სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი დაიბადა 1964 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიეში. დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა.

რიგითი ლერი ფირცხელიანი ჩაირიცხა მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მებრძოლად 1992 წლის

23 სექტემბრიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო მოქმედებაში, რომელსაც ატარებდა თავისი ბატალიონი.

თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, იყო უშიშარი მებრძოლი. 1992 წლის 30 სექტემბერს  საბრძოლო დავალების შესრულების დროს ოთხნი – ის და მისი თანამებრძოლები მოხვდნენ მტრის ალყაში, მტრის ჭარბი ძალების მიუხედავად, ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვაჟკაცურად იბრძოდნენ. ლერი ფირცხელიანი სამ თანამებრძოლთან ერთად გმირულად დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში.

 

 

 

დასაფლავებულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი

ლერი სემნარის ძე ფირცხელიანი დაიბადა 1964 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის...

გოგა სიჭინავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

გოგა  სიჭინავა  დაიბადა  1972  წელს  გალის  რაიონის  სოფელ  ფიჩორში.

გოგა   სიჭინავა  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   240-ე  ბატალიონში  რიგითად.

1993  წლის  30  სექტემბერს  გოგა  სიჭინავა  სოფელ  ილორში  საბრძოლო   ოპერაციის  შესრულების  დროს  გმირულად  დაიღუპა.

გოგა სიჭინავა

გოგა  სიჭინავა  დაიბადა  1972  წელს  გალის  რაიონის  სოფელ  ფიჩორში. გოგა ...

როდამ არჩილის ძე სამსიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

როდამ  არჩილის ძე  სამსიანი  დაიბადა   1957  წელს. ცხოვრობდა  ქალაქ  ოჩამჩირეში.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს, როდამ  სამსიანი  1992  წლის  10  სექტემბრიდან  1993   წლის  20  ივლისამდე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონის  შემადგენლობაში(აღნიშნული  ბატალიონი   შემდომში  გადაკეთდა  24-ე  სამხედრო  ბრიგადის  240-ე  ბატალიონად). როდამი  იყო  თავდადებული  და  უშიშარი   მეომარი,აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,რომელსაც  აწარმოებდა  ბატალიონი –  ბესლახუბა-ფოქვეშის  საბრძოლო   ხაზზე.

როდამ  სამსიანი, 1993   წლის  20 ივლისს, აფხაზი  სეპარატისტების  მიერ  განხორციელებული  შემოტევის  დროს   გმირულად   დაიღუპა.

როდამ არჩილის ძე სამსიანი

როდამ  არჩილის ძე  სამსიანი  დაიბადა   1957  წელს. ცხოვრობდა  ქალაქ  ოჩამჩირეში....

ანატოლი ნიკოლოზის ძე სალაყაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ანატოლი  ნიკოლოზის  ძე  სალაყაია  დაიბადა  1949  წლის  7  მაისს  ქალაქ  ტყვარჩელში.

ოჩამჩირის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  ჩაირიცხა  აჩიგვარის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში.  მოგვიანებით  დაამთავრა  ქალაქ  როსტოვის  საინჟინრო  ინსტიტუტი.  მუშაობდა  კინდღის  მეფრინველეობის  ფაბრიკაში  მთავარ  მექანიკოსად.

ანატოლი  სალაყაია  1993  წლის  10  მაისიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში  ბესლახუბა-ფოქვეშს  შორის  გამავალ  ბრძოლის  ხაზზე.

ანატოლი  სალაყაია  1993  წლის  27  სექტემბერს   სოფელ  არადუსთან   ოპერაციის დროს  გმირულად  დაიღუპა.

ანატოლი ნიკოლოზის ძე სალაყაია

ანატოლი  ნიკოლოზის  ძე  სალაყაია  დაიბადა  1949  წლის  7  მაისს  ქალაქ ...

ვალერი ჭიჭიკოს ძე სადილიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ვალერი  ჭიჭიკოს  ძე   სადილიანი  დაიბადა  1957  წლის  27  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ   კინდღში.

აფხაზეთის  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე, 1992  წლის  სექტემბრიდან  ვალერი  სადილიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   ეროვნული  გვარდიის  მე-3   ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, რომელიც  შემდგომ  გადაკეთდა   საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონად.  ის  იყო  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის  ოპერატორი.  ვალერი  სადილიანი  იყო  საზრიანი  და  დისციპლინირებული  მეომარი.  მონაწილეობდა  არაერთ  რთულ  და   სახიფათო  ოპერაციაში. პროფესიონალურად  ფლობდა   ჯავშანტექნიკას , თანამებრძოლებს  შორის  დამსახურებული  ავტორიტეტით  სარგებლობდა. აქედან  გამომდინარე, ვალერი  სადილიანი  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის  მეთაურის  მოადგილედ  დაინიშნა. იყო  ეკიპაჟ  „მეხის“   მეთაური. მონაწილეობდა  ყველა  იმ  საბრძოლო   ოპერაციაში,რომელიც   უწარმოებია  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულს. მამაცი, უშიშარი  მებრძოლი  პირნათლად  ასრულებდა  საბრძოლო  დავალებებს. იყო  საუკეთესო  ტანკისტი.

1993  წლის  15  სექტემბერს  ვალერი  სადილიანმა  ისარგებლა „სამშვიდობო  ხელშეკრულებით“  და  მოკლევადიანი  შვებულება  აიღო.  16  სექტემბერს  მოწინააღმდეგემ   ზავი  დაარღვია. ვალერი, თავის  ოცეულს  მოწყვეტილი, ჩარჩა  სოფელ  კინდღში. ადგილობრივი  ბატალიონის  მებრძოლებთან  ერთად,  ვალერი  მომხდურების  წინააღმდეგ  ბრძოლას  განაგრძობდა.

ვალერი  სადილიანი  დაიღუპა  1993  წლის  20  სექტემბერს, მტერთან  უშაღავათო  ბრძოლისა.

ვალერი  სადილიანს  დარჩა  მეუღლე  და  ორი  შვილი.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ვალერი  სადილიანი,სიკვდილის  შემდეგ ,  დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.

ვალერი ჭიჭიკოს ძე სადილიანი

ვალერი  ჭიჭიკოს  ძე   სადილიანი  დაიბადა  1957  წლის  27  მაისს  ოჩამჩირის ...

ომარ იტალის ძე ჟვანია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ომარ  იტალის  ძე  ჟვანია  დაიბადა  1945   წლის  27  ივლისს  გალის  რაიონის  სოფელ  კოხორაში.  დაამთავრა  კოხორის  საშუალო  სკოლა.  მუშაობდა  ტყვარჩელში –   კავშირგაბმულობის  მთავარ  ინჟინრად.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ომარ   ჟვანია  მოხალისედ  ჩაეწერა.  ხოლო  1992  წლის  15  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად.

ომარ  ჟვანია  1992 წლის  24  ნოემბერს, სოფელ  ბესლახუბასთან  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,  მოწინააღმდეგეგმ  ტყვედ  აიყვანა.

ომარ  ჟვანია,  1992  წლის  14  დეკემბერს, აფხაზმა  სეპარატისტებმა  დახვრიტეს  ქალაქ  ტყვარჩელში.

ომარ იტალის ძე ჟვანია

ომარ  იტალის  ძე  ჟვანია  დაიბადა  1945   წლის  27  ივლისს  გალის ...

ჯუმბერ ბეთაშვილი

კატეგორია: "სკორპიონი"
Location: აფხაზეთი

ჯუმბერ სერგოს ძე ბეთაშვილი  დაიბადა1939 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში.

1946 წელს სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. 1950 წელს ოჯახი  საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. 1956 წელს დაამთავრა სოხუმის I საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სწავლობდა ასევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში.

1972 წელს იყო მიუნჰენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი.

1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი (ბოლოს იგი მინისტრთა საბჭოს კანცელარიის სახელმწიფო მდივანი იყო). წლიდან წლამდე უცვლიდა იერს ქალაქს. ამ ერთობ `პროზაული თანამდებობის“ კაცი გონიერი მეურვეც რომ იყო, გამოუსწორებელი რომანტიკოსიც.

1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არც ერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს. როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ”.

იგი სოხუმში დარჩა. ასე ისურვა მან, ასე გადაწყვიტა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის  ჯუმბერ ბეთაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

ჯუმბერ ბეთაშვილი

ჯუმბერ სერგოს ძე ბეთაშვილი  დაიბადა1939 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში....

თეიმურაზ ვალიკოს ძე ოსაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

თემურ  ოსაძე  1992  წლის  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონის   შემადგენლობაში  ოცეულის  მეთაურად.  შემდეგ  გადავიდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  240-ე  ბატალიონში. მონაწილეობდა  ტამიშისა  და  მერკულას  საბრძოლო   ოპერაციებში. გამოირჩოდა  წესიერებით,პატიოსნებით და  გმირული   სულისკვეთებით.

1992  წლის  16  ნოემბერს  მოწინააღმდეგემ  ოხურეის  მიმართულებით  იმდენად  ძლიერი  და  მასშტაბური   შეტევა   განახორციელა, რომ  ადგილობრივმა  მეომრებმა  დახმარება  მოითხოვეს.  სამხედრო  ნაწილებიდან  მათ  დასახმარებლად, თემურ  ოსაძის  მეთაურობით   ორი  ათეული  საბრძოლო  ტექნიკა  და  ცოცხალი   ძალა  გავიდა.ქვეითთა  საბრძოლო  მანქანა, რომელშიც  თემური  იმყოფებოდა , ტანკსაწინააღმდეგო  ნაღმზე  აფეთქდა.  დაიღუპა  მექანიკოსი  და  მძიმედ   დაიჭრა  თემურ ოსაძე, რომელიც  ორ დღეში  გარდაიცვალა.

თეიმურაზ ვალიკოს ძე ოსაძე

თემურ  ოსაძე  1992  წლის  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს ...

ბადრი ვალიკოს ძე ნემსაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ბადრი  ვალიკოს  ძე   ნემსაძე  დაიბადა  1966 წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.  1992-1993  წლებში – ქართულ-აფხაზური  შეიარაღებული  კონფლიქტის  დროს,ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  I ბატალიონში-მსროლელად.

აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ მოვალეობებს.

1993  წლის  5 იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში  მოწინააღმდეგის  მორიგი  შემოტევის  დროს,ბადრი  ნემსაძე  ნაღმზე  აფეთქდა  და  ადგილზე  გარდაიცვალა.

ბადრი  ნემსაძე  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

ბადრი ვალიკოს ძე ნემსაძე

ბადრი  ვალიკოს  ძე   ნემსაძე  დაიბადა  1966 წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

ხუტა სერგოს ძე მურღვლიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ხუტა  სერგოს  ძე  მურღვლიანი  დაიბადა  1966  წელს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში

აფხაზეთში  მიმდინარე საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის   23  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს   24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  მე-4  ბატალიონში –  რიგითად.  მამაცი და  შეუპოვარი   მებრძოლი  მეთაურებსა   და  თანამებრძოლებს  შორის  დიდი  ავტორიტეტით  სარგებლობდა. მონაწილეობდა  თითქმის  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში, რაც  კი  ბატალიონს  განუხორციელებია. განსაკუთრებით  დიდი  იყო  მისი  წვლილი  სოფელ  მერკულაში  წარმოებული  საომარი   მოქმედებების  დროს.  ყველასთვის  სამაგალითო იყო  ხუტა  მურღვლიანის  საზრიანი  მოქმედება.

1992 წლის 30   სექტემბერს, ერთ-ერთი  საბრძოლო   დავალების  შესრულებისას, ხუტა  მურღვლიანი ,თანამებრძოლებთან  ერთად,  მოწინააღმდეგის  ალყაში  მოექცა.  იგი  მტერთან  უშეღავათო  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა.

ხუტა  მურღვლიანი  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში.

ხუტა სერგოს ძე მურღვლიანი

ხუტა  სერგოს  ძე  მურღვლიანი  დაიბადა  1966  წელს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

გიორგი დავითის ძე მახარაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

გიორგი  დავითის  ძე  მახარაძე  დაიბადა  1957  წლის  15  თებერვალს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ  ბესლახუბაში.

1992  წლის  ნოემბრიდან  გიორგი   მახარაძე  ირიცხებოდა   რიგითად  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, რომელიც შემდგომში  გადაკეთდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონად.  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  სოფლების  –  ბესლახუბა  , ფოქვეშისა   და ქალაქ  ტყვარჩელის  მიმართულებით.

1993  წლის  7  იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ბესლახუბასთან  მიმდინარე  საბრძოლო   ოპერაციის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

გიორგი  მახარაძე  დაკრძალულია  ქალაქ  ოჩამჩირეში.

