სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

დავით ომარის ძე ჩიხლაძე

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

დავით  ომარის   ძე  ჩიხლაძე  დაიბადა   1974   წლის  5   იანვარს  ქალაქ  გაგრაში.

საქართველოში  დატრიალებული  უბედურება  ქვეყანაზე  უზომოდ  შეყვარებული  ყმაწვილითვის  საბედისწერო  აღმოჩნდა.  1993  წლის  მარტში  დავითი  მოხალისედ  წავიდა  აფხაზეთში. ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  სამთო-მსროლელ  ასეულში.  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

დავით  ჩიხლაძე  სოფელ  იაშთხვაში, 1993 წლის  23 სექტემბერს  საბრძოლო  დავალების  შესრულებისას  დაიღუპა.

 

დავით ომარის ძე ჩიხლაძე

დავით  ომარის   ძე  ჩიხლაძე  დაიბადა   1974   წლის  5   იანვარს  ქალაქ ...

ავთანდილ   ვლადიმერის   ძე   ჩიქოვანი 

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ავთანდილ   ვლადიმერის   ძე   ჩიქოვანი  დაიბადა 1953 წლის  9  იანვარს  ცაგერის  რაიონის  სოფელ  ცხუკურში.

დაამთავრა  დაბა  განთიადის  ხეივნის  პირველი  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  ავთანდილ  ჩიქოვანი  1993  წლის  აპრილიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მოტო-მექანიზირებული  ბრიგადის  სამთო-მსროლელ  ასეულში.

დისციპლინირებული,უშიშარი   მებრძოლი  აქტიურად  მონაწილეობდა  პოზიციურ  ბრძოლებში  სოფელ აჩადარასთან,შრომასთან, ასეულის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.

ავთანდილ  ჩიქოვანი,მოწინააღმდეგის   მორიგი  შემოტევისას, გმირულად  დაიღუპა  სოფელ  შრომაში, ზეგანის  მთაზე 23 ივლისს 1993 წელს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის   ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ავთანდილ  ჩიქოვანი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

ავთანდილ   ვლადიმერის   ძე   ჩიქოვანი 

ავთანდილ   ვლადიმერის   ძე   ჩიქოვანი  დაიბადა 1953 წლის  9  იანვარს  ცაგერის ...

ბესიკ რომანის ძე ჩაჩიბაია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ბესიკ  რომანის  ძე  ჩაჩიბაია დაიბადა  1965  წლის  31  იანვარს  ქალაქ  სოხუმში.

ბესიკი   1992  წლის  სექტემბრიდან  მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული   ბრიგადის  საკომენდანტო  ასეულში. ბესიკ   ჩაჩიბაია  გამოირჩეოდა  როგორც  დისციპლინირებული,უშიშარი  მებრძოლი, მონაწილეობდა  პოზიციურ  ბრძოლებში  მდინარე    გუმისთაზე –  სოფელ  აჩადარაში , სოფელ  იაშტუხასთან  და, საერთოდ,  ასეულის მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო ოპერაციაში.

ერთ-ერთი  ასეთი  ბრძოლისას  სოფელ  ათარა-აფხაზკაიასთან,1992  წლის  3  დეკემბერს  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ბესიკ  ჩაჩიბაია ,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.

ბესიკ რომანის ძე ჩაჩიბაია

ბესიკ  რომანის  ძე  ჩაჩიბაია დაიბადა  1965  წლის  31  იანვარს  ქალაქ ...

შოთა შოთას ძე შარტავა

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

შოთა  შოთას  ძე  შარტავა   დაიბადა  ქალაქ  სოხუმში. ქალაქის  №14 საშუალო   სკოლის  დამთავრების  შემდეგ  ჩაირიცხა  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ფიზიკის  ფაკულტეტზე. 1986  წელს  დაიცვა  საკანდიდატო  დისერტაცია.  შოთა  შარტავა  უაღრესად  ერუდირებული  პიროვნება  იყო,ფლობდა  ინგლისურ  ენას,იტაცებდა  სპორტი,მიღებული  ჰქონდა  შავი  ქამარი  კარატეში. მისი  უშუალო  მონაწილეობით  შეიქმნა  აფხაქზეთში  ქართული  და  აღმოსავლური  ორთაბრძოლების   ასოციაცია.  ასე  იცხოვრა  42  წელი.

