სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ნუკრი სერგოს ძე ხარბედია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ნუკრი  სერგოს ძე ხარბედია დაიბადა 1974 წლის 14 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.  კოდორის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნუკრი ხარბედია 1992 წლის 10 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-5 ბატალიონში. სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადრაჯოზე.

ნუკრი ხარბედია 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნუკრი ხარბედია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.

ნუკრი სერგოს ძე ხარბედია

ნუკრი  სერგოს ძე ხარბედია დაიბადა 1974 წლის 14 თებერვალს გულრიფშის...

ჯემალ ალიოშას ძე ხალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ჯემალ ალიოშას ძე ხალიანი დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს ცაგერში.  ცაგერის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.

ჯემალ ხალიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუს23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულში, მონაწილოეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

ჯემალ ხალიანი 1993 წლის 19 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ახალდაბასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

 

ჯემალ ალიოშას ძე ხალიანი

ჯემალ ალიოშას ძე ხალიანი დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს ცაგერში. ...

ფრიდონ დავითის ძე ხაინდრავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ფრიდონ დავითის ძე ხაინდრავა დაიბადა 1935 წელს.  აფხაზეთში მიმდინარე საომარ  მოქმედებებში 1992 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობდა. მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. იყო დისციპლინირებული და მამაცი მეომარი. თანამებრძოლებში ნდობით და სიყვარულით სარგებლობდა.

ფრიდონ ხაინდრავა დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს , მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ორთაბრძოლის დროს.

ფრიდონ დავითის ძე ხაინდრავა

ფრიდონ დავითის ძე ხაინდრავა დაიბადა 1935 წელს.  აფხაზეთში მიმდინარე საომარ ...

ბესიკ ხაზალია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ბესიკ ხაზალია დაიბადა 1965 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში. მოგვიანებით ხაზალიების ოჯახი საცხოვრებლად გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში გადავიდა. ბესიკმაც ამ სოფლის სკოლა დაამთავრა.

1992 წლის 14 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, გულრიფშის ორი სოფელი _ ვლადიმეროვკა და განახლება გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ასეული. ამ ასეულისგან დაკომპლექტდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონი, რომლის მეთაურად დაინიშნა ვახტანგ კვაშილავა, ხოლო ერთ-ერთ ასეულს ბესიკ ხაზალია ხელმძღვანელობდა.

თანამებრძოლების გადმოცემით, ბესიკს სოხუმი დაცემის შემდეგაც არ დაუტოვებია და ბატალიონის დარჩენილ წევრებთან ერთად პოზიციას იცავდა. 29 სექტემბერს მშობლებზე ცუდი ინფორმაცია მოუვიდა. მათ განსაცდელში ვერ მიატოვებდა  და წასვლა გადაწყვიტა… თუმცა იქამდე ვერ მიაღწია, რადგან სოფელი უკვე მტრის ხელში იყო. იმავე დღეს, 29 სექტემბერს, ბესიკი ტყვედ აიყვანეს და მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ, 30 სექტემბერს,  დახვრიტეს. ბესიკმა შესაშური სულიერი სიმტკიცე და სამშობლოსადმი ერთგულება გამოიჩინა და გამძვინვარებულ მტერს არ დაუჩოქა, სიკვდილს ღირსეულად შეხვდა…

 

ბესიკ ხაზალია

ბესიკ ხაზალია დაიბადა 1965 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში. მოგვიანებით...

ემზარ ანზორის ძე ხაინდრავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ემზარ ანზორის ძე ხაინდრავა დაიბადა 1965 წლის 7 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინრის პროფესიით.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, მეთაურის ბრძანებებს და მითითებებს სანიმუშოდ ასრულებდა. თანამებროძლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.  ემზარმა ბოლომდე უერთგულა ქვეყანას.

დაიღუპა 1993 წლის 22 სექტემბერს, უთანასწორო ბრძოლის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ემზარ ხაინდრავა,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ემზარ ანზორის ძე ხაინდრავა

ემზარ ანზორის ძე ხაინდრავა დაიბადა 1965 წლის 7 სექტემბერს ოჩამჩირის...

ანზორ გრიგოლის ძე ხაინდრავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ანზორ გრიგოლის ძე ხაინდრავა დაიბადა 1942 წლის 24 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის რიგირთ შემადგენლობაში. თავდადებული და უშიშარი მეომარი მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. მეთაურთა დავალებებსა და ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა.

ანზორ ხაინდრავა დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს, ერთერთ საბრძოლო დავალების შესრულების დროა.

ანზორ გრიგოლის ძე ხაინდრავა

ანზორ გრიგოლის ძე ხაინდრავა დაიბადა 1942 წლის 24 დეკემბერს ოჩამჩირის...

ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია დაიბადა 1961 წლის 10 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. დაამთავრა ვარჩის იაკობ შელიას სახელობის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა თბილისში, აქვე დაამთავრა სატანკო სასწავლებელი. სოხუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, საიდანაც სწავლის გასაგრძელებლად  ხარკოვის სახანძრო სასწავლებელში გაგზავნეს.  დამთავრების შემდეგ, ჯამბულ წურწუმიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გააგრძელა სამსახური.

აფხაზეთში ომის დაწყების პიველივე დღიდან მაიორი ჯამბულ წურწუმია სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ფიზიკური მომზადების უფროსად. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ჯამბული დაიჭრა. 1993 წლის 18 სექტემბერს კი, აფხაზი სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჯამბულ წურწუმია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჯამბულ წურწუმიას სახელი მიენიჭა.

ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია

  ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია დაიბადა 1961 წლის 10 დეკემბერს...

დიონ შალვას ძე ჭითანავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

დიონ შალვას ძე  ჭითანავა დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს. დიონი გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა, მუშაობდა გულრიფშის სატყეო მეურნეობაში. დიონ ჭითავა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიური მეომარი თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა.

დიონ ჭითანავა, 1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ კინდღის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ კინდღში.

დიონ  ჭითანავას დარჩა  მეუღლე და ხუთი შვილი.

 

დიონ შალვას ძე ჭითანავა

დიონ შალვას ძე  ჭითანავა დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს. დიონი...

სოსო ინდიკოს ძე ძაძამია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

სოსო ინდიკოს ძე ძაძამია დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1981 წელს დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოსო ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული  ბრიგადის მე-5 ბატალიონში მოხალისედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

სოსო ძაძამია დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ ახალდაბასთან, ერთ-ერთი შემოტევისას.

სოსო ინდიკოს ძე ძაძამია

სოსო ინდიკოს ძე ძაძამია დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს ოჩამჩირის...

ავთანდილ ერასტოს ძე ცირდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ავთანდილ ერასტოს ძე ცირდავა დაიბადა 1937 წლის 16 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 13 იანვრიდან ავთანდილ ცირდავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, მეთაურის ბრძანებებს და მითითებებს სანიმუშოდ ასრულებდა. თანამებროძლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ავთანდილ ცირდავა  დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ახალდაბაში შეტაკების დროს. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

ავთანდილ ერასტოს ძე ცირდავა

ავთანდილ ერასტოს ძე ცირდავა დაიბადა 1937 წლის 16 მაისს ოჩამჩირის...

მიხეილ სერგოს ძე ციკოლია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მიხეილ სერგოს ძე ციკოლია დაიბადა 1961 წლის 1 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.  საშუალო  სკოლის დამთავრების შემდეგ, 1978 წელს,  ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. 1982 წლიდან  ახალდაბის ჩაის მეურნეობაში მექანიზატორად დაიწყო მუშაობა.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდან მიხეილი მედგრად იცავდა მშობლიურ კუთხეს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-5 ბატალიონში

მიხეილ ციკოლია დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს, ერთ-ერთი  საბრძოლო შეტაკებისას. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

მიხეილ ციკოლიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

მიხეილ სერგოს ძე ციკოლია

მიხეილ სერგოს ძე ციკოლია დაიბადა 1961 წლის 1 აპრილს ოჩამჩირის...

მურად (ფრიდონ) ჩხეტიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მურად ჩხეტიანი დაიბადა 1959 წლის 28 იანვარს მესტიის რაიონის სოფელ ფარიში. 1976 წელს დაამთავრა სოფელ ჭუბერის საშუალო სკოლა. 1987 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ  მოქმედებებში 1992 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობდა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 28-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

მურად ჩხეტიანი დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, სოფელ ათარა-აბხაზსკაიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის მურად ჩხეტიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

მურად (ფრიდონ) ჩხეტიანი

მურად ჩხეტიანი დაიბადა 1959 წლის 28 იანვარს მესტიის რაიონის სოფელ...

რაჟიკო ტატაშის ძე ჩიქოვანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რაჟიკო ტატაშის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 30 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. 1965 წელს დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. 1966-68 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1969-74 წწ. სწავლობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. 1975 წლიდან მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში, იურიდიული განყოფილების იურისტად.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 12 დეკემბრიდან რაჟიკო ჩიკოვანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.

რაჟიკო ჩიქოვანი 1993 წლის 7 იანვარს სოფელ ათარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ კინდღში.

რაჟიკო ტატაშის ძე ჩიქოვანი

რაჟიკო ტატაშის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 30 სექტემბერს ოჩამჩირის...

რეზო გიორგის ძე ჩაჩხალია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რეზო გიორგის ძე ჩაჩხალია დაიბადა 1952 წლის 19 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რეზო ჩაჩხალია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-5 ბატალიონის პირველ ასეულში. მონაწილეობდა სოფლების _ ათარის, ზედა კინდღის, ლაბრის, ტამიშის მიმდებარედ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

რეზო ჩაჩხალია დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ახალდაბაში. დაკრძალულია ახალდაბის სასაფლაოზე.

რეზო გიორგის ძე ჩაჩხალია

რეზო გიორგის ძე ჩაჩხალია დაიბადა 1952 წლის 19 მარტს ოჩამჩირის...

რამაზ სერგოს ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რამაზ სერგოს ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1965 წლის 1იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1981 წელს დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა წყურგილის ქვის საამქროში.

რამაზ ჩაკვეტაძე 1992-1993 წლებში ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის (ახალდაბა) პირადი შემადგენლობის რიგებში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, რამაზ ჩაკვეტაძე აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ბრძოლებში.

ახალდაბაზე მასიური შემოტევისას რამაზ ჩაკვეტაძე სამი დღის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად თავგანწირვით ამაგრებდა მშობლიური სოფლის მისადგომებს, მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. მიუხედავად ჩვენი მებრძოლების თავგანწირვისა, სოფელი აიღეს.

1993 წლის 19 სექტემბერს შეუპოვარი მეომარი გმირულად დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის რამაზ ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

რამაზ სერგოს ძე ჩაკვეტაძე

რამაზ სერგოს ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1965 წლის 1იანვარს ოჩამჩირის რაიონის...

error: Content is protected !!