სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე დაიბადა 1957 წლის 15 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს,  ირაკლი ჩალაძე 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის უფროს მსროლელად.

1993 წლის 16 მარტს გუმისთის მისადგომებთან მტრის მასშტაბური შემოტევის დროს ერთ-ერთ ხელჩართულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა. ამ უთანასწორო ბრძოლაში ირაკლიმ თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და თავდადებულმა მეომარმა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ირაკლი ჩალაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე

ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე დაიბადა 1957 წლის 15 იანვარს გუდაუთის...

ერეკლე ზურაბის ძე შერვაშიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ერეკლე ზურაბის ძე შერვაშიძე დაიბადა 1971 წლის 24 ოქტომბერს მესტიის რაიონის სოფელ მულახში.

ერეკლე შერვაშიძე 1993 წლის  18 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის პირველ ოცეულში მოხალისედ.

ერეკლე შერვაშიძე 1993 წლის 26 სექტემბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ და რუს ბოევიკთა შემოჭრის დროს დაიჭრა  და ქალაქის მე-2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ერეკლე ზურაბის ძე შერვაშიძე

ერეკლე ზურაბის ძე შერვაშიძე დაიბადა 1971 წლის 24 ოქტომბერს მესტიის...

სლავიკ შალვას ძე შაკაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

სლავიკ შალვას ძე შაკაია დაიბადა 1954 წლის 30 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო ტექნიკური განათლება. 1976  წელს, უკრაინაში (კარპატისპირეთში) მოიხადა  სავალდებულო-სამხედრო  სამსახური.

სლავიკ შაკაია, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მაქანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში.

სლავიკ შაკაია 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს  უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სლავიკ შალვას ძე შაკაია

სლავიკ შალვას ძე შაკაია დაიბადა 1954 წლის 30 დეკემბერს გალის...

ტარიელ (გია) გიორგის ძე შამუგია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

ტარიელ (გია) გიორგის ძე შამუგია დაიბადა 1958 წელს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი სოხუმის პროფესიული სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ტარიელ შამუგია 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. მაიორი ტარიელ შამუგია ბატალიონში ასრულებდა შტაბის უფროსის მოაგდილის მოვალეობას.

1993 წლის 15-16 მარტს ქალაქ სოხუმზე განხორციელებული მორიგი უთანასწორო ორთაბრძოლის დროს ქართული ჯარი თავგანწირვით უტევდა მტერს და წინ მიიწევდა. ტარიელს ვაზნები შემოელია და ალყაში რომ არ მოხვედრილიყო, ხელყუმბარა გახსნა, თავი აიფეთქა  და მოახლოებული მტრის ჯგუფიც თან გაიყოლა.

ტარიელ შამუგიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ შამუგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

ტარიელ (გია) გიორგის ძე შამუგია

  ტარიელ (გია) გიორგის ძე შამუგია დაიბადა 1958 წელს, სოხუმის...

როინ რადიონის ძე შამუგია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

როინ რადიონის ძე შამუგია დაიბადა 1962 წლის 23 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ზუგდიდის საბუღალტრო ტექნიკუმში. მოიხადა  სავალდებულო-სამხედრო სამსახური, მსახურობდა საზღვაო ფლოტში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის სადაზვერვო ოცეულის მეთაურის მოადგილედ.  ხოლო 1993 წლის 1 მაისიდან  დაინიშნა სადაზვერვო  ოცეულის მეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მიდამოებში ჩატარებულ საომარ ოპერაციებში.

როინ შამუგია დაიღუპა 1993 წლის 26 სექტემბერს, ბატალიონის შტაბის მისადგომებთან, აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, მე-15 საშუალო სკოლის ეზოში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის როინ შამუგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

როინ შამუგიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

როინ რადიონის ძე შამუგია

როინ რადიონის ძე შამუგია დაიბადა 1962 წლის 23 ივნისს ზუგდიდის...

