ავთანდილ გუშერის ძე კოპალიანი
ავთანდილ გუშერის ძე კოპალიანი დაიბადა 1966 წლის 21 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში.
დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ დაოჯახდა.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 15 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქარტველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, ხოლო შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
ავთანდილ კოპალიანი აქტიურად მონაწილეობდა არადუს,ცაგერას,ტამიშის ბესლახუბას დასაცავად წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 26 დეკემბერს, ბატალიონის მიერ ტყვარჩელის მიმართულებით , სოფელ ფოქვეშის მისადგომებთან განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების დროს, ავთანდილ კოპალიანი მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
ავთანდილ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ არადუში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ავთანდილ კოპალიანი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.
იური ლუდას ძე ზარქუა
იური ლუდას ძე ზარქუა დაიბადა 1967 წლის 12 ივლისს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. 1985 წელს დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა. სკოლის დაწყებისთანავე გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაამთავრა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
იური ზარქუა მედგრად იდგა სამშობლოს მთლიანობის დამცველთა რიგებში. 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირველ ასეულში ათმეთაურად. ის მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფლების ოხურეის,მერკულასა და ფოქვეშის მიმართულებით. იყო მამაცი და შეუპოვარი მებრძოლი.
1992 წელს კოჩარის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების დროს, იური ზარქუა ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც ნაღმებისგან უნდა გაეწმინდა ტერიტორია . მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა მებრძოლებს. დავალების შესრულების დროს ის დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა.
იური ზარქუა დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ოხურეიში.
ბესიკ გიორგის ძე თორია
ბესიკ გიორგის ძე თორია დაიბადა 1968 წლის 26 იანვარს გალის რაიონის სოფელ გუდავაში.
1975-1985 წლებში სწავლობდა სოფელ გუდავის საშუალო სკოლაში. 1986-1988 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1989-1991 წლებში მუშაობდა გუდავის ეთერზეთების ქარხანაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბესიკ თორია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში – ჯავშანმანქანის მძღოლ-მექანიკოსად. სათანადო მომზადების შემდეგ , ბესიკს საბრძოლო ტანკი და მისი ეკიპაჟი ჩააბარეს . მონაწილეობდა ყველა იმ ოპერაციაში,რასაც ბატალიონი აწარმოებდა სოფელ ფოქვეშის და ოხურეის მიმართულებით.
ბესიკ თორია, ფოქვეშ-ოხურეის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის დროს, ეკიპაჟთან ერთად გმირულად დაიღუპა.
ზაქრო ბუღვიას ძე დადვანი
ზაქრო ბუღვიას ძე დადვანი დაიბადა 1950 წლის 5 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.1966 წელს დაამთავრა გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვიშის საშუალო სკოლა. 1968-1970 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1970 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ზაქრო სოფელში მექანიზატორად მუშაობდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზაქრო დადვანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგითად. იყო დისციპლინირებული და უშიშარი მეომარი, მეთაურთა დავალებებსა და ბრძანებებს ოპერატიულად და გულმოდგინედ ასრულებდა.
ზაქრო დადვანი დაიღუპა 1993 წლის ივნისში , ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშთან, შეტაკების დროს.
დილარ ჯემალის ძე გუჩუა
დილარ ჯემალის ძე გუჩუა დაიბადა 1963 წლის 17 მარტს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. დაამთავრა ქალაქ ოჩამჩირის მე-9 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დილარ გუჩუა 1992 წლის 5 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის რიგებში.პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებსა და ბრძანებებს.
დილარ გუჩუა 1993 წლის 28 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დროს, თავის არეში მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ემზარ გალაქტიონის ძე გელანტია
ემზარ გალაქტიონის ძე გელანტია დაიბადა 1966 წლის 21 დეკემბერს , ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ ველიკოლუკის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, ზოოსაინჟინრო ფაკულტეტზე. კერ კიდევ პირველკურსელი გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.ემზარი მსახურობდა სატანკო დივიზიონში,სადაც თავიდანვე ყურადღება მიიპყრო , როგორც ნიჭიერმა ,შრომისმოყვარე და დისციპლინირებულმა ახალგაზრდამ. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ ემზარი აქტიურად ჩაება საომარ მოქმედებებში.
ლეიტენანტი ემზარ გალანტია 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, მოგვიანებით კი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში.
ემზარ გელანტია იყო ტანკის ეკიპაჟის მეთაური. უშიშარი მებრძოლი – გამოირჩეოდა გამჭრიახობით და მამაცობით. „პატარა ბიჭი“ – ასე ეძახდნენ სიყვარულით თანამებრძოლები. ჯილდოც კი იყო დაწესებული მისი ლიკვიდაციისთვის. (სოფელ ტამიშთან, უმძიმეს ვითარებაში,ემზარმა მოახერხა ბრძოლის ველიდან ჭაბუა ამირეჯიბის შვილის , ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გადმოსვენება). ემზარ გელანტია მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (ტამიში,მერკულა,ლაბრა,ბესლახუბა,ფოქვეში,ოხურეი,ილორი)ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.
