ვიტალი აკაკის ძე წულაია
ვიტალი აკაკის ძე წულაია დაიბადა 1953 წლის 28 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლობდა ვანის რაიონის სოფელ შუამთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში,რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ შრომის სუვენირების საამქროში.
1988-1989 წლებში იქვე გახსნა ბროლის საკუთარი საამქრო,მუშაობდა ბროლზე მხატვარ-გამფორმებლად,ასევე ამზადებდა ქვის,ხის,თიხის სამკაულებს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვიტალი წულაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს,მონაწილეობდა დივიზიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ვიტალი წულაია 1993 წლის 18 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ გვარდაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიტალი წულაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ვიტალი აკაკის ძე წულაია
ვიტალი აკაკის ძე წულაია დაიბადა 1953 წლის 28 თებერვალს ქალაქ ...
ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძე
ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძე დაიბადა 1968 წლის 23 აპრილს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირაკლი ჩანტლაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის ბატარეის I ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ზერიგითად.
1992 წლის 25 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟასთან ,პოზიციური ბრძოლის დროს, ირაკლი სასიკვდილოდ დაიჭრა. პოზიციიდან გამოიყვანა ბატალიონის უფროსმა მ. კორძაიამ.
ოჩამჩირესთან ქართული მიწას ერთიანობას შესწირა თავი ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძემ, რომლის სიკვდილი დიდი ტრაგედია გახდა მეგობრებისთვის. იგი ჩვეულებრივი სოხუმელი ბიჭი იყო, მასაც სხვასავით უყვარდა სიცოცხლე, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა.
საქართვრლოს პრეზიდენტის გაკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის,ირაკლი ჩანტლაძე , სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძე
ირაკლი ჯემალის ძე ჩანტლაძე დაიბადა 1968 წლის 23 აპრილს. აფხაზეთში ...
ავთანდილ პანტელეიმონის ძე შარია
ავთანდილ პანტელეიმონის ძე შარია
ავთანდილ პანტელეიმონის ძე შარია ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში...
ვალერი არჩილის ძე სვანიძე
ვალერი არჩილის ძე სვანიძე დაიბადა 1953 წლის 6 ივლისს.
ვალერი სვანიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში მსროლელად.
ვალერი სვანიძე 1993 წლის 16 მარტს გუმისთასთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ვალერი სვანიძე დაკრძალულია გულრიფშში,სოფელ ოქტომბერში.
ვალერი არჩილის ძე სვანიძე
ვალერი არჩილის ძე სვანიძე დაიბადა 1953 წლის 6 ივლისს....
ნუგზარ სოხაძე
ნუგზარ სოხაძე დაიბადა 1955 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში.
მამა, გრიგორ სოხაძე, მეორე მსოფლიო ომის დროს სანიტარული მატარებლის კომისარი გახლდათ. დედა– თამარ ლოხიშვილი ამავე მატარებელში მედდად მსახურობდა, ასევე იყო აფხაზეთის ომის მონაწილეც.
1971 წელს ნუგზარმა წარჩინებით დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო
1977 წელს შევიდა ქ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაუკლტეტზე.
1988 წლიდან ომის დაწყებამდე მსახურობდა ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოში მთავარ ინჟინრად. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში. დანიშნეს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეორე ოცეულის მეუთაურად. ჯერ ტამიშთან იბრძოდა, 1993 წლის 15-17 მარტს კი გუმისთაზე იგერიებდა მტერს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ნუგზარ გრიგოლის ძე სოხაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში მეორე მსროლელი ოცეულის მეთაურად.
ნუგზარ სოხაძე აქტიურად მონაწილეობდა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში. დროულად და გულმოდგინედ ასრულებდა მეთაურის ბრძანებებს. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. 1992 წლის 23 დეკემბერს ,სამშობლოსა და ერის წინაშე თავდადებისთვის ,საქართველოს სახელმწიფო მეთაურისგან მადლობის წერილი მიიღო.
ნუგზარ სოხაძე დაიღუპა 1993 წლის 18 სექტემბერს ქალაქ სოხუმში – ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ნუგზარ სოხაძე დაჯილდოვდა მედლით „ საბრძოლო დამსახურებისთვის“.
ნუგზარ სოხაძე
ნუგზარ სოხაძე დაიბადა 1955 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში. მამა, გრიგორ სოხაძე,...
ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია
ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია დაიბადა 1944 წელს ქალაქ სოხუმში. მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ლეიტენანტი ზურაბ კონჯარია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო.
ზურაბ კონჯარია იყო შესანიშნავი სპეციალისტი. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ომის პერიოდში მწყობრში ჩააყენა არაერთი დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლი.
ზურაბ კონჯარია, აფხაზმა სეპარატისტებმა ქალაქ სოხუმში, დივიზიონის შტაბის ეზოში დახვრიტეს 1993 წლის 28 სექტემბერს.
ზურაბ კონჯარია აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს ქალაქ სოხუმში, დივიზიონის შტაბის ეზოში, 1993 წლის 28 სექტემბერს.
ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია
ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია დაიბადა 1944 წელს ქალაქ სოხუმში. მიიღო ...
მერაბ კაპიტონის ძე თოლორაია
მერაბ კაპიტონის ძე თოლორაია დაიბადა 1959 წლის 22 ნოემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-13 საშუალო სკოლა. შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება ინჟინერ-მშენებლის პროფესიით. მუშაობდა ქალაქ სოხუმის „ სოხუმ-გაზის“ სამმართველოში.
