სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მამუკა ნოეს ძე ავდოევი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

მამუკა ნოეს ძე ავდოევი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი იეზიდი იყო.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მამუკა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 მექნიზებული ბატალიონის I ასეულის II ოცეულის I ათეულის  მსროლელ-ყუმბარმტყორცნელის თანაშემწედ.  გმირულად იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთიანობის დასაცავად.

1992 წლის 19 მარტს სოფელ აჩადარაში, მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მამუკა ავდოევი გმირულად დაიღუპა.

მამუკა ნოეს ძე ავდოევი

მამუკა ნოეს ძე ავდოევი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი იეზიდი იყო....

რაულ გრიგოლის ძე ჯღამაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

რაულ გრიგოლის ძე ჯღამაძე დაიბადა 1951 წელს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა საშუალო სკოლა.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, რაულ ჯღამაძე 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის საბრძოლო მომსახურების ოცეულის მეთაურად, ხოლო 1993 წლის 1 იანვარს დაინიშნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაურად, ამავე წლის 15 თებერვალს მიენიჭა სამხედრო წოდება _ „უფროსი ლეიტენანტი“.

რაულ ჯღამაძე 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რაულ ჯღამაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

რაულ გრიგოლის ძე ჯღამაძე

  რაულ გრიგოლის ძე ჯღამაძე დაიბადა 1951 წელს ქალაქ ოჩამჩირეში....

ჯეირან ჯაჭვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

ჯეირან ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 2 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 22 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში. თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. იგი უშუალო მონაწილე იყო იმ საბრძოლო ოპერაციებისა, რომელსაც ახორციელებდა ბატალიონის შემადგენლობა.

1993 წლის 27 ივნისს მდინარე გუმისთის მიდამოებში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს,  ჯეირან ჯაჭვლიანი სასიკვდილოდ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში.

ჯეირან ჯაჭვლიანი

  ჯეირან ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 2 თებერვალს გულრიფშის რაიონის...

რეზო ჯაჭვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

რეზო ჯაჭვლიანი დაიბადა 1952 წლის 16 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. დაამთავრა სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნატი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 16 მარტს მტრის შემოტევის დროს, სადაზვერვო ჯგუფი პირველი შეეჯახა მრავალრიცხოვან დაჯგუფებას. რეზო ჯაჭვლიანმა, თანამებრძოლებთან ერთად, გაანადგურა ათამდე  „ბოევიკი“ და თვითონაც დაეცა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რეზო ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით.

 

რეზო ჯაჭვლიანი

რეზო ჯაჭვლიანი დაიბადა 1952 წლის 16 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ...

ბაადურ ნესტორის ძე ჯაჭვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

ბაადურ ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 1 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  მოიხადა სავალდებულო-სამხედრო   სამსახური. მუშაობდა სოხუმის რკინიგზის სადგურში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბაადურ ჯაჭვლიანი 1992 წლის 18 ნოემბრიდან  ირიცხებოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურად.  1993 წლის 15 თებერვალს მიენიჭა სამხედრო წოდება _  „უფროსი ლეიტენანტი“. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო  ოპერაციაში.

1993 წლის 27 იანვარს ბაადურ ჯაჭვლიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო მეთაურის მადლობით, როგორც ბრიგადის მოწინავე, მამაცი მებრძოლი. ბაადური იდგა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა და თავის მიწა-წყალს იცავდა ისე, როგორც მის გვარს და ოჯახს ეკადრებოდა.  ამაყი, რაინდული სულის ვაჟკაცი იბრძოდა სამართლიანობისთვის, სამშობლოს ერთიანობისთვის.

ბაადურ ჯაჭვლიანი 1993 წლის 16 მარტს აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში,  ცეცხლსასროლი იარაღით  მიყენებული გამჭოლი ჭრილობებისგან  ბრძოლის ველზე დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბაადურ ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ბაადურ ჯაჭვლიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.

 

ბაადურ ნესტორის ძე ჯაჭვლიანი

  ბაადურ ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 1 მარტს გულრიფშის რაიონის...

