სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გრიგოლ (გოჩა) თეოდორეს ძე გუგეშაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

გრიგოლ თეოდორეს ძე გუგეშაშვილი დაიბადა 1934 წლის 9 აპრილს ონის რაიონის სოფელ საკაოში. საშუალო სკოლა დაამთავრა ონში.  ცხოვრობდა გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში. მუშაობდა გაგრის სატყეო მეურნეობაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში რიგით მებრძოლად. გრიგოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი  გაგრის რაიონში.

გრიგოლ გუგეშაშვილი დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს სოფელ კოლხიდაში  მოწინააღმდეგის შემოტევის დროს.

 

გრიგოლ (გოჩა) თეოდორეს ძე გუგეშაშვილი

გრიგოლ თეოდორეს ძე გუგეშაშვილი დაიბადა 1934 წლის 9 აპრილს ონის...

რეზო ილიას ძე ბარკალაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

რეზო ილიას ძე ბარკალაია დაიბადა 1961 წლის 17 დეკემბერს ქალაქ გაგრაში. დაამთავრა სოფელ კოლხიდის საშუალო სკოლა. მუშაობდა ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, რეზო ბარკალაია ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ქალაქ გაგრის მე-4 ბატალიონში. თავდადებულმა და დისციპლინირებულმა მეომარმა თავი გამოიჩინა  1993 წლის 14 ივნისს სოხუმზე მასიური შემოტევის დროს. 1993 წლის 14 ივნისს რეზო ბარკალაია საიკვდილოდ დაიჭრა. გარდაიცვალა 1993 წლის 2 სექტემბერს ქალაქ თბილისის პირველ საავადმყოფოში

რეზო ბარკალაია დაკრძალულია თბილისის კუკიის სასაფლაოზე.

რეზო ილიას ძე ბარკალაია

რეზო ილიას ძე ბარკალაია დაიბადა 1961 წლის 17 დეკემბერს ქალაქ...

იგორ ვლადიმერის ძე ბადრიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

იგორ ვლადიმერის ძე ბადრიძე დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 38-ე საშუალო სკოლა. შემდეგ კი, სწავლა განაგრძო პროფესიუ ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმქდებების დროს, იგორ ბადრიძე 1993 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ქალაქ გაგრის მე-4 ბატალიონში.

1993 წლის 25 ივლისს სოფელ შრომასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს იგორ ბადრიძე გმირულად დაიღუპა.

იგორ ბადრიძეს დარჩა მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

 

იგორ ვლადიმერის ძე ბადრიძე

იგორ ვლადიმერის ძე ბადრიძე დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს ქალაქ...

მალხაზ დავითის ძე ჯღარკავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

მალხაზ დავითის ძე ჯღარკავა დაიბადა 1960 წლის 6 ივნისს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 20 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო დავალებებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევების დროს.

მალხაზ ჯღარკავა დაიღუპა 1993 წლის 10 ივლისს მდინარე გუმისთის მისადგომებთან, სისხლისმღვრელი შეტაკების დროს. ბრძოლის ველიდან დაღუპული თანამებრძოლებმა (ომარ გამახარიამ, ბადრი ბერულავამ და დავით გრიგალაშვილმა) გამოასვენეს.

დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მალხაზ ჯღარკავა დაჯილდოებულია მედლით “საბრძოლო დამსახურებისთვის”.

მალხაზ დავითის ძე ჯღარკავა

მალხაზ დავითის ძე ჯღარკავა დაიბადა 1960 წლის 6 ივნისს ქალაქ...

ზაურ შალვას ძე ხუბუტია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი ზაურ  შალვას ძე ხუბუტია დაიბადა 1944 წელს ქალაქ სოხუმში.

