სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

თამაზ მიხეილის ძე თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თამაზ მიხეილის ძე თოდუა დაიბადა 1955 წლის 31 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში.

თამაზ თოდუა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში საკომენდანტო ათეულის მარეგულირებლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 5 იანვრის  საბრძოლო მოქმედებების დროს, თამაზ თოდუა სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა.

თამაზ მიხეილის ძე თოდუა

თამაზ მიხეილის ძე თოდუა დაიბადა 1955 წლის 31 დეკემბერს გულრიფშის...

დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი დაიბადა 1971 წელს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა.

ქართულ-აფხაზური დაპირისპირებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში, ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მეტყვიამფრქვევედ.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დიმიტრი ზოტოვმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 17 მარტს მე-2 ბატალიონის სარეზერვო ძალები ატარებდნენ მტრის დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციას. ამ ოპერაციის დროს დიმიტრი ზოტოვმა და ხვიჩა ცხადაიამ არნახული სიმამაცე გამოიჩინეს – გაანადგურეს აფხაზ ბოევიკთა ჯგუფი და თვითონაც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დიმიტრი ზოტოვი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი

დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი დაიბადა 1971 წელს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა...

მიხეილ ზაქარიას ძე ზანდუკელი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მიხეილ ზანდუკელი დაიბადა 1969 წლის 10 ივნისს ქალქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-3 საშუალო სკოლა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მიხეილ ზანდუკელი მამულის დამცველთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის  23 სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში უფროს ოპერატორად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში _ მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 16 მარტს, მდინარე გუმისთის მიმდებარედ, აფხაზ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა მიერ განხორციელებული შეტევის დროს აფეთქდა მე-2 ბატალიონის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელსაც მიხეილ ზანდუკელი  მართავდა. მიხეილმა მიიღო მძიმე ჭრილობა და თავის ტრავმა (კონტუზია). ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი ტყვედ ჩავარდა, სასტიკად აწამეს და დახვრიტეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  მიხეილ ზანდუკელი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

მიხეილ ზაქარიას ძე ზანდუკელი

მიხეილ ზანდუკელი დაიბადა 1969 წლის 10 ივნისს ქალქ სოხუმში. დაამთავრა...

ხვიჩა სამშეს ვიბლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ხვიჩა სამშეს ვიბლიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში, რიგითად.

თავდაუზოგავად იცავდა მშობლიურ კუთხეს, თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ფრონტის წინა ხაზზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. მამაცი და თავდადებული მეომარი, თანამებრძოლებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს.

ხვიჩა ვიბლიანი 1992 წლის 17 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

ხვიჩა სამშეს ვიბლიანი

ხვიჩა სამშეს ვიბლიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს...

ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 11 დეკემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის საშუალო სკოლაში. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი.  მოღვაწეობდა სოხუმის დრამატულ თეატრში.

ზურაბ ვიბლიანი 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის თავდაცვით ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 16 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა დაქირავებულ რუს ბოევიკებთან ერთად ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. მე-2 ასეულის მებრძოლებმა მტერს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს და კონტრიერიშზეც გადავიდნენ. მოწინააღმდეგემ ჩვენებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილების გამოყვანის დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქების შედეგად ზურაბ ვიბლიანი დაიღუპა.

დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

 

ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი

ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 11 დეკემბერს მესტიის...

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია დაიბადა 1973 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურთაზ დარჯანია 1992 წლის 27 ნოემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის, პირველი ოცეულის მსროლელად. 1993 წლის პირველ მარტს კი დაინიშნა, ამავე ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად.

მურთაზ დარჯანია აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.  განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში, როგორც მამაცმა მებრძოლმა.

მურთაზ დარჯანია,1993 წლის 26 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტების მიერ საარტილერიო-სანაღმტყორცნო დაბომბვის დროს მიღებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დაკრძალულია გულირიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მურთაზ დარჯანია დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. ხოლო სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია დაიბადა 1973 წლის 10 ივლისს ქალაქ...

მარლენ დავითის ძე დადვანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მარლენ დავითის ძე დადვანი დაიბადა 1949 წლის 29 სექტემბერს სტავროპოლის მხარეში. მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადავიდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, მარლენი   სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის №6 სამშენებლო ტრესტში. სანიმუშო მუშაობისთვის ხელმძღვანელობამ   არაერთხელ წაახალისა და დააჯილდოვა.

1992 წლის 1 თებერვალს,  მარლენი მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მეორე მოტომსროლელ ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 16 მარტს, გუმისთასთან მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევის დროს, მტერთან უშეღავათო ბრძოლაში, მარლენ დადვანი მძიმედ დაიჭრა  და გარდაიცვალა.

მარლენ დადვანს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მარლენ დადვანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

 

 

მარლენ დავითის ძე დადვანი

მარლენ დავითის ძე დადვანი დაიბადა 1949 წლის 29 სექტემბერს სტავროპოლის...

დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1960 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის რაიონის  სოფელ თავისუფლებაში. დაამთავრა სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლა, შემდეგ კი ტექნიკური სასწავლებელი.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, დავით გუჯეჯიანი 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში მე-2 ასეულის მსროლელად. მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. დავით გუჯეჯიანმა  1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში თავი გამოჩინა, როგორც უშიშარმა მებრძოლმა.

1993 წლის 21   სექტემბერს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთა მიერ განხორციელებული შემოტევის დროს, ჭურვის აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა.

დავით გუჯეჯიანი გარდაიცვალა 1993 წლის 11 ოქტომბერს.

დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი

დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1960 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის...

შალვა შოთას ძე გუგუშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

შალვა შოთას ძე გუგუშვილი დაიბადა 1971 წლის 21 აპრილს ქალაქ სოხუმში.

შალვა  გუგუშვილი 1992 წლის სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის, მე-3 ასეულის მე-3 ოცეულის მსროლელად. ის აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

შალვა გუგუშვილი იყო მამაცი და უშიშარი  მებრძოლი. 1992 წლის 12 დეკემბერს პოზიციური ბრძოლების დროს დაიჭრა, მაგრამ თავისი საბრძოლო პოზიცია არ მიუტოვებია.

1993 წლის 6 ივნისს მორიგი დავალების შესრულების დროს შალვა გუგუშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  შალვა გუგუშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

შალვა შოთას ძე გუგუშვილი

შალვა შოთას ძე გუგუშვილი დაიბადა 1971 წლის 21 აპრილს ქალაქ...

მურმან კარლოს ძე გუგუსიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მურმან კარლოს ძე გუგუსიანი დაიბადა 1961 წლის 13 მაისს, ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურმან გუგუსიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. ბატალიონთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მდინარე გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.

მურმან გუგუსიანი დაიღუპა 1993 წლის 17 მარტს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე ერთ-ერთი ხელჩართული ბრძოლისას.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურმან გუგუსიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

მურმან კარლოს ძე გუგუსიანი

მურმან კარლოს ძე გუგუსიანი დაიბადა 1961 წლის 13 მაისს, ქალაქ...

ჯადული ვასილის ძე გოგუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ჯადული ვასილის ძე გოგუა დაიბადა 1955 წლის 19 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ჯადული გოგუა 1993 წლის 16 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონის  პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა ქალაქ სოხუმის საბრძოლო და თავდაცვით ოპერაციებში.

ჯადული გოგუა 1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმში, ახალ რაიონში მიმდინარე თავდაცვით  ორთაბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ აკაფაში.

ჯადული ვასილის ძე გოგუა

ჯადული ვასილის ძე გოგუა დაიბადა 1955 წლის 19 ივლისს სოხუმის...

თემურ (თეიმურაზ) გოგრიჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თემურ  (თეიმურაზ)  გოგრიჭიანი დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

თემურ გოგრიჭიანი 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში მსროლელად.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, აფხაზეთში, კერძოდ მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 17 მარტს მდინარე  გუმისთაზე აფხაზ სეპარატისტთა და რუს ბოევიკთა მიერ განხორციელებული შეტევის დროს გმირულად დაიღუპა.

მისი გარდაცვალების შემდეგ გოგრიჭიანების  ოჯახში დაიბადა შვილიშვილი, რომელსაც გმირი ბიძის სახელის უკვდავსაყოფად თეიმურაზი დაარქვეს.

თემურ გოგრიჭიანის და მისი ცხრა თანამებრძოლის ( ალიკა მეტრეველი, რეზო რეხვიაშვილი, ამირან რეხვიაშვილი, ფრიდონ მაისურაძე, ოქროპირ მაცაბერიძე, ირაკლი ჩალაძე, მალხაზ მაისურაძე, ტარიელ მეტრეველი, ზურიკო რეხვიაშვილი ) ცხედრები აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რიგითი თეიმურაზ გოგრიჭიანი  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

თემურ (თეიმურაზ) გოგრიჭიანი

თემურ  (თეიმურაზ)  გოგრიჭიანი დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რაიონის...

გოგი გურგენის ძე გოგიბერიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

გოგი გურგენის ძე გოგიბერიშვილი დაიბადა 1963 წლის 18 აპრილს, გუდაუთის რაიონში, სოფელ ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ  კი _ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი  ავტოშემკეთებლის სპეციალობით.

გოგი გოგიბერიშვილი ირიცხებიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის მენაღმედ. მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და თავდადებულმა მებრძოლმა.

გოგი გოგიბერაშვილი დაიღუპა 1992 წლის  4 ოქტომბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან მოწინაღმდეგის მიერ განხორციელებული საარტილერიო იერიშის დროს.

დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.

გოგი გურგენის ძე გოგიბერიშვილი

  გოგი გურგენის ძე გოგიბერიშვილი დაიბადა 1963 წლის 18 აპრილს,...

გენადი იპოლიტეს ძე გვილავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გენადი იპოლიტეს ძე გვილავა დაიბადა 1963 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ პირველ ბაბუშარაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გენადი გვილავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში.

1993 წლის 3 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბატალიონის პოზიციებს. გენადი გვილავა საომარი მოქმედების დროს (დაჭრილი თანამებრძოლი გამოყავდა გვერდითი სანგრიდან) მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

 

გენადი იპოლიტეს ძე გვილავა

გენადი იპოლიტეს ძე გვილავა დაიბადა 1963 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის...

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა დაიბადა 1970 წლის 31 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ფრიდონ გეგენავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მე-2 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად.

1992 წლის 3 სექტემბერს, ფრიდონ გეგენავა გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ბატალიონში დაბრუნდა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ასეულის სნაიპერად დაინიშნა.

1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან ბატალიონის სარეზერვო ძალები, რომლის რიგებშიც იყო ფრიდონ გეგენავა, თავდადებით ებრძოდა მტერს, გაანადგურა რამდენიმე „ბოევიკი“ და  თვითონაც გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ფრიდონ გეგენავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

 

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა

ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა დაიბადა 1970 წლის 31 ოქტომბერს სოხუმის...

error: Content is protected !!