სოსლან ჟულის ძე გასვიანი
სოსლან ჟულის ძე გასვიანი დაიბადა 1971 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ბრიგადის მეორე ბატალიონში მსროლელად.
1993 წლის 15-16 მარტს ქართულმა ჯარმა არნახული გმირობა გამოავლინა და შეძლო დაცემას გადაერჩინა აფხაზეთის დედაქალაქი, ძირითადი პოზიციები განლაგებული იყო მდინარე გუმისთაზე. სწორედ ამ მოვლენების დროს დაიღუპა 22 წლის სოსლან გასვიანი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოსლან გასვიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
სოსლან ჟულის ძე გასვიანი
სოსლან ჟულის ძე გასვიანი დაიბადა 1971 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...
გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი
გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი დაიბადა 1972 წლის 19 მარტს ქალაქ სოხუმში. 1989 წელს დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. იყო ქუთაისის უნივერსიტეტის მორაგბეთა სამეფო კლუბ „აიეტის“ წევრი. აფხაზეთში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ — ჩემს სოხუმს უჭირსო!“ _ თქვა, დროებით გადადო სწავლა და იარაღით ხელში უმცროს ძმასთან, კობასთან ერთად ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ფრონტის წინა ხაზზე.
1993 წლის 16 მარტი საბედისწერი აღმოჩნდა გოგიტასთვის. მდინარე გუმისთასთან ყველაზე დიდი, მასიური შემოტევისას გმირულად დასრულდა მისი ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი სიცოცხლე.
გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი დაკრძალულია გულრიფშის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი ბოთერაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი
გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი დაიბადა 1972 წლის 19 მარტს ქალაქ სოხუმში....
ბეგლარ ლავრენტის ძე ბენდელიანი
ბელგარ ლავრენტის ძე ბენდელიანი დაიბადა 1936 წლის 25 დეკემბერს ცაგერის რაიონის სოფელ ლეკუხონაში.
1993 წლის 15 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმს შემოვლითი გზებით შემოუტიეს, ამიტომ მეორე ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის მეომართა ჯგუფი გადასროლილ იქნა სოფელ ოდიშში და ბატალიონის მეთაურის განკარგულებით სოფლის დასაცავად რამდენიმე მაცხოვრებელს დაურიგდა ავტომატური იარაღი. ერთ-ერთი მათგანი იყო ბეგლარ ბენდელიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა კელასურისა და მანიის თავდაცვით ოპერაციებში.
ბეგლარ ბენდელიანი 1993 წლის 20 სექტემბერს, ერთ-ერთი შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ბეგლარ ლავრენტის ძე ბენდელიანი
ბელგარ ლავრენტის ძე ბენდელიანი დაიბადა 1936 წლის 25 დეკემბერს ცაგერის...
ბადრი ლეთოდიანი
ბადრი ლეთოდიანი 1973 წლის 8 სექტემბერს გულრიფშის რაიონში (სოფელი ოქტომბერი) დაიბადა. აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან ეროვნული გვარდიის რიგებში იბრძოდა.
ბადრი ლეთოდიანი 1993 წლის 19 სექტემბერს სოხუმში, გუმისთის მისადგომებთან მტრის მორიგი შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მეგობრებმა ვერ შეძლეს ბადრის ცხედრის გადმოსვენება. მტერი წინ მოიწევდა, ქართველებმა აჩადარა დატოვეს… მურმანი გამოექცა მეგობრებს ძმის ცხედრის გამოსატანად. ამ დღის შემდეგ არავინ იცის მისი სამყოფელიც. ომის სისასტიკე…. ორი ძმა, ორ დღეში _ ერთი ოჯახიდან…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი ლეთოდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის.
ბადრი ლეთოდიანი
ბადრი ლეთოდიანი 1973 წლის 8 სექტემბერს გულრიფშის რაიონში (სოფელი...
მურმან ლეთოდიანი
მურმან ლეთოდიანი დაიბადა 1963 წლის 26 აგვისტოს გულრიფშის რაიონში (სოფელი ოქტომბერი). 1992 წლის ნოემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
მურმან ლეთოდიანი, 1993 წლის 20 სექტემბერს, ძმის ცხედრის გადმოსვენებას ცდილობდა, როცა დაიკარგა სოფელ აჩადარაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურმან ლეთოდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით”.