1993 წლის 25 თებერვალს, მე-2 სარმიო კორპუსისა და და 24-ე ბატალიონის მიერ ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დროს,სოფელ ბესლახუბასთან სამშობლოსთვის გულანთებულმა ვაჟკაცმა თავისი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა მამულს.
ემზარ გალანტია დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ემზარ გელანტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ჯოყოლა (ჯოტო) გურჩიანი
ჯოყოლა (ჯოტო) გურჩიანი დაიბადა 1960 წლის 26 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი ომის დაწყებისთანავე დადგა სამშობლოს დასაცავად.ჯოყოლა გურჩიანი 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონად. იყო მე-3 ასეულის ოცმეთაური.
1992 წლის 26 დეკემბერს სოფელ ოხურეისთან გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს ჯოყოლა გურჩიანი გმირულად დაიღუპა.
ნოდარ გიგლემიანი
ნოდარ გიგლემიანი დაიბადა 1958 წლის 23 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში .
დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურიც მოიხადა და ოჯახსაც მოეკიდა- 1989 წელს ცოლად შეირთო აფხაზი ქალბატონი, შეიქმნა ლამაზი ქართულ-აფხაზური ოჯახი. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდანვე , ნოდარ გიგლემიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში.ნოდარი ბატალიონის უშიშარი და კეთილსინდისიერი წევრი იყო. მეთაურის ყველა დავალებას უყოყმანოდ ასრულებდა. რითაც როგორც ბატალიონის მეთაურთა, ასევე თანამებრძოლთა პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან,მერკულასთან და ბესლახუბასთან გამართულ საბრძოლო ოპერაციებში. იყო მამაცი და უდრეკი სულის ჯარისკაცი.
1992 წლის 30 სექტემბერს ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს ნოდარი მოწინააღმდეგემ ალყაში მოაქცია და ავტომატის ჯერით დაცხრილა. მტერმა მისი ცხედრის გატაცება ვერ მოასწრო. დასახმარებლად მისულმა მეგობრებმა მისი გამოსვენება და მშობლიურ სოფელში დაკრძალვა მოახერხეს.
ზურაბ ილიას ძე აბშილავა
ზურაბ აბშილავა დაიბადა 1958 წლის 18 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვორონეჟში.დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. პარალელურად მუშაობდა რეკის ციტრუსების მეურნეობაში ბრიგადირად, 1987 წლიდან კი ოხურეის სასათბურე კომბინატში – სათბურის ხელმძღვანელად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზურაბ აბშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად.
ზურაბ აბშილავა დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს აფხაზ სეპარატრისტებთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ოხურეის სასაფლაოზე.
ზურაბ აბშილავას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ბორია დავითის ძე გერლიანი
ბორია დავითის ძე გერლიანი დაიბადა 1960 წელს აფხაზეთში. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების დღიდან იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ის ირიცხებოდა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის სამსახურში.
1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ კომანთან, ჩეჩენი „ბოევიკების“ წინააღმდეგ გამართულ უშეღავათო ბრძოლაში ბორია
გერლიანი გმირულად დაიღუპა.
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ხალიაპინი
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ხალიაპინი დაიბადა 1953 წლის 3 დეკემბერს კრასნოდარის ოლქში. ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვლადიმერ ხალიაპინი 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საინჟინრო-მესანგრეთა ასეულში. პირად შემადგენლობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა გუმისმთისა და შრომა-ახალშენის მიმართულებით წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. თანამებრძოლებში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით. არაერთხელ გასულა ფრონტის წინა ხაზზე სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად.
ვლადიმერ ხალიაპინი , 1993 წლის 14 მარტს, მდინარე გუმისმთის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, კურჩენკოს სახელობის პარკში- ძმათა სასაფლაოზე.
ავთანდილ გრიშას ძე კოპალიანი
ავთანდილ გრიშას ძე კოპალიანი დაიბადა 1962 წლის 31 ივნისს ქ. სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში.
ავთანდილი გრიშას ძე კოპალიანი ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის საინჟნერო -მესანგრეთა ასეულში მენაღმედ.
