სოსო ჯოგოს ძე ყუფუნია
სოსო ჯოგოს ძე ყუფუნია დაიბადა 1953 წლის 10 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სოსო ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 დეკემბრიდან სოსო ყუფუნია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში ასმეთაურის მოადგილედ.
თანამებრძოლები მას სიყვარულით „ბაბუს“ ეძახდნენ. სოსო ყუფუნია გმირულად დაიღუპა,1993 წლის ივლისში, შრომასთან მიმდინარე ბრძოლების დროს.
სოსო ჯოგოს ძე ყუფუნია
სოსო ჯოგოს ძე ყუფუნია დაიბადა 1953 წლის 10 აპრილს სოხუმის...
სოსო ალექსანდრეს ძე ციკოლია
სოსო ალექსანდრეს ძე ციკოლია დაიბადა 1962 წლის 13 მაისს ქალაქ ტყვარჩელში.
1992 წლის 17 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში ასმეთაურად. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
სოსო ციკოლია 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან ფრონტის წინა ხაზზე მძიმედ დაიჭრა, მიუხედავად ამისა, სიმღერით ამხნევებდა თანამებრძოლებს და წინ მიიწევდა. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა, გონის დაკარგვის შემდეგ გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან. სოსო სოხუმის მე-2 საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოსო ციკოლია სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
სოსო ალექსანდრეს ძე ციკოლია
სოსო ალექსანდრეს ძე ციკოლია დაიბადა 1962 წლის 13 მაისს ქალაქ...
მალხაზ დავითის ძე ქაჯაია
მალხაზ დავითის ძე ქაჯაია დაიბადა 1954 წლის 26 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა #1 საშუალო სკოლა, შემდეგ კი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა სოფლის მეუნეობის სამინისტროში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეულის რიგით მზვერავად. მონაწილეობდა ასეულის მიერ გუმისთის, შრომა-ახალშენის მიმართულებით და კოდორის ხეობაში ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
მალხაზ ქაჯაია დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობაში, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
მალხაზ დავითის ძე ქაჯაია
მალხაზ დავითის ძე ქაჯაია დაიბადა 1954 წლის 26 ივნისს ქალაქ...
ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე
ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე დაიბადა 1972 წლის 15 ივნისს ქალაქ სოხუმში. მე-13 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის 45-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
ზურაბ ბერიძე 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მზვერავად.
აფხაზეთის ომის პერიოდში ზურაბ ბერიძემ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 14 ივლისს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად რამდენიმე ურთულესი. ოპერაციისა, 1994 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა.
ზურაბ ბერიძე დაკრძალულია ქალაქ წყალტუბოში.
ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე
ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე დაიბადა 1972 წლის 15 ივნისს ქალაქ...
გუბაზ ნარიმანის ძე ჯოხაძე
გუბაზ ნარიმანის ძე ჯოხაძე დაიბადა 1949 წლის 27 დეკემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარაში. სპეციალობით მექანიკოსი იყო. ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში.
გუბაზ ჯოხაძე 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის პირველ ბატალიონში, იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე გუმისთის მიდამოებში, შემდეგ კი ოჩამჩირეში.
გუბაზ ჯოხაძე დაიღუპა 1993 წლის 3 იანვარს საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სოფელ კვიტოულთან.
გუბაზ ჯოხაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
გუბაზ ნარიმანის ძე ჯოხაძე
გუბაზ ნარიმანის ძე ჯოხაძე დაიბადა 1949 წლის 27 დეკემბერს გუდაუთის...
სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი
სერგო გუჯეჯიანი დაიბადა 1951 წლის 20 დეკემბერს გულრიფშის რაიონში. 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიც მოიხადა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა. 1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სოხუმის გაზის აპარატურის ექსპერიმენტულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად. სერგო გუჯეჯიანი 1993 წლის 3 იანვარს გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან გამართულ ბრძოლაში.