მურმან ლეთოდიანი
მურმან ლეთოდიანი დაიბადა 1963 წლის 26 აგვისტოს გულრიფშის რაიონში...
გიორგი გურამის ძე თვალთვაძე
გიორგი გურამის ძე თვალთვაძე დაიბადა 1962 წლის 7 იანვარს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლაში. წარჩინებული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სკოლის ღონისძიებებში. იტაცებდა სპორტი.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1982 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სრული კურსი, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა რუსეთის ფედერაციის ქალაქ რუზაში.
საომარი მოქმედებების დროს გიორგი თვალთვაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის ბატალიონის ოცმეთაურად. მისი რაზმი „მიმინო“ იბრძოდა სოფელ აჩადარაში.
გიორგი თვალთვაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი თვალთვაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
გიორგი გურამის ძე თვალთვაძე
გიორგი გურამის ძე თვალთვაძე დაიბადა 1962 წლის 7 იანვარს ქალაქ...
თემურ ნიკოლოზის ძე კაკულია
თემურ ნიკოლოზის ძე კაკულია დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის 1-ლი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.
1993 წლის 1 მაისს მივლინებული იყო შეიარაღების მისაღებად სამტრედიაში. მატარებელში მყოფი შემთხვევით, ბრმა ტყვიისაგან დაიღუპა.
თემურ ნიკოლოზის ძე კაკულია
თემურ ნიკოლოზის ძე კაკულია დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში. აფხაზეთში...
ირაკლი დომენტის ძე თუთისანი
ირაკლი დომენტის ძე თუთისანი დაიბადა 1953 წლის 17 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში. დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.
სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში. ლეიტენანტის წოდებით სამშობლოში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის მილიციის სკოლაში. შემდეგ მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხედრო კომისარიატის სპეციალისტად, მილიციის თანამშრომელად, საშუალო სკოლის სამხედრო მომზადების მასწავლებელად.
1987 წელს ირაკლი თუთისანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სოხუმში. 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაება საომარ მოქმედებებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის წევრი.
ირაკლი თუთისანი 1993 წლის 5 იანვარს დაიღუპა მდინარე გუმისთასთან წარმოებული ბრძოლების დროს. დაკრძალულია სოფელ ჩქუმში.
ირაკლი დომენტის ძე თუთისანი
ირაკლი დომენტის ძე თუთისანი დაიბადა 1953 წლის 17 მაისს...
ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი
ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი დაიბადა 1970 წლის 20 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ ლეკუხონაში.
ელგუჯა ბენდელიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ, მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ ყველა ოპერაციაში.
1993 წლის 17 მარტს ერთ-ერთი შემოტევისას ნაღმის აფეთქებისას დაიჭრა მარჯვენა ხელისა და ზურგის არეში და სექტემბრამდე სამკურნალოდ იმყოფებოდა.
1993 წლის 15 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმს შემოვლითი გზებით შემოუტიეს. ბატალიონის პირველი ასეულის მებრძოლთა ჯგუფი სოფელ ოდიშში გადაისროლეს. მათ რიგებში იყო ელგუჯა ბენდელიანი.
ელგუჯა ბენდელიანი დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოდიშის მისადგომებთან, მტერთან შეტაკების დროს.
ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი
ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი დაიბადა 1970 წლის 20 ივლისს სოხუმის...
ავდიდო ლავრენტის ძე ბენდელიანი
ავდიდო ლარვენტის ძე ბენდელიანი დაიბადა 1955 წელს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა ლეკუხონის რვაწლიანი და კელასურის შელიას სახელობის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. დაუბრუნდა ოჯახს, ჩაება შრომის ფერხულში. 1978 წელს ავდიდო დაოჯახდა, ოთხ შვილს უზრდიდნენ ქვეყანას, შეხაროდნენ სიცოცხლეს, მაგრამ აფხაზეთში დენთის სუნი დატრიალდა და კელასურლები ერთ-ერთი პირველები დადგნენ მშობლიური კუთხის დასაცავად. ავდიდო ბენდელიანი ოცმეთაური იყო, ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად იბრძოდა უშიშრად, თავგანწირვით.
ავდიდო ბენდელიანი 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოდიშთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ზემო კელასურში. კიდევ ერთი გულანთებული ვაჟკაცის სიცოცხლე შეწყდა.
დაუვიწყარია სამშობლოსათვის თვდადებულთა ხსოვნა.
ავდიდო ლავრენტის ძე ბენდელიანი
ავდიდო ლარვენტის ძე ბენდელიანი დაიბადა 1955 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა დაიბადა 1974 წლის 28 ივლისს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, კახაბერ ბაძაღუა 1992-1993 წლებში ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში მე-3 ასეულის პირველი ოცეულის უფროს მსროლელად. ხოლო 1993 წლის 1 მარტიდან დაინიშნა ამავე ასეულის მე-2 ოცეულის მსროლელად. კახაბერი აქტიურად მონაწილეობდა გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 3 მაისს კახაბერ ბაძაღუა საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მისმა თანამებრძოლებმა დიდი რისკის ფასად გადმოასვენეს ბრძოლის ველიდან.
კახაბერ ბაძაღუა დაკრძალულია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში (ჯუმითში).
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა დაიბადა 1974 წლის 28 ივლისს გუდაუთის...
გურამ სერგოს ძე ბაღიშვილი
გურამ სერგოს ძე ბაღაშვილი დაიბადა 1938 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მაიორი გურამ ბაღიშვილი 1992 წლის 23 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში. ვინაიდან, გურამ ბაღიშვილს მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება, დაინიშნა კადრების განყოფილების უფროსად. 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში მაიორი გურამ ბაღიშვილი მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიულიმთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირისათვის გურამ ბაღაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გურამ სერგოს ძე ბაღიშვილი
გურამ სერგოს ძე ბაღაშვილი დაიბადა 1938 წელს გულრიფშის...
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია დაიბადა 1977 წლის 26 თებერვალს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა.საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ასეულის მსროლელ-სანიტრად, 1993 წლის პირველი ივლისიდან კი დაინიშნა ამავე ბატალიონის ნაღმსატყორცნი საცეცხლე ოცეულის მეთაურის მოადგილედ. იყო უშიშარი მებრძოლი, აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 15-17 მარტს სოფელ შრომასთან მტრის მასიური შემოტევისას.
რამაზ ალასანია დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან, სოფელ აჩადარაში.
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია
რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია დაიბადა 1977 წლის 26 თებერვალს გუდაუთის...
ენვერ მიხეილის ძე ავალიანი
ენვერ მიხეილის ძე ავალიანი დაიბადა 1949 წლის 10 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. 1967 წელს, დრანდის საშუალო სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა ტექნიკური
სასწავლებელი ტექნოლოგის სპეციალობით. მუშაობდა შორეულ ზღვაოსნობაში. ენვერ ავალიანი, ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს, 1993 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად. ამავე წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის ნაღმმტყორცნი ბატარეის ყუმბარმტყორცნელი ათეულის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და
თავდადებულმა მეომარმა.
ენვერ ავალიანი 1993 წლის 1 იანვარს მდინარე გუმისთის მისადგომებთან
გმირულად დაიღუპა.
ენვერ მიხეილის ძე ავალიანი
ენვერ მიხეილის ძე ავალიანი დაიბადა 1949 წლის 10 ივლისს გულრიფშის...
პაატა გიორგის ძე აბშილავა
პაატა გიორგის ძე აბშილავა დაიბადა 1969 წლის 4 მარტს გულრიფშის რაიონის
სოფელ ფშაფში.
პაატა აბშილავა 1992 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს
რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.
1993 წლის 22 იანვარს აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს საარტილერიო შტურმი. პაატა აბშილავას დაევალა დაჭრილებისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა (მას არაერთხელ გამოუყვანია ბრძოლის წინა ხაზიდან
დაჭრილები რა დროსაც ჭურვი მის მანქანას დაეცა, მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.
პაატა აბშილავა დაკრძალულია მშობლიურ გულრიფშში.
პაატა გიორგის ძე აბშილავა
პაატა გიორგის ძე აბშილავა დაიბადა 1969 წლის 4 მარტს გულრიფშის...