ოლეგ დავითის ძე ლოლაძე
ოლეგ დავითის ძე ლოლაძე დაიბადა 1957 წლის 15 აგვისტოს თბილისში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მამულიშვილი ,აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე დადგა მის დამცველთა რიგებში. 1992 წლის ოქტომბრიდან ოლეგ ლოლაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ზემდეგად. იყო დისციპლინირებული და სანიმუშო მებრძოლი.
1993 წლის 17 მარტს, აჩადარასთან მიმდინარე საომარი ოპერაციის დროს ოლეგ ლოლაძე გმირულად დაიღუპა.
ოლეგ დავითის ძე ლოლაძე
ოლეგ დავითის ძე ლოლაძე დაიბადა 1957 წლის 15 აგვისტოს თბილისში....
მამუკა ვლადიმერის ძე კოკაია
მამუკა ვლადიმერის ძე კოკაია დაიბადა 1960 წლის 27 ივლისს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო პროფესიული განათლება.
1992 წლის 20 ივნისიდან მსახურობდა სოხუმის ცალკეული ბატალიონის სამხედრო ნაწილის რიგებში.
მამუკა კოკაია 1992 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში ერთ-ერთი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.
მამუკა ვლადიმერის ძე კოკაია
მამუკა ვლადიმერის ძე კოკაია დაიბადა 1960 წლის 27 ივლისს ქალაქ...
ბადრი თორდინავა
ბადრი თორდინავა დაიბადა 1972 წლის 21 ივლისს გულრიფშის რაიონში , დაბა დრანდაში. 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში,ქალაქ სოხუმში. სამშობლოს მოსიყვარულე,პატრიოტი ბიჭი ყველა საბრძოლო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას . ოცნებობდა გამარჯვებული ქვეყანა ენახა და საკუთარ სიცოცხლეს არად დაგიდევდათ.
1993 წლის ივლისის დღეები ურთულესი აღმოჩნდა აფხაზეთისთვის, ბრძოლები არ შეწყვეტილა სოფელ შრომასთან. სწორედ, აქ შეჩერდა 21 წლის ასაკში კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის გულისცემა. ბადრი თორდინავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონში, სოფელ ქვემო ფშავის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი თორდინავა,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.
ბადრი თორდინავა
ბადრი თორდინავა დაიბადა 1972 წლის 21 ივლისს გულრიფშის რაიონში ,...
რეზო აკაკის ძე დარსანია
რეზო აკაკის ძე დარსანია დაიბადა 1955 წლის 4 ნოემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ლათაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის პროფესიულ -ტექნიკურ სასწავლებელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,რეზო დარსანია 1992 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადაში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
რეზო დარსანია დაიღუპა 1993 წლის 27 ივლისს,სოფელ შრომაში , საჰაერო დაბომბვის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რეზო დარსანია დაჯილდოვდა მედლით „მხედრული თავდადებისათვის“.
რეზო აკაკის ძე დარსანია
რეზო აკაკის ძე დარსანია დაიბადა 1955 წლის 4 ნოემბერს გულრიფშის ...
ლევან ილიას ძე გურჩიანი
ლევან ილიას ძე გურჩიანი დაიბადა 1961 წლის 13 ივლისს გულრიფშის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო ტექნიკური განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 16 ნოემბრიდან , ლევან გურჩიანი ირიცხებოდა სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში,პირველი ასეულის მეორე ოცეულის მსროლელად.
1993 წლის 17 მარტს ლევან გურჩიანის ოცეული სოფელ აჩადარას მიმართულებით გაემართა. ლევანი და მისი ორი თანამებრძოლი – ქრისტესაშვილი და ლოლაძე შეუმჩნევლად აპირებდნენ მტრის ზურგში შესვლას და მეტყვიამფრქვევის აყვანას, მაგრამ მოწინააღმდეგემ ისინი შენიშნა და ცეცხლი გაუხსნა. ლევან გურჩიანი ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლევან გურჩიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.
ლევან ილიას ძე გურჩიანი
ლევან ილიას ძე გურჩიანი დაიბადა 1961 წლის 13 ივლისს გულრიფშის...
