სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

კარლო  ბორისის  ძე  გოგინავა

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

კარლო  ბორისის  ძე  გოგინავა  დაიბადა  1974   წლის  5  თებერვალს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  იაშთხვაში.ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ, სწავლა  განაგრძო  ინდუსტრიულ  ტექნიკუმში. იტაცებდა  სპორტი.

1992 წელს, აფხაზეთში  საომარი   მოქმედებების  დაწყებისთანავე  აქტიურად  ჩაება  საბრძოლო  ოპერაციებში. ირიცხებოდა   23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  სწრაფი  რეაგირების   ბატალიონში.

კარლო  გოგინავა  დაიღუპა  1993  წლის   3  ივლისს  მდინარე   გუმისთის  მიდამოებში,მტრის  მასიური  შემოტევის  დროს.

კარლო  ბორისის  ძე  გოგინავა

კარლო  ბორისის  ძე  გოგინავა  დაიბადა  1974   წლის  5  თებერვალს  სოხუმის ...

დავით  გობეჯიშვილი

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

დავით  გობეჯიშვილი  დაიბადა  1965  წლის  22   მაისს  ქალაქ   სოხუმში.  1982  წელს  დაამთავრა  სოხუმის  №6   საშუალო  სკოლა,იმავე  წელს  ჩაირიცხა  სოხუმის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის, ფიზიკა-მათემატიკის  ფაკულტეტზე,ფიზიკის  სპეციალობით. 1983-1984  წლებში  მსახურობდა  საბჭოთა  კავშირის  შეიარაღებული  ძალების  რიგებში,უკრაინის  ქალაქ  ჩერნიგოვში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  სამთო-მსროლელ  ასეულში.

დავით  გობეჯიშვილი  დაიღუპა  1992   წლის  22   ოქტომბერს  აჩადარაში, მდინარე  გუმისთასთან  პოზიციური  ბრძოლის  დროს.

დავით  გობეჯიშვილს   დარჩა  მეუღლე  და   ვაჟიშვილი.

დავით  გობეჯიშვილი

დავით  გობეჯიშვილი  დაიბადა  1965  წლის  22   მაისს  ქალაქ   სოხუმში.  1982 ...

ლევან შაქროს ძე გვარამია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

 

ლევან შაქროს ძე გვარამია დაიბადა 1970ნწლის 1 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. 1986 წელს დაამთავრა სოხუმის 1-ლი საშუალო სკოლა, 1992 წელს კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს ლევან გვარამია ირიცხებოდა  ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის დაცვის ასეულის (შემდგომში 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელი ასეული „სკორპიონი“) პირად შემადგენლობაში. 

ლევან გვარამია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ასეული. მეთაურის ბრძანებებსა და მითითებებს ასრულებდა პირნათლად. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

ლევან  გვარამია 1993 წლის 16 მარტს დაიღუპა ზეგანის მთაზე მიმდინარე  საომარი მოქმედებებისას ლევანი სამ (კახაბერ სალია, ჯუანშერ ქობალია, თამაზ ჩხაბერიძე) თანამებრძოლთან ერთად მარტო დარჩა მოწინააღმდეგის პირისპირ, ერთერთი მეომარი დაიჭრა – დამტოვეთ, წადით და ობლად დარჩენილ ცოლ-შვილს მიმიხედეთო, – სთხოვა თანამებრძოლებს… ლევანმა არ მიატოვა, ის იხსნა, მაგრამ თავად სასიკვდილოდ დაიჭრა, მისი ცხედრის გადმოსვენება მეორე დღეს მოხერხდა.

ლევან გვარამია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში – ლეჩქოფის სასაფლაოზე. 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ლევან გვარამია სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ლევან შაქროს ძე გვარამია

  ლევან შაქროს ძე გვარამია დაიბადა 1970ნწლის 1 აგვისტოს ქალაქ...

ზაზა აკაკის ძე ახალაია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ზაზა აკაკის ძე ახალაია დაიბადა 1972 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში. სკოლის დამთავრებისთანავე თსუ სოხუმის ფილიალის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სპორტსმენად ბავშვობის ადრეულ წლებიდანვე ყალიბდებოდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. სწორედ მაშინ, როცა ზაზას სპორტულ კარიერაში სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დგებოდა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, იგი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო.

ზაზა ახალაია ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის საკომენდატო ასეულში რიგით მებრძოლად. იყო დისციპლინირებული, უშიშარი მებრძოლი. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1992 წლის 3 დეკემბერს, სოფ. ათარა არმიანსკაიასთან მტრის ერთერთი შემოტევისას ზაზა ახალაია გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზაზა ახალაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

 

ზაზა აკაკის ძე ახალაია

ზაზა აკაკის ძე ახალაია დაიბადა 1972 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის...

