სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ზაურ სოსოს ძე გურჩიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ზაურ სოსოს ძე გურჩიანი დაიბადა 1952 წლის 24 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვიშში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზაურ გურჩიანი პირველივე დღიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მმბ-ში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი.

განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის ბრძოლების დროს. 1993 წლის 19 მარტს მოწინააღმდეგესთან სისხლისმღვრელი შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

ზაურ გურჩიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ გურჩიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ზაურ სოსოს ძე გურჩიანი

ზაურ სოსოს ძე გურჩიანი დაიბადა 1952 წლის 24 აპრილს გულრიფშის...

ამბერკი იოსების ძე ვარდანიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ამბერკი იოსების ძე ვარდანიძე დაიბადა 1933 წლის 30 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ ლაჭეიტაში. ოჯახი მალევე საცხოვრებლად აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში გადავიდა. ომის დაწყებამდე ამბერკი მშობლიურ სოფელ ლინდავაში, მეფრინველეობის ფაბრიკაში მუშაობდა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ამბერკი ვარდანიძე მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

ამბერკი ვარდანიძე დაიღუპა 1993 წლის 23 სექტემბერს სოფელ ლინდავაზე მტრის ძლიერი შემოტევის დროს. ამბერკი ვარდანიძე დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ლინდავაში.

ამბერკი იოსების ძე ვარდანიძე

ამბერკი იოსების ძე ვარდანიძე დაიბადა 1933 წლის 30 მაისს ცაგერის...

თენგიზ პლატონის ძე ვეკუა

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

თენგიზ ვეკუა დაიბადა  1962 წლის 12 მარტს სოხუმის რაიონის სოფელ ბაღმარანში. 1978 წელს დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა. 1978-1980 წლებში სავლდებულო-სამხედრო   სამსახურში მოიხადა.

თენგიზ ვეკუა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდასაქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის შემადგენლობაში ოცმეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში.   მეთაურის ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა, თანამებრძოლებს  შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. სამშობლოს  სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცს სხვა ჯილდოზე არასდროს უოცნებია… და, როცა მამულს დასჭირდა, არც თავგანწირვაზე უჭოჭმანია… დადგა იქ, სადაც ჭეშმარიტი პატრიოტები იდგენენ.

თენგიზ ვეკუა დაიღუპა  1993 წლის 27 აპრილს, გუმისთასთან,  საბრძოლო ოპერაციის დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ პლატონის ძე ვეკუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

თენგიზ პლატონის ძე ვეკუა

  თენგიზ ვეკუა დაიბადა  1962 წლის 12 მარტს სოხუმის რაიონის...

ტახირ ბონდოს ძე ზანთარაია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ტახირ ბონდოს ძე ზანთარაია დაიბადა 1967 წელს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ტახირი ჩადგა მშობლიური კუთხის დამცველთა რიგებში.  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  I ბატალიონში, საინჟინრო მესანგრეთა ოცეულში მეთაურად.

1993 წლის 25 ივლისს პირველი ბატალიონის პოზიციებზე გამნაღმვითი სამუშაოების ჩატარების დროს მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა  გამნაღმველების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ტახირ ზანთარაია  შედიოდა. მან მიიღო მძიმე დაზიანება, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და  მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტახირ ბონდოს ძე ზანთარაია

ტახირ ბონდოს ძე ზანთარაია დაიბადა 1967 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...

ლევან შოთას ძე თოდუა

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ლევან თოდუა დაიბადა  1966 წლის 27 იანვარს ქალაქ სოხუმში. 1982 წელს დაამთავრა  სოხუმის N1 საშუალო სკოლა, 1988 წელს კი  საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.

სამშობლოზე შეყვარებული, მაღალი ინტელექტით, დიდი შინაგანი კულტურით, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ლევანი გუშაგად დაუდგა საყვარელ  ქალაქს.

ლევან თოდუა ირიცხებიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის I ბატალიონში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. კარგად ფლობდა სამხედრო ტექნიკას. იყო ბმპ-ეს ეკიპაჟის წევრი.

1993 წლის 16 მარტს, სოხუმზე შემოტევის დროს სოფელ აჩადარასთან  ლევან  თოდუამ და მისმა ეკიპაჟმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ხანგრძლივი ორთაბრძოლების შემდეგ ლევანი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლევან შოთას ძე თოდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ლევან შოთას ძე თოდუა

ლევან თოდუა დაიბადა  1966 წლის 27 იანვარს ქალაქ სოხუმში. 1982...

გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

   გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 16 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
1992 წლის 14 აგვისტოდან გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელთა ბატალიონის რიგებში ჩაირიცხა. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. მედგრად იცავდა მშობლიურ მიწა-წყალს. ერთ-ერთი შემოტევის დროს, კერძოდ, აჩადარაში, გურჯი კოპალიანმა თავის მებრძოლებთან ერთად მტრის ჯგუფს დიდი ზიანი მიაყენა.  გურჯი გამოცდილი მებრძოლი იყო, მას  სავალდებულო- სამხედრო სამსახური ავღანეთში ჰქონდა გავლილი.
გურჯი კოპალიანი 1993 წლის 17 მარტს  სოფელ აჩადარაში მტერთან უთანასწორო  ბრძოლაში, წინა ხაზზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გურჯი ნოდარის  ძე კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი

   გურჯი ნოდარის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 16 ივნისს...

თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი  დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის რაიონის  სოფელ ზემო კელასურში.

თენგიზ კოპალიანი ერთ-ერთი პირველი იყო  ვინც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I ბატალიონში ჩაეწერა.  იყო  გამორჩეული მეომარი, მოწესრიგებული და დისციპლინირებული.  თანამებრძოლები სიყვარულით „გიტლერას“ ეძახდნენ.

თენგიზ კოპალიანი 1993 წლის 16 სექტემბერს  სოხუმში, ეშბას ქუჩაზე  საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვისთენგიზ კონსტანტინეს  ძე კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი

თენგიზ კონსტანტინეს ძე კოპალიანი  დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის...

შოთა იორამის ძე კოპალიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

შოთა იორამის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 10 ოქტომბერს  სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
სამშობლოს გაუჭირდა და,  თავდადებული, ენერგიული, სამშობლოს მოსიყვარულე შოთა კოპალიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის რიგებში და დაინიშნა I ბატალიონის ყუმბარმტყორცნელი ათეულის მძღოლ-მექანიკოსად.
ლომგული ვაჟკაცი  აქტიურად მონაწილებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების დროს,  მდინარე გუმისთაზე მტრის ინტენსიური შემოტევის დროს, შოთა კოპალიანი, უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. ბრძოლის ველიდან ცხედრის გადმოსვენება თამაზ უგრეხელიძის, ემზარ ბერულავას, ვალერი ვარდანიძის ძალისხმევით მოხერხდა.
შოთა კოპალიანი დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა  კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

კელასურელთა გმირობა, თავდადება სამაგალითოა… ამ პატარა სოფელმა დიდი მსხვერპლი გაიღო  საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

სამარადისო დიდება გმირებს…

შოთა იორამის ძე კოპალიანი

შოთა იორამის ძე კოპალიანი დაიბადა 1963 წლის 10 ოქტომბერს  სოხუმის...

რომან (ტახუნია) პიმენის ძე ლეთოდიანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

რომან პიმენის ძე ლეთოდიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის 15 აგვისტოს, იარაღით ხელში სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის პირველ ასეულს. სიმამაცით, მებრძოლი სულით გამორჩეული ვაჟკაცი მონაწილეობდა ყველა საომარ ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა  ტყვარჩელში, სოფელ აჩადარაში, ტამიშში, გუმისთაზე, მანიაში, შრომასა და ზეგანზე. 1993 წლის ივნისში, აჩადარის საბრძოლო პოზიციას, სადაც განლაგებული იყო რომანის ასეული, მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები ეწვივნენ. პოზიციების შემოვლის დროს დაბომბვა დაიწყო. სტუმრებმა თავი სანგრებს შეაფარეს. რომანი, როგორც მეთაური და ყველა მეომარზე მზრუნველი და პასუხისმგებელი, მებრძოლებისკენ გაეშურა, ბიჭების მდგომარეობა რომ ენახა.  რომანი  ფეხის არეში დაიჭრა. მის წასაყვანად გამოძახებული მანქანა სტუმრებით ისე აივსო, რომ დაჭრილისათვის ადგილი აღარ დარჩა.  რომანმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, მძღოლს სტუმრების წაყვანა სთხოვა, თვითონ კი ფეხით წამოვიდა.

 

1993 წლის 16 სექტემბერს, როცა მოწინააღმდეგემ სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და საოამრი მოქმედებები განაახლა, რომანი თბილისში, ვაჟიშვილის _ ლაშას გასამხნევებლად იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებს აბარებდა. რომანმა დაუყოვნებლივ დატოვა დედაქალაქი და სოხუმში ჩამოვიდა.

1993 წლის 19 სექტემბერს, რომანი აჩადარაში, ბრძოლის ველზე  უშიშრად მიუძღოდა თანამებრძოლებს. თავდაუზოგავად, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლა „ტახუნიამ“ და  გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის რომან ლეთოდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

რომან (ტახუნია) პიმენის ძე ლეთოდიანი

რომან პიმენის ძე ლეთოდიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის...

გია ნოდარის ძე ლიპარტია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

გია ნოდარის ძე ლიპარტია დაიბადა 1970 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის შემადგენლობაში.

1993 წლის მარტის ბრძოლების დროს გია სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში.

გია ლიპარტია დაკრძალულია სოფელ ბაღმარანში.

 

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გია ნოდარის ძე ლიპარტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

გია ნოდარის ძე ლიპარტია

გია ნოდარის ძე ლიპარტია დაიბადა 1970 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ...

კახაბერ გოგის ძე ლომიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

კახაბერ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1969 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა  ბესლეთის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, კახაბერ ლომიძე, 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  I მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. 1993   წლის  18 აგვისტოს, მტრის მორიგი მასიური შემოტევის დროს, კახა ლომიძე თავდაუზოგავად იბრძოსდა სოფელ ლინდავასა და ოდიშში  მიმდინარე ოპერაციებში. 18 სექტემბერს, კახაბერი მცირერიცხოვანი ჯგუფით წინ გადაეღობა მოწინააღმდეგის ძლიერ შემოტევას სოფელ გვარდასთან. მათ მტერს დიდი ზარალი მიაყენეს. კონტრიერიშის დროს კახაბერი, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

 

 

კახაბერ გოგის ძე ლომიძე

კახაბერ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1969 წლის 9 აგვისტოს ქალაქ...

თენგიზ გოგის ძე ლომიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

თენგიზ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1972 წლის 20 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ბესლეთის I საშუალო სკოლა. მუშაობდა პურის ქარხანაში.

თენგიზი  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I  მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. გამორჩეული მეომარი, უშიშარი და ინიციატივიანი _ ასე ახასიათებს მას ბატალიონის მეთაური.

თენგიზ ლომიძე დაიღუპა 1992 წლის 8 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა.

თენგიზ გოგის ძე ლომიძე

  თენგიზ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1972 წლის 20 თებერვალს...

ელგუჯა ალიმოს ძე მანაგაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ელგუჯა ალიმოს ძე მანაგაძე  დაიბადა 1976 წლის 23 სექტემბერს ქალაქ სოხუმში.

ელგუჯა მანაგაძე   ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის შემადგენლობაში.

ელგუჯა მანაგაძე 1993 წლის 16 მარტს, სოფელ აჩადარასთან, მე-8 პოლკის ტერიტორიაზე, მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ელგუჯა მანაგაძე დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ელგუჯა ალიმოს ძე მანაგაძე

ელგუჯა ალიმოს ძე მანაგაძე  დაიბადა 1976 წლის 23 სექტემბერს ქალაქ...

გურგენ ავთანდილის ძე მატარაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

გურგენ ავთანდილის ძე მატარაძე  დაიბადა 1969 წლის 20 დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურგენ მატარაძე  1992 წლის 25 სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში, ყუმბარმტყორცნელად.

გურგენმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ  სოფელ აჩადარასთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. გამოირჩეოდა დისციპლინითა და ოპერატიულობით, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს, თანამებრძოლებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

1992 წლის 16 (თუ 13) ოქტომბერს  გუმისთის მისადგომებთან აფხაზი სეპარატისტების შემოტევის დროს, გურგენ მატარაძე  გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ აკაფაში.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გურგენ მატარაძე, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოებულია  მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

გურგენ ავთანდილის ძე მატარაძე

  გურგენ ავთანდილის ძე მატარაძე  დაიბადა 1969 წლის 20 დეკემბერს...

რამაზ გაიოზის ძე მეგრელიშვილი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

რამაზ გაიოზის ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1974 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სოხუმში.

აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

რამაზ მეგრელიშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარასთან.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის რამაზ მეგრელიშვილი დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

 

რამაზ გაიოზის ძე მეგრელიშვილი

რამაზ გაიოზის ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1974 წლის 9 აგვისტოს ქალაქ...

error: Content is protected !!