მურმან ალექსანდრეს ძე ქოქაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მურმან ალექსანდრეს ძე ქოქაშვილი დაიბადა 1953 წლის 19 მარტს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურმან ქოქაშვილი, 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის  მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა მდინარე გუმისთის მისადგომებთან ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.

მურმან ქოქაშვილი, 1993 წლის 20 ივლისს პირველი ასეულის საბრძოლო პოზიციაზე, საარტილერიო დაბომბვის დროს მძიმედ დაიჭრა და 30 ივლისს გარდაიცვალა.

მურმან ალექსანდრეს ძე ქოქაშვილი

მურმან ალექსანდრეს ძე ქოქაშვილი დაიბადა 1953 წლის 19 მარტს ქალაქ...

ვლას (ბაჩუკი) ვლასის ძე ქარსელაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ვლას (ბაჩუკი) ვლასის ძე  ქარსელაძე დაიბადა 1967 წლის 23 თებერვალს ქალაქ სოჭში. 1997 წელს, ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა და ვლასმა სწავლა განაგრძო სოხუმის მე-5 საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა.

ვლასი პედაგოგის ოჯახში გაიზარდა. მამა, ჯერ კიდევ  მის დაბადებამდე  ტრაგიკულად დაიღუპა.

ვლასი  აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან მოხალისედ ჩაირიცხა  სამშობლოს დამცველთა რიგებში, იყო სოხუმის მე-11 ბატალიონის ოცეულის უფროსი . მონაწილეობდა პირველ შეტაკებაში, პატარა არმიანსკაიასთან. არაერთხელ გადასულა მტრის ზურგში დასაზვერად.

ვლას ქარსელაძე, 3 ოქტომბერს, ეშერის მისადგომებთან გამართულ ორთაბრძოლაში სნაიპერის ტყვიას შეეწირა.

ვლას (ბაჩუკი) ვლასის ძე ქარსელაძე

ვლას (ბაჩუკი) ვლასის ძე  ქარსელაძე დაიბადა 1967 წლის 23 თებერვალს...

ნოდარ ლავრენტის ძე ქალდანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ნოდარ ლავრენტის ძე ქალდანი დაიბადა 1966 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლა  სოხუმში დაამთავრა. იყო ეროვნული მოძრაობის ერთერთი აქტიური მონაწილე.

1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამოინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.

ნიდარ ქალდანი 1993 წლის 16 მარტს გმირულად დაიღუპა გუმისთის მისადგომებთან.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ნოდარ ქალდანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ნოდარ ქალდანი დაკრძალულია კოდორის ხეობაში – სოფელ ომარიშარაში.

ნოდარ ლავრენტის ძე ქალდანი

ნოდარ ლავრენტის ძე ქალდანი დაიბადა 1966 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...

იეროსლავ დავითის ძე ქალდანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

იეროსლავ დავითის ძე ქალდანი დაიბადა 1945 წლის 9 მაისს მესტიის რაიონის სოფელ მულახში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, იეროსლავ ქალდანი 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის,მე-2 ოცეულის სნაიპერად.

1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან მე-2 ასეულის მებრძოლთა ერთი ჯგუფი ალყაში მოექცა, სწრაფი კონტრ-იერიშით მებრძოლებმა ალყა გაარღვიეს. ამ ხელჩართული ორთაბრძოლების დროს ბროძლის ველზე გმირულად დაიღუპა იეროსლავ ქალდანი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის იეროსლავ ქალდანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

იეროსლავ დავითის ძე ქალდანი

იეროსლავ დავითის ძე ქალდანი დაიბადა 1945 წლის 9 მაისს მესტიის...

ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ფრიდონ ტყემალაძე  1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის სნაიპერად, ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა ამავე ბატალიონის მე-2 ასეულის ოცმეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთასთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისტებთან  და რუს ბოევიკებთან  ხელჩართულ ბრძოლაში ფრიდონ ტყელამაძე ოცეულთან ერთად ალყაში მოექცა. უთანასწორო ბრძოლაში გააფთრებით ეკვეთენ მტერს ბიჭები. ვაჟკაცურად ებრძოდნენ    მომხვდურს მანამ,  სანამ  ტყვიები არ გაუთავდათ. ფრიდონმა ტყვედ ჩაბარებას    ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა. მან მტერი ახლოს მოუშვა, უკანასკნელად წამოიძახა: „გაუმარჯოს საქართველოს!“ ყუმბარა გახსნა და გარშემორტყმულ მტერთან ერთად თავი აიფეთქა.   მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო ოცეული დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ფრიდონ ტყემალაძე, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე

ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს გულრიფშის...

გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ქალაქ სტავროპოლში. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის საშუალო სკოლის დამთავრების  შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის დაზვერვის ოცეულში, მზვერავად.

1993 წლის 16 მარტს აფხაზ სეპარატისტთა  მიერ განხორციელებული შემოტევის დროს თავში დაიჭრა, მაგრამ ჭრილობის მიუხედავად, ბრძოლას მაინც განაგრძობდა. ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვის აფეთქება სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის.

გივი ფარჯიანი დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გივი ფარჯიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი

გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ქალაქ...

ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1974 წლის 21 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1991 წელს დაამთავრა სოხუმის მე-11საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მექანიზირებულ ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 22 აგვისტოს  მოწინააღმდეგე მხარემ  დროებითი ზავი დაარღვია  და მე-2 ბატალიონის პოზიციებზე ნაღმსატყორცნიდან სამი სროლა განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული მებრძოლი ირაკლი ფარცვანია. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია

ირაკლი ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1974 წლის 21 თებერვალს ქალაქ...

გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1966 წლის 22 სექტემბერს. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.

ქართულ-აფხაზური  შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ვალტერ ფარცვანია, 1993 წლის მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონის მე-3 ასეულის  პირველი ოცეულის მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან  განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლის 22 აგვისტოს  აფხაზურმა მხარემ  სამშვიდობო მოლაპარაკება დაარღვია და განახორციელა მე-3 ასეულის საარტილერიო  სანაღმსატყორცნო  ცეცხლდაშენა. ერთ-ერთი ნაღმი პირდაპირ საცეცხლე პოზიციას დაეცა, სადაც  გრიგოლ ფარცვანია თავის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ნაღმის აფეთქების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

გრიგოლ ფარცვანია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია

გრიგოლ ვალტერის ძე ფარცვანია დაიბადა 1966 წლის 22 სექტემბერს. 1984...

გიორგი მიხეილის ძე ტლაშაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გიორგი მიხეილის ძე ტლაშაძე დაიბადა 1968 წლის 18 ნოემბერს ქალაქ გორში. დაამთავრა სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა. მუშაობდა სოხუმის ელექტროდეპოში მემანქანის თანაშემწედ.

გიორგი ტლაშაძე 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონის ნაღმსაწინააღმდეგო ოცეულის უფროს ქიმიკოსად, ხოლო ამავე წლის ნოემბრიდან დაინიშნა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მე-2 ოცეულის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლის 5 დეკემბერს  პოზიციური  ბრძოლების დროს სანაღმტყორცნო ცეცხლდაშენისას, ერთ-ერთი ნაღმის აფეთქების შედეგად მისი ნამსხვრევებით სასიკვდილოდ დაიჭრა.

დაკრძალულია ქალაქ გორში.

გიორგი მიხეილის ძე ტლაშაძე

გიორგი მიხეილის ძე ტლაშაძე დაიბადა 1968 წლის 18 ნოემბერს ქალაქ...

თამაზ პეტრეს ძე ტალახაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თამაზ პეტრეს ძე ტალახაძე დაიბადა 1952 წლის 4 ივნისს ქალაქ რუსთავში.

1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაურის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 3 მარტს თამაზ ტალახაძე საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მისმა თანამებრძოლებმა დიდი რისკის ფასად გადმოასვენეს ბრძოლის ველიდან.

 

 

თამაზ პეტრეს ძე ტალახაძე

თამაზ პეტრეს ძე ტალახაძე დაიბადა 1952 წლის 4 ივნისს ქალაქ...

error: Content is protected !!