სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მერაბ გიგლას ძე იმედაძე

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

მერაბ გიგლას ძე იმედაძე დაიბადა 1959 წლის 17 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლა. სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში.

1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის 1993 წლის 15-16 მარტს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე ორთაბრძოლებში. კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა ნდობით და პატივისცემით.

მერაბ იმედაძე  1993 წლის 25 სექტემბერს, სოფელ იაშთხვასთან წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ქვემო იაშხთვის სასაფლაოზე.

მერაბ იმედაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

მერაბ გიგლას ძე იმედაძე

მერაბ გიგლას ძე იმედაძე დაიბადა 1959 წლის 17 აპრილს ქალაქ...

კობა დავითულიანი

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

კობა  დავითულიანი  დაიბადა  1970 წლის  24 დეკემბერს  ქალაქ  სოხუმში. დაამთავრა  სოხუმის  მე-7  საშუალო   სკოლა.

მშობლიურ  კუთხეზე  შეყვარებულმა  ღიმილის  ბიჭმა  ომის   დაწყებისთანავე  იარაღი  აიღო ხელში  და  თანამებრძოლებთან  ერთად  ერთგულად,უშიშრად  იბრძოდა  საკუთარი   ქალაქის, ხალხის   დასაცავად. იდგა იქ,სადაც  სამშობლოს  უჭირდა  და  უყოყმანოდ  გასწირა  თავი  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობის  დასაცავად.

კობა  დავითულიანი ,1993  წლის  8  მარტს,  უთანასწორო  ბრძოლის  დროს   გმირულად  დაეცა  გუმისთის  მისადგომებთან.

კობა  დავითულიანი   დაკრძალულია  სოფელ  ახალდაბაში.

კობა დავითულიანი

კობა  დავითულიანი  დაიბადა  1970 წლის  24 დეკემბერს  ქალაქ  სოხუმში. დაამთავრა ...

ლაშა ამირანის ძე დგებუაძე

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ლაშა ამირანის ძე დგებუაძე დაიბადა 1964 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ლაშა დგებუაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ პირად შემადგენლობაში, რიგით მებრძოლად.

ლაშა დგებუაძე დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას.

ლაშა დგებუაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

 

ლაშა ამირანის ძე დგებუაძე

ლაშა ამირანის ძე დგებუაძე დაიბადა 1964 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ...

გია ალიუსის ძე გორგოძე

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

გია ალიუსის ძე გორგოძე დაიბადა 1975 წლის 2 დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში. დაამთავრა ეშერის საშუალო სკოლა.

აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში.

გია გორგოძე დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს, სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

გია ალიუსის ძე გორგოძე

გია ალიუსის ძე გორგოძე დაიბადა 1975 წლის 2 დეკემბერს სოხუმის...

კობა გოგრიჭიანი

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

კიდევ ერთი სოხუმელი ახალგაზრდა კაცის კობა გოგრიჭიანის სიცოცხლე შეიწირა ამ აბსურდულმა ომმა…

_ სამშობლოს დამცველი!

_ რა ამაყად ჟღერს ეს სიტყვები. განა საამაყო არ არის, აღზარდო შვილი, რომელიც ათასობით მის თანატოლთან ერთად ერთგულად დგას სამშობლოს სადარაჯოზე. დიახ, ასეა! ამიტომაც აცილებენ ჭაბუკებს სამშობლოს დასაცავად სიამაყით… ასე გააცილეს კობაც ქვეყნის ერთიანობის დასაცავად.

კობა გოგრიჭიანი დაიბადა 1965 წელს 2 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის ა. ჭოჭუას სახელობის მე-17 საშუალო სკოლა, შემდეგ ინდუსტრიული ტექნიკუმი. პოლიტსწავლებისა და სამხედრო მომზადების ფრიადოსანი სისტემატურად ზრუნავს აიმაღლოს პროფესიული განათლების დონე, დაეუფლოს ახალ საბრძოლო ტექნიკას, ამასთან სოხუმელი ბიჭი თანამებრძოლთა საიმედო და გულისხმიერი მეგობარია.

„სეკუნდისათვის ბრძოლა“ _ ასე ჰქვია ჩანახატს, რომელიც 1984 წლის 9 ოქტომბერს დაიბეჭდა იმ სამხედრო ნაწილის გაზეთში, სადაც კობა გოგრიჭიანი მსახურობდა.. ამხანაგები გულითადათ ულოცავდნენ, ხელმძღვანელმა კი ფრიადზე შეაფასა…

კობა გოგრიჭიანმა ორი წელი იმსახურა გერმანიაში… ეამაყებოდათ მშობლებს _შრომისმოყვარე ადამიანებს _ მზია და ჯიბო გოგრიჭიანებს შვილის წარმატება, სამხედრო ნაწილიდან მოსული ხელმძღვანელობის მადლობის წერილები. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მუშაობდა სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკის“ მექანიკურ საამქროში. იყო კვალიფიციური სპეციალისტი და ერთგული, უღალატო პიროვნება.

აფხაზეთში ომი დაიწყო და მან პირველივე დღეს  ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და სამშობლოს დასაცავად სადარაჯოზე დადგა. კობა 23-ე ბრიგადის ბატალიონ _ „ცხუმის“ მებრძოლი იყო. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში და პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა დავალებას.

1993 წლის 17 სექტემბერი საბედისწერო აღმოჩნდა კობასთვის… მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, როცა ციდან წვიმასავით ცვიოდა ტყვიები, იგი საკუთარ სიცოცხლეზე  არც ფიქრობდა ისე გამოყავდა დაჭრილები ბრძოლის ველიდან სამშვიდობოს, ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანისას თავადაც ფეხში დაიჭრა და  უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

… მათ უყოყმანოდ დაიხურეს მუზარადები,

და ჩაიცვეს ომის ფარაჯა,

ომს არ იცნობდნენ, მაგრამ ახსოვდათ

დიდგორი და ძველი მარაბდა.

                                                კობას და _ ნონა გოგრიჭიანი.

კობა გოგრიჭიანი

კიდევ ერთი სოხუმელი ახალგაზრდა კაცის კობა გოგრიჭიანის სიცოცხლე შეიწირა ამ...

დემნა აპოლონის ძე გვასალია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

დემნა აპოლონის ძე გვასალია დაიბადა 1947 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1957 წლიდან გვასალიების ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. დემნამ 1964 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სოხუმის აკ. წეერთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციაში “პმკ 20”-ში ინჟინრად. 1975 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის შავი ზღვის ნაპირსამაგრების უფროსად. 1992 წლიდან კი ინიშნება აფხაზეთის საბაჟოს უფროსის მოადგილედ.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დემნა გვასალია აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმდებებში. დემნა გვასალია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის “ცხუმის” საკომენდანტო ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში.

დემნა გვასალია საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.

დემნა გვასალიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

დემნა აპოლონის ძე გვასალია

დემნა აპოლონის ძე გვასალია დაიბადა 1947 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ...

ომარ იასონის ძე ახალაია

კატეგორია: "ცხუმი", 23-ე ბრიგადა

ომარ  იასონის ძე ახალაია დაიბადა 1942 წლის 20 იანვარს ქალაქ სოხუმში. წებელდის  საშუალო სკოლის  დამთავრების შემდეგ  სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე.  მუშაობდა  საქართველოს სსრ  მატერიალურ-ტექნიკური  მომარაგების სახელმწიფო კომიტეტში _ „აფხაზმომარაგების“  უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 1992 წელს  გაიწვიეს ომში, სადაც  იგი  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში რიგით მებრძოლად მსახურობდა.

ომარ ახალაია დაიღუპა 1992 წლის 13 აპრილს გულრიფშის მისადგომებთან  საბრძოლო დავალების შესრულების დროს.

ომარ იასონის ძე ახალაია

ომარ  იასონის ძე ახალაია დაიბადა 1942 წლის 20 იანვარს ქალაქ...

ნავაზ ვარლამის ძე ჯიმშელეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ნავაზ ვარლამის ძე ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1960 წლის 1 თებერვალს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992-1993 წლებში, ნავაზ ჯიმშელეიშვილი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასულში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძილო ოპერაციებში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით.

ნავაზი ჯიმშელეიშვილი, 1993 წლის 7 ივლისს, დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.

 

 

ნავაზ ვარლამის ძე ჯიმშელეიშვილი

ნავაზ ვარლამის ძე ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1960 წლის 1 თებერვალს სოხუმის...

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე დაიბადა 1954 წლის 25 მაისს ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალში. სწავლობდა ქუთაისის საქონელთმცოდნეობის და ვაჭრობის ტექნიკუმში. პარალელურად მისდევდა სპორტს, კერძოდ ძიუდოს.  იყო არაერთი პრიზის მფლობელი. 1972 წელს, ბადრი ისევ დაბრუნდა ჭიათურაში და მუშაობდა რაიკავშირის მომარაგების საწყობში. სპორტთან კავშირი არ გაუწყვეტია. თანრიგოსანი ძიუდოისტი, წვრთნიდა ბავშვებს. 1980 წელს, ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად  სოხუმში გადავიდა. მუშაობა განაგრძო ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტში.

აფხაზეთში მიმდინარე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ბადრი ხვედელიძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის შემადგენლობაში.

ბადრი ხვედელიძე დაიღუპა 1993 წლის 17 იანვარს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კვიტოულთან.

ბადრი ხვედელიძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი ხვედელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე დაიბადა 1954 წლის 25 მაისს ჭიათურის...

მურთაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მურთაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  მე-8 ბატალიონის  მე-3 ასეულში.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამი ძმა თავდაუზოგავად,  უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა. აქტიურად მონაწილეობდნენ ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

მურთაზ ჩხეტიანი 1993 წლის 5 ივნისს  სოფელ კომანთან, ცხრასაათიანი ბრძოლის დროს, ძმების გვერდით გმირულად დაეცა.

სამი გმირი ძმა, სამი გამორჩეული ქართველი, ერთ დღეს შეეწირა საქართველოს მთლიანობას. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს!

 

მურთაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი

მურთაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა...

მერაბ (ერისლავ) ზურაბის ძე ჩხეტიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მერაბ (ერისლავ) ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.

აფხაზეთის ომში მერაბმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა ასეულის მეთაურის ბრძანებებს.

მერაბ ჩხეტიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.  1993 წლის 5 ივნისს სოფელ კამანზე განხორციელებული ცხრასაათიანი საომარი ოპერაციის  დროს მერაბ ჩხეტიანი გმირულად დაიღუპა.

მერაბ (ერისლავ) ზურაბის ძე ჩხეტიანი

მერაბ (ერისლავ) ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,...

თამაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

თამაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.  ომში თამაზმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებს, აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1992 წლის დეკემბერში თამაზ ჩხეტიანმა თანამებრძოლებთან ერთად მტრის ორი ჯარისკაცი აიყვანა, 1993 წლის მაისში კი რუსი დაქირავებული სნაიპერი, რომელიც 23-ე ბრიგადის შტაბის ხელმძღვანელობას ჩააბარეს.

თამაზ ჩხეტიანი ვაჟკაცურად იბრძოდა შრომის მისადგომებთან, ახალშენში, ზეგანზე. მტრის ზურგში არაერთხელ შეუსრულებია ბრიგადის ხელმძღვანელის საბრძოლო დავალება.

1993 წლის 5 ივნისს მტერმა დიდი ძალით შემოუტია სოფელ კომანს,  ცხრასაათიანი სასტიკი ორთაბრძოლის დროს თამაზ ჩხეტიანი გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 4 დეკემბერის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჩხეტიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

თამაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი

თამაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993...

თენგიზ ძაძამია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

თენგიზ  ძაძამია დაიბადა 1960 წელს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა  სოხუმის პირველი საშუალო სკოლა. 1988 წელს კი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წარმოსადეგი,  ახოვანი,   ნიჭიერი ვაჟკაცი წერდა ლექსებსაც.

თენგიზისათვის აფხაზეთის კონფლიქტი მძიმე ჯვარი იყო.  ომმა აიძულა კალამი გვერდზე გადაედო,  ხელში ავტომატი აეღო და ჩვეული შემართებითა და ერთგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მდგარიყო.

თენგიზ  ძაძამია აფხაზეთში კონფლიქტის პირველივე დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ცუგუროვკის ასეულში (იყო ოცმეთაური). პირნათლად ასრულებდა  საბრძოლო დავალებებს. მან არაერთხელ დაუმტკიცა სამშობლოს  ერთგულება.

1992 წლის 9 ივლისს ზემდეგი თენგიზ ძაძამია ცუგუროვკის მთაზე მიმდინარე ბრძოლის დროს ჭურვის ნამსხვრევმა შეიწირა. მისმა დაღუპვამ   მთელი სოხუმი შეძრა.

თენგიზი თანამებრძოლებმა  სოფელ იაშთხვაში დაკრძალეს.

თენგიზ  ძაძამიას  დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,  ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენით.

 

თენგიზ ძაძამია

თენგიზ  ძაძამია დაიბადა 1960 წელს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა ...

გურამ (გური) ცხვარაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

გურამ ცხვარაძე დაიბადა 1954 წლის 3 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობა დაიწყო „სოხუმჰესში“ – ჯერ ელექტრიკოს-მექანიკოსად, შემდეგ ინჟინრად, ხოლო 1991 წლიდან დაინიშნა „სოხუმჰესის“ დირექტორად. დაოჯახდა, ბედი იამზე ჯულაყიძეს დაუკავშირა. ბედნიერი ოჯახი სამ ვაჟკაცს უზრდიდა სამშობლოს.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურამ ცხვარაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულის პირად შემადგენლობაში. გურამი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში – შრომა-კომანი-ახალშენის მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. ღირსეულ მამულიშვილს ერთი  დღითაც არ მიუტოვებია სოხუმისათვის სასცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი „სოხუმჰესი“, რომელიც მთელი ომის განმავლობაში  ქალაქის უმეტეს ობიექტებს და მოსახლეობას (პურის ქარხანას, სოხუმხელსაწყოს, რკინიგზას, წყალკანალს) ამარაგებდა ელექტროენერგიით. მისი მეთაურობით მოგერიებულიქნა არაერთი თავდასხმა „სოხუმჰესზე“. ამ ორთაბრძოლებში დაიღუპნენ მისი ბიძა და ბიძაშვილები – გურამ, საშა და ავთო ცხვარაძეები, არაერთი მკვიდრი მისი მშობლიური სოფლიდან, ახალშენიდან.

1993 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის გენერალურ შტაბში დაიგეგმა (15-16 მარტის უშედეგო მცდელობის შემდეგ) სოხუმის აღების ახალი გეგმა, გურამ ცხვარაძე თავგანწირვით ეკვეთა   რუსების, ჩეჩნების, სომხების კბილებამდე შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფებს.  6 ივლისს მტერმა ხელში ჩაიგდო „სოხუმჰესი“, იქ მყოფი ქართველი მებრძოლები ტყვედ აიყვანა. გურამი კი მტერს არ ჩაბარდა და გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

წარდგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.

გურამ (გური) ცხვარაძე

გურამ ცხვარაძე დაიბადა 1954 წლის 3 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ...

ზურაბ შენგელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ზურაბ შენგელია დაიბადა  1946 წლის 14 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. 1963 წელს დაამთავრა ბესლეთის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, სამი წლის განმავლობაში იმსახურა საქართველო-თურქეთის საზღვარე –მესაზღვრედ. დაჯილდოებული იყო მედლითა და სიგელებით.  სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ  სოხუმში დაბრუნდა. დაკავებული იყო სპორტით _ ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირებში მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება, მათ შორის აფხაზეთის ჩემპიონობა.

1972 წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ,  1976 წელს  მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმის მე-2 საშუალო სკოლაში – ფიზიკური მომზადების მასწავლებლად.

1977 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონის  განათლების განყოფილებაში – სკოლების ინსპექტირების თანამდებობაზე, ხოლო 1978 წელს გადაიყვანეს განყოფილების ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების უფროსად.

1979 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. პარალელურად  ხელმძღვანელობდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ორიენტირების  მოზარდ-ახალგაზრდობის წრეს, მათთან ერთად  ატარებდა ლაშქრობებს  და მონაწილეობდა  შეჯიბრებებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე, ზურაბ შენგელია კარგად ერკვეოდა საქართველოს ტოპოგრაფიაში, ზედმიწევნით იცოდა აფხაზეთის ტერიტორიის მთიანი რეგიონის ტოპოგრაფიული რუკების დამუშავება თავისი მოქმედი და გაუქმებული ბილიკებით, რაც  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ძალიან გამოადგა.

1990 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პატრიარქმა – ილია მეორემ მოილოცა აფხაზეთი, აკურთხა აფხაზეთის  ეკლესია-მონასტრები. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პატრიარქის მისვლამდე ზურაბ შენგელიამ   შეიტყო, რომ ილია მეორეზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა. სავარაუდოდ, აფსუა სეპარატისტებს განზრახული ჰქონდათ ტაძარში ჩაეკეტათ პატრიარქი და წინასწარ მოყვანილი ბენზინმზიდის მეშვეობით  ჩაეწვათ შიგ მყოფნი.  ზურაბ შენგელიამ დროულად მოახდინა რეაგირება და თავის მეგობრებთან  ერთად აღკვეთა ეს შემთხვევა. სოფლის  გამოსასვლელში  აფსუა სეპარატისტების პიკეტმა გზა გადაუღობა ქართველებს. ზურაბისა  და მისი  მეგობრების ძალისხმევით პატრიარქი და მისი თანმხლებნი განარიდეს აგრესიულ მასას და უვნებლად გაიყვანეს სამშვიდობოს. ზურაბ შენგელიას და მის რამდენიმე მეგობარს სეპარატისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზურაბს მიყენებული ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა – დანითა და გადატეხილი  ბოთლით.

1992-93 წლებშიაფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ზურაბ შენგელია, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 კავშირგაბმულობის ბატალიონში (მეთაურის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში).

1992 წლის 13 ოქტომბერს ზურაბ შენგელიას კაპიტნის წოდება მიენიჭა. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს, იგი ბატალიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

1993 წლის 16 სექტემბერს, სოხუმზე მოულოდნელი თავდასხმისას, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას, ზურაბ შენგელია ბირცხის მთაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ზურაბ შენგელიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

 

ზურაბ შენგელია

ზურაბ შენგელია დაიბადა  1946 წლის 14 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!