კახა ვალერიანის ძე ხარებავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

კახა ვალერიანის ძე ხარებავა დაიბადა 1967 წლის 21 მარტს ქალაქ სოხუმში, სკოლაც მშობლიურ ქალაქში დაამთავრა. 1992 წელს, როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა კახა ხარებავა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მზვერავი გახდა.

1993 წლის 24 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში, სემერჯიევის ქუჩაზე მიმდინარე ბრძოლისას   კახა ხარებავა სასიკვდილოდ დაიჭრა.

კახა ვალერიანის ძე ხარებავა

კახა ვალერიანის ძე ხარებავა დაიბადა 1967 წლის 21 მარტს ქალაქ...

ნუკრი ვალერის ძე ჭილაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

ნუკრი ვალერის ძე ჭილაია დაიბადა 1974 წლის 23 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში. 1991 წელს დაამთავარა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის აჩადარის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნუკრი ჭილაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

ნუკრი ჭილაია 1992 წლის 13 ოქტომბერს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ გუმისთაში, საკუთარი სახლის ეზოში.

ნუკრი ვალერის ძე ჭილაია

  ნუკრი ვალერის ძე ჭილაია დაიბადა 1974 წლის 23 სექტემბერს...

შმაგი გრიგოლის ძე წურწუმია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

შმაგი გრიგოლის ძე  წურწუმია დაიბადა 1947 წლის 31 ოქტომბერს  გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, შმაგი წურწუმია 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის კავშირგაბმულობის ოცეულის ათმეთაურად, მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 23 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონის საბრძოლო მომსახურების ოცეულის იარაღის ხელოსნად. მამაცი მეომარი 1992 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა სახელმწიფო მეთაურის მადლობის წერილით.

შმაგი წურწუმია  1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა.

შმაგი გრიგოლის ძე წურწუმია

შმაგი გრიგოლის ძე  წურწუმია დაიბადა 1947 წლის 31 ოქტომბერს  გულრიფშის...

დავით კარლოს ძე წურწუმია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

დავით კარლოს ძე წურწუმია დაიბადა 1968 წლის 6 ივნისს ქალაქ გუდაუთში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დავით წურწუმია 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი  შემადგენლობის რიგებში _  მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის მეტყვიამფქვრევედ. ხოლო 1993 წლის 1 ივლისიდან ამავე ბატალიონის ნაღმტყორცნი ბატარეის მე-2 საცეცხლე ოცეულის მეთაურის მოადგილედ.

დავითმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში.

დავით წურწუმია 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან შემოტევის დროს ხელჩართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

დავით კარლოს ძე წურწუმია

დავით კარლოს ძე წურწუმია დაიბადა 1968 წლის 6 ივნისს ქალაქ...

გია კონსტანტინეს ძე წურწუმია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გია კონსტანტინეს ძე წურწუმია დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ქალაქ გუდაუთში. მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სენაკის ეკონომიკურ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამსახური მოიხადა ყაზახეთში, ქალაქ კინტაოში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გია წურწუმია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მე-2 ოცეულის სნაიპერად.

გია წურწუმია, 1993 წლის 17 მარტს,  გუმისთის მისადგომებთან მორიგი შემოტევისას სასიკვდილოდ დაიჭრა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გია წურწუმია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

გია კონსტანტინეს ძე წურწუმია

გია კონსტანტინეს ძე წურწუმია დაიბადა 1960 წლის 14 დეკემბერს ქალაქ...

გოგი პარმენის ძე წერედიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

გოგი პარმენის ძე  წერედიანი დაიბადა 1956  წლის 13 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაში.  მერხეულის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ფოთში  _ ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში.

მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმის თევზჭერის მრეწველობაში. მალევე ოჯახს მოეკიდა, შეეძინა ორი ქალიშვილი.

გოგი წერედიანი აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე საბრძოლო ოპერაციებში ჩაება და თავდაუზოგავად იცავდა მშობლიურ მიწას. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში
გოგი წერედიანი 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან შეტაკებისას გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოგი წერედიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

გოგი პარმენის ძე წერედიანი

  გოგი პარმენის ძე  წერედიანი დაიბადა 1956  წლის 13 აპრილს...

