იაკობ პლატონის ძე მინდიაშვილი
იაკობ პლატონის ძე მინდიაშვილი დაიბადა 1929 წლის 10 სექტემბერს.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი უყოყმანოდ დადგა მის დასაცავად. იაკობ მინდიაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში .
იაკობ მინდიაშვილი, 1993 წლის 18 სექტემბერს, სოხუმის მიმართულებით განახლებული საბრძოლო მოქმედებების დროს, სოფელ ლინდავას მიდამოებში გმირულად დაიღუპა.
იაკობ პლატონის ძე მინდიაშვილი
იაკობ პლატონის ძე მინდიაშვილი დაიბადა 1929 წლის 10 სექტემბერს. სამშობლოზე...
თამაზ (ხვიჩა) გივის ძე მიქაძე
თამაზ (ხვიჩა) გივის ძე მიქაძე დაიბადა 1964 წლის 9 თებერვალს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 4 ოქტომბრიდან, თამაზ მიქაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. თამაზმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
თამაზ მიქაძე 1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ მიქაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
თამაზ (ხვიჩა) გივის ძე მიქაძე
თამაზ (ხვიჩა) გივის ძე მიქაძე დაიბადა 1964 წლის 9 თებერვალს...
ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი
ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ემზარ ნადარეიშვილი , 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში მზვერავად. ემზარმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. იყო ინიციატივიანი და დისციპლინირებული მებრძოლი. გულმოდგინედ ასრულებდა მეთაურის დავალებებს. ბატალიონის მეთაურისაგან არაერთი მადლობა ჰქონდა მიღებული. თანამებრძოლებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
ემზარ ნადარეიშვილი დაიღუპა 1993 წლის 6 იანვარს, მდინარე გუმისთასთან განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.
ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი
ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს სოხუმის...
იური ომარის ძე ომანაძე
ბევრისთვის ომი იმ დღეს დამთავრდა… მისი სიკვდილი 16 მარტს, მისივე დაბადების დღეზე გახდა ცნობილი. ზღაპრიდან გადმოსულ გმირს გავდა და ომშიც ლეგენდად იქცა… სიცოცხლის, სიყვარულის, იმედის, ვაჟკაცობის განსახიერება იყო… ირგვლივ სიხარულს და ბედნიერებას თესავდა… იური ომანაძე 1957 წლის 16 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში დაიბადა. 1992 წელს, ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე იყო.
ნამდვილი ლიდერი და მეომარი ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითს აძლევდა თანამებრძოლებს. 1993 წლის 5 იანვრის შემოტევის დროს პირადად ხელმძღვანელობდა პირველ ასეულს. მისი უნარიანი მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკლისი განიცადა, პირველი ასეული უმსხვერპლოდ გამოვიდა ბრძოლის ველიდან.
1993 წლის 16 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა იური ომანაძე რამდენიმე მებრძოლთან ერთად გავიდა საველე შტაბიდან მე-2 ასეულის მიმართულებით, რომელთანაც კავშირი იყო გამწყდარი. როგორც შემდეგ გაირკვა მოწინააღმდეგემ გაარღვია მეორე ასეულის დაცვა, პირველი ასეულისაგან გზა გადაკეტეს და იყო საშიშროება მათი ალყაში მოქცევისა. 16 მარტს, გამთენიისას, იურიმ, ექვს მებრძოლთან ერთად გადაწყვიტა იერიში მიეტანა სახლზე, სადაც განლაგებული იყო მოწინააღმდეგე, თავად მიუძღოდა წინ, ძალთა თანაფარდობა აშკარად მოწინააღმდეგის მხარეს იყო. როგორც შემდგომში გაირკვა სახლში 60-მდე კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა იური ომანაძე, ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, თავისი ვაჟკაცობის, თავგანწირვის, კაიკაცობის გამო. მისი ცხედრის გამოტანა 18 მარტს მოხერხდა, მტრის განადგურების შემდეგ. დაკრძალულია სოფელ ზემო კელასურში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის იური ომანაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
იური ომარის ძე ომანაძე
ბევრისთვის ომი იმ დღეს დამთავრდა… მისი სიკვდილი 16 მარტს, მისივე...
შმაგი რაჟდენის ძე პაკელიანი
შმაგი რაჟდენის ძე პაკელიანი დაიბადა 1964 წლის 1 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ნაჰარში. სოფელ აჟარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. მუშაობდა სოხუმის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში.
აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში მესამე ასეულის პირველი ოცეულის პირველი ათეულის ყუმბარმტყორცნელად.
შმაგი პაკელიანი დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს სოფელ აჩადარაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ნაჰარში.
შმაგი რაჟდენის ძე პაკელიანი
შმაგი რაჟდენის ძე პაკელიანი დაიბადა 1964 წლის 1 სექტემბერს გულრიფშის...
მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი
მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს ქალაქ გუდაუთში. დაამთავრა სოფელ დურიფშის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ბათუმის მეზღვაურთა სკოლაში. იყო კვალიფიციური სპეციალისტი. მუშაობდა გაგრის თევზსაჭერ მეურნეობაში გემის კაპიტნად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 20 აგვისტოდან, მურმან რეხვიაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2
საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. ზ/რიგითი მურმან რეხვიაშვილი მონაწილეობდა გუმისთის მისადგომებთან გამართულ თავდაცვით თუ შეტევით საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 14 ოქტომბერს მურმან რეხვიაშვილი, გუმისთასთან მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების დროს, თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოხვდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხა თავისი ათეულის უდანაკარგოდ გამოყვანა. მურმანი თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი
მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს ქალაქ...
ვილგემ (კოტე) სამუშია
ვილგემ სამუშია დაიბადა 1940 წლის 3 მაისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. იყო დაოჯახებული. მუშაობდა ქალაქ სოხუმის გალანტერიის ქარხანაში, საამქროს უფროსად.
როცა მშობლიურ აფხაზეთს გაუჭირდა, ვილგემი შვილთან ერთად, პირველივე დღიდან დადგა მამულის სადარაჯოზე. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის რიგებში. შვილი _ მაიორი ხვიჩა სამუშიამე-2 საარმიო კორპუსის კავშირგაბმულობის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
ვილგემ სამუშია 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა ორ მეზობელთან ერთად სასტიკი წამების შემდეგ დახვრიტეს.
ვილგემ (კოტე) სამუშია
ვილგემ სამუშია დაიბადა 1940 წლის 3 მაისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ...
კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე
კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 7 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.
კოხტა სვანიძემ საბრძოლო მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მეომარმა. იყო დისიპლინირებული ჯარისკაცი. მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. თანამებრძოლებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, რისთვისაც მთავარსარდლის მადლობა დაიმსახურა.
1993 წლის 16-17 მარტს მოწინააღმდეგის მასშტაბური შემოტევის დროს კოხტა სვანიძე სასიკვდილოდ დაიჭრა, თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
1993 წლის 29 მარტს კოხტა (ჯამბული) მიხეილის ძე სვანიძე გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე
კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს...
რევაზ ვიქტორის ძე სიმონიშვილი
რევაზ სიმონიშვილი დაიბადა 1952 წლის 19 თებერვალს ქალაქ სოხუმში.
დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო სკოლა. შემდეგ კი, ნოვოჩერკასკის გეოლოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა გულრიფშში, ავტო-ქარხანა ტოლიატის ფილიალში, „ვაზ“ „სოლნიჩნი ბერეგში“ საწყობის გამგედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რევაზ სიმონიშვილი 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში ოცმეთაურის მოადგილედ.
რევაზ სიმონიშვილი, 1993 წლის 16 მარტის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ სიმონიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.
რევაზ ვიქტორის ძე სიმონიშვილი
რევაზ სიმონიშვილი დაიბადა 1952 წლის 19 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა...
ხვიჩა გივის ძე სულაკაძე
ხვიჩა გივის ძე სულაკაძე დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა საქართველოს კვების მრეწველობის ტექნიკუმი პურ-პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ ბატალიონში. იყო კეთილსინდისიერი, უღალატო პიროვნება, ბრძოლაში უშიშარი, რთული და სარისკო დავალებების პირნათლად შემსრულებელი.
ხვიჩა სულაკაძე,1992 წლის პირველ ოქტომბერს, სოფელ აჩადარაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ხვიჩა გივის ძე სულაკაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ხვიჩა გივის ძე სულაკაძე
ხვიჩა გივის ძე სულაკაძე დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს სოხუმის...
იგორ შალვას ძე ტიბუა
იგორ შალვას ძე ტიბუა დაიბადა 1958 წლის 19 სექტემბერს. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, იგორ ტიბუა 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
იგორ ტიბუა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ აჩადარაში ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
იგორ შალვას ძე ტიბუა
იგორ შალვას ძე ტიბუა დაიბადა 1958 წლის 19 სექტემბერს....
ზვიად გრიგოლის ძე უგრეხელიძე
სოხუმის რაიონში, სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი ცხოვრება პატიოსან შრომაში, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულში გაატარა. ძლიერი ვაჟკაცები გაუზარდა საქართველოს, შთაუნერგა მშობლიური მიწის ყადრი და სიყვარული. ამ ლამაზ ოჯახს მყუდროება მომხდურის ავმა ზრახვებმა, საკუთარის წართმევით რომ იყო გაჯერებული, დაურღვია…
ფიზიკურად და სულიერად ლამაზ ვაჟკაცებს, სავალდებულო სამხედრო სამსახური პირნათლად ჰქონდათ მოხდილი.
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 23 თებერვალს სოფელ აჩადარაში ზვიადი ერთ-ერთი პირველი ჩაება ბრძოლაში და მტრის ულმობელმა ტყვიამაც არ დააყოვნა, არ დაინდო, ულამაზესი ჭაბუკი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზვიად უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ზვიად გრიგოლის ძე უგრეხელიძე
სოხუმის რაიონში, სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ...
გივი ჭიჭიკოს ძე უგრეხელიძე
გივი ჭიჭიკოს ძე უგრეხელიძე დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.
გივი უგრეხელიძე დაიღუპა 1993 წლის 7 სექტემბერს. სოფელ ოდიშში, მანიაში ნაღმზე აფეთქდა მანქანა, რომელსაც შრომიდან დაჭრილები და დაღუპულები გამოყავდა. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა გივი უგრეხელიძეც.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გივი ჭიჭიკოს ძე უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
გივი ჭიჭიკოს ძე უგრეხელიძე
გივი ჭიჭიკოს ძე უგრეხელიძე დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში....
გიორგი გრიგოლის ძე უგრეხელიძე
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის მასიური შემოტევის დროს მცირე ჯგუფით გადაეღობა მტერს გიორგი და ისიც ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს სამშობლოსათვის.
მეორე დღეს 17 სექტემბერს, შვილებდაკარგული, გააფთრებული მამა თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, ჭურვის ნამსხვრევმა ისიც იმსხვერპლა… საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს მისი ნეშტის ბრძოლის ველიდან გამოტანა.
ასეთი ოჯახების მაგალითზე ხვდები, როგორ მოაღწია (მიხედავად უამრავი დამპყრობლისა) პატარა საქართველომ დღემდე, გეძლევა იმედი, რომ ქვეყანა, სადაც უგრეხელიძეებისნაირი ვაჟკაცები იბადებიან, იზრდებიან არასდროს გადაშენდება… და კიდევ, მუდმივად გახსოვს, რომ გაქვს ვალი მათი სულების წინაშე _ ვალი დაბრუნებისა, იქ, აფხაზეთში, მათ საფლავებთან….
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.
გიორგი გრიგოლის ძე უგრეხელიძე
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27...
გრიგოლ უგრეხელიძე
სოხუმის რაიონში, სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი ცხოვრება პატიოსან შრომაში, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულში გაატარა. ძლიერი ვაჟკაცები გაუზარდა საქართველოს, შთაუნერგა მშობლიური მიწის ყადრი და სიყვარული. ამ ლამაზ ოჯახს მყუდროება მომხდურის ავმა ზრახვებმა, საკუთარის წართმევით რომ იყო გაჯერებული, დაურღვია…
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის მასიური შემოტევის დროს მცირე ჯგუფით გადაეღობა მტერს გიორგი და ისიც ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს სამშობლოსათვის.
მეორე დღეს 17 სექტემბერს, შვილებდაკარგული, გააფთრებული მამა თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, ჭურვის ნამსხვრევმა ისიც იმსხვერპლა… საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს მისი ნეშტის ბრძოლის ველიდან გამოტანა.
გრიგოლ უგრეხელიძე
სოხუმის რაიონში, სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ ...