სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

კოტე რეჯიბის ძე ფანგანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

კოტე რეჯიბის ძე ფანგანი დაიბადა 1975 წლის 19 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1992 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, 17 წლის კოტე  1992 წლის 20 ნოემბრიდან ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5  ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა სოფლების: ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიანსკაიას, კინდღის, აძიუბჟას მისადგომებთან განხორციელებულ არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში.

კოტე ფანგანი დაიღუპა სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. დაკრძალულია სოფელ ბაბუშარის ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  კოტე ფანგანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

კოტე რეჯიბის ძე ფანგანი

კოტე რეჯიბის ძე ფანგანი დაიბადა 1975 წლის 19 აგვისტოს ოჩამჩირის...

ბეჟან ნოდარის ძე უბილავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ბეჟან ნოდარის ძე უბილავა დაიბადა 1973 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.

ბეჟან უბილავა 1993 წლის 7 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-5 ბატალიონში.  აქტიურად მონაწილეობდა სოფლების _ ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიამსკაიას, კინდღის, ახალდაბის მიმართულებით განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.

ბეჟან უბილავა დაიღუპა 1993 წლის 3 თებერვალს, ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს.

 

 

ბეჟან ნოდარის ძე უბილავა

ბეჟან ნოდარის ძე უბილავა დაიბადა 1973 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის...

ინდერ ჯანდარის ძე სუბელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

ინდერ ჯანდარის ძე სუბელიანი დაიბადა 1945 წელს კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარაში.  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

ინდერ სუბელიანი, 1992 წლის 3 დეკემბერს, ოჩამჩირეში, სოფელ ათარას        მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ინდერ სუბელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ინდერ ჯანდარის ძე სუბელიანი

  ინდერ ჯანდარის ძე სუბელიანი დაიბადა 1945 წელს კოდორის ხეობაში,...

თენგიზ შამშეს ძე სილაგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თენგიზ შამშეს ძე სილაგაძე დაიბადა 1951 წლის 31 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  ჩაირიცხა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტი. მუშაობდა ახალი კინდღის ბანაკ „მზიურში“.

თენგიზ სილაგაძე 1992 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში მეთაურის მოადგილედ. მონაწილობდა სოფელ ათარის, ანუარხუს, ტამიშის, ლაბრას, ზედა კინდღის საბრძოლო ოპერაციებში.

თენგიზ სილაგაძე დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ  ახალდაბის მისადგომებთან.

თენგიზ შამშეს ძე სილაგაძე

თენგიზ შამშეს ძე სილაგაძე დაიბადა 1951 წლის 31 მარტს ოჩამჩირის...

ავთანდილ შოთას ძე სილაგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ შოთას ძე სილაგაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული  ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულში რიგითად.

ავთანდილ სილაგაძე მონაწილეობდა სოფლების _ ზედა-კინდღის, ტამიშის, ანუარხუს მიდამოებში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლის 23 დეკემბერს ს. მაისურაძეს, თ. გიორგობიანს, კვირიკაშვილს, ჯ. გიორგობიანს, გ. სილაგაძეს და ა. სილაგაძეს მებრძოლ ბიჭებთან ტყვია-წამალი და სურსათიმი ჰქონდათ, ტრაქტორმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე გადაიარა და აფეთქდა. ადგილზე გარდაიცვალა ა. სილაგაძე, თ. გიორგობიანი და ჯ. კვირიკავშილი. დანარჩენები მსუბუქად დაიჭრნენ. დაღუპულთა ცხედრები მეომრებმა გადმოასვენეს და დაკრძალეს სოფელ ახალ კინდღში.

ავთანდილ სილაგაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

ავთანდილ შოთას ძე სილაგაძე

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ შოთას ძე სილაგაძე ირიცხებოდა...

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი დაიბადა 1959 წლის  29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. დაამთავრა სოფელ განახლების საშუალო სკოლა. მუშაობდა ბაღმარანის სამხედრო ბაზაზე.

როლანდ სიდიანი 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ნაღმტყორცნელი ბატარეის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში _ ატარა არმიანსკაიაში, ატარა აფხაზკაიაში, ლაბრასა და არაკიჩში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

როლანდ სიდიანი დაიღუპა  სოფელ განახლების მშვიდობიანი მოსახლეობის წებელდის მიმართულებით გადაყვანისას, ერთ-ერთი შეტაკების დროს..

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  როლანდ სიდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი დაიბადა 1959 წლის  29 ოქტომბერს გულრიფშის...

გიგუშა, გოჩა და გია სანაიები

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში მცხოვრებ სანაიების ოჯახს აფხაზეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა  ტრაგიკული დაღი დაასვა.

გიგუშა ძაკუს ძე სანაია დაიბადა 1942 წლის 25 დეკემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში.

გია სანაია დაიბადა 1966  წლის 23 მაისს გულირფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

გოჩა სანაია დაიბადა 1968 წლის 8 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელი კინდღი აფხაზმა სეპარატისტებმა ალყაში მოაქციეს.  სანაიების ოჯახის ოთხივე წევრი დაიღუპა.

გიგუშა, გოჩა და გია სანაიები

გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში მცხოვრებ სანაიების ოჯახს აფხაზეთში მიმდინარე საომარმა...

ვაჟა ვალიკოს ძე სადილიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვაჟა ვალიკოს ძე სადილიანი დაიბადა 1940 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში.  კინდღის საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ,  სწავლა განაგრძო კულაშის ზოოტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა ახალ კინდღში, ვეტერინარად.

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს, ვაჟა სადილიანი 1992 წლის დეკემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 მესანგრეთა ათეულის მძღოლად.

