ვასილ ტრიფონის ძე ბერია
ვასილ ტრიფონის ძე ბერია დაიბადა 1965 წლის 2 აგვისტოს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზ/რიგითი ვასილ ბერაია 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში პირველი რადიო ასეულის პირველი ოცეულის მძღოლად.
ვასილ ბერაია, 1993 წლის 29 სექტემბერს მოწინააღმდეგის ძლიერი შემოტევის დროს, გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
ვასილ ტრიფონის ძე ბერია
ვასილ ტრიფონის ძე ბერია დაიბადა 1965 წლის 2 აგვისტოს ჩხოროწყუს...
კახა ახობაძე
კახა ახობაძე დაიბადა 1972 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ოთხი წლის ასაკში ფეხი დაიზიანა და სამი წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული) სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებოდა. მაგრამ, როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა მტკიცედ განაცხადა, მე სამშობლოს ვჭირდები და უნდა წავიდეო. კახა მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 ( „ბაგრატიონის“) ასეულში. აფხაზეთში იბრძოდა კახას ძმაც, ძმებმა ერთმანეთი მოძებნეს და ერთად იცავდნენ სამშობლოს.
1993 წლის 15 იანვარს კახას ასეული იცავდა პოზიციებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან. მოწინააღმდეგსთან უთანასწორო ბრძოლაში კახა ახობაძე დაიღუპა.
კახა ახობაძე დაკრძალულია საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა ახობაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
კახა ახობაძე
კახა ახობაძე დაიბადა 1972 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. ჯანმრთელობის...
საულ (ზაურ) ადეიშვილი
საულ ადეიშვილი დაიბადა 1955 წლის 12 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა სოხუმის მარმარილოს წიაღისეულის გადამამუშავებელ საამქროში – მძღოლად. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი.
1992 წლის 14 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა ახალშენის ახალგაზრდა მებრძოლებს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ებრიგადის მე-8 ბატალიონის ზ/რიგითად. ამავე წლის 2 ნოემბერს, დილის 9 საათზე შტაბის უფროსს მოახსენა, რომ შუბარა-ახალშენის მიმართულებით სოხუმის მისადგომებისკენ იჭრებოდა შემოვლითი გზა (რასაც მხოლოდ იქ გაზრდილი ადამიანი თუ შეამჩნევდა) შტაბში ამ მოხსენებას დეზინფორმაცია უწოდეს და პოზიციებზე დაბრუნება უბრძანეს. ამ შემთხვევიდან, რამდენიმე საათის შემდეგ, სწორედ ამ შემოვლითი გზით შემოსულ მტერთან (ეს იყო ჩეჩენთა ოთხასკაციანი ბატალიონი) ბრძოლისას გმირულად დაეცა მშობლიური სოფლისა და მიწა-წყლის დასაცავად თავდადებული ვაჟკაცი.
საულ ადეიშვილს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საულ (ზაურ) ადეიშვილი
საულ ადეიშვილი დაიბადა 1955 წლის 12 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ...
გონერ ადეიშვილი
გონერ ადეიშვილი დაიბადა 1968 წლის 7 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფლის კოოპერატივში, მალევე დაოჯახდა და შეეძინა ქალიშვილი. ცხოვრება წინ მიდიოდა, მაგრამ საუბედუროდ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და გონერი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში ყუმბართმტყორცნელად.
გონერ ადეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. იბრძოდა ცუგუროვკის სიმაღლის დასაცავად. 1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ ქალაქ სოხუმზე განხორციელებული მორიგი შემოტევის დროს, პოზიციების დაბობვისას გონერი მძიმედ დაიჭრა და სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს მტერმა კვლავ დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და შემოუტია მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ სოხუმს. გონერი კვლავ დადგა ქვეყნისთვის თავდადებულ მებრძოლთა გვერდით. მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, თავისი ყუმბართმტყორცნით სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე სისხლისმღვრელ ბრძოლებში უზრუნველყოფდა ასეულის ზურგის უსაფრთხოებას. ამ შეტაკებებში გონერმა არნახული გმირობის მაგალითი უჩვენა, გადაარჩინა არაერთი თანამებრძოლი, გაანადგურა მტრის ტექნიკა.
1993 წლის 20 სექტემბერს გმირი ვაჟკაცი დაიღუპა თავისი სახლის სიახლოვეს, ვიემში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გონერ ადეიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გონერ ადეიშვილი
გონერ ადეიშვილი დაიბადა 1968 წლის 7 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ...