გიორგი დავითის ძე მახარაძე

გიორგი  დავითის  ძე  მახარაძე  დაიბადა  1957  წლის  15  თებერვალს  ოჩამჩირის ...

გივი ვლადიმერის ძე ლომაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

გივი  ვლადიმერის  ძე  ლომაია  დაიბადა  1952  წელს   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  მერკულაში.

გია  ლომაია  1992  წლის  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, რომელიც  შემდგომში  გადაკეთდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონად.

1992  წლის  28  ნოემბერს  ქეთევანასთან  გამართული  ბრძოლების  დროს  გმირულად   დაიღუპა.

 

გივი ვლადიმერის ძე ლომაია

გივი  ვლადიმერის  ძე  ლომაია  დაიბადა  1952  წელს   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

ვახტანგ ბიჭიკოს ძე ლიპარტია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ვახტანგ  ბიჭიკოს  ძე  ლიპარტია  დაიბადა  1954  წლის  7  სექტემბერს  სოფელ  კოჩარაში.

დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა.მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. აქტიურად   იყო  ჩართული  ეროვნულ  მოძრაობაში, მონაწილეობდა  სამაჩაბლოში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში.

აფხაზეთის  ომში  გაიწვიეს  1992  წლის   აგვისტოში, ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  ასმეთაურად. ლეიტენანტი  ვახტანგ  ლიპარტია  დაიღუპა  1992  წლის  7  ოქტომბერს, სოფელ  ტამიშთან  გამართული  შეტაკების  დროს.  38  წლის  ვაჟკაცმა  სამშობლოს  უსაზღვრო  სიყვარულს  შესწირა  თავისი  სიცოცხლე.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ვახტანგ    ლიპარტია , სიკვდილის  შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

ვახტანგ ბიჭიკოს ძე ლიპარტია

ვახტანგ  ბიჭიკოს  ძე  ლიპარტია  დაიბადა  1954  წლის  7  სექტემბერს  სოფელ ...

ავთანდილ დავითის ძე კუპრაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ავთანდილ  დავითის  ძე  კუპრაშვილი  დაიბადა  1975  წლის  15  თებერვალს.

დაამთავრა  ქალაქ  ოჩამჩირის  პირველი  საშუალო  სკოლა. სრულიად  ახალგაზრდა,  ჩვიდმეტი  წლის  ავთანდილი, ვალდებული   გახდა  სამშობლოს  დასაცავად  საომარ  მოქმედებებში  ჩაბმულიყო.

ავთანდილ  კუპრაშვილი   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე   ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში,მსროლელად.

1992  წლის  26  სექტემბერს  მოწინააღმდეგემ  სოფელ  ილორის  ტერიტორიაზე  შეიარაღებული  დესანტი  გადმოსხა. ავთანდილი   ამ  დროს  ღალიძიგის  საგუშაგო  პოსტზე  მორიგეობდა  და  მეთაურის  მითითებებს  ასრულებდა.. დესანტის მასირებული  შემოტევა  რამდენიმე  საათს  გაგრძელდა.  ჭურვის  აფეთქება  საბედისწერო  აღმოჩნდა   ავთანდილისთვის  , ბიჭი  სასიკვდილოდ  დაიჭრა  და  ადგილზე დაიღუპა.

 

ავთანდილ დავითის ძე კუპრაშვილი

ავთანდილ  დავითის  ძე  კუპრაშვილი  დაიბადა  1975  წლის  15  თებერვალს. დაამთავრა ...

ბორის ჭიჭიკოს ძე კვარაცხელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ბორის  ჭიჭიკოს   ძე  კვარაცხელია  დაიბადა   1957  წლის  15  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ   კოჩარაში.

ომამდე  მუშაობდა  სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების  ცენტრში.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე,  1992  წლის  სექტემბრიდან  რიგითი  ბორის  კვარაცხელია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული   გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონში,ხოლო   შემდეგ,საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე   მექანიზირებული   ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში.

ბორის  კვარაცხელია  1992  წლის  26  სექტემბერს  სოფელ  მერკულაზე   ფართო  მასშტაბიანი  შეტევის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ბორის  კვარაცხელია ,   სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  II  ხარისხის  ორდენით.

ბორის ჭიჭიკოს ძე კვარაცხელია

ბორის  ჭიჭიკოს   ძე  კვარაცხელია  დაიბადა   1957  წლის  15  მარტს  ოჩამჩირის ...

error: Content is protected !!