ზაურ ხუბუტია აფხაზეთის კონფლიქტის პირველსავე დღეს ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. მას ყველგან ნახავდით  სამედიცინო ჩანთითა და ავტომატით ხელში. 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დროს, დაჭრილების გამოყვანისას თავად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.
ზაურ ხუბუტიას სასწრაფო დახმარების მანქანით გამოჰყავდა დაჭრილები ბრძოლის ველიდან და აგუძერის ჰოსპიტალში აბინავებდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, როცა სოხუმის ქუჩები სავსე იყო დაჭრილებით, როცა მთავრობის სახლი უკვე მტერს ეკავა, ზაურ ხუბუტიას არც მაშინ დაურღვევია „ჰიპოკრატეს ფიცი“  _  ალმოდებულ სოხუმში დაჭრილების გადასარჩენად თავს არ ზოგავდა. თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქდა… თანამებრძოლებმა ზაურ ხუბუტიას ცხედარი ცეცხლის ხაზიდან გამოასვენეს და სოფელ მერხეულში, ერთ-ერთ ფერდობზე დაკრძალეს.
დევნილობის შემდეგ, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ პოლიკლინიკას მისი სახელი მიენიჭა და ეწოდება _ შ.პ.ს. „ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი დიოსკურია“.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ შალვას ძე ხუბუტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ზაურ შალვას ძე ხუბუტია

ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი ზაურ  შალვას ძე ხუბუტია დაიბადა 1944 წელს...

თამაზ ივანეს ძე ხოშტარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

თამაზ ივანეს ძე ხოშტარია დაიბადა 1949 წელს აბაშაში. ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის რიგებში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

თამაზ ხოშტარია 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმის აღებისას, დახვრიტეს.

 

თამაზ ივანეს ძე ხოშტარია

თამაზ ივანეს ძე ხოშტარია დაიბადა 1949 წელს აბაშაში. ცხოვრობდა სოხუმის...

თამაზ ჭედია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

თამაზ ჭედია დაიბადა 1952 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში. 1969 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.  სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ ბაღმარანის საშუალო სკოლაში პედაგოგად. ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლეებს უნერგავდა სპორტის სიყვარულს. მოღვაწეობდა აფხაზეთის მძლეოსნობის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლაში. თამაზ ჭედიას მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდება, დაჯილდოებული იყო საქართველოს სპორტკომიტეტის საპატიო სიგელით. იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი. პარალელურად მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდან თამაზი ჩადგა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, თავდადებული მეომარი ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თამაზი,  შტაბის ეზოში, მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილმა ჭურვმა იმსხვერპლა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჭედია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

თამაზ ჭედია

თამაზ ჭედია დაიბადა 1952 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში. 1969...

ალეკო გიორგის ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

ალეკო გიორგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1957 წლის 9 ივლისს ბოლნისში. დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალეკო ჩაკვეტაძე, 1992 წლის 4 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონში რადიო-მეტელეფონედ. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც აწარმოებდა ბატალიონში.

ალეკო ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში – საარტილერიო დაბომბვის დროს.

ალეკო გიორგის ძე ჩაკვეტაძე

ალეკო გიორგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1957 წლის 9 ივლისს ბოლნისში....

თენგიზ ნოეს ძე ქაშიბაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

თენგიზ ნოეს ძე ქაშიბაძე დაიბადა 1954 წლის 19 იანვარს, ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 21 ნოემბრიდან ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში.

თენგიზ ქებაძე მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა ბრძანებას. თენგიზი, 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას _ ფუნიკულიორთან გამართულ ბრძოლაში, მძიმედ დაიჭრა. 27 სექტემბერს თანამებრძოლებმა, ვახტანგ ბერიამ და თამაზ კვარაცხელიამ, უკრაინის სამხედრო გემით გადაიყვანეს დაჭრილი, მაგრამ იმავე დღეს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თენგიზ ქაშიბაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

თენგიზ ნოეს ძე ქაშიბაძე

თენგიზ ნოეს ძე ქაშიბაძე დაიბადა 1954 წლის 19 იანვარს, ქალაქ...

გიორგი ფოფხაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

გიორგი ფოფხაძე დაიბადა 1969 წლის 18 მარტს ქალაქ სოხუმში. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა სოხუმის ნ. ბარათაშვილის სახელობის მე-7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.  სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა რუსეთის ქალაქ ომსკში, სადაც გაიარა სასერჟანტო კურსები.

აფხაზეტში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 20 თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად.

1993 წლის 25 სექტემბერს, გიორგი საკუთარი სახლის ეზოში წამებით მოკლეს.

გიორგი ფოფხაძე

გიორგი ფოფხაძე დაიბადა 1969 წლის 18 მარტს ქალაქ სოხუმში. 1986...

