ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი
ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი დაიბადა 1969 წლის 11 აპირლს თბილისში, მსახიობების ოჯახში. ცხოვრობდა ქ. სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშ. სკოლა. დედისერთა ვახტანგი ერთ-ერთი პირველი ჩაება საომარ მოქმედებებში.
ვახტანგ ელერდაშვილი ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-II საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში ასეულის ზემდეგად და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად ბრძოლებში 1992 წლიდან, გაგრაში და სოხუმში, მან დიდი მამაცობა გამოიჩინა.
ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი
ვახტანგ ომარის ძე ელერდაშვილი დაიბადა 1969 წლის 11 აპირლს თბილისში,...
ზურაბ გივის ძე ხოშტარია
ზურაბ გივის ძე ხოშტარია დაიბადა 1975 წლის 13 ივნისს ქალაქ სოხუმში. 1992 წელს დაამთავრა სოფელ თავისუფლების საშუალო სკოლა. იგი 1993 წლის 16 იანვრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მე-2 ოცეულში.
მებრძოლი ხოშტარია ზურაბ გივის ძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში.
საბრძოლო დავალებებს ასრულებდა პირნათლად. გამოირჩეოდა მამაცობით, ერთგულებითა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით.
1993 წლის 21 სექტემბერს ხოშტარია ზურაბ გივის ძე დაიღუპა სოხუმისათვის ბრძოლებში ტრაფშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალყაში მყოფი მამის მისაშველებლად პოზიციაზე, მოწინააღმდეგის მხრიდან გასროლილი სნაიპერის ტყვიით.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ბლიაძე,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ზურაბ გივის ძე ხოშტარია
ზურაბ გივის ძე ხოშტარია დაიბადა 1975 წლის 13 ივნისს ქალაქ...
მეგონა ვანოს ძე ცაავა
მეგონა ვანოს ძე ცაავა დაიბადა 1958 წლის 17 იანვარს. ზემდეგი ცაავა მეგონა ვანოს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 20-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენოტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის უფროს დამმიზნებლად 1992 წლის 15 დეკემბრიდან 1993 წლის 21სექტემბრამდე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მეგონა ცაავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მეგონა ვანოს ძე ცაავა
მეგონა ვანოს ძე ცაავა დაიბადა 1958 წლის 17 იანვარს. ზემდეგი...
ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა
ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ. სოხუმში. ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.16 წლის ზურაბი სამშობლოს სიყვარულით გალანთებული სოხუმელი ვაჟკაცი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში.
ზურაბ ჯანჯღავა მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის პირველი საცეცხლე ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად 1992 წლიდან, ხოლო 1993 წლის 3 მარტიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე 239-ე საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მე-3 საზენიტო ბატარეის პირველი ოცეულის მესამე ათეულის მძღოლ-მექანიკოსად.
ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა
ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ....
ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩაბრავა
ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩაბრავა დაიბადა 1932 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ზურაბ ჩაბრავა 1993 წლის 16 თებერვლიდან 1993 წლის 6 მარტამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-4 ბატალიონის მე-2 ოცეულის პირველი ათეულის შემადგენლობაში.
იყო ოცეულის მეთაური,ბატარეის უფროსის მოადგილე. თავდადებული და მამაცი მებრძოლი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 6 მარტს ე.წ „ჯავშან მატარებლის“ ბატარეამ მიიღო ბრძანება ქალაქ სოხუმის „კელასურის“ რკინიგზის სადგურის მიდამოებიდან საარტილერიო ცეცხლით დაემუშავებინათ მოწინააღმდეგის გუმისთის ფრონტის მარცხენა ფლანგი. საბრძოლო ამოცანის შესრულებისთანავე, ახალ საბრძოლო პოზიციაზე გადაადგილების პერიოდში, მოწინააღმდეგის საპასუხო საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურებულ იქნა „ჯავშან მატარებლის“ თბომავალი, რომლის გვერდითა ვაგონზე განთავსებულ 100-მმ-იან ქვემეხთან იმყოფებოდა ზურაბ ჩაბრავა. სამწუხაროდ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
ასე ვაჟკაცურად,საბრძოლო პოზიციაზე, თავის ქვემეხთან გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ზურაბ ჩაბრავა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ზურაბ ჩაბრავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩაბრავა
ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩაბრავა დაიბადა 1932 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ...
მელენტი ჯოგოს ძე შონია
მელენტი ჯოგოს ძე შონია დაიბადა 1927 წლის 24 მარტს წალენჯიხის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მელენტი შონია მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონში მატერიალური უზრუნველყოფის ასეულის მეკუჭნავედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 16 სექტემბრიდან , მელენტი შონია ქალაქ სოხუმის დასაცავად გაჩაღებულ საბრძოლო ოპერაციებში ჩაება.
მელენტი შონიამ 1993 წლის 28 სექტემბერს ქალაქი არ დატოვა და სეპარატისტებთან შეტაკებისას გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ჭანბას ქუჩის მიდამოებში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მელენტი შონია , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მელენტი ჯოგოს ძე შონია
მელენტი ჯოგოს ძე შონია დაიბადა 1927 წლის 24 მარტს წალენჯიხის ...
ემზარ ორდენის ძე ქარდავა
ემზარ ორდენის ძე ქარდავა დაიბადა 1970 წლის 30 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო ფშაფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა. დაამთავრა ქალაქ სოხუმის 45-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
ემზარი ომის დაწყების პირველი დღიდანვე თავის ძმასთან, მურთაზთან ერთად იბრძოდა საკუთარი მიწის დასაცავად.ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატალიონის მეოთხე ათეულში. მონაწილეობდა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მეთაურის დავალებებს დროულად და გულმოდგინედ ასრულებდა. მისი მამაცური და საზრიანი მოქმედებებით მოწინააღმდეგის არაერთი საცეცხლე წერტილი იქნა განადგურებული.
1993 წლის 16 სექტემბერს, როცა მოწინააღმდეგე მუხანათურად შემოიჭრა სოხუმის შემოსასვლელში ის, როგორც ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
ემზარ ქარდავა 1993 წლის 21 სექტემბერს,გელოვანის ქუჩის მახლობლად,გააფთრებული ბრძოლის დროს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
ემზარ ქარდავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო ფშაფში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ემზარ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ემზარ ორდენის ძე ქარდავა
ემზარ ორდენის ძე ქარდავა დაიბადა 1970 წლის 30 აგვისტოს გულრიფშის ...
კახა გივის ძე უგულავა
კახა გივის ძე უგულავა დაიბადა 1972 წლის 22 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. სწავლობდა ახალდაბის საშუალო სკოლაში 1979-1990 წლებში. დააამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.
კახა უგულავა, 1992 წლის დეკემბრიდან,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-3 ბატარეის მე-2 ათეულის დამმიზნებლად. აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში,რომელსაც 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი ასრულებდა.
1993 წლის 19 სექტემბერს,ახალდაბაზე მტრის შემოტევის დროს,მტერთან უთანასწორო ბრძოლის დროს ვაჟკაცურად დაიღუპა. სამწუხაროდ, მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
კახა გივის ძე უგულავა
კახა გივის ძე უგულავა დაიბადა 1972 წლის 22 აპრილს ოჩამჩირის ...
ხუტა აკაკის ძე საჯაია
ხუტა აკაკის ძე საჯაია დაიბადა 1939 წლის 15 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მძღოლის პროფესიას დაეუფლა.
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისოირების დროს,ხუტა საჯაია 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 23 იანვრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მე-2 ოცეულის , მე-2 ათეულის მძღოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ძველ კინდღსა და აძიუბჟაში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ათეული, რომლის შემადგენლობაში ხუტა საჯაია ირიცხებოდა, დისლოცირებული იყო შავი ზღვის სანაპიროზე.მდინარე კოდორის შესართავთან, „სკურჩის“ მიდამოებში. ხუტა საჯაია ვირტუოზულად ფლობდა ყველა სახის საბრძოლო-სატრანსპორტო საშუალებას, დაწვრილებით იცოდა მიმდებარე სოფლების გზები,გადასასვლელები, უსაფრთხო ბილიკები და ღამე, განათების გარეშე, გადაადგილების მეთოდები.
1993 წლის 23 იანვარს საბრძოლო პოზიციებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა სოფელ ათარა-აფხაზსკაიაში, ღამის საათებში, მე-5 ბატალიონის მებრძოლებისთვის საბრძოლო მასალებისა და სურსათის მიწოდება. „კაზ“-ის ტიპის მანქანას ხუტა საჯაია მართავდა, მის გვერდით იყო მე-5 ბატალიონის მებრძოლი თემურ გერლიანი. ისინი სოფელ ახალდაბის ასეულის შტაბიდან ღამით გაემართნენ ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით.საუბედუროდ ნაღმზე აფეთქდნენ, არაგიჩისა და ათარა აფხაზსკაიას გზაგასაყართან.
ხუტა აკაკის ძე საჯაია
ხუტა აკაკის ძე საჯაია დაიბადა 1939 წლის 15 დეკემბერს ოჩამჩირის ...
ელვარდ (ვლადიმერ) აკაკის ძე სილაგაძე
ელვარდ (ვლადიმერ) აკაკის ძე სილაგაძე დაიბადა 1950 წლის 3 სექტემბერს. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა. ომის დაწყებამდე მუშაობდა რესტორანში – უფროს მზარეულად.
ელვარდ სილაგაძე 1993 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში.
ელვარდ სილაგაძე დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელვარდ სილაგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ელვარდ (ვლადიმერ) აკაკის ძე სილაგაძე
ელვარდ (ვლადიმერ) აკაკის ძე სილაგაძე დაიბადა 1950 წლის 3 სექტემბერს. ...
ალექსანდრე (ტასო) ნაჭყებია
ალექსანდრე (ტასო) ნაჭყებია დაიბადა ქ. სოხუმში 1963 წ. 17.02. ქართველი. განათლება – უმაღლესი, უცოლშვილო. მისმა დამ მარინა ნაჭყებიამ გამოსცა წიგნები აფხაზეთის ომის გმირებზე. გააცოცხლა უამრავი დოკუმენტური მასალა:
„აფხაზეთის ომის დაწყებისას ახლობლებთან სტუმრობს გალში, იმ საღამოსვე გადმოდის და რამდენიმე საათში ფეხით ჩამოდის სოხუმში (საგზაო-სარკინიგზო ტრანსპორტი მალევე პარალიზებული აღმოჩნდა). 18 აგვისტოს ტასო უკვე გენერალ გენო ადამიას შენაერთის ჯარისკაცია და იბრძვის ბოლომდე, მანამ სანამ სჯერა.
ალექსანდრე (ტასო) ნაჭყებია
ალექსანდრე (ტასო) ნაჭყებია დაიბადა ქ. სოხუმში 1963 წ. 17.02. ქართველი....
ალბერტ სერგოს ძე მურადოვი
ალბერტ სერგოს ძე მურადოვი დაიბადა 1965 წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისში.
1971-1980 წლიბში სწავლობდა ქ. თბილისის 145-ე საშუალო სკოლაში. 1983 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ჟურნალ-გაზეთების ექსპედიტორად.
1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში. 1986 წლიდან მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო ჟურნალ-გაზეთების ექსპედიტორად. 1990 წლიდან მუშაოდა საწარმოო გაერთიანება ,,ინსტრუმენტმშენში”. 1992 წლიდან მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროს რადიო-სალოკაციო სადგურში ტექნიკოსად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასროფის დროს.
დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალბერტ მურადოვი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ალბერტ სერგოს ძე მურადოვი
ალბერტ სერგოს ძე მურადოვი დაიბადა 1965 წლის 27 აგვისტოს ქალაქ...
დავით ნოდარის ძე მორჩაძე
დავით ნოდარის ძე მორჩაძე დაიბადა 1968 წლის 2 თებერვალს საჩხერის რაიონში. აფხაზეთში მიმდინარე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დავით მორჩაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. უშიშარი და თავდადებული ვაჟკაცი მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა დივიზიონი.
დავით მორჩაძე დაიღუპა 1993 წლის 1 აპრილს შუქურაში, ბეტონის ქარხნის მიმდებარედ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დავით მორჩაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
დავით ნოდარის ძე მორჩაძე
დავით ნოდარის ძე მორჩაძე დაიბადა 1968 წლის 2 თებერვალს საჩხერის ...
როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი
როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი დაიბადა 1968 წლის 10 ივლისს ზესტაფონის რაიონში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, როლანდ თუთარაშვილი 1992 წლის 1 იანვრიდან 1993 წლის 19 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მე-2 ოცეულის , მე-2 ათეულში. მონაწილეობდა არაერთ სარისკო და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ახალგაზრდა მეომარი თანამებრძოლებს შორის დამსახურებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტებმა მუხანათურად დაარღვიეს „სამშვიდობო ხელშეკრულება“ და შეუტიეს ქალაქ სოხუმის სრულიად მოშლილ საბრძოლო პოზიციებს, საჭირო გახდა ქალაქში შემოსასვლელი ადგილების გამაგრება. სოფელ იაშტუხის მიდამოებში დივიზიონის მეთაურმა საბრძოლო რაზმი გაგზავნა, რომლის შემადგენლობაში იყო როლანდ თუთარაშვილი. იგი 21 სექტემბრის გააფთრებული პოზიციური ბრძოლების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. სამწუხაროდ,მისი ცხედრის ბრძოლის ველიდან გადმოსვენება ვერ მოხერხდა.
როლანდ თუთარაშვილმა დაგვიტოვა ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო სამშობლოსთვის, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.
როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი
როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი დაიბადა 1968 წლის 10 ივლისს ზესტაფონის ...
ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე
ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის რ-ნი, სოფ. გოგოლეთში. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 36-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ზემდეგი დაჩიბერიძე ავთანდილ ვალერიანეს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში. ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტოსაარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტიზმით.
1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.
დაკრძალულია სოფ. ბაბუშერას სასაფლაოზე 84-ე ნომრად. დარჩა ერთი შვილი გიორგი დაჩიბერიძე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დაჩიბერიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე
ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის...