველზე ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად.
გივი აბაშიძე იყო პატიოსანი ადამიანი და აქტიური მებრძოლი. ოცეული, რომელშიც ის ირიცხებოდა და მამაცურად იბრძოდა,
მტრის წინააღნდეგ კოჩარის ფრონტზე.
გივი აბაშიძე 1993 წლის 16 მაისს, მტრის ერთ-ერთ შემოტევის დროს დაიღუპა სოფ. ცაგერაში, ჭურვზე აფეთქების შედეგად.

გივი აბაშიძე

გივი აბაშიძე  დაიბადა 1960 წლის 6 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია დაიბადა 1955 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. ოხურეის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებისთანავე, ტარიელ ჯიქია ოჩამჩირის სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა,

ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე

ბატალიონში რიგითად. ბატალიონთან ერთად იბრძოდა ოხურეის, ფოქვეშის, ტყვარჩელის მიმართულებით… ტარიელ ჯიქია 1993 წლის 26 აგვისტოს სოფელ ფოქვეშთა მიმდინარე შეტაკებისას გარდაიცვალა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია დაიბადა 1955 წლის 25 მარტს ოჩამჩირის...

ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა დაიბადა 1972 წლის 1 თებერვალს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.

1993 წლის იანვრიდან ვალტერ ჭკადუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში _ ბესლახუბა-მერკულა-ტყვარჩელის მიმართულებით… სოფელ მერკულაში, 1993 წლის 28 თებერვალს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ვალტერ ჭკადუა გმირულად დაიღუპა. ის ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა _ პაატა კიკალეიშვილმა და ზური ლაცუზბაიამ გამოასვენეს.

დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვალტერ ჭკადუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა.

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა

ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა დაიბადა 1972 წლის 1 თებერვალს გალის...

ვახტანგ მაჟარას ძე ციკოლია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ვახტანგ  მაჟარას  ძე   ციკოლია  დაიბადა  1972   წლის  27  ივლისს  ქალაქ  ოჩამჩირეში.  დაამთავრა  ოჩამჩირის  N5  საშუალო   სკოლა. მოიხადა   სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. აფხაზეთში  შეიარაღებული  კონფლიქტის  დროს  ვახტანგი  გამოცხადდა  ოჩამჩირის  სამხედრო  კომისარიატში  და  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო   კორპუსის  24-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში რიგით  მებრძოლად  ჩაირიცხა.  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

რიგითი  ვახტანგ  ციკოლია , 1993  წლის  24  თებერვალს, სოფელ  ბესლახუბაში, ერთ-ერთი საბრძოლო  დავალების  შესრულების  დროს  მძიმედ დაიჭრა.  ოჩამჩირის  სამხედრო  ჰოსპიტალში  გადაიყვანეს,  მაგრამ  ოპერაციის   დროს   გარდაიცვალა.

ვახტანგ მაჟარას ძე ციკოლია

ვახტანგ  მაჟარას  ძე   ციკოლია  დაიბადა  1972   წლის  27  ივლისს  ქალაქ ...

გია ცატავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

გია  ცატავა  დაიბადა  1974  წლის  2  სექტემბერს  ქალაქ  ოჩამჩირეში. დაამთავრა  ოჩამჩირის  №2  საშუალო  სკოლა.

გია ცატავა  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  მონაწილეობდა  1992 წლიდან.  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის    241-ე  ბატალიონში.

19   წლის  გია  ცატავა,  1993  წლის  ივლისში  ბესლახუბაში  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად   დაიღუპა.

გია ცატავა

გია  ცატავა  დაიბადა  1974  წლის  2  სექტემბერს  ქალაქ  ოჩამჩირეში. დაამთავრა ...

error: Content is protected !!