გივი ვალიკოს ძე წულაია
გივი წულაია დაიბადა 1960 წლის 24 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მერხეულის ა. პუშკინის სახელობის კოლმეურნეობაში ფერმის გამგედ.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდანვე, გივი წულაია ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონის პირად შემადგენლობაში, იბრძოდა ტამიშსა და ახალშენში.
1993 წლის 26 ივნისს გივი წულაია სოფელ ახალშენთან გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გივი წულაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გივი ვალიკოს ძე წულაია
გივი წულაია დაიბადა 1960 წლის 24 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ...
მურზა პეტრეს ძე წერედიანი
მურზა პეტრეს ძე წერედიანი დაიბადა 1963 წლის 26 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მურზა წერედიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონში მსროლელად. მამაცი, ქვეყნისათვის თავდადებული მეომარი აქტიურად იყო ჩართული ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფელ ტამიშთან. მეთაურის ბრძანებებს ასრულებდა დროულად, კეთილსინდისიერად. მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას, მურზა წერედიანი მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
მურზა წერედიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონშის სოფელ მერხეულში.
მურზა პეტრეს ძე წერედიანი
მურზა პეტრეს ძე წერედიანი დაიბადა 1963 წლის 26 იანვარს გულრიფშის...
გურამ თამშუქის ძე შენგელია
გურამ თამშუქის ძე შენგელია დაიბადა 1955 წლის 9 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურამ შენგელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს „მერხეულის“ ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. გურამი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზ სეპარატისტებს, იყო თავდადებული და უშიშარი მეომარი. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 17 დეკემბერს მტრის მორიგი შემოტევისას გურამ შენგელია გმირულად დაიღუპა.
გურამ თამშუქის ძე შენგელია
გურამ თამშუქის ძე შენგელია დაიბადა 1955 წლის 9 იანვარს...
ემზარ ჯოტოს ძე ქობალია
ემზარ ჯოტოს ძე ქობალია დაიბადა 1963 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ემზარ ქობალია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 (მერხეულის) ბატალიონში. გაბედული, უშიშარი ვაჟკაცი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდა მშობლიური მიწის თითოეულ გოჯს.
1993 წლის 19 სექტემბერს ემზარ ქობალია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში, მდინარე კოდორის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ემზარ ჯოტოს ძე ქობალია
ემზარ ჯოტოს ძე ქობალია დაიბადა 1963 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...
ამურ სერგოს ძე სახელაშვილი
ამურ სერგოს ძე სახელაშვილი დაიბადა 1970 წლის 20 ივნისს. დაამთავრა სოფელ წებელდის №1 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ამურ სახელაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონში რიგითად. ბატალიონთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
ამურ სახელაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 ივნისს სოფელ ახალშენში გამართული ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.
ამურ სახელაშვილს დარჩა მეუღლე და შვილი.
ამურ სერგოს ძე სახელაშვილი
ამურ სერგოს ძე სახელაშვილი დაიბადა 1970 წლის 20 ივნისს. დაამთავრა...
ლერი დანიელის ძე პირველი
ლერი პირველი დაიბადა 1964 წლის 10 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა საქენერგოს დაწესებულებაში – ელექტრიკოსად. 20 წლის დაოჯახდა.
„ … ბედნიერი ვიყავი, – ამბობს თვალცრემლიანი მეუღლე – ქალბატონი ქეთევან ლეთოდიანი, მაგრამ ვაი, რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება. მიჭირს გარდასულ დღეთა უტკივილოდ მოგონება… თუმცა მეამაყება ლერის ვაჟკაცობა… თავისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად შეძლო ღირსეული ვაჟკაცის სახელი დაეტოვებინა ამ ქვეყნად… ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ წლები მონატრების ტკივილს უფრო ამძაფრებს და ერთადერთ ნუგეშად მრჩება, რომ ის სამშობლოს ერთიანობას, მის მომავალ კეთილდღეობას შეეწირა“…
ლერი პირველი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონის მოტომსროლელთა მეოთხე ოცეულში სნაიპერად.
ლერი პირველი, 1993 წლის 15 იანვარს, მტრის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, სოფელ ლაბრაში ვაჟკაცურად დაიღუპა. ბატალიონის თანამებრძოლებმა გ. ხუბუამ და ვ. ლეთოდიანმა მისი ცხედარი იქვე მიაბარეს მშობლიურ მიწას.
ლერი დანიელის ძე პირველი
ლერი პირველი დაიბადა 1964 წლის 10 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ...
რევაზ ვალიკოს ძე პერტია
რევაზ ვალიკოს ძე პერტია დაიბადა 1950 წლის 28 ნოემბერს გულრიფში. ომამდე მუშაობდა სასტუმრო „ლიტერატურკაში“.
რევაზ პერტია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონში. საზრიანი მოქმედებით გამორჩეული რევაზი ვაჟკაცობის მაგალითს აძლევდა თანამებრძოლებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფელ ტამიშთან, კვიტოულთან, შრომასთან ბრძოლებში.
1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა მებრძოლები უკან იხევდნენ, მდინარე კოდორთან შეტაკებისას მებრძოლთა ერთი ნაწილი ალყაში მოხვდა, მათ შორის რევაზიც იმყოფებოდა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვაჟკაცურად იბრძოდნენ ალყის გასარღვევად, ამ ორთაბრძოლების დროს რევაზ პერტია გმირულად დაიღუპა. თანამებრძოლებმა შეძლეს მისი ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება.
რევაზ პერტია დაკრძალულია გულრიფშის სასაფლაოზე.
რევაზ ვალიკოს ძე პერტია
რევაზ ვალიკოს ძე პერტია დაიბადა 1950 წლის 28 ნოემბერს გულრიფში. ...
ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე
ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე დაიბადა 1937 წლის 9 მაისს მესტიის რაიონის სოფელ ფარში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი). ომის დაწყებამდე მუშაობდა გულრიფშის რაიონში, სოფელ ამტყელის საშუალო სკოლის დირექტორად.
ვახტანგ ნარსავიძე 1992 წლის 6 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მერხეულის მე-7 ბატალიონის მე-2 მექანიზირებული ასეულის, მე-3 ოცეულში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში გუმისთის, ტამიშის, კვტოულის ფრონტებზე.
1993 წლის 15 იანვარს, სოფელ კვიტოულთან მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლების დროს ვახტანგ ნარსავიძე გმირულად დაიღუპა.
ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე
ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე დაიბადა 1937 წლის 9 მაისს მესტიის...
კობა ვლადიმერის ძე მალანია
კობა ვლადიმერის ძე მალანია დაიბადა 1971 წლის 10 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში. აჩდარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თსუ სოხუმის უნივერსიტეტში.
კობა მალანია ომის დაწყებისთანავე ჩაერთო საომარ მოქმედებებში. 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონში რიგით მებრძოლად. ხოლო 1993 წლის 1 აპრილიდან მოხალისედ.
კობა მალანია აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შრომა-ახალშენის მიმართულებით. იყო გამორჩეული მებრძოლი.
1993 წლის სექტემბერში, სოხუმზე მორიგი შეტევის დროს, კობა მალანია მძიმედ დაიჭრა. გადაიყვანეს აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც, 22 სექტემბერს, მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
კობა მალანია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ჩერნიგოვკაში.
კობა ვლადიმერის ძე მალანია
კობა ვლადიმერის ძე მალანია დაიბადა 1971 წლის 10 ივნისს სოხუმის...
რევაზ გრიგოლის ძე კვიციანი
რევაზ გრიგოლის ძე კვიციანი დაიბადა 1954 წლის 5 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1992 წელს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მერხეულის მე-7 ბატალიონის მე-3 მექანიზირებული ასეულის მე-2 ოცეულში – დაინიშნა მსროლელის თანამდებობაზე. 1993 წლის 15 იანვარს რევაზ კვიციანი, 39 წლის ასაკში, მძიმე, ღია ცეცხლნასროლი ჭრილობით დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების შესრულების დროს – სოფელ კვიტოულში. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინში.
რევაზ გრიგოლის ძე კვიციანი
რევაზ გრიგოლის ძე კვიციანი დაიბადა 1954 წლის 5 მარტს...
ნიკოლოზ ბიქტორის ძე კვიციანი
ნიკოლოზ კვიციანი დაიბადა 1952 წელს. ნიკოლოზ კვიციანი, მთის მდინარესავით შეუვალი, მეგობრობის, მეზობლობის, კაცურკაცობის მაგალითი იყო… სამშობლოზე, ოჯახზე შეყვარებული ვაჟკაცი არავისთვის აპირებდა გოჯი მიწის დათმობას… აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონის პირად შემადგენლობაში – მართვის ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. 1992 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდა ეშერასა და ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
ნიკოლოზ კვიციანი, 1992 წლის 2 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში ნაღმის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ნიკოლოზ კვიციანი დაკრძალულია სოფელ ლათაში.
ნიკოლოზ ბიქტორის ძე კვიციანი
ნიკოლოზ კვიციანი დაიბადა 1952 წელს. ნიკოლოზ კვიციანი, მთის მდინარესავით შეუვალი,...