ანზორ (მატო) შალვას ძე კვარაცხელია
ანზორ (მატო) შალვას ძე კვარაცხელია დაიბადა 1963 წლის 2 ოქტომბერს, გულრიფრშის რაიონის სოფელ ბარნაუთში. 1970-1980 წლებში სწავლობდა დრანდის საშუალო სკოლაში. 1981-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1984 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო ფირმაში, თან დაუსწრებელად სწავლობდა სოხუმის ინდუსტრიალურ ტექნიკუმში.
ანზორ კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობაში. იგი იყო ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი აფხაზეთში.
1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ანზორ კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობდა მე-6 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებაში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის ტანკის დამტენად. აქტიურ მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 17 დეკემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს მე-6 ბატალიონის პირველი ასეულის პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას ანზორ კვარაცხელია სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ანზორ კვარაცხელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ანზორ (მატო) შალვას ძე კვარაცხელია
ანზორ (მატო) შალვას ძე კვარაცხელია დაიბადა 1963 წლის 2 ოქტომბერს,...
სპარტაკ რეზოს ძე კაკოჩაშვილი
სპარტაკ რეზოს ძე კაკოჩაშვილი დაიბადა 1970 წლის 9 სექტემბერს. გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში. დაამთავრა ვლადიმიროვკის საშუალო სკოლის რვა კლასი და სწავლა გააგრძელა პროფტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ზეინკლის პროფესიას დაეუფლა. 1988-1990 წლებში რუსეთის ფედერაციაში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს სპარტაკ კაკოჩაშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში, 1992 წლის 12 დეკემბრიდან კი იყო რიგითი მებრძოლი. 1993 წლის 15 თებერვალი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის მიდამოებში, სოფელ ქვემო ეშერასთან მიმდინარე ბრძოლების დროს სპარტაკ კაკოჩაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სნაიპერის მიერ გამოსროლილი ტყვიით.
სპარტაკ რეზოს ძე კაკოჩაშვილი
სპარტაკ რეზოს ძე კაკოჩაშვილი დაიბადა 1970 წლის 9 სექტემბერს. გულრიფშის...
ანატოლი ვლადიმირის ძე კალანდია
ანატოლი ვლადიმირის ძე კალანდია დაიბადა 1960 წლის 12 ოქტომბერს.
ანატოლი კალანდია 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ სატანკო ასეულში.
ანატოლი კალანდია, 1993 წლის 1 აპრილს, ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე _ მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო-ეშერასთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.
ანატოლი ვლადიმირის ძე კალანდია
ანატოლი ვლადიმირის ძე კალანდია დაიბადა 1960 წლის 12 ოქტომბერს....
ცისკარა ვალერიანის ძე თოფურია
ცისკარა ვალერიანის ძე თოფურია დაიბადა 1973 წლის 1 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის მე-19 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს 19 წლის ვაჟკაცი მეგობრებთან ერთად უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის სარემონტო ოცეულში ზეინკლის თანამდებობაზე. ხისკარა პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს და მეთაურის ბრძანებებს.
1993 წლის 29 სექტემბერს ცისკარა თოფურია თანამებრძოლებთან ერთად მდინარე კელასურის ხიდთან შეეჯახა მტრის სადაზვერვო ჯგუფს. გააფთრებული ბრძოლების დროს ცისკარა მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
ცისკარა ვალერიანის ძე თოფურია
ცისკარა ვალერიანის ძე თოფურია დაიბადა 1973 წლის 1 სექტემბერს სოხუმის...