ხვიჩა ჯემალის ძე ცხადაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ხვიჩა ჯემალის ძე ცხადაია დაიბადა 1974 წლის 1 სექტემბერს ქალაქ სოხუმში.

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების პირველსავე დღეს, 1992 წლის 14 აგვისტოს, ხვიჩა ცხადაია ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში, ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მძღოლ-მექანიკოსად (ბრძ. N10-11 08.02.1993 წ. რიგითი N3.  ვ. მუკბანიანი).

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ხვიჩა ცხადაიამ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თავგანწირვა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ორთაბრძოლებში.

1993 წლის 17 მარტს მე-2 ბატალიონის სარეზერვო ძალები ატარებდნენ მტრის დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციას.  ამ ოპერაციის დროს ხვიჩა ცხადაიამ არნახული სიმამაცე გამოიჩინა _ გაანადგურა  აფხაზ ბოევიკთა ჯგუფი  და თვითონაც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ხვიჩა ცხადაია დაკრძალულია  ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ხვიჩა ცხადაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ხვიჩა ჯემალის ძე ცხადაია

ხვიჩა ჯემალის ძე ცხადაია დაიბადა 1974 წლის 1 სექტემბერს ქალაქ...

რევაზ მურმანის ძე ძაგანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

რევაზ მურმანის ძე ძაგანია დაიბადა 1962 წლის 14 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმში ტყავფეხსაცმლის ფაბრიკაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რევაზ ძაგანია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, ნაღმსატყორცნელი  ბატარეის დამმიზნებლად. 1993 წლის 1 აპრილს დაინიშნა ნაღმსატყორცნი ბატარეის მე-3 საცეცხლე ოცეულის მეთაურად. მონაწილეობდა არაერთ რთულ საბრძოლო ოპერაციაში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. ამავე წლის 1 მაისს წარდგენილი იყო ლეიტენანტის  სამხედრო წოდებაზე.

1993 წლის 18 სექტემბერს ბოევიკების მიერ განხორციელებული სანაღმსატყორცნო ცეცხლდაშენის დროს, ერთ-ერთი ნაღმის აფეთქებისას მძიმედ დაიჭრა. რავაზ ძაგანია, 1993 წლის 23 სექტემბერს, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

რევაზ მურმანის ძე ძაგანია

რევაზ მურმანის ძე ძაგანია დაიბადა 1962 წლის 14 მარტს მარტვილის...

ზურაბ (ზვიად) ვარდენის ძე ცინდელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ზურაბ (ზვიად) ვარდენის ძე ცინდელიანი დაიბადა 1964 წლის 14 ნოემბერს მესტიის რაიონის  სოფელ ჭუბერში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზურაბ ცინდელიანი 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის ათმეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან და ტამიშ-ოჩამჩირის მიმართულებით   ჩატარებულ საბრძოლო  ოპერაციებში.

1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან მასიური  შეტევის დროს, როცა ფრონტის წინა ხაზზე მე-2 ასეულის მებრძოლები  მტერს იგერიებდნენ,დაღუპული  თანამებრძოლის  ზურაბ ვიბლიანის გამოყვანის დროს ზურაბ ცინდელიანი ნაღმზე  აფეთქდა  და დაიღუპა.

დაკრძალულია სოფელ ჭუბერში.

ზურაბ (ზვიად) ვარდენის ძე ცინდელიანი

ზურაბ (ზვიად) ვარდენის ძე ცინდელიანი დაიბადა 1964 წლის 14 ნოემბერს...

თამაზ იურის ძე ჩაკვეტაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თამაზ იურის ძე ჩაკვეტაძე  დაიბადა 1967 წლის 18 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ძიგუტაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ჩაკვეტაძე 1992 წლის 25 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში რიგით მსროლელად.

1992 წლის 5 ოქტომბერს მდინარე გუმისთის პირას საბრძოლო დავალების შესრულების დროს თამაზ ჩაკვეტაძე გმირულად დაიღუპა.

დაკრძალულია სოხუმის რაიონში, სოფელ ახალსოფელში.

თამაზ იურის ძე ჩაკვეტაძე

თამაზ იურის ძე ჩაკვეტაძე  დაიბადა 1967 წლის 18 იანვარს სოხუმის...

error: Content is protected !!