1993 წლის 14 მარტს მესანგრეთა ნაწილში საგანგაშო ცნობა მიიღეს წინა ღამით, რუსეთს ავიაციის სოფელ გუმისთაში ჩამოგდებულ ბობბათაგან ერთ-ერთი არ აფეთქდა, მორიგი უბედურების თავიდან ასაცილებლად და ბომბის გასაუვნებელ ყოფად შემთხვევის ადგილზე გაემართა მესანგრეთა დიდი ჯგუფი.
ძნელი იყო სიტყვებით გადმოცემა იმ ნგრევითა და უბედურებისა, რაც იმ ღამეს თავს დასტყდომოდა სოფელს.
თითქოს თავის მორიგ მსხვრეპლს ელოდა ურჩხული, როგორც კი 12 ადამიანს თავს წაადგა ორმოს, სადაც ბომბი ჯერ კიდევ უვნებლად იდო.. კიდევ ერთხელ შეძრა მიდამო გამაყრუებელმა აფეთქებამ და მას მოყოლილმა უბედურებამ. 12 სიცოცხლე თვალის დახამხამებაში გაიფანტა ჰაერში.
1993 წლის 24 მარტს საქართველოს მიწამ მიაბარა 12-ვე დაღუპული. სწორედ მათ შორის იყო ავთანდილ გრიშას ძე კოპალიანი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოსლან გასვიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ავთანდილ კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით ”მხედრული მამაცობისათვის”.
გიული თაკალანძე
გიული თაკალანძე კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის 4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში.
სოხუმის სკოლა- ინტერნატის დამთავრებისთანავე 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1992 წლის ომის დაწყების პირველი დღიდან, ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. დანიშნეს 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი.
კაპიტანი თაკალანძე გიული რაფიელის ძე 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის სამსახურშია 1992 წლის ოქტომბრიდან .
1993 წლის 13 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავებიდან, ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა.
მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფ. აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავია ბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუი გავიდა სოფ. აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვა ჯურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და მასთან ერთად იმსხვერპლა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები: დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე) მესანგრეთა ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით წასული იყო მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად.
სამწუხაროდ მათი ცხედარი ისე იქცა ნაფლეთებად რომ ცალ-ცალკე მათი დაკრძალვა ვერ მოხერხდა. დასაფლავებულია კურჩენკოს პარკში ძმათა სასაფლაოზე. გიული თაკალანძე დაჯილდოვებულია მედალით მხედრული მამაცობისათვის. 14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა.
რამაზ ბესელია
1993 წლის 14 მარტს მესანგრეთა ნაწილში საგანგაშო ცნობა მიიღეს – წინა ღამით, რუსეთის ავიაციის მიერ სოფელ გუმისთაში ჩამოგდებულ ბომბთაგან ერთ-ერთი არ აფეთქებულა, მორიგი უბედურების თავიდან ასაცილებლად და ბომბის გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გაემართა მესანგრეთა დიდი ჯგუფი. მათთან ერთად გამგზავრების სურვილი გამოთქვენს ჟურნალისტებმაც. ადგილზე ნანახმა საოცერებამ და სანახაობამ ყველანი გააოგნა. ძნელი იყო სიტყვებით გადმოცემა იმ ნგრევისა და უბედურებისა, რაც იმ ღამს თავს დასტყოდომოდა სოფელს. მომხდარის საილუსტრაციოდ ფირზე უნდა აღებეჭდათ ყოველივე.
თითქოს თავის მორიგ მსხვერპლს ელოდა ურჩხული, როგორც კი 12 ადამიანი – რვა გვარდიელი და 4 კორესპონდენტი თავს წაადგა ორმოს, სადაც ბომბი ჯერ კიდევ უვნებლად იდო… კიდევ ერთხელ შეძრა მიდამო გამაყრუებელმა აფეთქებამ და მას მოყოლილმა უბედურებამ – 12 სიცოცხლე თვალისდახამხამებაში გაიფანტა ჰაერში. საქართველომ დაკარგა კიდევ რამდენიმე მამულზე შეყვარებული შვილი – საქართველოს რეიარაღებული ძალების გვარდიელები: გიული თაკალანძე, რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხაკაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ციცეპოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს პრესცენტრის თანამშრომლები გიორგი პოპიაშვილი და ალექსანდრე კარაპეტიანი, დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,მემატიანეს~ თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე.
24 მარტს მშობლიურმა მიწამ მიიბარა 12 თავდადებული მამულიშვილის ნეშტი.
კახა იუზას ძე ჭაჭიაშვილი
კახა იუზას ძე ჭაჭიაშვილი დაიბადა 1970 წლის 31 მარტს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა რუსეთში. დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მე-2 კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. კახა უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. კახა ჭაჭიაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში.
1993 წლის 4 ივლისს, სოფელ შრომასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მე-3 კურსის სტუდენტი, კახა ჭაჭიაშვილი გმირულად დაიღუპა.