მალხაზ თოფურია
მალხაზ თოფურია დაიბადა 1971 წლის 7 ივლისს ქალაქ სოხუმში. კეთილი, დინჯი, მოსიყვარულე მალხაზი ირგვლივ ყველას აბედნიერებდა… სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა… გვერდზე გადადო გეგმები და ოცნებები და როცა ქვეყანას გაუჭირდა ხელში იარაღი აიღო… სხვას არაფერს ართმევდა, თავისას იცავდა, იმ მიწას, რომელმაც შობა, სადაც ფეხი აიდგა, სადაც სიცოცხლე უხაროდა…
მალხაზი 1992 წლის 1 ნოემბერს ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მალხაზ თოფურიამ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა მეთაურის მიერ გაცემულ ბრძანებებს. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
მალხაზ თოფურია 1993 წლის 28 სექტემბერს ქალაქ სოხუმში მდინარე კელასურთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გამოყვანა, დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
მალხაზ თოფურია
მალხაზ თოფურია დაიბადა 1971 წლის 7 ივლისს ქალაქ სოხუმში. კეთილი,...
იგორ მაკარის ძე თოფურია
იგორი მაკარის ძე თოფურია დაიბადა 1938 წლის 21 სექტემბერს. დაამთავრა სოფელ მერხეულის საშუალო სკოლა. 1955-1958 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ჩელიაბინსკში. 1969 წელს შექმნა ოჯახი დინარა კინწურაშვილთან, შეეძინათ შვილები _ მერაბი და ინგა. ოჯახი სოფელ ბაღმარანში ცხოვრობდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იგორიც დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საავტომობილო ოცეულში მძღოლად. იგორ თოფურია ავტომანქანით ამარაგებდა წინა ხაზზე მყოფ თანამებრძოლებს ტყვი-წამლით და ტანკის ჭურვებით. ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს 1993 წლის 2 ივლისს ბატალიონის პოზიციებზე იგორის ავტომანქანას ცეცხლი გააუხსნა მოწინააღმდეგის მართვადმა რაკეტამ, ჭურვის აფეთქების შედეგად იგორ თოფურია გარდაიცვალა.
იგორ მაკარის ძე თოფურია
იგორი მაკარის ძე თოფურია დაიბადა 1938 წლის 21 სექტემბერს. დაამთავრა...
გურამ ალექსანდრეს ძე თოფურია
გურამ ალექსანდრეს ძე თოფურია დაიბადა 1940 წლის 11 მაისს ქალაქ სოხუმში. 1958-1960 წლებში სამხედრო- სავალდებულო სამსახური მოიხადა ლატვიაში.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე გურამი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტერმა ისევ მუხანათურად დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და ვერაგულად შემოვიდა მე-6 ბატალიონის პოზიციებზე. გურამი ბატალიონის წევრებდან ერთად გადავიდა შეტევაზე მდინარე გუმისთის საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან და დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულების დროს.
გურამ ალექსანდრეს ძე თოფურია
გურამ ალექსანდრეს ძე თოფურია დაიბადა 1940 წლის 11 მაისს ქალაქ...
ნოდარ ილიას ძე თორდია
ნოდარ ილიას ძე თორდია დაიბადა 1957 წელს. ქვეყნის მოყვარული ვაჟკაცი დაუღალავად შრომობდა თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ დაიწყო აფხაზეთის ომი და იგი მეგობრებისა და მეზობლების მსგავსად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1993 წლის 5 იანვრიდან ნოდარ თორდია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში, უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში).
საბედისწერო აღმოჩნდა ნოდარ თორდიასათვის 4 ივლისის შემოტევა. ოცეული, რომელშიც იგი იბრძოდა შეეჯახა საბრძოლო პოზიციებზე შემოსული მოწინააღმდეგის სადაზვერო ჯგუფს. ხანმოკლე ბრძოლისას გმირულად დაიღუპა ნოდარი და მისი ხუთი თანამებრძოლი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნოდარ თორდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით.
ნოდარ ილიას ძე თორდია
ნოდარ ილიას ძე თორდია დაიბადა 1957 წელს. ქვეყნის მოყვარული ვაჟკაცი...
ალექსი ივანეს ძე თოდუა
ალექსი ივანეს ძე თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 მაისს რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში. 1970 წელს თოდუების ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1972 წლის სექტემბერში სწავლა დაიწყო გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის რუსულ საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ გადავიდა სოფელ აგუძერის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩააბარა ქ. კიროვოგრადის საავიაციო სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობდა სოხუმის აეროპორტში საჰაერო მეთვალყურედ. ხოლო 1991 წელს სწავლა გააგრძელა სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) საავიაციო აკადემიაში.
მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ალექსი თოდუა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში.
ალექსი თოდუა 1993 წლის 7 იანვარს, მდიანარე გუმისთაზე, სოფელ ქვემო ეშერასთნ პოზიციური ბრძოლების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
ალექსი თოდუას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.
ალექსი ივანეს ძე თოდუა
ალექსი ივანეს ძე თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 მაისს რუსეთში,...
აკაკი ვლადიმერის ძე თოდუა
აკაკი ვლადიმერის ძე თოდუა დაიბადა 1953 წლის 5 იანვარს გულრიფშის რ-ნ სოფელ ვარჩეში. 1960-1971 წლებში სწავლობდა სოფელ ვარჩეს საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მშობლიურ სოფელში _ სხვადასხვა ორგანიზაციებში.
1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე აკაკი დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულში 1992 წლის 23 სექტემბრიდან მზვერავის თანამდებობაზე. აკაკი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიების დროს. მას არაერთი სახიფათო დავალების შესრულებაში მიუღია მონაწილეობა ბატალიონის სადაზვერვო ოცეულთან ერთად.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ აკაკი თოდუამ სამსახური გააგრძელა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1998 წლის მარტის თვეში აკაკი თოდუა გმირულად დაიღუპა გალის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
აკაკი თოდუას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის აკაკი თოდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
აკაკი ვლადიმერის ძე თოდუა
აკაკი ვლადიმერის ძე თოდუა დაიბადა 1953 წლის 5 იანვარს გულრიფშის...
ზურაბ მიხეილის ძე ზარანდია
ზურაბ მიხეილის ძე ზარანდია დაიბადა 1955 წლის 1 ივნისს, დაბა გულრიფშში. დაამთავრა გულრიშის საშუალო სკოლა. 1979 წელს შექმნა ოჯახი ბარიატ იბრაგიმოვასთან ერთად, შეეძინათ ორი ვაჟი _ ზაზა და მიხეილი. ბედნიერად ცხოვრობდა და შრომობდა ოჯახი, მაგრამ აფხაზეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა არც ზურაბი დატოვა მშვიდად. 1993 წლის 10 იანვარიდან ზურაბ ზარანდია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში საბრძოლო მანქანის მსროლელად.
1993 წლის 16 მარტს გუმისთის ფრონტზე შექმნილი მძიმე საბრძოლო ვითარების გამო ბატალიონის ყველა საბრძოლო მანქანა მე-6 ბატალიონის პოზიციებზე იმყოფებოდა. ტანკმა, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდა ზურაბ ზარანდია (ჭურვის მიმწოდებლის პოზიციაზე) მიიღო სახიფათო დავალება, გაწეულიყო წინა ხაზისაკენ და პირდაპირი ცეცხლით წინააღმდეგობა გაეწია მტრის ცოცხლი ძალის შემოტევისათვის. საბრძოლო პოზიციაზე გასვლის შემდეგ ტანკის სავალი ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან, ამიტომ ტანკის მეთაურმა მ. პიტავამ უბრძანა მექანიკოს დაეტოვებინა საბრძოლო მანქანა, თვითონ კი ჭურვის მიმწოდებელთან ერთად გააგრძელა სროლა საბრძოლო კომპლექტის სრულ გახარჯვამდე. საბრძოლო კომპლექტის სრული გასროლის შემდეგ მ.პიტავა და ზ.ზარანდია ვეღარ ამოვიდნენ უკვე ცეცხლმოკიდებული ტანკიდან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ზარანდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ზურაბ მიხეილის ძე ზარანდია
ზურაბ მიხეილის ძე ზარანდია დაიბადა 1955 წლის 1 ივნისს, დაბა...
გოდერძი ამირანის ძე დუნდუა
დოდერძი ამირანის ძე დუნდუა დაიბადა 1958 წლის 5 ივნისს ქალაქ სამტრედიაში. 1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სსმი) _ მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. 1982 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ გოდერძი დუნდუა დაბრუნდა სოხუმში და მუშაობა დაისწო სსმი-ს მექანიზაციის ფაკულტეტის მასალათმცოდნეობისა და მანქანათა რემონტის კათედრაზე ლაბორანტად. შემდეგ გადავიდა ამავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის უმცროს მეცნიერ თამანშროლმად, ხოლო 1989 წელს, სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშროლმალდ დაინიშნა და მიენიჭა დოცენტის წოდება. სამეცნიერო მოღვაწეობის დროს გოდერძი დუნდუას აქვს გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სამთო მიწათმოქმედების დარგში და სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მდგრადობაზე, არის ათეულობით რაციონალური წინადადებების და 17 გამოგონების ავტორი.
აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე, გოდერძი დუნდუა აქტიურად ჩაერთო დაზიანებული საბრძოლო ტექნიკის შეკეთება-აღდგენაში. 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის სარემონტო ასეულის ათმეთაურად.
1993 წლის 18 იანვარს, საბრძოლო მოქმედებების დროს სოფელ აჩადარაში, მდინარე გუმისთასთან, გოდერძი დუნდუამ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 20 იანვარს სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში.
გოდერძი დუნდუას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოდერძი დუნდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გოდერძი ამირანის ძე დუნდუა
დოდერძი ამირანის ძე დუნდუა დაიბადა 1958 წლის 5 ივნისს ქალაქ...
გურამ ვლადიმერის ძე დგებია
გურამ ვლადიმერის ძე დგებია დაიბადა 1959 წლის 29 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში. დაამთავრა აძიუბჟის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან გურამ დგებია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში საინჟინრო მესანგრეთა ოცეულში რიგით მებრძოლად. გურამი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მომხვდურ მტერს. 1993 წელს, სოხუმზე განხორციელებული მოწინააღმდეგის შემოტევების მოგერიებისას, ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე _ მდინარე გუმისთასთან (სოფ. ქვემო-ეშერა) _ გურამი თანამებრძოლებთან ერთად აქტიურად იბრძოდა ქვეყნის ერთიანობის დასაცავად.
გურამ დგებია ერთ-ერთი შეტაკებისას, 1993 წლის 18 სექტემბერს, ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.
გურამ ვლადიმერის ძე დგებია
გურამ ვლადიმერის ძე დგებია დაიბადა 1959 წლის 29 აპრილს ოჩამჩირის...
გოჩა ზაურის ძე დანელია
გოჩა ზაურის ძე დანელია დაიბადა 1970 წლის 21 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში, კამჩატკაზე. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტუტში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. გოჩა დანელია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, ქვემო ეშერაში _ ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე, მომხდური მტრის შემოტევების მოგერიებისას.
1993 წლის 17 სექტემბერს, ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციების მიმდებარედ, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას გოჩა დანელია უგზო-უკლოდ დაიკარგა
გოჩა ზაურის ძე დანელია
გოჩა ზაურის ძე დანელია დაიბადა 1970 წლის 21 ოქტომბერს გულრიფშის...
ვიქტორ იგორის ძე გოლოვინი
ვიქტორ იგორის ძე გოლოვინი დაიბადა 1962 წლის 13 დეკემბერს.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 იანვარიდან. ვიქტორი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში დამმიზნებლის თანამდებობაზე.
1993 წლის 27 ივლისს ვიქტორ გოლოვინი მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას _ (სოფელ ქვემო-ეშერასთან), პოზიციური ბრძოლის დროს, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ვიქტორ იგორის ძე გოლოვინი
ვიქტორ იგორის ძე გოლოვინი დაიბადა 1962 წლის 13 დეკემბერს. აფხაზეთში...