გია გვილავა
გია გვილავა
გია გვილავა დაიბადა 1967 წლის 27 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ...
ვასო ვლადიმერის ძე გახარია
ვასო ვლადიმერის ძე გახარია დაიბადა 1973 წლის 15 აგვისტოს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში. რიგითი ვასო გახარია, 1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა შსს შინაგანი ჯარების სოხუმის ცალკეულ ბატალიონის სამხედრო ნაწილში.
1992-1993 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ #ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა სოფელ აჩადარასთან ,ლაბრასა და ტამიშთან მიმდინარე ორთაბრძოლებში.
1993 წლის 25 ივლისს კორპუსის მეთაურის ბრძანებით ს/ნ 2061-ის ოცეული ,30 მეომრის შემადგენლობით გაიგზავნა სოფელ შრომის მისადგომებთან გამაგრებული მტრის შემოტევის მოსაგერიებლად.
აფხაზ სეპარატისტებსა და დაქირავებულ „ბოევიკებთან“ უთანასწორო ბრძოლაში შინაგანი ჯარების აღნიშნული ოცეული ალყაში მოექცა და მთლიანად განადგურდა, მათ შორის იყო ვასო გახარია.
ვასო ვლადიმერის ძე გახარია
ვასო ვლადიმერის ძე გახარია დაიბადა 1973 წლის 15 აგვისტოს. ცხოვრობდა...
მურთაზ ნოდარის ძე გაბიძაშვილი
მურთაზ ნოდარის ძე გაბიძაშვილი დაიბადა 1970 წლის 27 აგვისტოს გულრიფშის რაიონში ,სოფელ დრანდაში. ბაბუშარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პირველივე დღეებიდან მურთაზ გაბიძაშვილი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს,სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) პირველი ასეულის მეთაურად. კაპიტანი მურთაზ გაბიძაშვილი 1993 წლის 25 ივლისს სოფელ შრომაში მეთაურის ბრძანებით თავისი ასეულით გაეშურა პოზიციისკენ. მოწინააღმდეგემ ალყაში მოაქცია ისინი. უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოლეს ბიჭებმა ,ორმხრივი ბრძოლების შედეგად ბატალიონის 25 მეომარი დაიღუპა,მათ შორის მეთაური მურთაზ გაბიძაშვილი. სამი მებრძოლი ტყვედ ჩავარდა. მხოლოდ რამდენიმე მებრძოლმა გამოაღწია ცოცხალმა ალყიდან.
შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური მურთაზ გაბიძაშვილი. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს სოფელ შრომაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურთაზ გაბიძაშვილი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.
მურთაზ ნოდარის ძე გაბიძაშვილი
მურთაზ ნოდარის ძე გაბიძაშვილი დაიბადა 1970 წლის 27 აგვისტოს გულრიფშის...
მურმან ბედიკოს ძე ახალაია
მურმან ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1960 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშავში.დაამთავრა ზემო ფშავის საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 12 თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სოხუმის ცალკეული ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში. ბატალიონში ჩარიცხვის დღიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლაში.
მურმან ახალაია, 1993 წლის 20 სექტემბერს კოდორის ხიდის დაცვისა,აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი ბოევიკების შემოსევის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურმან ახალაია,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის.
მურმან ახალაიას დარჩა მეუღლე და შვილი.
მურმან ბედიკოს ძე ახალაია
მურმან ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1960 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...
ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია
ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1958 წლის 27 მარტს.დრანდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
1992 წელს მარტში ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ასეულის ზემდეგად. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში აჩადარა, ტამიშსა და შრომა-ახალშენის მიმართულებით.
1993 წლის 20 ივლისს ბიჭიკო ახალაია და მისი თანამებრძოლები ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას ალყაში მოაქციეს,მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა ამ უთანასწორო ბრძოლაში პირადი შემადგენლობის 25 მეომარი დაიღუპა. მათ შორის ბიჭიკო ახალაიაც.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბიჭიკო ახალაია სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია
ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1958 წლის 27 მარტს.დრანდის საშუალო...
ილია პეტრეს ძე ცაგარელი
ილია პეტრეს ძე ცაგარელი დაიბადა 1961 წლის 21 სექტემბერს. ცხოვრობდა ქალაქ გაგრაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ილია ცაგარელი, 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში რიგითად.
ილია ცაგარელი დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრის დაცემის დღეს.
ილია პეტრეს ძე ცაგარელი
ილია პეტრეს ძე ცაგარელი დაიბადა 1961 წლის 21 სექტემბერს. ცხოვრობდა...
მერაბ სერგოს ძე ქუთათელაძე
მერაბ სერგოს ძე ქუთათელაძე დაიბადა 1960 წლის 2 ივნისს ქალაქ გაგრაში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს მერაბ ქუთათელაძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში რიგით ჯარისკაცად. ბატალიონთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასთვის. დისციპლინირებული ჯარისკაცი მეთაურის დავალებებს პირნათლად ასრულებდა.
მერაბ ქუთათელაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრის დაცვის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მერაბ ქუთათელაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მერაბ სერგოს ძე ქუთათელაძე
მერაბ სერგოს ძე ქუთათელაძე დაიბადა 1960 წლის 2 ივნისს ქალაქ...
ტარიელ ალექსანდრეს ძე სართანია
ტარიელ ალექსანდრეს ძე სართანია დაიბადა 1948 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში. დაამთავრა კოლხიდის საშუალო სკოლა, მოგვიანებთ, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1974 წლიდან მუშაობდა გაგრის `სოფტექნიკაში ინჟინრად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალექსანდრე სართანია ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ბატალიონის სარემონტო ჯგუფში, საწვავის მიმწოდებლად.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაზე შეტევის დროს ტარიელ სართანია გმირულად დაიღუპა.
ტარიელ ალექსანდრეს ძე სართანია
ტარიელ ალექსანდრეს ძე სართანია დაიბადა 1948 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ...
გიორგი რეჯიბის ძე ჟორჟოლიანი
გიორგი რეჯიბის ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1966 წლის 17 სექტემბერს გაგრაში, სოფელ ბზიფში.
დაამთავრა ბზიფის საშუალო სკოლა. ომის დაწყებამდე მუშაობდა მძღოლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გიორგი ჟორჟოლიანი ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ბატალიონში, მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1992 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ გაგრაზე ფართო მაშტაბიანი შემოტევის დროს გიორგი ჟორჟოლიანი მძიმედ დაიჭრა და 2 ოქტომბერს დაბა განთიადის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გიორგი რეჯიბის ძე ჟორჟოლიანი
გიორგი რეჯიბის ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1966 წლის 17 სექტემბერს გაგრაში,...
რაჟდენ ოჩიგავა
რაჟდენ ოჩიგავა 1956 წლის 13 აგვისტოს ქალაქ გაგრაში დაიბადა.
კოლხიდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ქალაქ თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, მოგვიანებით სწავლობდა ქალაქ მოსკოვში საფინანსო ფაკულტეტზე. იყო მე-3 კურსის სტუდენტი. მუშაობდა ქალაქ გაგრის სასტუმრო”ჟოეკვარაში” მთავარ ეკონომისტად. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვლადივოსტოკში.
როცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას საფრთხე შეექმნა, 1992 წლის 18 აგვისტოს, რაჟდენ ოჩიგავა ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში. პირველი დღიდან 5 ოქტომბრამდე კაპიტანი რაჟდენ ოჩიგავა იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ დავალებებს. თანამებრძოლებს შორის სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ერთგულმა, მამაცმა, საზრიანმა, უშიშარმა არაერთი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ქართველი ვაჟკაცი მამულისათვის.
რაჟდენ ოჩიგავა 1993 წლის 5 ოქტომბერს “ხოლოდნაია რეჩკასთან” ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რაჟდენ ოჩიგავა, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
რაჟდენ ოჩიგავა
რაჟდენ ოჩიგავა 1956 წლის 13 აგვისტოს ქალაქ გაგრაში დაიბადა. კოლხიდის...