სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მურმან ბეგლარის ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მურმან ბეგლარის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1954 წელს. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს, მურმან ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის მე-5 ბატალიონში. მურმანი  სიმამაცითა და გამბედაობით გამოირჩეოდა. მეთაურის დავალებებსა და ბრძანებებს დროულად ასრულებდა. თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1993 წლის 2 ივნისს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს სოფელ ათარა-აფხაზსკაიაში ყუმბარმტყორცნის აფეთქებას ემსხვერპლა.

დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის მურმან ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

მურმან ბეგლარის ძე ჩაკვეტაძე

მურმან ბეგლარის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1954 წელს. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის...

დემურ ბეგის ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

დემურ ბეგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1948 წლის 5 თებერვალს ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მუშაობდა სოხუმის №1 ავტოპარკში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დემურ ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო ოპერაციაში.

დემურ ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 9 მარტს, ათარა-არმიანსკაიას მიმდებარედ მტერთან შეტაკების დროს. დაკრძალულია სოფელ ახალდაბის  სასაფლაოზე.

დემურ ჩაკვეტაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დემურ ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

დემურ ბეგის ძე ჩაკვეტაძე

დემურ ბეგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1948 წლის 5 თებერვალს ცაგერის...

ბუბუტი ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი ბუბუტი ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა მე-5 ბატალიონი.

ბუბუტი ჩაკვეტაძე  დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ბუბუტი ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

ბუბუტი ჩაკვეტაძე

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი ბუბუტი ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს...

მიხეილ ფილიპეს ძე შურღაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მიხეილ ფილიპეს ძე შურღაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

მიხეილ შურღაია დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, სოფელ ვარჩეში მტრის შემოტევისას.

დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.

მიხეილ ფილიპეს ძე შურღაია

მიხეილ ფილიპეს ძე შურღაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2...

რომან იროდის ძე შონია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რომან იროდის ძე შონია დაიბადა 1958 წლის 9 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ხონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში ზ/რიგითად.

1992 წლის 10 დეკემბერს მტრის ავიაციამ დაბომბა კოდორის ხიდის პოზიციები, რა დროსაც რომან შონია დაიღუპა.

რომან იროდის ძე შონია

რომან იროდის ძე შონია დაიბადა 1958 წლის 9 მარტს გულრიფშის...

მურთაზ შოთას ძე შონია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მურთაზ შოთას ძე  შონია დაიბადა 1965 წლის 26 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს უყოყმანოდ აიღო ხელში იარაღი და თანამებრძოლებთან ერთად თავგანწირვით იცავდა მშობლიურ აფხაზეთს.  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის რიგითად.
მურთაზ შონია დაიღუპა1993 წლის 15 მაისს, ათარის მისადგომებთან მიმდინარე ორთაბრძოლის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურთაზ შონია,  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის.“

მურთაზ შოთას ძე შონია

მურთაზ შოთას ძე  შონია დაიბადა 1965 წლის 26 მაისს ოჩამჩირის...

ვლადიმერ (დურუ) შარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვლადიმერ შარია დაიბადა 1947 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვლადიმერ შარია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-5 ბატალიონში, ასრულებდა მეთაურის მოვალეობას. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სარისკო საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა სიმამაცითა და გამბედაობით.

ვლადიმერ შარია დაიღუპა 1992 წელს კოდორის ხიდზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

          საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ვლადიმერ შარია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ვლადიმერ (დურუ) შარია

ვლადიმერ შარია დაიბადა 1947 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. აფხაზეთში...

ნოდარ სერაპიონის ძე ყურაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ნოდარ სერაპიონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1950 წლის 12 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახლდაბაში. დაამთავრა ეგნატე ნინოშვილის სახელობის ახალდაბის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური, ომამდე მუშაობდა წყურგილის ქვის საამქროში მემანქანედ.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რიგითი ნოდარ ყურაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

1993 წლის 19 სექტემბერს ნოდარ ყურაშვილი სოფელ ახალდაბის დაცვის დროს დაიღუპა.

ნოდარ ყურაშვილი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

ნოდარ სერაპიონის ძე ყურაშვილი

ნოდარ სერაპიონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1950 წლის 12 მაისს ოჩამჩირის...

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია დაიბადა 1957 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვახტანგ ღვინჯილია ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში  ოცმეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა სოფლების _ ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიანსკაიას, კინდღის, ტამიშის, შრომის მიმდებარედ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. ვახტანგ ღვინჯილია გამოირჩეოდა დისციპლინითა და მებრძოლი სულისკვეთებით.