შვილიშვილის- არჩილის  დაბადებამ  მის  ცხოვრებას  სულ   სხვა  ელფერი  შესძინა,თუმცა  ქართულ-აფხაზურმა  დაპირისპირებამ  ხელში  იარაღი  ააღებინა. შოთა  შარტავა  დაიღუპა  1993  წლის  16  მარტს,სოხუმზე  მორიგი  შეტევის  დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  შოთა  შარტავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული  მამაცობისთვის“.

შოთა შოთას ძე შარტავა

შოთა  შოთას  ძე  შარტავა   დაიბადა  ქალაქ  სოხუმში. ქალაქის  №14 საშუალო ...

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე  დაიბადა 1974 წლის 24 ივნისს ქალაქ თბილისში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში.

1993 წლის ივლისის ბოლოს, III კურსის სტუდენტი, მშობლების უჩუმრად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში სამხედრო შენაერთ „სკორპიონში“.
მშობლებს დაუტოვა წერილი:
„მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ისედაც დიდი ხანი ვითმინე!.. დაჭრილებს მაინც წავადგები ჩემი იქ ყოფნით… ყველამ იცით, რომ სულელი არ ვარ და თავიც საკმაოდ მიყვარს… მივდივარ, რათა შევინარჩუნო ჩემი ნამუსი, ადამიანობა… ავთო, მა! ძებნას ნუ დაიწყებ… დედამ არ ინერვიულოს… ხშირად დავრეკავ, 1-2 კვირაში ჩამოვალ, არაფერი დამაკლდება…“
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ნიკოლოზ ღიბრაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში.
1993 წლის 1 აგვისტოს ნიკოლოზ ღიბრაძე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე  დაიბადა 1974 წლის 24 ივნისს ქალაქ...

მაცი სოსოს ძე ქირია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

მაცი ქირია დაიბადა 1974 წლის 16 ოქ ტომბერს სოხუმთან ახლოს, სოფელ იაშთუხვაში.

რიგითი  მაცი ქირია სოსოს ძე ჩარიცხული იყო 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამთომსროლელი ასეულის საბრძოლო მასალების მომტანად 1993 წლის 15 აპრილიდან.
მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს ასრულებდა პირნათლად. იყო დისციპლინირებული თავდადებული მებრძოლი. 1993 წლის 22 მაისს, მტრის მიერ ასეულის საბრძოლო პოზიციების დაბომბვისას, ნაღმის აფეთქების შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია სოფ. იაშტუხვაში.

მაცი სოსოს ძე ქირია

მაცი ქირია დაიბადა 1974 წლის 16 ოქ ტომბერს სოხუმთან ახლოს,...

ვიტალი ღვინჯილია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ვიტალი  ღვინჯილია  დაიბადა 1975  წლის  6  ნოემბერს, ქალაქ სოხუმში.

ვიტალი  ღვინჯილიამ  დაამთავრა  მე-13  საშუალო  სკოლა.

ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიები  ირიცხებოდნენ  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის   სამთო-მსროლელთა  რიგებში.

ვიტალი ღვინჯილია  დაიღუპა  1993  წლის 15  მარტს  ქალაქ  სოხუმის  ღამის  დაბომბვის  დროს.

ძმები  ღვინჯილიები  გმირულად  დაეცნენ  ბრძოლის  ველზე.

ვიტალი ღვინჯილია

ვიტალი  ღვინჯილია  დაიბადა 1975  წლის  6  ნოემბერს, ქალაქ სოხუმში. ვიტალი ...

ვალტერ ღვინჯილია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ვიტალი  ღვინჯილია  კი – 1975  წლის  6  ნოემბერს.

ძმებმა, ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიებმა  დაამთავრეს  მე-13  საშუალო  სკოლა.

ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიები  ირიცხებოდნენ  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის   სამთო-მსროლელთა  რიგებში.

ვიტალი ღვინჯილია  დაიღუპა 1993  წლის 15  მარტს  ქალაქ  სოხუმის  ღამის  დაბომბვის  დროს.

ვალტერ  ღვინჯილია დაიჭრა 13 მაისს მაცი ქირიასთან ერთად მდინარე  გუმისთის  პოზიციებზე.  1993  წლის  23 მაისს  გარდაიცვალა

ძმები  ღვინჯილიები  გმირულად  დაეცნენ  ბრძოლის  ველზე.

ვალტერ ღვინჯილია

ვიტალი  ღვინჯილია  კი – 1975  წლის  6  ნოემბერს. ძმებმა, ვალტერ ...

ზურაბ გურამის ძე ნარმანია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ზურაბ  გურამის  ძე  ნარმანია  დაიბადა  1969  წლის  14  თებერვალს  ქალაქ  სოხუმში.

სოხუმის  მე-17  საშუალო  სკოლის  ვერცხლის  მედლით  დამთავრების  შემდეგ   სწავლა  განაგრძო  საქართველოს  სუბტროპიკული   მეურნეობის ინსტიტუტის  ტექნოლოგიურ  ფაკულტეტზე. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

1992  წლის  აგვისტოში, როცა  მშობლიურ  ქალაქში  მდგომარეობა   დაიძაბა  და  კონფლიქტი  ომში  გადაიზარდა,ზურაბი  უყოყმანოდ  დადგა  ქვეყნის  სადარაჯოზე  – ჩაირიცხა  23-ე  ბრიგადის  სამთო-მსროლელ  ასეულში  მებრძოლად. თავდაუზოგავად  იბრძოდა  შრომაში,კინდღში,გუმისთაზე.

1993  წლის  23  ივლის  ზურაბ  ნარმანია ,  დაჭრილი  მეომრის  გამოყვანის  დროს, გმირულად  დაეცა  ბრძოლის  ველზე  და  ვალმოხდილი  წავიდა  ამ  ქვეყნიდან.

ზურაბ  ნარმანია  დაკრძალულია  ქალაქ  სოხუმში.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ზურაბ  ნარმანია  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.

 

ზურაბ გურამის ძე ნარმანია

ზურაბ  გურამის  ძე  ნარმანია  დაიბადა  1969  წლის  14  თებერვალს  ქალაქ ...

მალხაზ  გურამის  ძე   ლეფსვერიძე

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

მალხაზ  გურამის  ძე   ლეფსვერიძე  დაიბადა  1968  წლის  10  ნოემბერს  გაგრის  რაიონის  სოფელ   ხეივანში.

დაამთავრა  ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო   სამსახური  მოიხადა  რუსეთის    ქალაქ  ტამბოვში.

1992  წლიდან  მონაწილეობდა  ქალაქ  გაგრასა  და  სოფელ  სიხარულში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში. გაგრის   დაცემის  შემდეგ  ოჯახს  ჩააკითხა  წყალტუბოში, მაგრამ  მალევე  დაბრუნდა  პოზიციებზე, უკვე  სოხუმში. ირიცხებოდა  საქართველოს   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  საკომენდანტო  ასეულში.

მალხაზ  ლეფსვერიძე    დაიღუპა   1993 წლის 29   აპრილს  სოხუმში,  ჭურვის  აფეთქების  შედეგად.

მალხაზ  გურამის  ძე   ლეფსვერიძე

მალხაზ  გურამის  ძე   ლეფსვერიძე  დაიბადა  1968  წლის  10  ნოემბერს  გაგრის ...

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია 

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია  დაიბადა  1965  წლის 21 მარტს  ქალაქ  სოხუმში.   1978  წელს  დაამთავრა  სოხუმის  მე-5  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  ჩაირიცხა   საქართველოს   პოლიტექნიკური  ინსტიტუტის  სოხუმის  ფილიალის  სამშენებლო  ფაკულტეტზე.  ომამდე  მუშაობდა  ქალაქ  სოხუმის  მოზარდ  მაყურებელთა  თეატრში.

აფხაზეთის  ომში  გაიწვიეს  1992   წელს.  იბრძოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  სააარმიო  კორპუსის  23-ე  მოტო-მექანიზირებული  ბრიგადის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  დაცვის  ასეულის  შემადგენლობაში.