ომარ გივის ძე აფრიამაშვილი

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ომარ გივის ძე აფრიამაშვილი დაიბადა 1969 წლის 17 დეკემბერს ქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე–11საშ. სკოლა.

1993 წლის 1 აპრილიდან მსახურობდა საქართველოს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მეტყვიამფრქვევედ, ასევე 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მეტყვიამფრქვევედ, ასევე 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულში “სკარპიონი” მონაწილეობდა სამთო-მსროლელი ასეულის მიერ წარმოებულ ბრძოლებში.

ომარ აფრიამაშვილი 1993 წლის 27 აპრილს სასიკვდილოდ დაიჭრა მდინარე გუმისთაზე მიმდინარე პოზიციური ბრძოლის დროს.
დაკრძალულია ქ. სოხუმში.

ომარ გივის ძე აფრიამაშვილი

ომარ გივის ძე აფრიამაშვილი დაიბადა 1969 წლის 17 დეკემბერს ქ...

ლერი ვახტანგის ძე ასლანიკაშვილი

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ლერი ასლანიკაშვილი დაიბადა 1969 წლის 28 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.  რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისში კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო მოსკოვის ავტო-საინჟინრო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. შევიდა ახლად ჩამოყალიბებულ ბატალიონში, რომელიც დისლოცირებული იყო გულრიფშის რაიონში.

1992 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მოხალისეთა რიგებში ჩადგა და სოხუმის 23 – ე ბრიგადის 1 ბატალიონის მებრძოლი გახდა. ამ ბრიგადის ხელმძღვანელ გენო ადამიას გვერდით იბრძოდა სოცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
მრავალი შეტევის მონაწილე იყო ლერი ასლანიკაშვილი. სოხუმს რამდენიმეჯერ შემოუტია მტერმა, მაგრამ ქართველმა ვაჟკაცებმა უკუაქციას ის.
1993 წლის თებერვლის მკაცრი სუსხიანი ზამთარი იყო, მტერმა შემოუტია სოხუმს. ქართველებმა კონტრშეტევა განახორციელეს, მტერი განდევნეს და დაედევნენ. ამის შესახებ ლერის უბნის წიგნაკში ჩანაწერი გვეუბნება: “გავათავისუფლეთ აჩადარა, გადავედით გუმისთაზე, მივაღწიეთ ახალ ათონის მისადგომებთან, საღამომდე, ალბათ ლესელიძემდე მივიდოდით და ამ დროს მოვიდა ბრძანება, “დაიხიეთ უკან“, ე.ი. იყო ღალატი, ისე როგორც ყოველთვის ქართველებს გვჩვევია.
1993 წლის 16 მარტს, როცა მტერმა (აფხაზეთის სახელით რუსეთის შეიარაღებულმა ჯარმა) კვლავ შემოუტია, სოხუმის მისადგომებთან სოფ. აჩადარაში მდინარე გუმისთასთან ლერი პიდაპირ ეკვეთა, შემჩნია ორ სართულიან სახლში დაბანაკებული მოწინააღმდეგე და პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მას, მაგრამ მტერმა სიმრავლით სძლია და ზურგიდან ორი ტყვიით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ლერიმ ვეღარ იხილა ალყაში მოქცეული თანამებრძოლების სამშვიდობოზე გამოყვანა, რაზედაც რამდენიმე ვაჟკაცის სოცოცხლე შეეწირა.
ლერი ასლანიკაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის“.

ლერი ვახტანგის ძე ასლანიკაშვილი

ლერი ასლანიკაშვილი დაიბადა 1969 წლის 28 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

მამედ  ბადრის  ძე   ასკაროვი

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

მამედ  ბადრის  ძე   ასკაროვი  18  წლის  თბილისელი  ბიჭი  იყო… დაიბადა 1975 წელს.

აფხაზეთში  ომი  რომ  დაიწყო,სოხუმში  ჩავიდა  და   23-ე   ბრიგადის  მეთაურის  ბრძანებით  სამთო-მსროლელთა  ასეულში  ჩაირიცხა.იბრძოდა  შრომასა  და  ახალშენში.

1993  წლის  23  სექტემბერია…

მამედ  ასკაროვი  სოფელ  იაშთხვასთან  მძიმედ  დაიჭრა. ბრძოლის  ველიდან  თანამებრძოლმა  თენგიზ  ფიფიამ  გამოიყვანა  და  ქალაქის  მეორე  საავადმყოფოში  გონდაკარგული   მიიყვანა…

მამედ    ასკაროვის  ბედი  უცნობია,ის  უგზო-უკვლოდ  დაკარგულად  ითვლება.

 

მამედ  ბადრის  ძე   ასკაროვი

მამედ  ბადრის  ძე   ასკაროვი  18  წლის  თბილისელი  ბიჭი  იყო… დაიბადა...

თენგიზ ადამია

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

თენგიზ  ადამია  დაიბადა  1966  წლის  5  დეკემბერს  გულრიფშის  რაიონში.  1990  წელს  დაამთავრა  საქართველოს  სუბტროპიკული   მეურნეობის  ინსტიტუტი.

თენგიზ  ადამია  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე,  მოხალისედ  ჩაეწერა  საქართველოს   ტერიტორიული  მთლიანობისა  და  ერთიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში.  1992  წლის  სექტემბრიდან  1993  წლის  იანვრამდე  ირიცხებოდა  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის  მეთაურის, გენერალ  გენო  ადამიას  დაცვის  შემადგენლობაში ხოლო  1993  წლის  იანვრიდან  –  ამავე   ბრიგადის  საკომენდანტო  ასეულ  „სკორპიონში“  მსროლელად. მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში  გუმისთისა  და შრომაში,აძიუბჟასა  და  ტამიშში.

1993  წლის  16   მარტს  საკომენდანტო  ასეულის  სხვა  წევრებთან  ერთად  იბრძოდა  სოხუმის  რაიონის   სოფელ  შრომასთან.  უთანასწორო  ბრძოლაში  თენგიზ  ადამიამ  სასიკვდილო  ჭრილობა  მიიღო.

თენგიზ  ადამია  დაკრძალულია  გულრიფშის  რაიონში.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  თენგიზ  ადამია,  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „ მხედრული  მამაცობისთვის“.

თენგიზ ადამია

თენგიზ  ადამია  დაიბადა  1966  წლის  5  დეკემბერს  გულრიფშის  რაიონში.  1990 ...

ნუგზარ სერგოს ძე ჯოლია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ნუგზარ სერგოს ძე ჯოლია დაიბადა 1950 წლის 5 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ საგვაზაოში.  სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა სოხუმის „ორგტექნიკაში“ ინჟინერ მომმარაგებლად.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ნუგზარ ჯოლია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის საკომენდატო ასეულში _ „ცხუმი“ _ ასეულის მეთაურის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

1993 წლის 29 სექტემბერს ნუგზარ ჯოლია გურიფშის რაიონის სოფელ მაჭარკასთან გმირულად დაიღუპა.

 

ნუგზარ სერგოს ძე ჯოლია

ნუგზარ სერგოს ძე ჯოლია დაიბადა 1950 წლის 5 იანვარს აბაშის...

კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი დაიბადა 1928 წელს ქალაქ სოხუმში. კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის წარმოების მართვის ორგანიზაციის კათედრის გამგე, საზოგადო მოღვაწე, ომის პირველი დღიდანვე აქტიურად ჩაება ქალაქ სოხუმის დამცველთა რიგებში, პირნათლად ასრულებდა მოხალისეთა ლაშქრის, ბატალიონ „ცხუმის“ ხელმძღვანელობის დავალებებს ახალგაზრდა თაობის სამხედრო შენაერთების გაწვევის საქმეში. ბატონ კარლოს ერთი დღეც არ დაუტოვებია სოხუმი, ბოლომდე იდგა მის დამცველთა რიგებში.

კარლო ჩხენკელი 1993 წლის 27 სექტემბერს  საომარი მოქმედებების დროს, აფხაზეთის მთავრობის სახლის აღებისას, დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.

კარლო ჩხენკელი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

 

კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი

კარლო კონსტანტინეს ძე ჩხენკელი დაიბადა 1928 წელს ქალაქ სოხუმში. კარლო...

ნიკოლოზ მიხეილის ძე ქარდავა

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ნიკოლოზ მიხეილის ძე ქარდავა დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნიკოლოზ ქარდავა 1993 წლის თებერვლიდან მოხალისედ ირიცხებოდა ბატალიონ „ცხუმის“ შემადგენლობაში.  ნიკოლოზ ქარდავა თანამებრძოლებს შორის ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა.

1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს, სადგურის მიდამოებთან ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ქარდავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონის  სოფელ მერხეულში.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ქარდავა

ნიკოლოზ მიხეილის ძე ქარდავა დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის...

ვახტანგ ურიდია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ვახტანგ ურიდია 1967 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ნიჭიერმა ყმაწვილმა წარჩინებით დაამთავრა ბესლეთის №1 საშუალო სკოლა.  ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური გაიარა ესტონეთში, საიდანაც უფროსი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. 1988 წელს  მაღალი შეფასებით ჩაირიცხა  თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. პარალელურად მუშაობდა სოხუმის  რაიონულ კომიტეტში სამეურნეო სამსახურის უფროსად.

აფხაზეთში ომის დაწყების დროს ვახტანგი უკრაინაში იმყოფებოდა. მეორე დღესვე გუდაუთის გავლით ჩამოვიდა სოხუმში და მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში(ბრძანება N24 1992 წლის 25 სექტემბერი). მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1995 წლის 1-5 იანვარს გუმისთასთან ბრძოლის დროს გამოჩენილი გმირობისათვის  ვახტანგი პირველი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურად დანიშნეს და უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.

1993 წლის 16-17 მარტს, მდინარე გუმისთასთან უთანასწორო ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის ვახტანგ ურიდია დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. მან, თანამებრძოლებთან ერთად, გაანადგურა მოწინააღმდეგის ოცეული და ხელთ იგდო სამხედრო ტექნიკა.

1993 წლის 21 სექტემბერი…  მტერი  უტევდა სოხუმს… ვახტანგი გმირულად იბრძოდა მშობლიური ქალაქის დასაცავად. სოფელ ბირცხასთან მოწინააღმდეგემ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მიზანმიმართულად მოარტყა ტანკს, რომელშიც ვახტანგი იმყოფებოდა.

ვახტანგ ურიდია დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ურიდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

 

ვახტანგ ურიდია

ვახტანგ ურიდია 1967 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ნიჭიერმა...

ლევან იურის ძე ლოგუა

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ლევან ლოგუა დაიბადა ქალაქ  ზუგდიდში 1954 წლის 10 თებერვალს. 1970 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა. 1970-1975 წლებში სწავლობდა  თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. ამავე დროს მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. 1975-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. იყო პოლკის კომკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქალაქ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეტრში მსახიობად. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი  ფირი შეტანილი იყო აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში. გადაღებულია ფილმებში: ,,კრაზანა“,  „მტვერი მზის ქვეშ“ და  დ. რონდელის ფილმში ,,საჰაერო ხიდი“. გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით.

1993 წლის 1 აპრილიდან გაიწვიეს აფხაზეთის  ომში, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში.  აქტიურად  მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, კეთისინდისიერად და დროულად ასრულებდა მასზე  დაკისრებულ  მოვალეობებს, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა ნდობით.

ლევან ლოგუა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში დაიღუპა.

ლევან იურის ძე ლოგუა

ლევან ლოგუა დაიბადა ქალაქ  ზუგდიდში 1954 წლის 10 თებერვალს. 1970...

ნოდარ გრიგოლოს ძე ლაკერბაია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ნოდარ გრიგოლოს ძე ლაკერბაია 1992 წლის ნოემბრიდან მსახურობდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულ „ცხუმის“ მეთაურის მოადგილედ.

1993 წლის მაისში ნოდარი გადაიყვანეს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომენდანტის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა საბრძოლო ოპერაციაში, თავი გამოიჩინა, როგორც უშიშარმა და მამაცმა მებრძოლმა.

ნოდარ ლაკერბაია 1993 წლის 18 სექტემბერს გმირულად დაეცა გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციისას („ეშერის“ საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის სასწავლო მეურნეობასთან). დაღუპული ბრძოლის ველიდან ვახტანგ ლომიძემ და ვაჟა შანიძემ გამოიყვანეს.

ნოდარ ლაკერბაია დაკრძალულია  ქალაქ სოხუმში, შუქურას სასაფლაოზე.

 

 

ნოდარ გრიგოლოს ძე ლაკერბაია

ნოდარ გრიგოლოს ძე ლაკერბაია 1992 წლის ნოემბრიდან მსახურობდა  საქართველოს რესპუბლიკის...

ნიკოლოზ (ნიკა) კვარაცხელია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ნიკოლოზ კვარაცხელია დაიბადა 1956 წლის 17 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ბოლო წლებში ოყო ქარხანა  „სოხუმხელსაწყოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ნიკოლოზ კვარაცხელია იყო საოცრად გულისხმიერი, მოსიყვარულე, გამტანი, სამართლიანი ადამიანი.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 3 ოქტომბრიდან,  ნიკოლოზ კვარაცხელია ბატალიონ „ცხუმის“ პირველ ასეულს მეთაურობდა _ ვაჟკაცურად იბრძოდა, ხიფათით აღსავსე საბრძოლო გზა გაიარა.

ნიკოლოზ კვარაცხელია 1993 წლის 16 სექტემბერს გმირულად დაიღუპა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში.

ნიკოლოზ (ნიკა) კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია დაიბადა 1956 წლის 17 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!