1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლებისას, მტერმა სოფლები _ ახალდაბა და აძიუბჟა დაიკავა. ვახტანგ ღვინჯილიამ, მეომართა ჯგუფთან ერთად, სცადა აძიუბჟაში განლაგებული მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევა. ამ ოპერაციის დროს ვახტანგი მძიმედ დაიჭრა, ინტენსიური ცეცხლის გამო მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და ადგილზე დაიღუპა.

ვახტანგ ღვინჯილია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვახტანგ ღვინჯილია , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია დაიბადა 1957 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის...

ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია დაიბადა 1934 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალექსი ქვილითაია 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-5 ბატალიონში მოხალისედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

ალექსი ქვილითაია დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს, მტრის მიერ მდინარე კოდორის ხეობის მიდამოებში საავიაციო დაბომბვის დროს, დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია

ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია დაიბადა 1934 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა...

ჯემალ გიორგის ძე ქებურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ჯემალ გიორგის ძე ქებურია დაიბადა 1967 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯემალ ქებურია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. მამაცი და თავდადებული მეომარი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მისი გმირული საქციელი სამაგალითო იყო გარშემომყოფთათვის.

ჯემალ ქებურია დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარააფხაზსკაიაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჯემალ ქებურია,  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის.“

ჯემალ გიორგის ძე ქებურია

ჯემალ გიორგის ძე ქებურია დაიბადა 1967 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...

იგორ ბარდღას ძე ქარაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

იგორ ბარდღას ძე ქარაია დაიბადა 1961 წლის 13 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, იგორ ქარაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლის 29 სექტემბერს, იგორ ქარაია  გმირულად დაიღუპა მშობლიურ ახალდაბაში.

იგორ ბარდღას ძე ქარაია

  იგორ ბარდღას ძე ქარაია დაიბადა 1961 წლის 13 ივნისს...

ბარდღა ბაგრატის ძე ქარაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ბარდღა ბაგრატის ძე  ქარაია დაიბადა 1934 წელს 4 ივნისს წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანში. 1946 წელს საცხოვრებლად აფხაზეთში, კერძდ, სოფელ ახალდაბაში გადავიდა. მუშაობდა სოფლის მეცხოველეობის ფერმაში. 1959 წელს დაოჯახდა. 1967 წელს სამუშაოს შესრულების დროს  ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც  მარცხენა  ხელი დაკარგა. იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი.  წლოვანებისა და ჯანმრთელობის მდგომარების მიუხედავად, 61 წლის ბარდღა ქარაია, სამშობლოს სადარაჯოზე დადგა და მთელი შემართებით დაუპირისპირდა აფხაზ ექსტრემისტებს.  ჩაირიცხა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
ბარდღა ქარაია 1993 წლის 26 სექტემბერს  საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სოფელ ახალდაბაში დაიღუპა.

ბარდღა ბაგრატის ძე ქარაია

ბარდღა ბაგრატის ძე  ქარაია დაიბადა 1934 წელს 4 ივნისს წალენჯიხის...

რევაზ აკაკის ძე ქალდანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რევაზ აკაკის ძე ქალდანი დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვიშში. 1973 წელს დაამთავრა სოფელ ახალი კინდღის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო  სამსახური.

რევაზ ქალდანი, აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1993 წლის 1 იანვრიდან ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კკორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის, პირველი ასეულის, მე-3 ოცეულში მეტყვიამფრქვევედ.

რევაზ ქალდანი, 1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ ახალ კინდღში აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკებისას მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

რევაზ ქალდანი დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რევაზ ქალდანი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

რევაზ აკაკის ძე ქალდანი

რევაზ აკაკის ძე ქალდანი დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს გულრიფშის...

ელვარდ ქალდანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ელვარდ ქალდანი დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. დაამთავრა კოდორის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის  დროს,  ელვარდ ქალდანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. სოხუმს რომ ზურგიდან საფრთხე არ შექმნოდა, აუცილებელი იყო დალის ხეობის დაცვა.  სწორედ ელვარდ ქალდანი ხელმძღვანელობდა დალის ხეობის დასაცავად გამართულ საბრძოლო ოპერაციებს.
დრო გადიოდა, ომი არა და არ ცხრებოდა, მოდიოდა ცნობები, რომ მტერი  ახალი შემოტევისათვის ემზადებოდა.
28 სექტემბერს, საღამოს, აფხაზეთის მთელი ტერიტორია  ქართველი მოსახლეობისაგან დაიცალა. ბრძოლები ბოლო წუთამდე მიმდენარეობდა. ღვთის ანაბარად დარჩენილი ბიჭები უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდნენ. სოფელ მაჭარაში, 1993 წლის 28 სექტემბერს მტრის  ერთ-ერთი ძლიერი  შემოტევისას ელვარდ ქალდანი უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა.

ელვარდ ქალდანი

ელვარდ ქალდანი დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!