ვლადიმერ მირონის ძე მამფორია
ვლადიმერ მირონის ძე მამფორია დაიბადა 1945 წლის 12 თებერვალს.
ვლადიმერ მამფორია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტმებრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს “გაგრის” ბატალიონში – ოცმეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, თავი გამოიჩინა, როგორც თავდადებულმა მებრძოლმა.
1992 წლის 2 ოქტომბერს ვლადიმერ მამფორია გმირულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ მამფორია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ვლადიმერ მირონის ძე მამფორია
ვლადიმერ მირონის ძე მამფორია დაიბადა 1945 წლის 12 თებერვალს. ვლადიმერ...
კოტე ვაჟას ძე კიკაბიძე
კოტე ვაჟას ძე კიკაბიძე დაიბადა 1970 წლის 15 აგვისტოს ქალაქ გაგრაში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა გაგრის N1 საშუალო სკოლა. მეგობრები და პედაგოგები ახასიათებდნენ როგორც აქტიურ და სანიმუშო მოსწავლეს. მონაწილეობდა სკოლის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, გამოირჩოდა მეგობრებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით, გარდა ამისა, კოტე იყო კარგი მოცეკვავე, ირიცხებოდა გაგრის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლში. მიღებული ჰქონდა არაერთი დიპლომი და მედალი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ საავადმყოფოში – სანიტრად. 1991 წელს ჩაირიცხა ქალაქ სემიპალატინსკის უნივერსიტეტში. 1992 წელს სწავლა გააგრძელა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად მუშაობდა ქალაქ გაგრის პიონერთა სახლის დირექტორის მოაგილედ. 1992 წლის აგვისტოში ანსამბლთან ერთად გასტროლებით პოლონეთში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო მშობური ქალაქის სადარაჯოზე დარჩა.
კოტე კიკაბიძე 1992 წლის 18 აგვიტოდან ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგრის ბატალიონში. უშიშარი და მამაცი მებრძოლი, ბატალიონთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძლო ოპერაციაში.
კოტე კიკაბიძე 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაზე განხორციელებული შტურმის დროს გმირულად დაიღუპა.
კოტე ვაჟას ძე კიკაბიძე
კოტე ვაჟას ძე კიკაბიძე დაიბადა 1970 წლის 15 აგვისტოს ქალაქ...
სერგო გულორდავა
სერგო გულორდავა დაიბადა ქალაქ გაგრაში 1931 წლის 26 სექტემბერს. გაგრის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა კაზანის სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელში. სხვადასხვა დროს მსახურობდა კაზანში, გერმანიაში, სომხეთში. სოხუმში იყო სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსების უფროსი. ომამდე მუშაობდა გაგრაში, მცირე ტევადობის ხომალდებისა და თევზის რეწვის ინსპექტორად.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 25 აგვსტოს, პოლკოვნიკი სერგო გულორდავა გაგრის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მებრძოლებს შორის.
1992 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა მოსახლეობამ ბავშვები სკოლაში გაუშვა, რადგან 1992 წლის 3 სექტემბრის სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ნაშუადღევს მოწინააღმდეგემ ქალაქს ჭურვები დაუშინა.
2 ოქტომბერს სერგო გულორდავა და ბატალიონის 15 წევრი მათ განკარგულებაში მყოფ ორ ,,ბმპ”-ში ისხდნენ, როცა ორივე მანქანა ცეცხლის ალში გაეხვა. ასე დაიღუპა გაგრის ბატალიონის პირველი მეთაური სერგო გულორდავა და მასთან მყოფი 15 თავდადებული ვაჟკაცი.
სერგო გულორდავა
სერგო გულორდავა დაიბადა ქალაქ გაგრაში 1931 წლის 26 სექტემბერს. გაგრის...
გიორგი გივის ძე გელოვანი
გიორგი გივის ძე გელოვანი დაიბადა 1956 წლის 26 მაიის სოფელ ოფრეთში. დაამთავრა ქალაქ კემეროვოს თეატრალური ინსტიტუტი. ცხოვრობდა ქალაქ გაგრაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა ქალაქ ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ბატალიონი გაგრის ზონაში აწარმოებდა. გიორგი დისციპლინირებული, უშიშარი მებრძოლი იყო. მეთაურთა დავალებებს პირნათლად და დროულად ასრულებდა.
გიორგი გელოვანი 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრაზე მტრის მიერ განხორციელებული მასიური შემოტევის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიოტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გიორგი გელოვანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გიორგი გივის ძე გელოვანი
გიორგი გივის ძე გელოვანი დაიბადა 1956 წლის 26 მაიის სოფელ...
გელა გელაშვილი
გელა გელაშვილი დაიბადა 1956 წლის 19 ივლისს, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში. დაამთავრა ალახაძის პირველი საშუალო სკოლა, კემეროვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი. ომამდე მუშაობდა გაგრის რძის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად.
1992 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩაირიცხა გაგრის ბატალიონში ოცმეთაურის თანამდებობაზე.
1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევის დროს, სამხედრო-საბრძოლო მანქანა, რომელსაც გელა მართავდა, აფეთქდა. გელა გელაშვილმა მამულისათვის უანგაროდ გაიღო სიცოცხლე.
გელა გელაშვილი
გელა გელაშვილი დაიბადა 1956 წლის 19 ივლისს, გაგრის რაიონის სოფელ...
ბორის იურის ძე ბუჩაშვილი
ბორის იურის ძე ბუჩაშვილი დაიბადა 1956 წლის 13 მაისს ქალაქ გაგრაში. მშობლიური ქალაქის N2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, დაასრულა ქალაქ ნოვოჩერკასკის საინჟინრო ინსტიტუტი, მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით.
ბორის ბუჩაშვილი 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ჩაირიცხა გაგრის ბატალიონში მე-2 ასეულის მეთაურად. იყო დისციპლინირებული ოფიცერი, მეთაურის დავალებებს პირნათლად და დროულად ასრულებდა.
ბორის ბუჩაშვილი დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაში მოწინააღმდეგის მასირებული შემოტევის დროს.
ბორის იურის ძე ბუჩაშვილი
ბორის იურის ძე ბუჩაშვილი დაიბადა 1956 წლის 13 მაისს ქალაქ...
კოხტა ვარლამის ძე აბესალაშვილი
კოხტა ვარლამის ძე აბესალაშვილი დაიბადა 1961 წლის 28 პრილს გაგრის რაიონის სოფელს ბზიფში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1976-1979 წლებში, სწავლობდა ქალაქ ფოთის მე-12 პროფესიულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქ გაგრის რკინიგზის სარემონტო უბანზე.
კოხტა აბესალაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგრის ბატალიონში ირიცხებოდა რიგით მებრძოლად.
კოხტას გატაცება მთა იყო, ამიტომაც მიუწევდა გული იქითკენ. საკმაოდ კარგ მთამსვლელს არაერთხელ დაულაშქრავს მწვერვალები. სწავლა დაამთავრა 1980 წელს და მუშაობა დაიწყო გაგრის რკინიგზის სადგურში. ოჯახს ადრე მოეკიდა. ჰყავდა საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი.
კოხტა აბესალაშვილი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ბატალიონ „ავაზაში“ გაიგზავნა აგვისტოს დასაწყისში, საკუთარი ქალაქის, საკუთარი კერიის დასაცავად. ომი იყო აფხაზეთში, უჭირდა საყვარელ ქალაქს, ხალხს და, აბა, რა გააჩერებდა, ბედისწერამ თავისი გაგრის დაცვა არგუნა წილად. ორჯერ დაიჭრა. მეორე ჭრილობა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ჰოსპიტალში მოუხდა მკურნალობა. გაგრის აღების შემდეგ ეხმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა. გამოჰყავდა დაჭრილები, დაღუპულები, გადაარჩინა საკუთარი ცოლ-შვილიც… სამწუხაროდ, მათ ვერ შეუნარჩუნა მისი თავი…
დაკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კოხტა აბესალაშვილი დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის დროს.
კოხტა ვარლამის ძე აბესალაშვილი
კოხტა ვარლამის ძე აბესალაშვილი დაიბადა 1961 წლის 28 პრილს გაგრის...
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 12 მაისს გაგრის რაიონის დაბა განთიადში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 16 აგვისტოდან ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ლესელიძის ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სარისკო ოპერაციაში. გამოირჩეოდა სომამაცითა და მებრძოლი სულისკვეთებით.
გურამ ჩიქოვანი გმირულად დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში, დაბა განთიადში.
საქართველის პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადებისათვის , გურამ ჩიქოვანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტან გორგასალის III ხარისხის ორდენით.
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 12 მაისს გაგრის...
რაჟდენ ოთარის ძე ყურაშვილი
რაჟდენ ოთარის ძე ყურაშვილი დაიბადა 1969 წლის 18 თებერვალს გაგრის რაიონის დაბა ლესელიძეში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს რაჟდენ ყურაშვილი ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ლესელიძის ბატალიონის პირად შემადგენლობაში.თავდადებული მეომარი ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა.
1992 წლის 1-2 ოქტომბერს ,აფხაზი სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, მეომართა ჯგუფი ალყაში მოექცა, სწორედ აქ დაიღუპა ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი რაჟდენ ყურაშვილი.
რაჟდენ ოთარის ძე ყურაშვილი
რაჟდენ ოთარის ძე ყურაშვილი დაიბადა 1969 წლის 18 თებერვალს გაგრის...
რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე
რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე დაიბადა 1963 წლის 2 იანვარს ქალაქ გაგრაში – დაბა ლესელიძეში. ლესელიძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. რევაზ ტაბატაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ლესელიძის ბატალიონში.
რევაზ ტაბატაძე 1992 წლის 8 ოქტომბერს გაგრაში, დაბა განთიადში მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას გმირულად დაიღუპა.
რევაზ ტაბატაძეს დარჩა ცოლ-შვილი.
რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე
რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე დაიბადა 1963 წლის 2 იანვარს ქალაქ...
ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე
ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე დაიბადა 1944 წლის 24 აგვისტოს გაგრაში – დაბა ლესელიძეში.დაამთავრა ლესელიძის საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში.
ვალერი სილაგაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ლესელიძის ბატალიონის პირად შემადგენლობაში, მე-2 ასეულის ოცმეთაურად.
ვალერი სილაგაძე 1992 წლოს 7 ოქტომბერს თავის თავის ოცეულთან ერთად დაბა განთიადში, ხაშუფსეს ხეობაში მტრის ალყაში მოხვდა. მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამ უთანასწორო ბრძოლაში ვალერი სილაგაძე და მასთან ერთად – გურამ ჩიქოვანი, თამაზ (ტუსა) ჟვანია.
ვალერი სილაგაძეს დარჩა ცოლ-შვილი.
ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე
ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე დაიბადა 1944 წლის 24 აგვისტოს გაგრაში...
დემურ სვანიძე
დემურ სვანიძე დაიბადა 1949 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ცხუკუშერში.1950 წელს ცაგერის რაიონიდან ოჯახი გადავიდა გაგრის რაიონის დაბა განთიადში.
1992 წლის 16 აგვისტოდან დემურ სვანიძე ჩაირიცხა ლესელიძის ბატალიონის პირველი ასეულის შემადგენლობაში – მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. კაცთმოყვარე, პატროტი ვაჟკაცი დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა თანამებრძოლებში.
დემურ სვანიძე 1992 წლის 9 ოქტომბერს გაგრის აღების შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.
დემურ სვანიძეს დარჩა მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.
დემურ სვანიძე
დემურ სვანიძე დაიბადა 1949 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ცხუკუშერში.1950 წელს...
გელა ნაჭყებია
გელა ნაჭყებია დაიბადა 1968 წლის 6 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში. 1985 წელს დაამთავრა კურზუს საშუალო სკოლა. 1985-86 წლებში სწავლობდა ქალაქ ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.1988 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახური პირნათლად მოიხადა, მიანიჭეს სერჟანტის წოდება. ცხოვრობდა და მუშაობდა ლესელიძეში.
სამშობლოს ერთგული.ნაღდიპატრიოტი გელა ნაჭყებია 1992 წლის აგვისტოდან,ლესელიძის ბატალიონთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
გელა ნაჭყებია 1992 წლის 1 ოქტომბერს გაგრაზე შემოტევის დროს, აფხაზ სეპარატისტებთან უთანასწორობრძოლაში ,გაგრის რკინიგზის სადგურის მისადგომებთან ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
გელა ნაჭყებია
გელა ნაჭყებია დაიბადა 1968 წლის 6 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ...
ჯამბულ ჯიჭონაია
ჯამბულ ჯიჭონაია დაიბადა 1966 წელს ქალაქ სოხუმში. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. უყვარდა აფხაზეთი და ამაყობდა,
რომ ამ მადლიანი მიწის შვილი იყო. 27 წლის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი სოხუმის შსს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების თანამშრომელი იყო. უშიშარი და მამაცი პოლიციელი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს, დილით 5 საათზე სოხუმის შსს სამმართველოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმზე შეტევა განაახლეს სოფელ შრომიდან. დილის 8 საათზე მიიღეს ახალი ინფორმაცია _ სეპარატისტებმა შეტევა წამოიწყეს მდინარე გუმისთის ქვემო მხრიდან და „უჩხოზის“ ტერიტორიის მიმართულებითაც. რამდენიმე წუთში, ბრძანების თანახმად სოხუმის შსს სამმართველოს პირადი შემადგენლობა, თბილისის შსს სამმართველოს თანამშრომლები და აფხაზეთის სამხედრო პოლიციის ბატალიონი მდინარე გუმისთის ნაპირებისკენ უნდა გასულიყო და შეეჩერებინა სეპარატისტების წინსვლა სოხუმისაკენ. შეუდგნენ საბრძოლო პოზიციების დაკავებას, რასაც მოჰყვა გაძლიერებული საარტილერიო დაბომბვა ნაღმმტყორცნებიდან, ჰაუბიცებიდან და სხვა სახის საარტილერიო დანადგარებიდან. მიმდინარეობდა ასევე „უჩხოზის“ ტერიტორიის დაბომბვა. ოცეულები განლაგდნენ საბრძოლო პოზიციებზე _ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე და „უჩხოზთან“, სეპარატისტებისა და დაქირავებული ბოევიკების ჭარბ ძალებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ.
ამ უთანასწორო ბრძოლაში ჯამბულ ჯიჭონაიამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და თავი დადო სამშობლოს სამსხვერპლოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოხუმის შსს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ჯამბულ ჯიჭონაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ჯამბულ ჯიჭონაია
ჯამბულ ჯიჭონაია დაიბადა 1966 წელს ქალაქ სოხუმში. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა....
ომარ ჯახია
ომარ ჯახია დაიბადა 1949 წლის 10 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სოხუმის შსს განყოფილებაში ინსპექტორად. მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ომარმა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმისადმი კვალიფიციური დამოკიდებულებით. დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა კოლექტივის წევრებს შორის. მინიჭებული ჰქონდა პოლიციის ლეიტენანტის წოდება.
ომარი ზრუნავდა ცოდნის და პროფესიული დონის ამაღლებაზე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს სწავლობდა შს სამინისტროს კიევის აკადემიის მეხუთე კურსზე. აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ სამშობლოში ჩამოიყვანა და თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. ომარ ჯახია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოხუმისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა.
ომარს დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი.
ომარ ჯახია
ომარ ჯახია დაიბადა 1949 წლის 10 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ...