სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მუშკუდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მუშკუდიანი დაიბადა 1954 წლის 20 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის   სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ჩხალთის საშუალო სკოლა. მუშაობდა ახალდაბის მეურნეობაში.

ვლადიმერ მუშკუდიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

ვლადიმერ მუშკუდიანი  დაიღუპა 1992 წლის 10 დეკემბერს სოფელ ახალდაბაში ერთ-ერთი საომარი მოქმედების დროს.

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მუშკუდიანი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მუშკუდიანი დაიბადა 1954 წლის 20 ოქტომბერს ოჩამჩირის...

ვალერი თოთოროს ძე მუშკუდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვალერი თოთორის ძე მუშკუდიანი დაიბადა 1960 წლის 22 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1966-1977 წლებში სწავლობდა ახალდაბის პირველ საშუალო სკოლაში. 1981-86 წლებში მსახურობდა სოხუმის შსს-ში, რიგით თანამშრომლად.

ვალერი მუშკუდიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის მე-2 ასეულში ათეულის მეთაურად. ვალერი მონაწილეობდა კინდღი-ტამიშის გზის  გახსნაში, ძველი კინდღის, ანარხუს,  აძიუბჟის გაწმენდით ოპერაციებში,   ათარა-აფხაზსკაიაში მიმდინარე ბრძოლებში, სოფელ ახალდაბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვაში.

ვალერი მუშკუდიანი  1993 წლის 2 ივნისს,  ათარა-აფხაზკაიას პოზიციებზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს გმირულად დაიღუპა.  თანამებრძოლებმა   საბრძოლო პოზიციიდან დიდი რისკის ფასად გამოასვენეს.

ვალერი მუშკუდიანი  დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვალერი მუშკუდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის

ვალერი თოთოროს ძე მუშკუდიანი

ვალერი თოთორის ძე მუშკუდიანი დაიბადა 1960 წლის 22 მარტს ოჩამჩირის...

თემურ გიორგის ძე მონიავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თემურ გიორგის ძე მონიავა დაიბადა 1963 წლის 25 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო წულუკიძის ავტოსკოლა-ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა  გერმანიაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ მონიავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის  რიგით მებრძოლად. მონაწილეობდა სოფლების:  ზედა კინდღის, ტამიშის, ათარის, ანარხუს საბრძოლო ოპერაციებში.

როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა  სამშვიდობო მოლაპარაკება დაარღვიეს, ქართულ სოფლებს მთელი ძალებით შემოუტიეს. ერთ-ერთი უთანასწორო ორთაბრძოლისას, სოფელ კინდღთან, თემურ მონიავა გმირულად დაიღუპა.

თემურ გიორგის ძე მონიავა

თემურ გიორგის ძე მონიავა დაიბადა 1963 წლის 25 ივლისს ოჩამჩირის...

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა

დაიბადა 1947 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ხუხუტი ლემონჯავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. ხუხუტი ლემონჯავა მეგობრებში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.

1993 წლის 22 თებერვალს, სოფელ აძიუბჟასთან, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უთანასწორო ბრძოლაში ერკინებოდა. ტანკი, რომელშიც ხუხუტი და მისი თანამებრძოლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა.

ხუხუტი ლემონჯავა  დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.

 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ხუტა ლემონჯავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა

ხუტა (ხუხუტი) ლემონჯავა დაიბადა 1947 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში....

ავთანდილ ომარის ძე ლემონჯავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ავთანდილ ომარის ძე ლემონჯავა დაიბადა 1954 წლის 24 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში. დრანდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან  აფხაზეთის ომის დაწყების  პირველი დღეებიდანვე  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23- ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. გონიერი, მამაცი მეომარი წესდების მოთხოვნათა სრული შესაბამისობით  მოქმედებდა.  1992 წლის 3 დეკემბერს, ფრონტის წინა ხაზზე ათარა აფხაზსკაიაში ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს  სნაიპერის ტყვია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ავთანდილ ლემონჯავა გარდაიცვალა 1993 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია სოფელ დრანდაში.

 

ავთანდილ ომარის ძე ლემონჯავა

ავთანდილ ომარის ძე ლემონჯავა დაიბადა 1954 წლის 24 მაისს ქალაქ...

მიტუშა აპოლონის ძე კუხალაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მიტუშა აპოლონის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1942 წლის 7 აპრილს ხონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა რუსეთში.  მუსაობდა მოძრავ-მექნიზირებული ბრიგადის  ინჟინერ-მშენებლად. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო მამაცი და უშიშარი მეომარი.

1992 წლის 11 ნოემბერს, მორიგი საბრძოლო დავალების შესრულებისას მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.

მიტუშა კუხალაშვილს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.

მიტუშა აპოლონის ძე კუხალაშვილი

მიტუშა აპოლონის ძე კუხალაშვილი დაიბადა 1942 წლის 7 აპრილს ხონში....

ჯემალ ალექსანდრეს ძე კვირიკაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ჯემალ ალექსანდრეს ძე კვირიკაშვილი დაიბადა 1951 წლის 15 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალი კინდღში. ჯემალს უპირველეს მოვალეობად  სამშობლოს დაცვა, მის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა მიაჩნდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს  ჯემალ ალექსანდრეს ძე კვირიკაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
ჯემალ კვირიკაშვილი დაიღუპა1992 წლის 23 დეკემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოფელ კინდღის სასაფლაოზე.
ჯემალ კვირიკაშვილმა ვაჟკაცურად იცხოვრა და ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან…

 

ჯემალ ალექსანდრეს ძე კვირიკაშვილი

ჯემალ ალექსანდრეს ძე კვირიკაშვილი დაიბადა 1951 წლის 15 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის...

ზაურ მელიტონის ძე კვაშილავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ზაურ მელიტონის ძე  კვაშილავა დაიბადა 1941 წლის 24 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. მუშაობდა სოფელ დრანდაში ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზაურ კვაშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულის მეთაურად.
ზაურ კვაშილავა დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარაში, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას. დაკრძალულია სოფელ განახლებაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზაურ კვაშილავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

ზაურ მელიტონის ძე კვაშილავა

ზაურ მელიტონის ძე  კვაშილავა დაიბადა 1941 წლის 24 დეკემბერს გულირიფშის...

გია კვანჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გია კვანჭიანი დაიბადა 1969 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური ავღანეთში გაიარა. სანიმუშო და თავდადებული სამსახურისთვის ავღანეთის პრეზიდენტისგან ჯილდოც აქვს მიღებული.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში – ყუმბარმტყორცნელად. გია კვანჭიანი გამორჩეული მეომარი იყო. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. მისი საზრიანი და გაბედული გადაწყვეტილებები სამაგალითო იყო თანამებრძოლებისთვის.

გია კვანჭიანი 1003 წლის 7 იანვარს ათარა-აფხაზსკაიაში გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  გია კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

 

 

გია კვანჭიანი

გია კვანჭიანი დაიბადა 1969 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

გიორგი რეზოს ძე კაკალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გიორგი რეზოს ძე  კაკალაძე დაიბადა 1968 წლის 19 სექტემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა სავალდებულო- სამხედრო სამსახური.

რიგითი გიორგი კაკალაძე აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ირიცხებოდა  თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. მეთაურთა  დავალებებს პირნათლად და დროულად ასრულებდა.

გიორგი კაკალაძე საკუთარი სოფლის პოზიციებს ამაგრებდა და თავდადებით იცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას. 1993 წლის 22 თებერვალს, როცა ახალდაბის მე-2 ასეულის წევრები საბრძოლო ტექნიკით საგუშაგოებს შორის გადაადგილდებოდნენ, მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. გიორგი და მისი თანამებრძოლი ბუტა ლემონჯავა ადგილზე დაიღუპნენ. ორივე მათგანი მშობლიური სოფლის, ახალდაბის სასაფლაოზე დაიკრძალა.

გიორგი კაკალაძეს დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი კაკალაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

გიორგი რეზოს ძე კაკალაძე

გიორგი რეზოს ძე  კაკალაძე დაიბადა 1968 წლის 19 სექტემბერს, გულრიფშის...

