თენგიზ სერგოს ძე ბლიაძე
თენგიზ სერგოს ძე ბლიაძე ბორჯომის მკვიდრი იყო.დაიბადა 1955 წლის 1 ივნისს ქალაქ ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ რკინიგზას მიაშურა. შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ბორჯომის მეორე ჩამოსასხმელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.
თენგიზ ბლიაძე 1992 წლის 27 ოქტომბერს კი ბორჯომის სამხედრო კომისარიატმა აფხაზეთის დასაცავად გაიწვია. იბრძოდა სოხუმში., ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. იყო გამორჩეულად გამჭრიახი და თავდაუზოგავი მებრძოლი.
თენგიზ ბლიაძე, 1993 წლის 28 სექტემბერს, შუქურას რაიონში,მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ბლიაძე,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
თემურ ვლადიმერის ძე ბანძელაძე
თემურ ვლადიმერის ძე ბანძელაძე დაიბადა 1954 წლის 8 ივლისს ქალაქ ჭიათურაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ ბანძელაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. უშიშარი, თავდადებული ვაჟკაცი მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 1 აპრილს, შუქურას რაიონში მიმდინარე უშეღავათო ბრძოლაში თემურ ბანძელაძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თემურ ბანძელაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ჰამლეტ სურენის ძე ადამიანი
ჰამლეტ სურენის ძე ადამიანი დაიბადა 1956 წლის 30 ნოემბერს ქალაქ თბილისში. 1981 წელს დაამთავრა პოლტავის სამხედრო-საზენიტო სასწავლებელი. ეროვნებით სომეხი თბილისელი კაცი აფხაზეთის დასაცავად ქართველი მეგობრების გვერდით დადგა. 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 1 აპრილამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. იყო დივიზიონის პირველი ბატარეის მეთაური. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. იყო დისციპლინირებული და სანიმუშო მებრძოლი. დივიზიონის წევრებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
1 აპრილს 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის საბრძოლო პოზიციებზე, რომელიც განლაგებული იყო ქალაქ სოხუმის შუქურას რაიონში,ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე, მოწინააღმდეგე მხარემ საღამოს, შებინდებამდე მძიმე საარტილერიო დანადგარებით იერიში მიიტანა, რომლის მოგერიებასაც დაუყოვნებლივ შეუდგა პირველი ბატარეის პირადი შემადგენლობა ჰამლეტ ადამიანის მეთაურობით.
მძიმე ბრძოლის დროს დაიჭრა ერთ-ერთი მებრძოლი, ჰამლეტმა მოახერხა მისი გაყვანა ბრძოლის ველიდან. მისი ადგილი კი საზენიტო ქვემეხთან, თავად დაიკავა. მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ჭურვი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ჰამლეტ ადამიანი გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია ქალაქ თბილისში, ავჭალის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჰამლეტ ადამიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით
ბესიკ თამაზის ძე აბულაძე
ოთარ ლავრენტის ძე ჯომიდავა
ოთარ ლავრენტის ძე ჯომიდავა დაიბადა 1963 წლის 27 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხულაში. ოთარი 1988 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ოთარ ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის,სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო ასმეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა შრომა-ახალშენის,გუმისთის,ლინდავის, ბურსი-ბირცხას მიმართულებით განხორციელებულ ოპერაციებში.
ოთარ ჯომიდავა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს სოფელ ბურსთან.
ვახტანგ ბორის ძე ხოჭავა
ვახტანგ ბორის ძე ხოჭავა დაიბადა 1958 წლის 17 ივლისს ქალაქ ოჩამჩირეში.
მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ხუთი დის ნებიერა ძმას ცივ ნიავს არ აკარებდნენ. დაამთავრა ოჩამჩირის მე-2 რუსული საშუალო სკოლა.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომის ბაზაზე.
შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა.
ვახტანგ ხოჭავა ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ბატალიონიდან მიმაგრებული იყო სამხედრო კომენდანტურაში.
ვახტანგ ხოჭავა 1992 წლის 17 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
ვახტანგ ხოჭავას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.
მალხაზ არდაშელის ძე ხარშილავა
მალხაზ არდაშელის ძე ხარშილავა დაიბადა 1968 წლის 1 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში. დაამთავრა ჯგალის საშუალო სკოლა. შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მალხაზ ხარჩილავა აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში. თანამებრძოლები მას სიყვარულით „სიზმარას“ ეძახდნენ.
1993 წლის 10 ივლისს სამხედრო დავალების შესრულების დროს მალხაზ ხარჩილავა გმირულად დაიღუპა.
მალხაზ ხარჩილავა დაკრძალულია წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში.
მოძრაობა ეროვნულების მიერ მალხაზ ხარშილავა დაჯილდოვდა ვერცხლის მედლითა და სამახსოვრო სიგელით საქართველოს თავისუფლებისთვის , ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ეროვნული ხელისუფლების და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისათვის.
ნური ამირანის ძე საკანდელია
ნური ამირანის ძე საკანდელია დაიბადა 1964 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნური საკანდელია 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში ნაღმმტყოცნელად. მონაწილეობდა შრომა – ახალშენის , ლინდავა-მანისის და გუმისთის ფრონტზე განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ნური საკანდელია 1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმის დაცვითი ოპერაციის დროს, სოფელ ბირცხაში, მძიმედ დაიჭრა და 1993 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა.
სოსო ვლადიმერის ძე ზოიძე
სოსო ვლადიმერის ძე ზოიძე დაიბადა 1956 წლის 15 მარტს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა.მუშაობდა სოხუმის სამხედრო ტურბაზაში-ინსტუქტორად.
სოსო ზოიძე 1993 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის,სოხუმის მე-5 ნოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე ბრძოლების დროს,სოსო ზოიძე გმირულად დაიღუპა.
მაცი არველოდის ძე დამენია
მაცი არველოდის ძე დამენია დაიბადა 1965 წლის 3 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა. შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ომის დაწყებამდე მუშაობდა გულრიფშის ავტოპარკში მძღოლად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს მაცი დამენია ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მაცი დამენია გმირულად დაიღუპა.
გელახსან აბრამის ძე გაზდელიანი
გელახსან აბრამის ძე გაზდელიანი დაიბადა 1944 წლის 10 ოქტომბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ფაყში. 1949 წლიდან აბრაამ გაზდელიანის ოჯახი ლენტეხიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინში ჩამოსახლდა. საშუალო სკოლის დამთავრების მერე გელახსან გაზდელიანმა მიიღო ტექნიკური განათლება ბუღალტრის კვალიფიკაციით. მუშაობდა ბუღალტრად ამტყელის მეურნეობაში,შემდეგ სოხუმში აკადემიკოს ლაპინის ექსპერიმენტალურ კვლევით ინსტიტუტში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გელახსან გაზდელიანი ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მორომსროლელ ბატალიონში მოხალისედ.
1993 წლის 21 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დროს გელახსან გაზდელიანი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ოთარ იოსების ძე გაგუა
ოთარ იოსების ძე გაგუა , დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს ქ. სოხუმში. დაამთავრა მე-11 საშუალო სკოლა.
პაატა (ანზორ) ჭელიძე
პაატა (ანზორ) ჭელიძე დაიბადა 1967 წლის 28 იანვარს.
1985 წელს დამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს პაატა ჭელიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში.
პაატა ჭელიძე 1993 წლის 26 იანვარს საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ჯემალ ნულორის ძე ცხვიტავა
ჯემალ ნულორის ძე ცხვიტავა დაიბადა 1965 წლის 25 მარტს ქალაქ სოხუმში. 1983 წელს დაამთავრა სოხუმის №5 საშუალო სკოლა. 1987-1980 წლებში მუშაობდა სოხუმის ქიმიურ ქარხანაში ცვლის უფროსად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მეთაურად. 1993 წლის 1 ივლისიდან საკომენდანტო ასეულის ბაზაზე შეიქმნა სამთო-მსროლელი ასეული. ჯემალ ცხვიტავა დაინიშნა სამთო-მსროლელი მეთაურის რადისტად. მონაწილეობდა ასეულის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან, შრომა-კამანის,აჩადარასა და ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 13 ივლისს,სოფელ შრომაში პოზიციური ბრძოლების დროს,ჯემალ ცხვიტავა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ჯემალ ცხვიტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ჯამბულად ჩხაპელია
ჯამბულად ჩხაპელია დაიბადა 1971 წელს.
1992 წლის სექტემბერში რიგითად ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის დაცვის ასეულში.
1992 წლის 25 ნოემბერს დაცვის ასეულის ერთი ჯგუფი გაგზავნეს მებრძოლთა დასახმარებლად სოფელ აფხაზეთის ათარასთან, რომელსაც მტერი დაუნდობლად უტევდა. სწორედ ამ შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა რიგითი ჯამბულ ჩხაპელია, რომელიც დაკრძალულია ბირცხის სასაფლაოზე.
სამშობლოს სიყვარულით გულანთებული კიდევ ერთი ვაჟკაცი შეიწირა მტრის ულმობელმა ტყვიამ.