მერაბ თოლორაია აფხაზეთში მიმდინარე საომარ მეოქმედებებში ჩაერთო 1993 წლის ივნისიდან. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. მერაბი აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ლინდავასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,მერაბ თოლორაია სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია სოფელ მერხულში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მერაბ თოლორაია , სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მერაბ კაპიტონის ძე თოლორაია
მერაბ კაპიტონის ძე თოლორაია დაიბადა 1959 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ...
თემურ შოთას ძე გურგენიძე
თემურ შოთას ძე გურგენიძე დაიბადა 1965 წელს სოხუმის რაიონში.
ქალაქ სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კულაშის ვეტერინალურ სასწავლებელში, შემდეგ კი ჩაირიცხა ლენინგრადის ვეტერინალურ სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონში ვეტექიმად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე თემური ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს. იბრძოდა კინდღთან,აჩადარასთან,ცუგუროვკასთან,გუმისთასთან…
თემურ გურგენიძე 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე დიდი სისხლისმღვრელი შემოტევის დროს გმირულად დაეცა გუმისთის მისადგომებთან. ოჯახის ერთადერთი ვაჟი დააკლდა ოჯახს,ნათესავებს,მეგობრებს, ქვეყანას…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის თემურ გურგენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
თემურ შოთას ძე გურგენიძე
თემურ შოთას ძე გურგენიძე დაიბადა 1965 წელს სოხუმის რაიონში. ქალაქ ...
ნარზან ბელთაძე
ნარზან ბელთაძე დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში.
ნარზან ბელთაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის პირად შემადგენლობაში რიგითად.
ნარზან ბელთაძე დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს შრომა-ახალშენის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.
ნარზან ბელთაძე
ნარზან ბელთაძე დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ...
ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა
ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში. ძმებმა დაამთავრეს ქვემო იაშთხვას პირველი საშუალო სკოლა.
საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ძმები ზურაბ და თემურ ბოკუჩავები ჩადგნენ ქვეყნის დამცველთა რიგებში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში იცავდნნენ სამშობლოს ერთიანობას. ირიცხებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის, სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 18 სექტემბერს ზურაბ ბოკუჩავა საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა.
ძმები ბოკუჩავები – მამულისთვის მსხვერპლად შეწირული ორი სიცოცხლე.
ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა
ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქალაქ ...
ჯამბულ ახობაძე
ჯამბულ ახობაძე დაიბადა 1963 წლის პირველ მარტს ქ. სოხუმში. მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო, ხალხი მას იცნობდნენროგორც ნიჭიერ, უღალატო ახალგაზრდას, რომელიც ყოველთვის ქვეყნისა და ადამიანთა სიყვარულზე ფიქრობდა.
მისი ოცნება თავისუფალი ქვეყანა იყო და ამგვარი ქვეყნისთვის ბრზოლას შეეწირა კიდეც.
იყო საქართველოს რესპყბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიის პირველი ოცეულის მეორე ათეულის უშიშარი მებრძოლი და სიკვდილსაც უშიშრად შეეგება.
1992 წლის 10 დეკემბერს ის გმირულად დაიღუპა.
ჯამბულ ახობაძე
ჯამბულ ახობაძე დაიბადა 1963 წლის პირველ მარტს ქ. სოხუმში. მას...
ფრიდონ ვახტანგის ძე ხუნწარია
ფრიდონ ვახტანგის ძე ხუნწარია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის,I საცეცხლე ოცეულის მე-3 საცეცხლე სექციის მძღოლად. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წარმოებულ არაერთ ოპერაციაში.
ფრიდონ ხუნწარია 1993 წლის 18 სექტემბერს ერთ-ერთი შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
ფრიდონ ხუნწარია ერთ-ერთი შემოტევის დროს 1993 წლის 18 სექტემბერს გმირულად დაიღუპა.
ფრიდონ ვახტანგის ძე ხუნწარია
ფრიდონ ვახტანგის ძე ხუნწარია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 ...
ოთარ გუგუს ძე წოწონავა
ოთარ გუგუს ძე წოწონავა დაიბადა 1956 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმში.
ოთარ გუგუს ძე წოწონავა
ოთარ გუგუს ძე წოწონავა დაიბადა 1956 წლის 5 იანვარს ქალაქ...
ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე
ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე დაიბადა 1968 წლის 9 ივნისს. დაამთავრა აჩადარის საშუალო სკოლა. 1986 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ვახტანგ კაპანაძე,1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ცალკეული საარტილერიო დივიზიონის მზვერავად. ვახტანგ კაპანაძე 1993 წლის 5 მაისს გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, ლეჩქოფის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ კაპანაძე დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
საარტილერიო დივიზიონისა და 23-ე ბრიგადის საარტილერიო პოლკის ხელმძღვანელობის მიერ
ვახტანგ კაპანაძე, სიკვდილის შემდეგ, წარდგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.
ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე
ვახტანგ რიჩარდის ძე კაპანაძე დაიბადა 1968 წლის 9 ივნისს. დაამთავრა...
ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია
ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია დაიბადა 1969 წელს ქალაქ აფშერონსკში,კრასნოდარის მხარეში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში- ასეულის ზემდეგის თანამდებობაზე. ის აქტიურად იყო ჩართული დივიზიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ზემდეგი ვახტანგ კალანდია ერთ-ერთი პოზიციური ბრძოლის დროს , 1993 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა. მისი ნეშტი აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია კუკიის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ კალანდია , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია
ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია დაიბადა 1969 წელს ქალაქ აფშერონსკში,კრასნოდარის მხარეში. ...