სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

თენგიზ (ხვიჩა) ნოდარის ძე სხულუხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თენგიზ ნოდარის ძე  სხულუხია დაიბადა 1966 წლის 15 იანვარს ქალაქ სოხუმში. 1983 წელს დაამთავრა სოხუმის  მე-7 საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ სხულუხია  1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

თენგიზ სხულუხია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

 

თენგიზ (ხვიჩა) ნოდარის ძე სხულუხია

თენგიზ ნოდარის ძე  სხულუხია დაიბადა 1966 წლის 15 იანვარს ქალაქ...

გია ნოდარის ძე სხულუხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

გია ნოდარის ძე სხულუხია დაიბადა  1964 წლის 6 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.  დაამთავრა სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა სოხუმის სამშენებლო-ინდუსტრიული ტექნიკუმი.

გია სხულუხია 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში.

გია სხულუხია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, ერთერთი საბრძოლო ოპერაციის დროს (მასათან ერთად დაიღუპა მისი ძმა თენგიზ (ხვიჩა) სხულუხია).

გია ნოდარის ძე სხულუხია

  გია ნოდარის ძე სხულუხია დაიბადა  1964 წლის 6 ოქტომბერს...

ტარიელ მაქსიმეს ძე სტეფლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ტარიელ სტეფლიანი დაიბადა 1953 წლის 25 ივნისს. 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა სოხუმის ტრანსპორტის სააგენტოში _ მძღოლად.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დროს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის 23 მექნიზირებული ბრიგადის  მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის, ოცმეთაურის მოადგილედ. საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული  მებრძოლი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

ტარიელ სტეფლიანი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს,  გუმისთასთან მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ სტეფლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ტარიელ მაქსიმეს ძე სტეფლიანი

ტარიელ სტეფლიანი დაიბადა 1953 წლის 25 ივნისს. 1981 წლიდან 1993...

ჯეირანი ჭიჭიკოს ძე სილაგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ჯეირანი ჭიჭიკოს ძე სილაგაძე  დაიბადა 1966 წლის 3 მარტს.

ჯეირან სილაგაძე 1992 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

ჭიჭიკო სილაგაძე 1993 წლის 16 მარტს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.

დაკრძალულია ცაგერის რაიონში, სოფელ მახაშში.

ჯეირანი ჭიჭიკოს ძე სილაგაძე

ჯეირანი ჭიჭიკოს ძე სილაგაძე  დაიბადა 1966 წლის 3 მარტს. ჯეირან...

სერგო პლატონის ძე სილაგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

სერგო პლატონის ძე სილაგაძე დაიბადა 1954 წლის 10 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა მის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სადაზვერვო ოცეულის მეთაურად. 1993 წლის 8 თებერვალს მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება, იმავე წლის  15 თებერვალს კი _ უფროსი ლეიტენანტის წოდება. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მირ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში.

სერგო სილაგაძე  1993 წლის 20 სექტემბერს, სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა და რუს ბოევიკთა  შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სერგო სილაგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

სერგო სილაგაძის ცხედარი 2018 წლის მაისში გადმოასვენეს და დაკრძალეს საძმო სასაფლაოზე, თბილისში. (დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით).

 

სერგო პლატონის ძე სილაგაძე

სერგო პლატონის ძე სილაგაძე დაიბადა 1954 წლის 10 ოქტომბერს ოჩამჩირის...

ბადრი ნოდარის ძე საჯაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ბადრი ნოდარის ძე საჯაია დაიბადა 1973 წლის 23 აპრილს გულრიფშის რაიონში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი საჯაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, დაზვერვის ოცეულის მზვერავად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან წარმოებულ საომარ მოქმედებებში.

1993 წლის 24 სექტემბერს, ახალი დასახლების ტერიტორიაზე, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობაში გამაგრებული მტრის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის განხორციელების დროს, რიგითი ბადრი საჯაია დაჭრილი თნამებრძოლის გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

დაკრძალულია საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.

 

ბადრი ნოდარის ძე საჯაია

ბადრი ნოდარის ძე საჯაია დაიბადა 1973 წლის 23 აპრილს გულრიფშის...

შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1949 წლის 1 თებერვალს, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ურავში. მალევე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა (გადაასახლეს) გუდაუთის რაიონის, სოფელ ლიხნში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაეუფლა ეკონომისტის პროფესიას და 1965 წლიდან მუშაობდა რევიზორად. 1967 წლიდან მუშაობდა სოხუმის ქალაქკოოპვაჭრობის ბურალტერ-ინვენტარიზატორად. 1968 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მუშაობა განაგრძო აფხაზკურორტვაჭრობაში ბუღალტერ-რევიზორად, ხოლო ნოემბრიდან გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა უკრაინაში, სევასტოპოლში.

1971 წლის მაისიდან, სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, მუშაობდა გუდაუთის კოპვაჭრობაში. 1989 წლის ბოლომდე მუშაობდა გუდაუთის კურორტვაჭრობის მთავრ საქონელმცოდნედ.

შოთა რეხვიაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ გუდაუთში. 1989 წლის 15-16 ივლისს, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირ შეეხო მის ოჯახს, ამ პერიოდში გუდაუთში დარბეულ რამდენიმე ოჯახს შორის  ერთ-ერთი მისი ოჯახიც იყო. მიუხედავად ამისა, მას ქალაქი  არ დაუტოვებია.

შოთა რეხვიაშვილი 1992 წლის 23 სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის საფინანსო სამსახურის უფროსად.  იყო თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 1993 წლის 15 თებერვალს  მიენიჭა  კაპიტნის სამხედრო წოდება.

შოთა რეხვიაშვილის და მისი თანამებრძოლების (მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში მრავლად იყვნენ გუდაუთის რაიონის ახალსოფლისა და ლიხნის მკვიდრნი, რომელთა  სახლები აფხაზებმა დაწვეს, ხოლო ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ  მძევლების მდგომარეობაში ფრონტის ხაზს მიღმა) ძალისხმევით და მონდომებით ომის პერიოდში გუდაუთიდან სოხუმში გადმოიყვანეს მეომართა ოჯახის წევრები, რამდენიმე ასეული ადამიანი.

შოთა რეხვიაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი

  შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1949 წლის 1 თებერვალს,...

ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1956 წლის  1 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. დაამთავრა გუდაუთის რაიონის, ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ კი _ ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა სოხუმის (საკვების მომარაგების ) საწყობში.

ამირან რეხვიაშვილი 1992 წლის 16 ოქტომბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის  პირად შემადგენლობაში, მართვის ოცეულის მზვერავად. 1993 წლის  8 თებერვალს დაინიშნა მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილედ და მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.  მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

ლეიტენანტი ამირან რეხვიაშვილი 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთაზე მტრის მასიური შემოტევის დროს უთანასწორო ბრძოლებში   ვაჟკაცურად დაიღუპა. თანამებრძოოლებმა მისი ცხედარი ბრძოლის  ველიდან უდიდესი თავგანწირვის ფასად გამოასვენეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ამირან რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი

ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1956 წლის  1 იანვარს გუდაუთის...

თამაზ დავითის ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თამაზ დავითის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს გუდაუთის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში.

თამაზ რეხვიაშვილი 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის ნაღმსატყორცნი ბატარეის მე-2 საცეცხლე ოცეულის მუხტის შემდგენლად. მალევე დაინიშნა ამავე ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 29 მაისს მდინარე  გუმისთის მისადგომებთან აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო იერიშის დროს,  თამაზ რეხვიაშვილი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

 

თამაზ დავითის ძე რეხვიაშვილი

თამაზ დავითის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს გუდაუთის...

ზურაბ გრიგორის ძე ნანავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ზურაბ გრიგორის ძე ნანავა დაიბადა 1950 წლის  12 მარტს სოხუმში.

ზურაბ ნანავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის მეტყვიამფრქვევედ.

1993 წლის 28 სექტემბერს ზურაბ ნანავა  მამასთან – გრიგორი ნანავასთან ერთად აგუძერაში აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.

ზურაბ გრიგორის ძე ნანავა

ზურაბ გრიგორის ძე ნანავა დაიბადა 1950 წლის  12 მარტს სოხუმში....

ნონა ვაკოს ასული მურღვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ნონა ვაკოს ასული მურღვლიანი დაიბადა 1960 წლის 13 მარტს ოჩამჩირის რაიონის  სოფელ ათარა არმიანსკაიში. დაამთავრა ლეჩქოფის მეორე სკოლა-ინტერნატი.

ნონა მურღვლიანი 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის სანინსტრუქტორად. 1993 წლის 4-5 იანვარს განხორციელებულ თავდაცვით ოპერაციებში მონაწილეობისათვის გადაეცა ბრიგადის მეთაურის მადლობის ფურცელი.

1993 წლის 16 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ბოევიკებმა  მეორე ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე შეტევა განახორციელეს. მეომართა ერთი ნაწილი ალყაში აღმოჩნდა, მათ შორის ნონა მურღვლიანი.  „მეომრები თავგანწირვით იცვადნენ თავს. ხელჩართულ ბრძოლაში ნონა ტოლს არ უდებდა ვაჟკაცებს. პირველ დახმარებას უწევდა დაჭრილებს და თან მრისხანე შეძახილით აფრთხილებდა თანამებრძოლებს – ერთი ნაბიჯით უკან არ დაეხიათ“  (საბრძოლო მოკვლევა).

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა  და თავგანწირვისათვის  ნონა მურღვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

ნონა ვაკოს ასული მურღვლიანი

ნონა ვაკოს ასული მურღვლიანი დაიბადა 1960 წლის 13 მარტს ოჩამჩირის...

რევაზ მიშველაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

რევაზ მიშველაძე დაიბადა 1943 წლის 4 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა, შემდეგ კი, ტექნიკური სასწავლებელი. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან (1976-1980 წლები) ზემდეგის წოდებით დაბრუნდა. მუშაობდა  სანატორიუმში მექანიკოსად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან რევაზ მიშველაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მმექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში რიგითად.

რევაზ მიშველაძე 1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმზე შეტევის დროს, ახალ რაიონში, ხელჩართული ბრძოლის დროს დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.

რევაზ მიშველაძე

რევაზ მიშველაძე დაიბადა 1943 წლის 4 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი დაიბადა 1972 წლის 23 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ აჟარის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სწავლასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, გატაცებული იყო თავისუფალი ჭიდაობით და ჰქონდა წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებში.

1992 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, სერგო საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩაება, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულში, მესამე ოცეულის სნაიპერად. მონაწილეობდა მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო აქტიური მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ დავალებებს.

1993 წლის 30 იანვარს მტრის ჯგუფმა შემოუტია 23-ე  მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულს, პარალელურად განხორციელდა სარტილერიო დაბომბვები. ერთ-ერთი დაბომბვისას სერგო მილდიანი თავის არეში მძიმედ დაიჭრა, თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციებიდან გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სერგო მილდიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის  სოფელ აჟარაში.

 

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი დაიბადა 1972 წლის 23 ივლისს გულრიფშის...

გედევან ტარასის ძე მიქაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გედევან მიქაძე დაიბადა 1933 წლის 25 დეკემბერს ცაგერის რაიონის სოფელ აღვში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გედევან მიქაძე 1992 წლის 1 სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.

გედევან მიქაძე 1993 წლის 2 თებერვალს მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.

გედევან ტარასის ძე მიქაძე

გედევან მიქაძე დაიბადა 1933 წლის 25 დეკემბერს ცაგერის რაიონის სოფელ...

ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი დაიბადა 1974 წლის 12 ივნისს. სწავლობდა გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის საშუალო სკოლაში. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ალიკას წინ ვინ დაუდგებოდა, ერთ-ერთმა პირველმა აიღო იარაღი ხელში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს „შავნაბადას“ დაზვერვის ბატალიონში ჩაირიცხა და შეუპოვრად იბრძოდა, საქართველოს წმინდა მიწის დასაცავად. როგორც მისი თანამებრძოლეები იგონებენ, ალიკა გამოირჩეოდა მეგობრების სიყვარულით.

ალექსანდრე მეტრეველის   ახალგაზრდა, მეოცნებე სიცოცხლე 1993 წლის 19 თებერვალს სოფელ  კინდღთან ბრძოლისას იმსხვრეპლა მტრის ტყვიამ.

დაკრძალულია სოფელ ოდიშში.

ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი

ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი დაიბადა 1974 წლის 12 ივნისს. სწავლობდა...

error: Content is protected !!