1992  წლის  სექტემბერში  მდინარე  გუმისთაზე  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს   თავი  გამოიჩინა  როგორც  მამაცმა  და  კეთილსინდისიერმა  მებრძოლმა.  მერაბ  კუტალია  პოზიციური  ბრძოლების   დროს, მტრის  არტილერიის  მიერ  ასეულის  პოზიციების  დაბომბვისას  ჭურვის  ნამსხვრევებით  მიღებული  ჭრილობით  გარდაიცვალა.

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია  დაკრძალულია  სოხუმში.

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია 

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია  დაიბადა  1965  წლის 21 მარტს  ქალაქ ...

ავთანდილ ორესტის ძე თოდუა

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ავთანდილ  ორესტის  ძე  თოდუა  დაიბადა   1952  წლის  19  იანვარს  ქალაქ  სოხუმში.   სწავლობდა  სოხუმის  მე-17  საშუალო  სკოლაში.

ავთანდილ  თოდუა  აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველი  დღიდანვე  ჩადგა  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში.

ავთანდილ     თოდუა  1993 წლის  16  მარტს, მდინარე  გუმისთის  ნაპირებთან  მიმდინარე  შეტევის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი   გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ავთანდილ  თოდუა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული   მამაცობისთვის“.

ავთანდილ ორესტის ძე თოდუა

ავთანდილ  ორესტის  ძე  თოდუა  დაიბადა   1952  წლის  19  იანვარს  ქალაქ ...

ალექსანდრე  ალექსანდრეს  ძე  დოლიძე 

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ალექსანდრე  ალექსანდრეს  ძე  დოლიძე  დაიბადა  1966  წლის  2  იანვარს  ქალაქ  სოხუმში.

დაამთავრა  სოხუმის   მე-5  საშუალო  სკოლა.  შემდეგ  უმაღლესი  სასწავლებელი. ომამდე  მუშაობდა  სოხუმის  საკონდიტრო  ფაბრიკაში.

1992  წლის  10  იანვარს  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მოტო  მექანიზირებული  ბრიგადის  საკომენდანტო   ასეულში.

ალექსანდრე  დოლიძე  1993  წლის  17   იანვარს  მდინარე  გუმისთის  მისადგომებთან  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

ალექსანდრე  ალექსანდრეს  ძე  დოლიძე 

ალექსანდრე  ალექსანდრეს  ძე  დოლიძე  დაიბადა  1966  წლის  2  იანვარს  ქალაქ ...

სერგო ფრიდონის ძე გოგუა

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

სერგო  ფრიდონის  ძე  გოგუა  დაიბადა  1973  წლის  27  აგვისტოს  ქალაქ  სოხუმში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  სერგო  გოგუა  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მოტო-მექანიზირებული  ბრიგადის  სამთო-მსროლელ  ასეულში.

სერგო  გოგუა  1993  წლის  27  ივნისს  გმირულად  დაიღუპა.

სერგო ფრიდონის ძე გოგუა

სერგო  ფრიდონის  ძე  გოგუა  დაიბადა  1973  წლის  27  აგვისტოს  ქალაქ ...

თენგიზ  გიორგის   ძე   გოლეთიანი

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

თენგიზ  გიორგის   ძე   გოლეთიანი   დაიბადა   1972  წლის  3  დეკემბერს   ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე , თენგიზი  23-ე  ბრიგადის  საკომენდანტო  ასეულში  რიგითად  ჩაირიცხა.  აქტიურად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო   ოპერაციაში,პირნათლად  ასრულებდა  მეთაურთა  ბრძანებებს, თანამებრძოლებს  შორის  კარგი  ავტორიტეტითა  და  პატივისცემით  სარგებლობდა. იყო  უაღრესად  კეთილი,პატიოსანი,ენერგიული,სიცოცხლეზე  და  სამშობლოზე  უზომოდ  შეყვარებული  ახალგაზრდა.

1993  წლის  3 დეკემბერს  ათარა-აფხაზსკაიასთან  ერთ-ერთი  შეტაკების   დროს   გმირულად  დაიღუპა.

თენგიზ  გიორგის   ძე   გოლეთიანი

თენგიზ  გიორგის   ძე   გოლეთიანი   დაიბადა   1972  წლის  3  დეკემბერს   ოჩამჩირის ...

error: Content is protected !!