სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი
ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო  დაიბადა 1963 წლის 21 აპრილს უკრაინაში. წარმოშობით უკრაინელი, „სისხლის ყივილმა“ აფხაზეთში ჩამოიყვანა. მისი ძმა ვასილი, სოხუმელი ქართველების მეგობარი და საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი იყო. ომის დაწყების დღიდან ქართველების გვერდით იბრძოდა. ის ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ დივერსიულ ჯგუფში მებრძოლად.

ნიკოლაი 1993 წლის 20 აგვისტოს სოფელ შრომასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ეს მისი უკანასკნელი ფოტოა, დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული. ორივე ძმის გარდაცვალების შემდეგ მათი ადგილი ქართულ ჯარში მათმა დამ დაიკავა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ნიკოლაი გერაშენკო, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო

ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო  დაიბადა 1963 წლის 21 აპრილს უკრაინაში....

რუსლან აკაკის ძე გვასალია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

რუსლან აკაკის ძე გვასალია დაიბადა ქ. სოხუმში 1976 წლის 8 ნოემბერს.

1982-1991 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე-15 საშუალო სკოლაში.

1991 წელს სწავლა გააგრძელა სოხუმის პროფ-ტექნიკუმში და დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავტომანქანების პროფილაქტიკაში.

რუსლან გვასალია სოხუმის გარნიზონის სპეცდანისნულების რაზმ „იუპიტერის“ შემადგენლობასი მოხალისედ ჩაეწერა. მეგობრები ,,მალიშა”-ს ეძახდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

რუსლან აკაკის ძე გვასალია

რუსლან აკაკის ძე გვასალია დაიბადა ქ. სოხუმში 1976 წლის 8...

თენგიზ აბსანძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

თენგიზ აბსანძე დაიბადა 1960 წლის 13 აპრილს ქ. სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის N11 საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი.

ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობაში.
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შრომა-თავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში.
1993 წლის 27 სექტემბერს იბრძოდა მინისტრთა საბჭოს შენობაში. თანამებრძოლები იგონებენ, როგორ ვაჟკაცურად იბრძოდა თენგიზი, მინისტრთა საბჭოს მე-3 სართულიდან მან ცეცხლი გაუხსნა მტერს. ამ ბრძოლის დროს თენგიზ აბსანძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ აბსანძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

თენგიზ აბსანძე

თენგიზ აბსანძე დაიბადა 1960 წლის 13 აპრილს ქ. სოხუმში. დაამთავრა...

ლერი გივის ძე წივილაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ლერი გივის ძე წივილაშვილი დაიბადა  1967 წლის  3 აგვისტოს  გულრიფშის რაიონის  სოფელ განახლებაში. სწავლობდა სოფელ განახლების  ეგნატე ნინოშვილის სახელობის  საშუალო სკოლაში. 1984 წელს  გაიწვიეს სამხედრო – სავალდებულო სამსახურში. 1986 -1988 წლებში  მსახურობდა მოლდავეთში, საიდანაც მშობლებს  არაერთი მადლობის წერილი აქვთ მიღებული.

1992 წელს  მოხალისედ ჩაირიცხა  ქალაქ სოხუმის შინაგანი ჯარების  პირველი ასეულის  მეორე ოცეულში. იბრძოდა  საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის.

1993 წლის  სექტემბერში  მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას  ლერი წივილაშვილი გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავგანწირვისათვის  ლერი წივილაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

ლერი გივის ძე წივილაშვილი

ლერი გივის ძე წივილაშვილი დაიბადა  1967 წლის  3 აგვისტოს  გულრიფშის...

ზურაბ სოსოს ძე წიქარიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ზურაბ სოსოს ძე წიქარიძე დაიბადა 1959 წლის 28 თებერვალს სოფელ ნაგომარში, დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სოხუმის გაზაპარატურის ქარხანაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდა კოდორთან, ტამიშთან, აჩადარასთან განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.

ზურაბ წიქარიძე დაიღუპა 1993 წლის 15 აგვისტოს სოფელ შრომაში, სეპარატისტებთან მორიგი შეტაკებისას. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ წიქარიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ზურაბ სოსოს ძე წიქარიძე

ზურაბ სოსოს ძე წიქარიძე დაიბადა 1959 წლის 28 თებერვალს სოფელ...