სრგო გუჯეჯიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
სერგო ოჩამჩირის რაიონში გაგზავნილ საბრძოლო ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც ძირითადად ბატალიონ „მშვიდობის ლეგიონის“ მებრძოლებისაგან შედგებოდა. იმ საბედისწერო დღეს, 3 იანვარს მტერი მთელი ძალით გადმოვიდა შეტევაზე. რიგ-რიგობით კარგავდა მეგობრებს… `გუბაზ ჯოხაძე, შუქრი მარგიანი ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ. თვითონაც ორი ჭრილობა მიიღო, მაგრამ არ დანებდა. ბატალიონი მაშველის მოლოდინში იყო, მაგრამ დამხმარე ძალა იგვიანებდა. სერგო იქვე ჩამავალი ღელით მტერს უკნიდან მიეპარა და ცეცხლი გაუხსნა. მოულოდნელმა შეტავამ მოწინააღმდეგე დააბნია და უკან დაიხია. ასე გადაარჩინა სერგო გუჯეჯიანმა ბატალიონის ცოცხლად დარჩენილი წევრები, თვითონ კი „სნაიპერის“ მიერ გასროლილ საბედისწერო ტყვიას შეეწირა.~ ამონარიდი თანამებრძოლების ჟერელო ფირცხელანისა და პალიკო ახალაიას მოგონებიდან.
სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი
სერგო გუჯეჯიანი დაიბადა 1951 წლის 20 დეკემბერს გულრიფშის რაიონში. 1968...
შუქრი ირაკლის ძე მარგიანი
შუქრი ირაკლის ძე მარგიანი დაიბადა 1962 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.
შუქრი მარგიანი 1969-77 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის გენწვიშის რვაწლიან სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ოჩამჩირის რაიონის კოჩარის საშუალო სკოლაში, რომლის წარჩინებით დამთავრებისთანავე , 1979 წელს, ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1983 წელს შუქრი მარგიანს მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება.
1984 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. პერსპექტიული ეკონომისტი მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა და გულრიფშის „რაიკოოპკავშირში „ დაიწყო მუშაობა. 1985-87 წლებში იყო აჟარის სავაჭრო გაერთიანების დირექტორი, 1987-1990 წლებში – გულრიფშის „რაიკოოპკავშირის“ სარევიზიო კომისიის თავჯდომარე.
შუქრი მარგიანი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1985-92 წლებში სხვა კოდორელებთან ერთად თავკაცობდა შიყერის წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობას.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კი მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის „მშვიდობის ლეგიონში“. შუქრი მარგიანი გმირულად დაიღუპა ურთულესი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993 წლის 3 იანვარს, ლეგიონერ ემზარ გუჯეჯიანთან და გუბაზ ჯოხაძესთან ერთად.
შუქრი მარგიანი დაკრძალულია დალის ხეობაში.
შუქრი ირაკლის ძე მარგიანი
შუქრი ირაკლის ძე მარგიანი დაიბადა 1962 წლის 8 ივნისს გულრიფშის ...
ლერი შოთას ძე ქაჯაია
ლერი შოთას ძე ქაჯაია დაიბადა 1949 წლის 24 სექტემბერს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მშობლიური კუთხის დასაცავად ხელში იარაღი აიღო და მსროლელად ჩაირიცხა `ბესლეთის სახალხო ლაშქარში.
ლერი ქაჯაია, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქართულ-აფხაზური დაპირისპირების პირველივე დღეს, ქალაქ სოხუმში დაიღუპა.
ლერი შოთას ძე ქაჯაია
ლერი შოთას ძე ქაჯაია დაიბადა 1949 წლის 24 სექტემბერს ქალაქ...
ილია ვახტანგის ძე ლაბარტყავა
ილია ვახტანგის ძე ლაბარტყავა დაიბადა 1967 წლის 25 სექტემბერს ქალაქ სოხუმში.
დაამთავრა სოხუმის პირველი საშუალო სკოლის 8 კლასი და სწავლა განაგრძო (საზეინკლო განხრით) სოხუმის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. ის ომამდე მუშაობდა სოხუმის ტაქსოპარკში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა რუსეთში _ ქალაქ გორკის საავიაციო ჯარებში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს ჩაირიცხა „ბესლეთის სახალხო ლაშქარში“.
1992 წლის 21 აგვისტოს ილია ლაბარტყავა გმირულად დაიღუპა გუმისთის მისადგომებთან. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
ილია ვახტანგის ძე ლაბარტყავა
ილია ვახტანგის ძე ლაბარტყავა დაიბადა 1967 წლის 25 სექტემბერს ქალაქ...
ბადრი დარცმელია
ბადრი დარცმელია დაიბადა 1970 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 1987 წელს დაამთავრა მშობლიური ქალაქის მე-13 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, ბადრი დარცმელია ირიცხებოდა „ბესლეთის სახალხო ლაშქარში“ მსროლელად. ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ბადრი დარცმელიამ აფხაზეთშის ომში თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა.
ბადრი დარცმელია დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს სოხუმის მასირებული დაბომბვის დროს.
ბადრი დარცმელია
ბადრი დარცმელია დაიბადა 1970 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 1987...
ამირან სალიბეს ძე ავალიანი
ამირან სალიბეს ძე ავალიანი დაიბადა 1964 წლის 25 მაისს გულრიფშში. გენწვიშის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მუშაობა დაიწყო სოხუმის გეოლოგიის ცენტრში.
ამირანი 1992 წლის აგვისტოდან გაიწვიეს ომში. ირიცხებოდა „ბესლეთის სახალხო ლაშქარში“. ამირან ავალიანი 1992 წლის 29 ოქტომბერს მდინარე გუმისთაზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის მსვლელობისას აფეთქდა ნაღმზე.
ამირან სალიბეს ძე ავალიანი
ამირან სალიბეს ძე ავალიანი დაიბადა 1964 წლის 25 მაისს გულრიფშში....
მერაბ შოთას ძე ქვილითაია
მერაბ შოთას ძე ქვილითაია დაიბადა ქ. სოხუმში 1960 წლის 26 ნოემბერს.
მერაბ შოთას ძე ქვილითაია
მერაბ შოთას ძე ქვილითაია დაიბადა ქ. სოხუმში 1960 წლის 26...
გიორგი ნადარეიშვილი
გიორგი ნადარეიშვილი დაიბადა ქალაქ სოხუმში 1972 წლის 5 ივლისს. 1989 წელს დაამთავრა სოხუმის მეშვიდე საშუალო სკოლა.
ამავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის ხალხური ცეკვისა და სიმღერის კულტურის სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა, პარალელურად ცეკვავდა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში.
დინჯ და გონიერ ბიჭს, ასაკის მიუხედავად, ხშირად უფროსებიც კი ეკითხებოდნენ ჭკუას. სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. როცა აფხაზეთში ომმა იფეთქა, 21 წლის ჭაბუკი ვერც მუდარამ, ვერც მუქარამ ვერ შეაჩერა. დადგა იქ, სადაც ქართველი ვაჟკაცები პოულობდნენ ადგილს _ სამშობლოს დასაცავად. 1993 წლის 15 მაისიდან გიორგი ნადარეიშვილი ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ „კობრა“-ს საევაკუაციო განყოფილების სანიტრად. უშიშარი ბიჭი ტყვიებისა და ქვემეხების ზუზუნში დანიშვნის პირველი დღიდანვე მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილების გამოყვანასა და შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაში.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა… გიორგის ერთი წუთითაც არ მიუტოვებია დაჭრილები. აფხაზმა სეპარატისტებმა ის ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს.
გიორგი ნადარეიშვილი
გიორგი ნადარეიშვილი დაიბადა ქალაქ სოხუმში 1972 წლის 5 ივლისს. 1989...
თენგიზ ვენიას ძე კაცია
თენგიზ ვენიას ძე კაცია დაიბადა 1952 წლის 15 მაისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში.
იქვე დაამთავრა N2 საშუალო სკოლა. მუშაობდა ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის ფაბრიკაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში. მიენიჭა სერჟანტის წოდება. 1981-84 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1985 წლიდან მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონში ტექნიკოს-ექსპლუატატორად.
1992 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა აფხაზეთის ომში, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ „კობრა“-ს შემადგენლობაში. უშიშარ მეომარს ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლები.
1993 წლის 17 სექტემბერს თენგიზ კაცია საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 1994 წლის 19 სექტემბერს თენგიზ კაციას ნეშთი გადმოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში.
თენგიზ კაციას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.
თენგიზ ვენიას ძე კაცია
თენგიზ ვენიას ძე კაცია დაიბადა 1952 წლის 15 მაისს ჩხოროწყუს...
თემურ შოთას ძე ბოკუჩავა
თემურ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქალაქ სოხუმში. ძმებმა დაამთავრეს ქვემო იაშთხვას პირველი საშუალო სკოლა. საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ძმები ზურაბ და თემურ ბოკუჩავები ჩადგნენ ქვეყნის დამცველთა რიგებში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში იცავდნნენ სამშობლოს ერთიანობას. ირიცხებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის, სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 23 სექტემბერს თემურ ბოკუჩავა გმირულად დაიღუპა სამხედრო ოპერაციის დროს.
ძმები ბოკუჩავები – მამულისთვის მსხვერპლად შეწირული ორი სიცოცხლე.
თემურ შოთას ძე ბოკუჩავა
თემურ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქალაქ ...