სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გონერ პოლინეჟის ძე თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გონერ პოლინეჟის ძე თოდუა დაიბადა 1964 წლის 11 თებერვალს მარტვილის რაიონში, სოფელ დიდი ჭყონში. 1981 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში.

გონერ თოდუა  1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო საარტელერიო დივიზიონის მე-3 ბატალიონის პირველ ასეულში.

გონერ თოდუამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 17-19 სექტემბრის ბრძოლების დროს.

1993 წლის 19 სექტემბერს ახალდაბის მისადგომებთან, გონერი თავის თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოექცა. ამ უთანასწორო შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. სამწუხაროდ, გონერ და მისი მეგობრების ცხედრების გამოყვანა ბრძოლის ველიდან ვერ მოხერხდა.

გონერ პოლინეჟის ძე თოდუა

გონერ პოლინეჟის ძე თოდუა დაიბადა 1964 წლის 11 თებერვალს მარტვილის...

კახა (ხვიჩა) თევდორაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

კახა თევდორაშვილი დაიბადა 1973 წლის 8 ნოემბერს  სოხუმის რაიონის, სოფელ კელასურში.  1991 წელს დაამთავრა კელასურის ბიქტორ შელიას სახელობის საშუალო სკოლა. ბავშვობიდან მოკრძალებული, თბილი,  სპეტაკი ღიმილის ბიჭი ლომგულ ვაჟკაცად, თავდაუზოგავ მებრძოლად იქცა, როცა სამშობლოს გაუჭირდა… დადგა მამულის სადარაჯოზე.

1992-93 წლებში 19 წლის კახა  საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ყუმბარმტყორცნელთა მე-3 ათეულში ირიცხებოდა. ეს პირტიტველა ბიჭი ღირსეულად იხდიდა მხედრულ ვალს სანამ პირში სული ედგა და იცავდა სოფლებს _ ათარა აფხაზია, ახალდაბა, ტამიში, ლაბრა…
კახა ( ხვიჩა) თევდორაშვილი 1993 წლის 2 თებერვალს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

წავიდა ამქვეყნიდან ვალმოხდილი და ოჯახს დიდ ტკივილთან და მონატრებასთან ერთად  დაუტოვა სიამაყის გრძნობა და გმირის სახელი…

კახა (ხვიჩა) თევდორაშვილი

კახა თევდორაშვილი დაიბადა 1973 წლის 8 ნოემბერს  სოხუმის რაიონის, სოფელ...

მერაბ ბაგრატის ძე ზარანდია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მერაბ ბაგრატის ძე ზარანდია დაიბადა 1958 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წელის 29 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოფელ კინდთან.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მერაბ ზარანდია,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

მერაბ ბაგრატის ძე ზარანდია

მერაბ ბაგრატის ძე ზარანდია დაიბადა 1958 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...

სპარტაკ (ჯუბა) გურამის ძე ზარანდია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

სპარტაკ (ჯუბა) გურამის ძე ზარანდია დაიბადა 1974 წლის 1 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთის ულამაზეს მხარეში გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა გურამ ზარანდიას ბედნიერი  ოჯახი.

ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან მტრის დიდმა ჯგუფმა ალყაში მოაქცია ქართველთა ნაწილი. უთანასწორო ორთაბრძოლაში ოჯახის სამივე წევრი ბრძოლის ველზე დაიღუპა.

 

სპარტაკ (ჯუბა) გურამის ძე ზარანდია

სპარტაკ (ჯუბა) გურამის ძე ზარანდია დაიბადა 1974 წლის 1 აპრილს...

კახა გურამის ძე ზარანდია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

კახა გურამის ძე ზარანდია დაიბადა 1973 წლის 1 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან მტრის დიდმა ჯგუფმა ალყაში მოაქცია ქართველთა ნაწილი. უთანასწორო ორთაბრძოლაში ოჯახის სამივე წევრი ბრძოლის ველზე დაიღუპა.

 

კახა გურამის ძე ზარანდია

  კახა გურამის ძე ზარანდია დაიბადა 1973 წლის 1 მარტს...