ჯანი სანდროს ძე კეკუტია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ჯანი სანდროს ძე კეკუტია  დაიბადა 1954 წლის 6 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს  ჯანი კეკუტია ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე მოტო მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით.

            ჯანი კეკუტია დაიღუპა 1992 წლის 23 ნოემბერს სოფელ ტამიშშთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია  სოფელ კინდღში.

 

ჯანი სანდროს ძე კეკუტია

ჯანი სანდროს ძე კეკუტია  დაიბადა 1954 წლის 6 თებერვალს ოჩამჩირის...

ვიქტორ იონას ძე იოსავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვიქტორ იონას ძე იოსავა დაიბადა 1948 წლის 15 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვიქტორ იოსავა ირიცხებოდა

საქარველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

ვიქტორ იოსავა დაიღუპა 1992 წლის 10 დეკემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (N891 2000 წლის 11 აგვისტო) სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიქტორ იოსავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

 

ვიქტორ იონას ძე იოსავა

ვიქტორ იონას ძე იოსავა დაიბადა 1948 წლის 15 ოქტომბერს გულრიფშის...

რომან გივის ძე ინჯგია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რიგითი რომან გივის ძე ინჯგია დაიბადა 1965 წლის  17 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი რომან გივის ძე ინჯგია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. 1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშთან შეტაკებისას, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

რომან ინჯგია დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

რომან გივის ძე ინჯგია

რიგითი რომან გივის ძე ინჯგია დაიბადა 1965 წლის  17 ივლისს,...

მერაბ კონდრატეს ძე ინჯგია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მერაბ კონდრატეს ძე ინჯგია დაიბადა 1962 წლის 13 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

მერაბ ინჯგია აფხაზეთში  მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველი დღეებიდანვე აქტიურად ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსროლელად. თანამებრძოლები კეთილსინდისიერ და უშიშარ ჯარისკაცად ახასიათებდნენ. თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით არაერთ საბრძოლო ოპერაციაში გამოუჩენია თავი.

მერაბ ინჯგია, 1992 წლის 30 ოქტომბერს, თანამებრძოლებთან ერთად ტამიშის მიმდებარედ მტრის ალყაში მოხვდა. გააფთრებული ბრძოლების დროს მერაბ ინჯგია გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

 

მერაბ კონდრატეს ძე ინჯგია

მერაბ კონდრატეს ძე ინჯგია დაიბადა 1962 წლის 13 აგვისტოს ოჩამჩირის...

გრიგოლ (გენადი) კუკურის ძე თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გრიგოლ თოდუა დაიბადა 1954 წლის 10 ნოემბერს გულრიფშის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ბაბუშარაში. ბავშვობიდან შეყვარებული იყო აეროპორტზე. როდესაც ბაბუშარის აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ მუშად დაიწყო მუშაობა. მამამისი აეროპორტში მსახურობდა და სწორედ აქედან ჰქონდა მას ამ საქმისადმი დიდი სიყვარული და მოწიწება. სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ლენინგრადის საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და მშობლიური ბაბუშარას აეროპორტს დაუბრუნდა.
როდესაც აფხაზური გვარდია შეიქმნა, მათი შტაბბინა ბაბუშარის ცენტრში, ზღვის ნაპირას, აეროპორტიდან 4 კილომეტრში განლაგდა.

გრიგოლ თოდუა 1992 წლის 16 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესბუბლიკის თავდაცვისა სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. ომის დაწყებისთანავე შექმნა ასეული, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იდგნენ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა საყვარელ კუთხეს, იბრძოდნენ გუმისთასთან, ტამიშთან, კინდღთან…
1993 წლის 9 დეკემბერს გრიგოლ თოდუა გმირულად დაიღუპა. ბრძოლა არ შეუწყვეტიათ გრიგოლის და-ძმას, ფატიმასა და თემურს. ისინი 27 სექტემბრამდე იდგნენ მშობლიური კუთხის სადარაჯოზე.

გრიგოლ თოდუას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გრიგოლ თოდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

გრიგოლ (გენადი) კუკურის ძე თოდუა

გრიგოლ თოდუა დაიბადა 1954 წლის 10 ნოემბერს გულრიფშის ერთ-ერთ ულამაზეს...

error: Content is protected !!