ვაჟა სადილიანი 1993 წლის 7 იანვარს, სოფელ ათარა-აფხაზსკაიასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს  მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვაჟა სადილიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

ვაჟა ვალიკოს ძე სადილიანი

ვაჟა ვალიკოს ძე სადილიანი დაიბადა 1940 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში. ...

ჯამბულ ნოდარის ძე პაპავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ჯამბულ ნოდარის ძე პაპავა დაიბადა 1965 წლის 23 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ჯამბულ პაპავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. 1992 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი ახორციელებდა. პირნათლად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

ჯამბულ პაპავა, 1992 წლის 17 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან მტრის ძლიერი შემოტევის დროს დაიღუპა.

ჯამბულ პაპავას დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ჯამბულ ნოდარის ძე პაპავა

ჯამბულ ნოდარის ძე პაპავა დაიბადა 1965 წლის 23 დეკემბერს ოჩამჩირის...

გოჩა თემურის ძე ონიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გოჩა თემურის ძე ონიანი დაიპადა 1975 წლის 8 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. გამოირჩეოდა სიმამაცითა და პატრიოტული სულისკვეთებით. მეთაურთა ბრძანებებსა და დავალებებს დროულად ასრულებდა.

გოჩა ონიანი 1993 წლის 10 აპრილს მთერთან უშღავათო ბრძოლაში დაიღუპა.

გოჩა თემურის ძე ონიანი

გოჩა თემურის ძე ონიანი დაიპადა 1975 წლის 8 თებერვალს ოჩამჩირის...

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1946 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ყაზახეთში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოკრატ ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსმე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ათარა-არმიანსკაიასა და ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით გამართულ  ბრძოლებში. განსაკუთრებული გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა  ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს. სოკრატი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის.

სოკრატ ნემსიწვერიძე 1993 წლის 9 მარტს, სოფელ ათარა-აფხაზსკაიასთან გამართული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.  დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

სამშობლოსათვის დაღუპული გმირები არ კვდებიან! მათ სახელს მუდამ მადლიერებით მოიხსენიებს შთამომავლობა.

 

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე

სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1946 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1967 წლის 12 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1989 წელს დამთვარა ახალდაბის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო  სამსახური მოიხადა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დაამთავრა სატანკო სამეთაურო სკოლა და მსახურობდა სატანკო ნაწილში განყოფილების მეთაურად. მაღალკვაფიციური და ერთგული  სამსახურისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. დემობილიზაციის შემდეგ თენგიზ ნემსიწვერიძე  მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა და  სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მესამე კურსიის სტუდენტი იყო როცა აფხაზეთი ომის ქარცეცხლში გაეხვია…

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, კერძოდ ათარა-არმიანსკაიას და  ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით. თენგიზ ნემსიწვერიძე გამოირჩეოდა ვაჟკაცობით, გამბედაობითა და სამხედრო გამჭრიახობით, ამიტომაც ის ოცმეთაურად დაინიშნა.

 

თენგიზ ნემსიწვერიძე 1992 წლის 3 დეკემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, სოფელ ათარა-აფხაზკაიაში გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

            საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  თენგიზ ნემსიწვერიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე

თენგიზ ვალიკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1967 წლის 12 ოქტომბერს ოჩამჩირის...

მელის (არჩილ) შალვას ძე ნაროუშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მელის (არჩილ) შალვას ძე  ნაროუშვილი დაიბადა 1947 წლის 1 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ კიწიაში.  მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მუშაობდა მძღოლად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მელის ნაროუშვილი 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-5 ბატალიონის, მე-2 ასეულის  მე-2 ოცეულში, მეთაურად.

1993 წლის 19 სექტემბერს ახალდაბაზე თავდასხმისას აფხაზმა სეპარატისტებმა ვერაგულად მოკლეს. მისი საფლავი უცნობია.

 

მელის (არჩილ) შალვას ძე ნაროუშვილი

მელის (არჩილ) შალვას ძე  ნაროუშვილი დაიბადა 1947 წლის 1 ოქტომბერს...

რამინ დავითის ძე ნაკანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რამინ დავითის ძე  ნაკანი დაიბადა 1945 წლის 17 მარტს დაბა მესტიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის საზღვაო ნაწილში. 1987 წლიდან რამინ ნაკანი მეუღლესთან და  ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ მეორე ვარჩეში გადავიდა.

რამინ ნაკანი 1992 წლის 21 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში ზ/რიგითად.

1992 წლის 27 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშათან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რამინ ნაკანი სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რამინ ნაკანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

რამინ დავითის ძე ნაკანი

რამინ დავითის ძე  ნაკანი დაიბადა 1945 წლის 17 მარტს დაბა...

ზაურ მიხეილის ძე მჭედლიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ზაურ მჭედლიშვილი დაიბადა 1951 წლის 10 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სოხუმის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში განაგრძო. მუშაობდა ახალი კინდღის საშუალო სკოლაში.

სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე  სმამულის სადარაჯოზე დადგა. ვაჟკაცური, დინჯი, სიტყვაძუნწი, ჭკვიანი _  ასე ახასიათებენ 42 წლის ზაურს ახლობლები…

ზაურ  მჭედლიშვილი 1992 წლის 20 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა ზაურს, იგი ყველას ნუგეშად ევლინებოდა… საზოგადოებრივი საქმეების ნამდვილ სულისჩამდგმელს სწამდა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის…

ზაურ  მჭედლიშვილი 1993 წლის 2 ივლისს  გმირულად დაიღუპა სოფელ ტამიშის მისადგომებთან.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზაურ მჭედლიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

ზაურ მიხეილის ძე მჭედლიშვილი

ზაურ მჭედლიშვილი დაიბადა 1951 წლის 10 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!