მამუკა მიხეილის ძე შონია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

მამუკა მიხეილის ძე შონია დაიბადა 1974 წლის 7 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. წებელდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მამუკა შონია ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) მე-2 ასეულის მე-3 ოცეულში _ მსროლელად.

ზემდეგი მამუკა შონია გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს _ სოხუმის ფუნიკულიორის ალყაში მოქცევის დროს.

 

მამუკა მიხეილის ძე შონია

მამუკა მიხეილის ძე შონია დაიბადა 1974 წლის 7 მაისს გულრიფშის...

რომან ალექსანდრეს ძე შოგირაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

რომან ალექსანდრეს ძე შოგირაძე  დაიბადა 1967 წლის 19 სექტემბერს  გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქალაქ სოხუმის  პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1988-89 წლებში  სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა  ავღანეთის რესპუბლიკაში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა აგუძერის  აგრარულ  ზონაში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე  ზემდეგი რომან შოგირაძე  ჩაირიცხა საქართველოს  რესპუბლიკის შსს  შინაგანი ჯარების მთავარი  სამმართველოს სოხუმის  ცალკეული მოტომსროლელი  ბატალიონის  (ს/ნ 2061) რიგებში  ზემდეგად. 1991 წლის 25 ივლისს  სოფელ შრომასთან  საბრძოლო ოპერაციის შესრულების  დროს მეომართა  მცირე ჯგუფი მტრის  ალყაში მოექცა. უთანასწორო  ორთაბრძოლის დროს  რომან შოგირაძე  ვაჟკაცურად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავგანწირვისათვის  რომან შოგირაძე,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

რომან ალექსანდრეს ძე შოგირაძე

რომან ალექსანდრეს ძე შოგირაძე  დაიბადა 1967 წლის 19 სექტემბერს  გულრიფშის...

აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი  დაიბადა 1973  წლის  15 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ამტყელში.  დაამთავარა სოფელ წებელდის  საშუალო  სკოლა.

1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებისას  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურს იხდიდა,მსახურობდა შინაგანი ჯარების  სოხუმის ცალკეულ ბატალიონში.

აბესალომ ყურაშვილი დაიღუპა  1993 წლის სექტემბერში, მდინარე კოდორის მიმდებარედ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და  თავდადებისათვის  აბესალომ ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.

აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი

აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი  დაიბადა 1973  წლის  15 იანვარს გულრიფშის...

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა დაიბადა 1954 წლის 25 აგვისტოს გულრიფშის რაიონში,აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მუშაობა დრანდის ჩაის ფაბრიკაში  დაიწყო. შემდეგ სახანძრო განყოფილებაში – მეხანძრედ. სევასტოპოლში მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური. შრომისმოყვარე,პატიოსანი სოსო ირგვლივ  ყველას სიყვარულს იმსახურებდა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს  ზემდეგი სოსო  ყალიჩავა  ირიცხებოდა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის მე-3  ასეულის პირველ ოცეულში მსროლელად.

სოსო ყალიჩავა დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს,სოფელ  შრომის აღების დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  სოსო ყალიჩავა, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა დაიბადა 1954 წლის 25 აგვისტოს გულრიფშის...

კობა ვლადიმერის ძე ქრისტესიაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

კობა ვლადიმერის  ძე ქრისტესიაშვილი დაიბადა 1966 წელს ქალაქ თბილისში.

აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე  კობა ქრისტესაშვილი სამშობლოს დამცველებს შეუერთდა. ის ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს  სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი  ბატალიონის  (ს/ნ 2061)  რიგებში

1993 წლის  17 მარტს, აჩადარასთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის  დროს  კობა ქრისტესიაშვილი ვაჟკაცურად დაიღუპა.

კობა ვლადიმერის ძე ქრისტესიაშვილი

კობა ვლადიმერის  ძე ქრისტესიაშვილი დაიბადა 1966 წელს ქალაქ თბილისში. აფხაზეთში...