პლატონ კალისტრატეს ძე რურუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

პლატონ კალისტრატეს ძე რურუა დაიბადა 1949 წლის 25 აპრილს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პლატონ რურუა აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 1 ნოემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ოცეულის ოცმეთაურად.

1993 წლის 9 მაისს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა სოხუმის მასიური დაბომბვის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  პლატონ რურუა   სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

პლატონ კალისტრატეს ძე რურუა

პლატონ კალისტრატეს ძე რურუა დაიბადა 1949 წლის 25 აპრილს ქალაქ...

ახმედ ამირანის ძე რიზაევი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

ახმედ ამირანის ძე რიზაევი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს ქალაქ სოხუმში.

ახმედ რიზაევი 1992 წლის აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის მე-3 ათეულის უფროს მსროლელად.

ახმედ რიზაევი  1992 წლის 18 დეკემბერს სოფელ აჩადარაში მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.

ახმედ ამირანის ძე რიზაევი

ახმედ ამირანის ძე რიზაევი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს ქალაქ...

მერაბ (ბოჩია) ილიას ძე პერტახია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

მერაბ(ბოჩია) ილიას ძე პერტახია დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქალაქ გალში. 1977 წელს დაამთავრა სოფელ რეფი-შეშელეთის საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. იყო მოწინავე სტუდენტი.

მერაბ პერტახია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ  სოფელ  აჩადარაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე თავდაუზოგავად იბრძოდა სოხუმის მისადგომებთან (მაჭარკის საგუშაგოსთან).

მერაბ პერტახია გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს.

მერაბ (ბოჩია) ილიას ძე პერტახია

მერაბ(ბოჩია) ილიას ძე პერტახია დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქალაქ...

გიორგი (გია) ჟორას ძე ნაჭყებია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

 

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მეორე ასეულის მებრძოლი, მსროლელი გიორგი ჟორას ძე ნაჭყებია, 1992 წლის 22 ოქტომბერს გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

ღირსეული პიროვნება იყო გია, ზრდილი, თავმდაბალი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული, მუდამ სხვისი ჭირის გამზიარებელი, ბოროტებასთან და უსამართლობასთან შეურიგებელი. გიას ხანმოკლე ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ვაჟკაცმა და საჭიროების შემთხვევაში უიარაღომაც კი არაფერი დაუთმოს კბილებამდე შეიარაღებულ მტერს და თავისი გმირული სიკვდილით დაამარცხოს და გააოგნოს იგი. 22 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გია გმირულად დაეცა აფხაზ ექსტრემისტებთან შეტაკებისას. კიდევ ერთი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცის სისხლი დაიღვარა, რომლის სულმაც გმირ წინაპართა შორის დაიდო ბინა. გიორგი გულით დაიტირეს ფრონტის ხაზს იქით დარჩენილმა თანასოფლელებმაც, საიდანაც „მოყვარე მტრისაგან“ თავგზააბნეული ბავშვობის მეგობრები ესროდნენ.

ვინ იცის, იქნებ ამ ცრემლმაც თქვას თავისი სათქმელი სიტყვა, როცა კვლავ ერთად შეიყრებიან გაღმა-გამოღმა დაღუპულთა შვილები, მაგრამ არა ომისათვის _ მშვიდობისათვის!

გიორგი ნაჭყებიას ცხედარი მიწას მიაბარა მისმა ნათესავმა და ახლობელმა აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიამ.

გიორგი (გია) ჟორას ძე ნაჭყებია

  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მეორე...

თამაზ მირცხულავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

თამაზი  1966 წელს დაიბადა ქალაქ  სოხუმში.

ქართულ-აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1992 წლის ნოემბრიდან,   თამაზი და მისი და ლარისა მირცხულავა ირიცხებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში.  აქტიურად მონაწილეობდნენბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.  ლარისა მედდა გახლდათ, თამაზი კი _ რიგითი მებრძოლი.
1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ აჩადარაში ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა ლარისა,  ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქებამ  იმსხვერპლა თამაზიც.  და-ძმა დაუოჯახებელი წავიდა ამქვეყნიდან.
სამშობლოსათვის შეწირული და-ძმა მირცხულავები…

თამაზ მირცხულავა

თამაზი  1966 წელს დაიბადა ქალაქ  სოხუმში. ქართულ-აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1992...

error: Content is protected !!