სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

თამაზ ომარის ძე გოგუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

თამაზ ომარის ძე გოგუა დაიბადა 1960 წლის 7 იანვარს. გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. 1976 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.  დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. თამაზ გოგუა 1993 წლის 15 მარტიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად. თამაზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და უწევდა მედგარ წინააღმდეგობას მომხვდურ მტერს. 1993 წლის 16 სექტემბერის შემოტევისას თამაზი თანამებრძოლებთან ერთად  აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მომხდურ მტერს მდინარე გუმისთასთან (სოფ. ქვემო ეშერა).

1993 წლის 17 სექტემბერს ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციების მიმდებარედ, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, თამაზ გოგუა უგზო-უკლოდ დაიკარგა.

 

თამაზ ომარის ძე გოგუა

თამაზ ომარის ძე გოგუა დაიბადა 1960 წლის 7 იანვარს. გულრიფშის...

როინ გიორგის ძე გირგვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

როინ გიორგის ძე გირგვლიანი დაიბადა 1960 წლის 6 მაისს მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. ლატალის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ორივე ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის 12 სექტემბრიდან  როინ გირგვლიანი ირიცხებოდა საქართველოს პრესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ  ქვემო ეშერასთან.

1993 წლის  16 მარტს მტრის მოგერიების დროს როინი ალყაში მოხვედრილი თანამებრძოლების დასახმარებლად მიემართებოდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის როინ გირგვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

როინ გიორგის ძე გირგვლიანი

როინ გიორგის ძე გირგვლიანი დაიბადა 1960 წლის 6 მაისს მესტიის...

მამუკა ბუცხრიკიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

მამუკა ბუცხრიკიძე დაიბადა 1970 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარკაში. 1987 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ სახალხო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში. დემობილიზაციის შემდეგ ჩააბარა რუსეთის ფედარაციის ივანოვის ოლქის ქალაქ შუის პედაგოგიურ ინსტიტუტში _ გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე.

აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა შეცვალა მამუკას გეგმები, იგი მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში შეიარაღების სამსახურის საწყობის უფროსად. მამუკა  ბუცხრიკიძე მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს და ბრძანებებს, რისთვისაც გამოცხადებული ჰქონდა სახელმწიფო მეთაურის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის  მადლობა.

ამონარიდი სახელმწიფო მეთაურის წერილიდან:

„ბატონ მამუკა ბუცხრიკიძეს

დიდ მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ისტორიის ამ უმძიმეს და ურთულეს ეტაპზე სამშობლოსა და ერის წინაშე თავდადებისათვის, უმწიკვლო მხედრული სამსახურისა და მამულიშვილური  ღვაწლისათვის.

დღეს, როდესაც ერს, მამულს, როგორც არასდროს, სჭირდება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო საზღვრების, მამა-პაპის კურთხეული მიწა-წყლის დაცვა, თქვენ ვაჟკაცურად და მამაცურად დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე, თავგანწირვით ემსახურებით მისი სამხედრო ძლიერებისა და უშიშროების განმტკიცებას.

დიდი პატივია იყო საქართველოს ისტორიული, გმირული სამხედრო ტრადიციების ჭეშმრიტი მემკვიდრე და თავდადებული გამგრძელებელი, ახალი, ერთიანი, ეროვნული, დემოკრატიული არმიის საიმედო ჯარისკაცი, სამშობლოს დამცველი ერთგული რაინდი. თქვენ ეს საპატიო მისია დაგაკისრათ სამშობლომ, თქვენ კი საქმით დაამტკიცეთ, რომ ღირსი ხართ ამ დიდი პატივისა და მისიისა.

სულ  მაღლა გეჭიროთ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული თავისუფლების დროშა, როგორც ჩვენს სახელოვან წინაპრებს ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის დროშა და მახვილი ეჭირათ. დარწმუნებული ვარ, ის ერი და არმია არასოდეს არ  დამარცხდება, რომელსაც თქვენისთანა ერთგული, თავდადებული და მამაცი მეომრებიჰყავს“.

 

მამუკა ბუცხრიკიძე უშიშრად ებრძოდა მომხდურ გადამთიელებს. 1993 წლის ავბედით 16 მარტს ბატალიონის ქიმიური ოცეულის პოზიციაზე დილით, მტრის შემოტევის მოგერიების დროს იგი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბუცხრიკიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

მამუკა ბუცხრიკიძე

მამუკა ბუცხრიკიძე დაიბადა 1970 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარკაში. 1987...

ლორიკ გრიგოლის ძე ბოკუჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ლორიკ გრიგოლის ძე ბოკუჩავა, დაიბადა  1949 წლის  23 აპრილს,  გურლიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში. ზემო ფშაფის საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ, 1966-68 წელებში,  ლორიკი სწავლობდა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმის ხელსაწყოთა ქარხანაში. 1974-79  წლებში  განაგრძო სწავლა ქალაქ ტობოლსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსანტრანსპორტო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ ტობოლსკში, სხვადასხვა თანამდებობებზე… 1982 წელს ჩამოვიდა აფხაზეთში და განაგრძო მუშაობა.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული საომარი კონფლიქტის დროს ლორიკ ბოკუჩავა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს  23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის რიგებში, სარემონტო ოცეულში, აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთისპირას. 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული მტრის შემოტევის მოგერიების დროს ფეხში დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა ბატალიონში. 1993 წლის 29 სექტემბერს ბატალიონის აფხაზეთიდან გამოსვლისას ლორიკ ბოკუჩავა მტრის ტყვიამ იმსხვერპა.

