სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გიგლა ალექსანდრეს ძე აბრამია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

გიგლა ალექსანდრეს ძე აბრამია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-2 ბატალიონში, რიგითად.

თავდაუზოგავად იცავდა მშობლიურ კუთხეს, თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ფრონტის წინა ხაზზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. მამაცი და თავდადებული მეომარი, თანამებრძოლებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს.

გიგლა აბრამია 1993 წლის 27 სექტემბერს მშობლიურ ქალაქზე შტურმის დროს დროულად დაიღუპა.

გიგლა ალექსანდრეს ძე აბრამია

გიგლა ალექსანდრეს ძე აბრამია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა...

ზურაბ ვახტანგის ძე აზალაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ზურაბ ვახტანგის ძე აზალაძე დაიბადა 1955 წლის 15 მარტს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის I მოტომსროლელ ბატალიონში, ოცეულის მეტყვიამფრქვევედ.

ზურაბ აზალაძე დაიღუპა 1993 წლის 15 თებერვალს, სოფელ აჩადარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.

ზურაბ ვახტანგის ძე აზალაძე

ზურაბ ვახტანგის ძე აზალაძე დაიბადა 1955 წლის 15 მარტს ქალაქ...

კუკური (ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე 

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

კუკური (ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე  დაიბადა 1972 წლის 22 დეკემბერს ქალაქ სოხუმში.

კუკური ანჯაფარიძე 1993 წლის 14 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის ასეულში ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ტამიშში, ლაბრასა და ცუგუროვკაში განხორციელებულ საბრძლო ოპერაციებში.

კუკური ანჯაფარიძე 1993 წლის 26 აპრილს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კუკური (ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე 

კუკური (ზაზა) ინდიკოს ძე ანჯაფარიძე  დაიბადა 1972 წლის 22 დეკემბერს...

ბორის აჩიკოს ძე არონია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ბორის აჩიკოს ძე არონია დაიბადა 1965 წლის 25დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ აკაფაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კულინარიულ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში.

1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.

ბორის არონია დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ აჩადარასთან აფხაზი სეპარატისტების მასირებული შემოტევის დროს.

ბორის არონია დაკრძალულია სოფელ აჩადარაში.

ბორის აჩიკოს ძე არონია

ბორის აჩიკოს ძე არონია დაიბადა 1965 წლის 25დეკემბერს სოხუმის რაიონის...

რობერტ ნესტორის ძე ასლანიკაშვილი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

რობერტ ნესტორის ძე ასლანიკაშვილი დაიბადა 1946 წლის 20 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის I მოტომსროლელ ბატალიონში.

რობერტ ასლანიკაშვილი დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს სოფელ ლინდავაზე მტრის ძლიერი შემოტევის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რობერტ ასლანიკაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

რობერტ ასლანიკაშვილი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ლინდავაში.

რობერტ ნესტორის ძე ასლანიკაშვილი

რობერტ ნესტორის ძე ასლანიკაშვილი დაიბადა 1946 წლის 20 აგვისტოს სოხუმის...

დავით აპოლონის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

დავით აპოლონის ძე ბენდელიანი დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში. დედა მის ამქვეყნად მოვლინებას გადაყვა, 3 დღის ბავშვის აღზრდა ბებიამ და ახლობლებმა იკისრეს. სწორედ ბებია უნერგავდა პატარა დავითს სამშობლოსადმი ერთგულებასა და სიყვარულს, მოყვასის პატივისცემას, მტრისადმი მტრულად დახვედრას. 1969 წელს მამამ ახალსოფლის საშუალო სკოლაში შეიყვანა, რომელიც 1980 წელს დაამთარვა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო
სამსახური.

აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, 1992 წელს, ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. იყო ათმეთაური. დავითმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. არაერთხელ დაიმსახურა მეთაურთა მადლობა.

1993 წლის 11 ივნისს, პოზიციაზე გადაადგილების დროს, სნაიპერის ვერაგულად ნასროლ ტყვიას სიცოცხლით სავსე ვაჟკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირისთვის დავით ბენდელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

დავით აპოლონის ძე ბენდელიანი

დავით აპოლონის ძე ბენდელიანი დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს სოხუმის...

პაატა გელას ძე ბენდელიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

პაატა გელას ძე ბენდელიანი დაიბადა 1973 წლის 18 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. კეთილშობილ ოჯახში აღრზდილი ვაჟკაცი ირგვლივ ყველას სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა. ახლადსკოლადამთავრებულ ჭაბუკს უამრავი გეგმა  თუ ოცნება განუხორციელებელი დარჩა…

აფხაზეთში ომი დაიწყო და პაატამ უმალ ბრძოლის ველს მიაშურა, უკან გამოისტუმრეს, მაგრამ არ დაიშალა და გულანთებული ბიჭი თავისი კუთხის დასაცავად კელასურელ მებრძოლებს შეუერთდა. ეს პირტიტველა ბიჭი გმირობისა და მამაცობის მაგალითს იძლეოდა. კელასურელ მებრძოლთა გმირობა, გამძლეობა, ვაჟაკცობა ალბათ თაობიდან თაობას გადაეცემა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდნენ ყოველ გოჯს მშობლიური მიწისას…

პაატა ბენდელიანი ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

პაატა ბენდელიანი 1993 წლის 16 სექტემბერს აჩადარასთან გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  პაატა ბენდელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

პაატა გელას ძე ბენდელიანი

პაატა გელას ძე ბენდელიანი დაიბადა 1973 წლის 18 ნოემბერს სოხუმის...

გენადი აივიზორის ძე გაბუნია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გენადი აივიზორის ძე გაბუნია დაიბადა 1969 წლის 21 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში. გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახი  საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სავაჭრო ტექნიკუმში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მურმანსკში მოიხადა – 3 წელი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე. ჯარიდან დაბრუნებულს აფხაზეთში ომი დახვდა. დედისერთას შეეძლო არ ეომა, მაგრამ გულანთებულმა ვაჟკაცმა დედას ამაყად განუცხადა: საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ჩემი მიწის დასაცავად და მე სახლში რა გამაჩერებსო… ზურგში მოხვედრილ ტყვიას, გულში მოხვედრილი მირჩევნიაო”.

გენადი გაბუნია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

1003 წლის 24 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ერთ-ერთი ობიექტის დაცვის დროს, გენო და მისი 3 თანამებრძოლი ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა. გენადი გაბუნია დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   გენადი გაბუნია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

გენადი აივიზორის ძე გაბუნია

გენადი აივიზორის ძე გაბუნია დაიბადა 1969 წლის 21 იანვარს გულრიფშის...

ბესიკ გივის ძე გეთია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

        ბესიკ გივის ძე გეთია დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს. დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1992 წლის 26 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში სადაზვერვო ოცეულის მზვერავად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, აფხაზ სეპარატისთა ერთ-ერთი  შემოტევის დროს. 15 მარტს, ბესომ, როგორც კი გაიგო, რომ აფხაზმა „ბოევიკებმა“ ჩვენი პოზიციები გაარღვიეს, მაშინვე იქ გაჩნდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაერთო. 16 მარტს ჩვენმა მეომრებმა აფხაზი „ბოევიკების“ შეტევა  მოიგერიეს, კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ და დაიწყეს დარჩენილი ჯგუფების გაწმენდა გუმისთის მისადგომებთან. ერთ-ერთ სახლში მოწინააღმდეგეს ტყვედ ჰყავდა აყვანილი ქართველი მებრძოლი, ბესო გეთიამ და მისმა თანამებრძოლმა ალყაშემორტყმულ სახლს შეუტიეს, გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, ბიჭებმა შეძლეს სახლში შეღწევა და ქართველი მეომრის გადარჩენა, მაგრამ ბესიკი მტრის ტყვიას ვერ გადაურჩა.

ბესიკ გეთია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბესიკ  გეთია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

ბესიკ გივის ძე გეთია

          ბესიკ გივის ძე გეთია დაიბადა 1970 წლის 29...

რევაზ ალექსანდრეს ძე გელაშვილი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

რევაზ ალექსანდრეს ძე გელაშვილი დაიბადა 1965 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.

რევაზ გელაშვილი  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ  მოტომსროლელ ბატალიონში  მისი შექმნის დღიდან ირიცხებოდაა. მან თავი გამოიჩინა, როგორც დისიპლინირებულმა და საზრიანმა მებრძოლმა. აქტიურად მინაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს და მეთაურის ბრძანებებს.  თანამებრძოლთა შორის  ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა.

1993 წლის 16 სექტემბერის შემოტევის დროს იბრძოდა მშობლიური ბირცხისთვის.

რევაზ გელაშვილი, 1993 წლის 23 სექტემბრის დაბომბვის დროს დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   გენადი გიორგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

 

 

 

რევაზ ალექსანდრეს ძე გელაშვილი

რევაზ ალექსანდრეს ძე გელაშვილი დაიბადა 1965 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის...

ვასილ გერაშენკო

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ვასილ გერაშენკო 1965 წელს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.  დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა,  შემდეგ  როსტოვის საზღვაო სასწავლებელი და ისევ სოხუმში დაბრუნდა.   მუშაობა დაიწყო ქალაქის საზღვაო პორტში.

ომის დაწყებისთანავე საკუთარი სურვილით გამოცხადდა შტაბში და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 1  მოტომსროლელთა ბატალიონში ჩაირიცხა. საბრძოლო მოქმედებების დროს ოცეულის სნაიპერი იყო.

1993 წლის მარტში მოიერიშემ სოხუმის შტურმით აღება გადაწყვიტა და 15 მარტს, გარიჟრაჟზე შეტევა დაიწყო. ვასილი მედგრად დაუდგა მტერს, ზედიზედ სამი ყუმბარა ესროლა, ისიც გაანადგურა და თვითონაც გმირის სახელით დატოვა წუთისოფელი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვასილ გერაშენკო, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით  „მხედრული მამაცობისათვის“.

ვასილ გერაშენკო

უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ვასილ გერაშენკო 1965 წელს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. ...

ალექსანდრე ავთანდილის ძე გიორბელიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ალექსანდრე ავთანდილის ძე გიორბელიძე დაიბადა 1976 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.

ალექსანდრე გიორბელიძე აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველივე დღიდან  ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 1  მოტომსროლელ ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონისმიერ წარმოებულ  საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 5 იანვარს ალექსანდრე გიორბელიძეს ბატალიონის ექიმ  გიორგი ჯღამაძესთან ერთად საბრძოლო მოქმედების ზონიდან დაჭრილები გამოჰყავდა. ისინი მტრის მასირებულ საარტილერიო შეტევაში მოჰყვნენ. ორივე მძიმედ  დაიჭრა. ალექსანდრე გიორბელიძე ადგილზე გარდაიცვალა.

 

ალექსანდრე ავთანდილის ძე გიორბელიძე

ალექსანდრე ავთანდილის ძე გიორბელიძე დაიბადა 1976 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ...

გენადი გიორგაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გენადი გიორგაძე დაიბადა 1963 წლის 8 მაისს ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1981-1983  წლებში მოიხადა  სამხედრო სავალდებულო სამსახური.

გენადი გიორგაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა.  მონაწილეობდა არაერთ საბძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 24 სექტემბერს  სოფელ იაშთხვაზე შემოტევის დროს  მტრის მიერ ნასროლი ჭურვისგან  დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გენადი გიორგაძე დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ მიასნიკოვში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის   გენადი გიორგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

გენადი გიორგაძე

გენადი გიორგაძე დაიბადა 1963 წლის 8 მაისს ქალაქ სოხუმში. 1973...

ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა დაიბადა 1957 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ  გოგუა  ირიცხებოდა  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების დროს, მტერმა ალყაში მოაქცია აჩადარის  და შრომის მიმართულება. ავთანდილ გოგუამ  მტერს მარტომ გაუწია წინააღმდეგობა და  სოხუმში, სოფელ თავისუფლების მხრიდან, შემოსვლის საშუალება არ მისცა.   მისი შემართების  და  სამხედრო სტრატეგიის წყალობით  ჩვენს მეომრებს ბრძოლაში ჩართვის და პოზიციების დაკავების შესაძლებლობა მიეცა. ამ უშეღავათო ბრძოლაში ავთანდილ გოგუა გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ გოგუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა

ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა დაიბადა 1957 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...

ჯიმშერ აკაკის ძე გოლუბიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

ჯიმშერ აკაკის ძე  გოლუბიანი დაიბადა 1992 წლის 1 იანვარს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დაწყებისთანავე ჩაერთო.  ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 1  მოტომსროლელ ბატალიონში.

ჯიმშერ გოლუბიანი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, მდინარე გუმისთასთან გამართულ საბრძოლო ოპერაციაში.

 

ჯიმშერ აკაკის ძე გოლუბიანი

  ჯიმშერ აკაკის ძე  გოლუბიანი დაიბადა 1992 წლის 1 იანვარს...

error: Content is protected !!