გურამ ბესარიონის ძე ზარანდია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

აფხაზეთის ულამაზეს მხარეში გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა გურამ ზარანდიას ბედნიერი  ოჯახი.

გურამ ბესარიონის ძე ზარანდია დაიბადა 1949 წლის 3 ოქტომბერს გულირიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

ოჯახის სამივე წევრი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან მტრის დიდმა ჯგუფმა ალყაში მოაქცია ქართველთა ნაწილი. უთანასწორო ორთაბრძოლაში ოჯახის სამივე წევრი ბრძოლის ველზე დაიღუპა.

 

გურამ ბესარიონის ძე ზარანდია

აფხაზეთის ულამაზეს მხარეში გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა გურამ ზარანდიას...

ავთანდილ ვაწაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ავთანდილ ვაწაძე დაიბადა 1962 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. 1980 წელს დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. 1981 წელს ჩაირიცხა სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშის ტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ლენინგრადში. 1986 წლიდან მუშაობდა ქალაქ სოხუმის შსს-ში.

1993 წლის 11 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.

1993 წლის 20 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ვაჟკაცურად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალ კინდღში.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ავთანდილ ვაწაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

ავთანდილ ვაწაძე

ავთანდილ ვაწაძე დაიბადა 1962 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

გულადი (ზურიკო) ვანოს ძე დანელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გულადი (ზურიკო) ვანოს ძე დანელია დაიბადა 1965 წლის 16 აპრილს ოჩამჩირის რაიონში. დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა. მუშაობდა კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკაში.

რიგითი გულადი (ზურიკო) დანელია 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში რიგით მებრძოლად. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რასაც აწარმოებდა მე-3 ასეული _ ლაბრა, ტამიში, ანარხუ,  ათარა აფხაზსკაია, კინდღის მონაკვეთებში. რიგითი დანელია იყო სანიმუშო და კეთილსინდისიერი მებრძოლი.

გულადი დანელია 1993 წლის 2 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს, ტამიშში მტერთან შეტაკების დროს მამაცურად  აღესრულა. დარჩა მეუღლე და შვილი. დაკრძალულია  ქალაქ ოჩამჩირეში.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გულადი დანელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

გულადი (ზურიკო) ვანოს ძე დანელია

გულადი (ზურიკო) ვანოს ძე დანელია დაიბადა 1965 წლის 16 აპრილს...

ბეჟან დავითის ძე დანელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბრიგადა

ბეჟან დავითის ძე დანელია დაიბადა 1957 წლის 20 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1976 წელს დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა. ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა სოფლის მეურნეობაში _ აგროტექნიკოსად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში  1993 წლის 10 იანვრიდან ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

ბეჟან დანელია დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო დაპირისპირების დროს.

დაკრძალულია სოფელ ახალდაბის სასაფლაოზე.

 

ბეჟან დავითის ძე დანელია

ბეჟან დავითის ძე დანელია დაიბადა 1957 წლის 20 თებერვალს ოჩამჩირის...

ავთანდილ ვლადიმერის ძე გოგინავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ავთანდილ ვლადიმერის ძე გოგინავა დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, უშიშარი ვაჟკაცი უკიდურესად შეაშფოთა აფხაზეთში საომარი მოქმდებების დაწყებამ და ყოველგვარი ფიქრის გარეშე სამხედრო შტაბში გამოცხადდა. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში, სადაც ხელმძღვანელობისა და თანამებრძოლების მხრიდან უდიდესი ნდობითა და ავტორიტეტით სატგებლობდა.

ავთანდილ გოგინავამ და მისმა მეგობრებმა ხანგრძლივი და ხიფათით სავსე საბრძოლო გზა გაიარეს. მისი სიცოცხლე 1993 წელს, სოხუმის მისადგომებთან გამართულ ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციას შეეწირა.

 

ავთანდილ ვლადიმერის ძე გოგინავა

ავთანდილ ვლადიმერის ძე გოგინავა დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში. სამშობლოზე...

თეიმურაზ რუბენის ძე გიორგობიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

თეიმურაზ რუბენის ძე გიორგობიანი დაიბადა 1956 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა ხარკოვის  ტექნიკური სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თეიმურაზ გიორგობიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.  პირნათლად  ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1992 წლის 23 დეკემბერს  ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში, მტრის მასშტაბური შემოტევის დროს სამხედრო დავალების შესრულებისას, თეიმურაზ გიორგობიანი ნაღმზე აფეთქდა, სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

დაკრძალულია მშობლიურ სოფელ  ახალ კინდღში.

თეიმურაზ რუბენის ძე გიორგობიანი

თეიმურაზ რუბენის ძე გიორგობიანი დაიბადა 1956 წლის 16 აგვისტოს ქალაქ...

ავთანდილ ჯემალის ძე გიორბელიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ავთანდილ ჯემალის ძე გიორბელიძე დაიბადა 1974 წლის 11იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში. 1998 წელს დაამთავრა სოფელ ახალდაბის პირველი საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს ავთანდილ გიორბელიძე, როგორც წვევამდელი,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს,  23-ემექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის პირად შემადგენლობაში.

18 წლის ახალგაზრდა გმირულად იცავდა მშობლიური ახალდაბის საბრძოლო მონაკვეთებს.

1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ ახალდაბაზე მასშტაბური შემოტევის დროს, ავთანდილ გიორბელიძე მედგრად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ და გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

 

ავთანდილ ჯემალის ძე გიორბელიძე

ავთანდილ ჯემალის ძე გიორბელიძე დაიბადა 1974 წლის 11იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში....

ზაქრო აზრეთის ძე გიგანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

ზაქრო აზრეთის ძე გიგანი დაიბადა 1971 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. იგი  აზრეთ გიგანის ვაჟიშვილი იყო.  მამა-შვილი ომის დაწყების დღიდანვე  ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდა და უბადლო ვაჟკაცობითა და გამბედაობით შიშის ზარს სცემდა მტერს.

ზაქრო გიგანი,  ასაკის მიუხედავად, იყო თავისი საქმის მცოდნე, გამოცდილი და უშიშარი მებრძოლი. სიცოცხლით სავსე, მუდამ მხიარულ ბიჭს მეგობრები და ახლობლები ზაქარიას  ეძახდნენ.

ზაქრო გიგანი 1992 წელს დაიღუპა სოფელ ათარა-აფხაზსკაიაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაქრო გიგანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

ზაქრო აზრეთის ძე გიგანი

  ზაქრო აზრეთის ძე გიგანი დაიბადა 1971 წელს გულრიფშის რაიონის...

აზრეთ არარატის ძე გიგანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

აზრეთ არარატის ძე  გიგანი დაიბადა 1945 წელს გულრიფშის  რაიონში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბატალიონში გაწევრიანდა. მონაწილეობდა ყვალა გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ბრძოლაში. მეხუთე ბატალიონის წევრების მიერ გამოჩენილი თავგანწირვა

ჭეშმარიტი მაგალითია ქართველი კაცის შინაგანი გაუტეხელი ბუნებისა.

აზრეთ გიგანმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა   კოდორის ხიდთან გამართულ ბრძოლაში, ბოლომდე დაიხარჯა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა.

 

აზრეთ არარატის ძე გიგანი

აზრეთ არარატის ძე  გიგანი დაიბადა 1945 წელს გულრიფშის  რაიონში. აფხაზეთში...

რუბენ იპოლიტეს ძე გვაზავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

რუბენ იპოლიტეს ძე გვაზავა დაიბადა 1952 წლის 22 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1992 წლის 5 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის ასეულში _ რიგით მებრძოლად. 1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ აძიუბჟას საზღვართან საბრძოლო ოპერაციის დროს მტრის ნასროლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპნენ რიგითი ა. ნაროუშვილი და ბ. დანელია. თანამებრძოლებმა ( ო. ფოჩხუა, გ. ნოდია, კ. ფანგანი) რუბენი ბრძოლის ველიდან გადმოასვენეს.

რუბენ გვაზავას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

 

რუბენ იპოლიტეს ძე გვაზავა

  რუბენ იპოლიტეს ძე გვაზავა დაიბადა 1952 წლის 22 ივნისს...

error: Content is protected !!