სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

თამაზ ანდრიას ძე ჩხვიმიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

თამაზ  ანდრიას  ძე   ჩხვიმიანი  დაიბადა  1960  წელს  მესტიის  რაიონის  სოფელ   ჭუბერში.

თამაზ   ჩხვიმიანი  აქტიურად   მონაწილეობდა  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში. ის   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე    ბატალიონში.

თამაზ  ჩხვიმიანი  დაიღუპა  1992  წლის  დეკემბერში  სოფელ   აკვასკაში.

თამაზ ანდრიას ძე ჩხვიმიანი

თამაზ  ანდრიას  ძე   ჩხვიმიანი  დაიბადა  1960  წელს  მესტიის  რაიონის  სოფელ ...

თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა დაიბადა 1971 წლის 27 დეკემბერს ქ. ტყვარჩელში.

თამაზ ოჩიგავას ბაბუა, საბჭოთა კავშირის გმირი ( 8 მაისი, 1946 წელი), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს მელიტონ ქანთარია გახლავთ. მებრძოლი სული მემკვიდრეობით ერგო თამაზს….აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მამულს დაუდგა დარაჯად.

1992-1993 წლებში მოხალისე თამაზ ოჩიგავა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 241-ე ბატალიონის რიგითი მებრზოლია. აქტიურად მონაწილეობს ოპერაციებში სოფელ ბესლახუბაში, ტყვარჩელის მიმართულებით.
თამაზ ოჩიგავა ერთ-ერთ საბრზოლო ოპერაციის შესრულების დროს, 1993 წლის 21 თებერვალს, ბრძოლის ველზე დაიღუპა.

თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა

თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა დაიბადა 1971 წლის 27 დეკემბერს ქ....

ჯუმბერ ვალიკოს ძე ნარმანია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ჯუმბერ  ვალიკოს  ძე  ნარმანია  დაიბადა  1963  წლის  28  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ბესლახუბაში. 1980  წელს  დაამთავრა  ოჩამჩირის  პირველი   საშუალო  სკოლა. შემდეგ  მუშაობდა  სატვირთო  მანქანის  მძღოლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  ჯუმბერ  ნარმანია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   სააარმიო  კორპუსის  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე   ბატალიონში –  რიგით   მებრძოლად.

ჯუმბერ   ნარმანია  აფხაზმა  სეპარატისტებმა  ვერაგულად  მოკლეს  1993  წლის  2  აგვისტოს, ოჩამჩირის  რაიონში,  სოფელ  ბესლახუბაში.

ჯუმბერ ვალიკოს ძე ნარმანია

ჯუმბერ  ვალიკოს  ძე  ნარმანია  დაიბადა  1963  წლის  28  მაისს  ოჩამჩირის ...

ტარიელ კიაზიმის ძე მინჯია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ტარიელ  კიაზიმის  ძე  მინჯია  დაიბადა  1940  წლის  22  იანვარს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი   მოქმედებების  დროს,ტარიელ   მინჯია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ბრიგადის  241-ე  ბატალიონში-რიგით  მებრძოლად.  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

1993  წლის  30  სექტემბერს  ქალაქ  ოჩამჩირიდან გამოსვლის  დროს, ტარიელ  მინჯია  მტრის  ტყვიამ   იმსხვერპლა.

დაკრძალულია  ქალაქ  ოჩამჩირეში.

ტარიელ კიაზიმის ძე მინჯია

ტარიელ  კიაზიმის  ძე  მინჯია  დაიბადა  1940  წლის  22  იანვარს  ქალაქ ...

ვალერი ლეოს ძე კუბლაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ვალერი  ლეოს  ძე  კუბლაშვილი  დაიბადა  1967   წლის  3   მარტს  ქალაქ  ტყვარჩელში.

თავმდაბალი ,  კეთილი  ბიჭი  მუდამ   სხვის   დამცველად  გვევლინებოდა.  სიმამაცით,გამბედაობითა  და  პრინციპულობით  ბავშვობიდანვე   გამოირჩოდა.  მისი  ცხოვრება  სიკეთისა  და  გულისხმიერების  სიმბოლო  იყო,  რასაც  დღესაც  სიამაყით  იხსენებენ   მეგობრები.

პატრიოტი  ბიჭი  სამშობლოს  გასაჭირში  როგორ  მიატოვებდა,  1993  წლის  21  მაისიდან  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე   ბატალიონში  რიგითად.  აქტიურად  მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში.

ვალერი   კუბლაშვილი  საქართველოს  ერთიანობისთვის  წარმოებულ  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა –  1993  წლის  27 ივნისს.

აფხაზეთის  ღვიძლი  შვილი,სულით  ხორცამდე  ქართველი  ვაჟკაცი, მხოლოდ  26  წლისა  იყო…  დარჩა  აუსრულებელი ოცნებები, დამწუხრებული  დედა, რომელმაც  სასახელო  ვაჟკაცი  გაუზარდა  დედასამშობლოს…

ვალერი   კუბლაშვილი  დაკრძალულია  ქალაქ  თბილისში.

 

ვალერი ლეოს ძე კუბლაშვილი

ვალერი  ლეოს  ძე  კუბლაშვილი  დაიბადა  1967   წლის  3   მარტს  ქალაქ ...

ელგუჯა რევაზის ძე კვეკვესკირი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ელგუჯა  რევაზის  ძე  კვეკვესკირი  დაიბადა   1972  წლის  28  სექტემბერს  ქალაქ  ოჩამჩირეში.   დაამთავრა  ოჩამჩირის  მე-5   საშუალო  სკოლა.  1991-1992  წლებში  სწავლობდა  სოხუმის  კულინარიულ  ტექნიკუმში.  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური   გაიარა ჩოხატაურის  სამხედრო  ნაწილში.

1989 წელს კ. კვიტაშვილი გადმოდის თბილისში, მარტოხელა სამამულო ომის მონაწილე  დედასთან და ისევ განაგრძობს სამხედრო მოვალეობის შესრულებას,ჯერ მსახურობდა საავტომობილო ბატალიონში, შემდეგ 1991 წლის მაისიდან საქართველოს რესპუბლიკის კომისარიატში პოლიტგანყოფილებაში უფროს ინსტრუქტორად.

1992 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, კაპიტნის ჩინით, დაინიშნა საქართველოს კადეტთა კორპუსის უფროსის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში.ჯერ ერთი თვეც არ ემუშავა აღნიშნულ თანამდებობაზე, რომ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ბრძოლაში და მოხალისედ გაემგზავრა აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში.

აფხაზეთში   მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,ელგუჯა  კვეკვესკირი  ,  1993  წლის  11  იანვრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს    რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონში  უფროს  მსროლელად.  აქტიურად  მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში.

რიგითი  ელგუჯა  კვეკვესკირი  1993  წლის  14  მარტს,  სოფელ  ბესლახუბაში,  ერთ-ერთი  საბრძოლო   დავალების  შესრულებისას,  თავის   არეში  მძიმედ  დაიჭრა  და  ჰოსპიტალში  მიყვანისთანავე   დაიღუპა.

ელგუჯა რევაზის ძე კვეკვესკირი

ელგუჯა  რევაზის  ძე  კვეკვესკირი  დაიბადა   1972  წლის  28  სექტემბერს  ქალაქ ...

ზურაბ რეზოს ძე კვარაცხელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ზურაბ  რეზოს  ძე  კვარაცხელია  დაიბადა  1968  წლის  14  აპრილს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ზურაბ  კვარაცხელია  1993  წლის  ივნისიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   241-ე  ბატალიონის   რიგებში.

ზურაბ  კვარაცხელია  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ   ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში,  კერძოდ,  სოფელ  ბესლახუბას,  ოხურეის,ქალაქ  ტყვარჩელის   მიმართულებით.

ზურაბ  კვარაცხელია   დაიღუპა  1993  წლის  10  აგვისტოს,  სოფელ  ოხურეის  საბრძოლო  პოზიციაზე, მტრის  მორიგი  შემოტევის  დროს.

ზურაბ რეზოს ძე კვარაცხელია

ზურაბ  რეზოს  ძე  კვარაცხელია  დაიბადა  1968  წლის  14  აპრილს  ქალაქ ...

კარლო გიორგის ძე კვარაცხელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

კარლო  გიორგის  ძე  კვარაცხელია  დაიბადა  1962  წლის  4  მარტს.  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  დაამთავრა  ქალაქ  გალის  პროფესიულ-ტექნიკური  სასწავლებელი.

კარლო  კვარაცხელია  ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  სარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონში.  გაბედული  და  საზრიანი   მებრძოლი  აქტიურად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

კარლო  კვარაცხელია  დაიღუპა  1993  წლის  2   ივნისს, ტამიშის  დესანტის  მოგერიების   დროს.

კარლო გიორგის ძე კვარაცხელია

კარლო  გიორგის  ძე  კვარაცხელია  დაიბადა  1962  წლის  4  მარტს.  საშუალო ...

ონერ ამბაკოს ძე დგებუაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ონერ  ამბაკოს   ძე  დგებუაძე  დაიბადა  1961  წლის   4  ივლისს  გალის  რაიონის   სოფელ  მუხურში.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს, ონერ  დგებუაძე  1993  წლის  25  იანვრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში  ოპერატორ-დამმიზნებლად.  პატრიოტი, მებრძოლი  სულით  გამსჭავლული  ჯარისკაცი  მეთაურების ბრძანებებს  დროულად   და  წარმატებით  ასრულებდა. თანამებრძოლებში  დამსახურებული ავტორიტეტით  სარგებლობდა,  იყო  გაბედული  და  საზრიანი.

 1993  წლის  25  თებერვალს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  მეთაურმა  დამხმარე  ძალა  მოითხოვა, ბრიგადის  შტაბმა  241-ე  ბატალიონს  დაავალა  ქვედანაყოფის  გამოყოფა.  ბატალიონის  მეთაურმა  ორი  ასეული  გამოყო ,  მათ  შორის  იყო   ონერ   დგებუაძე.  26  თებერვლის  ღამეს  ერთი  ოცეული  მტერმა  ალყაში  მოაქცია ,  ონერ  დგებუაძემ,  ორ  თანამებრძოლთან  ერთად ,  27  თებერვალს  ,   დილით,  ღია  ცეცხლით  შეუტია  მოწინააღმდეგეს…  მას  ადრე  შეუნიშნავს  ალყაში  მოქცეული  თანამებრძოლები,  სანგრიდან  ხოხვით  გამოსულა,  ევკალიპტების  ძირას ჩამჯდარა, რათა  მტრის  ყურადღება  მიექცია  და  ბიჭებისთვის  ალყიდან  გამოსვლის  საშუალება  მიეცა.  ბიჭებმა  ბოლო   სანგრამდე  მიაღწიეს და  იქვე, ღობის  გადაღმა   იპოვეს  ტყვიით   დაცხრილული  ონერ  დგებუაძის  ცხედარი.  უდიდესი  თავგანწირვის  ფასად  ,  ონერმა  დაღუპვისაგან  იხსნა   ხუთი  ახალგაზრდა   ჭაბუკის  სიცოცხლე.

 საქართველოს   პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  ონერ  დგებუაძე,  სიკვდილის  შემდეგ  , დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.

ონერ ამბაკოს ძე დგებუაძე

ონერ  ამბაკოს   ძე  დგებუაძე  დაიბადა  1961  წლის   4  ივლისს  გალის ...

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე დაიბადა 1964 წელს.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ ჯიქიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში _ მერკულაში, ბესლახუბასა და ტყვარჩელისმისადგომებთან. თენგიზი იყო უშიშარი და დისციპლინირებული მეომარი. მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს პირნათლად ასრულებდა.

1992 წლის 11 ოქტომბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს _ სოფელ ბესლახუბის მიმართულებით, თენგიზი მკერდის არეში მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე

თენგიზ ვალერიანის ძე ჯიქიძე დაიბადა 1964 წელს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი...

დათო ვლადიმერის ძე ჯოლოხავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

დათო   ვლადიმერის  ძე  ჯოლოხავა  დაიბადა  1964  წლის  1  იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ილორში.  დაამთავრა   სოფელ  ილორის  საშუალო   სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, რიგითი   დათო  ჯოლოხავა  1992  წლის  ნოემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-2  ბატალიონში, ხოლო  შემდეგ, საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტოს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  ოცმეთაურად. იყო  უშიშარი,შეუპოვარი მებრძოლი.

დათო  ჯოლოხავა  1993  წლის  27   მარტს,  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ფოქვეშთან  გამართული  ბრძოლების  დროს   გმირულად  დაიღუპა. დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ილორში.

დათო ვლადიმერის ძე ჯოლოხავა

დათო   ვლადიმერის  ძე  ჯოლოხავა  დაიბადა  1964  წლის  1  იანვარს  ოჩამჩირის ...

რევაზ ვლადიმერის ძე ჯიქია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

რევაზ   ვლადიმერის ძე ჯიქია დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ბესლახუბაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  რევაზ  ჯიქია   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-2  ბატალიონში, ხოლო  შემდეგ, საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში.

1993  წლის  1 აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ  ბესლახუბასთან   მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  რევაზ  ჯიქია  გმირულად  დაიღუპა.

რევაზ ვლადიმერის ძე ჯიქია

რევაზ   ვლადიმერის ძე ჯიქია დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

გივი სამსონის ძე ხასია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

გივი  სამსონის ძე  ხასია  დაიბადა  1943 წელს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ  ილორში.

გივი  ხასია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  რიგითად.

1993  წლის  13  ივნისს, გივი  ხასია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ფოქვეშთან  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის   დროს   გმირულად  დაიღუპა.

გივი სამსონის ძე ხასია

გივი  სამსონის ძე  ხასია  დაიბადა  1943 წელს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ ...

ჯემალ  წულიაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ჯემალ  წულიაშვილი დაიბადა 1966 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ჭადიჯვარში.

ჯემალ  წულიაშვილი  აფხაზეთში   მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  მე-2  ასეულში  მსროლელად.

ჯემალ  წულიაშვილი  ერთ-ერთი   საბრძოლო  დავალების  შესრულების  დროს  1993 წლის 17 მაისს სოფელ ფოქვეშში ნაღმზე   აფეთქდა  და   დაიღუპა.

ჯემალ  წულიაშვილი

ჯემალ  წულიაშვილი დაიბადა 1966 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ჭადიჯვარში. ჯემალ ...

ელგუჯა ილარიონის ძე ქობალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ელგუჯა  ილარიონის  ძე  ქობალია  დაიბადა  1962  წლის  17   ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  მერკულაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,  ელგუჯა  ქობალია   1992  წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა   საქართველოს   რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, ხოლო შემდეგ,  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში,  რომელსაც  ბატალიონი  ახორციელებდა.

ელგუჯა  ქობალია, 1993  წლის  29  აგვისტოს  სოფელ  მერკულას  მისადგომებთან , მტერთან  უთანასწორო  ბრძოლაში  დაიღუპა.

ელგუჯა ილარიონის ძე ქობალია

ელგუჯა  ილარიონის  ძე  ქობალია  დაიბადა  1962  წლის  17   ოქტომბერს  ოჩამჩირის ...

error: Content is protected !!