ლორიკ ბოკუჩავას დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი, რომლებმაც სასახელოდ გააგრძელეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მამის ცხოვრებისეული გზა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ლორიკ ბოკუჩავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

ლორიკ გრიგოლის ძე ბოკუჩავა

ლორიკ გრიგოლის ძე ბოკუჩავა, დაიბადა  1949 წლის  23 აპრილს,  გურლიფშის...

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა დაიბადა 1948 წლის 3 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ პატარა-ფოთში. სკოლის დამთავრებისთანავე დაოჯახდა და საცხოვრებლად აფხაზეთში, გულრიფშში გადავიდა. მუშაობდა ციტრუსების მეურნეობაში.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს  გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ავთანდილ ბჟალავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში. უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის   პირას, ქვემო ეშერაში მტრის შემოტევების მოგერიებისას.

1992 წლის 13 ნოემბერს  პოზიციური ბრძოლის დროს ავთანდილ ბჟალავა გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ავთანდილ ბჟალავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა დაიბადა 1948 წლის 3 თებერვალს ხობის...

ამირან შოთას ძე ბობოხიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ამირან შოთას ძე ბობოხიძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქალაქ სოხუმში. მე-12 სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.  სამხედრო სამსახური გაიარა ქალაქ ბრესტის სადესანტო ბრიგადაში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე  სწავლა განაგრძო. აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს  გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1993 წლის 16 სექტემბერს ტატო მოხალისედ ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლ ასეულში.  იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთისპირას, ქვემოეშერაში ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე, მომხდური მტრის შემოტევების მოგერიებისას. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის 18 სექტემბერი. მტრის მიერ გამოსროლილი ჭურვის აფეთქების შედეგად ტატო სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე.

    

მახსოვს შენი პირველი ნაბიჯები, შემდეგ, სიჭაბუკე, ყმაწვილკაცობა, პირველი სიყვარული… თვალისდახამხამებაში გაირბინა ხანმოკლე სიცოცხლისოცდაერთმა წელმა 18 სექტემბრის სისხლიანი დილა საბედისწერო აღმოჩნდა შენთვის… სამშობლოსათვის თავდადებულთა უკვდავ ხსოვნაში ჰპოვე მარადისობა.ვერ მოგიტანე საფლავზე ვარდები, ვერ იპოვა სულმა სიმშვიდეფოტოც არ დამრჩა შენი შვილო.

ღვთისმშობელო ნუ მოაკლებ შენს მფარველობას ბობოხიძეების ოჯახს, ამქვეყნიური სიკეთე არ მოშლოდეს მისი გვარისა და სახელის გამგრძელებელთ.

უფალო შენ გააძლიერე და გადაარჩინე საქართველო“.

                                                                                       გულმკვდარი ტატოს დედის ჩანაწერებიდან.

 

ამირან შოთას ძე ბობოხიძე

ამირან შოთას ძე ბობოხიძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქალაქ...

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე დაიბადა 1960 წლის 9 ივლისს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1977-1979 წწ. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის საბაღე მეურნეობაში. 1979-1981 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-1989 წწ. მუშაობდა საზღვაო-ფლოტის სატვირთო გემებზე მეზღვაურად. 1990-1992 წლებში დაკავებულ იყო კერძო ბიზნესით. 1992 წლის ნოემბერში თამაზს შეეძინა ქალიშვილი _   დიანა (რომელიც აფხაზეთში დარჩა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა).

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს თამაზ ბზიკაძე მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის რადიო-ტექნიკოსად, სადაც იმსახურა აფხაზეთში ომის დასრულებამდე.

1994-1997 წლებში თამაზი  მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1998 წლიდან მსახურობდა შსს აფხაზეთის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელად.

თამაზ ბზიკაძე დაიღუპა 1998 წლის 24 მაისს სოფელ ნაბაკევში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  თამაზ ბზიკაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე დაიბადა 1960 წლის 9 ივლისს ქალაქ...

ვახტანგ ალექსანდრეს ძე ბზიკაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ვახტანგ ალექსანდრეს ძე ბზიკაძე დაიბადა 1964 წლის 28 ივლისს.  სწავლის დამთავრების შემდეგ ვახტანგი საცხოვრებლად უკრაინაში წავიდა.   შექმნა ოჯახი, შეეძინათ სამი ვაჟი.

აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ვახტანგი ჩამოვიდა საქართველოში და დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ბზიკაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში. ვაჟკაცურად იბრძოდა მტრის შემოტევების მოგერიებისას თანამებრძოლებთან ერთად.

1993 წლის  27 ივლისს, პოზიციური ბრძოლის დროს, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ვახტანგ ბზიკაძე   მე-6 ბატალიონის  საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას (სოფელ ქვემო-ეშერასთან)  დაიღუპა.

ვახტანგ ალექსანდრეს ძე ბზიკაძე

ვახტანგ ალექსანდრეს ძე ბზიკაძე დაიბადა 1964 წლის 28 ივლისს.  სწავლის...

ზაქრო შაქროს ძე ბერია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

 

ზაქრო შაქროს ძე ბერია დაიბადა 1970 წლის 14 ივნისს.

1992 წლის 23  სექტემბრიდან ზაქრო  ბერია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულში ათმეთაურის თანამდებობაზე.  აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის  თავდადებულმა მებრძოლმა. ზაქრო აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იგი პირნათლად ასრულებდა მეთაურის  დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ ზაქრომ გააგრძელა ბრძოლა აფხაზეთის ტერიტორიის განთავისუფლების მიზნით. 1997 წლის ივლისის თვეში ზაქრო ბერია  გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _  ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.

ზაქრო შაქროს ძე ბერია

  ზაქრო შაქროს ძე ბერია დაიბადა 1970 წლის 14 ივნისს....

გურამ ტიტეს ძე ბახტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

 

გურამ ტიტეს ძე ბახტაძე დაიბადა 1961 წლის 22 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. დაამთავრა წებელდის საშუალო სკოლა,შემდეგ კი, 1981 წელს  ქალაქ  ხონის ტექნიკური სასწავლებელი.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გურამ ბახტაძე მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით.  ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის  მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად.  გურამი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მიმდებარედ.

გურამ ბახტაძე, 1993 წლის 16 მარტს, მე-6 ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას, სოხუმზე განხორციელებული მტრის მორიგი შემოტევის მოგერიების დროს დაიღუპა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  გურამ ბახტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

გურამ ბახტაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

გურამ ტიტეს ძე ბახტაძე

  გურამ ტიტეს ძე ბახტაძე დაიბადა 1961 წლის 22 იანვარს...

დავით ჯოტოს ძე ადამია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

დავით ჯოტოს ძე ადამია დაიბადა 1959 წლის 24 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში. მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანის სამხედრო ბაზაზე ინჟინერ-მშენებლად.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს დავით ადამია მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 24 ნოემბრიდან იგი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში _ მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე. ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო-ეშერასთან „გრეჩკოს“ აგარაკის მიმდებარედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. აფხაზეთის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა დავით ადამიას. 1994 წელს, როგორც თავდაცვის სამინისტროს ხონის ბატალიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იცავდა კოდორის ხეობას, შემდეგ კი სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში გააგრძელა. 1997 წლის ივლისში.

დავით ადამია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.

დავით ადამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  დავით ადამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  II  ხარისხის ორდენით.

დავით ჯოტოს ძე ადამია

დავით ჯოტოს ძე ადამია დაიბადა 1959 წლის 24 ოქტომბერს გულრიფშის...

ვახტანგ ხუხუტის ძე ჯიქია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

ვახტანგ ხუხუტის ძე ჯიქია დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვახტანგ ჯიქია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული  ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

ვახტანგ ჯიქია დაიღუპა 1992 წლის 14 ნოემბერს სოფელ კინდღთან.

 

ვახტანგ ხუხუტის ძე ჯიქია

  ვახტანგ ხუხუტის ძე ჯიქია დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს...

ზურაბ სერგოს ძე ჯელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ზურაბ სერგოს ძე ჯელია დაიბადა 1960 წლის 31 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზურაბი მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

ზურაბ ჯელია დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარკის მიმდებარედ.

 

ზურაბ სერგოს ძე ჯელია

ზურაბ სერგოს ძე ჯელია დაიბადა 1960 წლის 31 მარტს გულრიფშის...

როსტომ (გულადი) ვლადიმერის ძე ჯაჭვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

როსტომ (გულადი) ვლადიმერის ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1962 წლის 20 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ პტიშში (აჟარის მუნიციპალიტეტი).  დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟის პირველი საშუალო სკოლა.

როსტომ ჯაჭვლიანი 1992 წლიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ასეულში.

1992 წლის 17 ოქტომბერს, ახალდაბა-კინდღის მისადგომებთან, აფხაზ სეპარატისტებთან  მორიგი  შეტაკებისას როსტომ ჯაჭვლიანი გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის როსტომ ჯაჭვლიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

როსტომ (გულადი) ვლადიმერის ძე ჯაჭვლიანი

როსტომ (გულადი) ვლადიმერის ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1962 წლის 20 ივლისს...

თამაზ ანატოლის ძე ხუნწარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თამაზ ანატოლის ძე ხუნწარია დაიბადა 1957 წლის 15 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. დაამთავრა ვარჩის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ხუნწარია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

თამაზ ხუნწარია დაიღუპა 1992 წლის 17 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ხუნწარია  დაჯილდოვდა მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და „მხედრული მამაცობისათვის“.

თამაზ ანატოლის ძე ხუნწარია

თამაზ ანატოლის ძე ხუნწარია დაიბადა 1957 წლის 15 იანვარს გულრიფშის...

error: Content is protected !!