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა დაიბადა 1955 წლის  30 იანვარს  ქალაქ სოხუმში.დაამთავრა  მშობლიური ქალაქის №5  საშუალო სკოლა,შემდეგ კი, თბილისის მოსე თოიძის  სახელობის სამხატვრო  სასწავლებელი. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის  სამმართველოში.  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა  1992 წლის 14 ნოემბრიდან. ირიცხებოდა  სოხუმის მოტომსროლელი  ბატალიონის  (ს/ნ 2061), I  ასეულის  მე-2 ოცეულის  ათეულის მეთაურად.

მონაწილეობდა ლაბრას, ტამიშის,კოდორის,აჩადარას,შრომის, ახალშენის მიდამოებში  მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. იყო  უშიშარი და მამაცი მებრძოლი.  ბატალიონის წევრებს შორის ნდობით და ავტორიტეტით  სარგებლობდა. ნუგზარ ქობალავა,1993  წლის  12 ივლისს, სოფელ შრომაში  საბრძოლო დავალების შესრულებისას , უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის  ნუგზარ ქობალავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა დაიბადა 1955 წლის  30 იანვარს ...

ზურაბ სხულუხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი
ზურაბ სხულუხია დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს სოხუმის რაიონი სოფელ კელასურში. 1973 წელს დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. სოხუმის პროფესიულ სასწავლებელში. 1976 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში ალტაის მხარეს.
1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სოფელ ტამიშში მოწინააღმდეგის ერთ-ერთი შეტევის დროს ბრძოლის ველზე დაიღუპა ზურაბ სხულუხია.
დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 თებერვლის ბრძანებულებით მედალი ”მხედრული მამაცობისათვის”.
დასაფლავებულია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში.
იყო დაოჯახებული, დარჩა ორი შვილი.

ზურაბ სხულუხია

ზურაბ სხულუხია დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს სოხუმის რაიონი სოფელ კელასურში....

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი  დაიბადა 1965 წლის  9 სექტემბერს ვანში. დაამთავრა კიევის  უმაღლესი საინჟინრო  რადიო-ტექნიკური  სამხედრო სასწავლებელი.

გია ნიკოლეიშვილი 1992 წლის  1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის საბრძოლო  მომზადების კადრებისა  და  სამწყობრო  განყოფილების  უფროსად.

კაპიტანი გია ნიკოლეიშვილი  1993 წლის 10 ივლისს  სოფელ  შრომის  მისადგომებში  საბრძოლო ოპერაციის დროს  გმირულად დაიღუპა, როდესაც შტაბის  უფროსის  მოვალეობას  ასრულებდა შრომის ბატალიონში .

დაკრძალულია ქალაქ სოხუმში,ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისსა და თავგანწირვისათვის  გია ნიკოლეიშვილი, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  და  III  ხარისხის ორდენებით.

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი

გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი  დაიბადა 1965 წლის  9 სექტემბერს ვანში....

რევაზ ანგის ძე მაჩაიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

რევაზ ანგის ძე მაჩაიძე  დაიბადა 1967 წლის  30 ივნისს  გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში.  დაამთავრა ბაბუშარის საშუალო სკოლა. ომის დაწყებამდე  მუშაობდა რკინიგზაში.

1992 წლის სექტემბრიდან  გაიწვიეს შინაგან ჯარში.

რევაზ მაჩაიძე 1993   2 ივნისს ტამიშის ბრძოლაში , ძმასთან, მერაბ მაჩაიძესთან ერთად ბრძოლის  ველზე გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რევაზ მაჩაიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“.

რევაზ ანგის ძე მაჩაიძე

რევაზ ანგის ძე მაჩაიძე  დაიბადა 1967 წლის  30 ივნისს  გულრიფშის...

მერაბ ანგის ძე მაჩაიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

მერაბ ანგის ძე მაჩაიძე დაიბადა 1965  წლის  5 იანვარს  გულრიფშის  რაიონის სოფელ  აზანთაში. ბაბუშარის  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ქალაქ ხარკოვის  ზოოვეტერინარულ  ინსტიტუტში.

1993  წლის მარტში  გაიწვიეს შინაგან ჯარში.

მერაბ  მაჩაიძე  1993 წლის 2 ივნისს , ტამიშის ბრძოლაში  28 წლის ასაკში  გმირულად დაიღუპა.

 

მერაბ ანგის ძე მაჩაიძე

მერაბ ანგის ძე მაჩაიძე დაიბადა 1965  წლის  5 იანვარს  გულრიფშის ...

error: Content is protected !!