ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე
ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1935 წლის 6 თებერვალს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჭეპიტაში. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. სხვადასხვა დროს მუშობდა გულრიფშისა დასოხუმის რაიონებში მშენებლად.
1992 წლის 12 იანვარს, 5 შვილის მამა, შვილთან, ზურაბთან ერთად რიგითად ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ქიმიურ ასეულში, ხოლო მეორე ვაჟი, მალხაზი 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის რიგებიდან ებრძოდა მტერს გუმისთის მისადგომებთან.
ენვერ უგრეხელიძე ორ ვაჟთან ერთად ბოლო წუთამდე მედგრად იცავდა საქართველოს ერთიანობას.
1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა მტერი წინ მოიწევდა, და იძულებით იხევდა უკან, ენვერ უგრეხელიძეს სოფელ ლინდავაში უფროსი ძმა, ნიკოლოზი დაეღუპა. ენვერი საკუთარ სოფელში დაბრუნდა, რომ ძმა დაეკრძალა, ლინდავაში, ამ დროს გადამწყვეტი ბრძოლის ხაზი გადიოდა და ენვერიც შეტაკებებში ჩაება. 1993 წლის 26 სექტემბერს, ენვერ უგრეხელიძე დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პავლოვკაში.
უგერხელიძეების ოჯახს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 1993 წლის 30 სექტემბერს, ენვერის რძალი – ლიკა გოგობერიშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი – ენვერი და ირაკლი, საკენში მტრის მიერ აფეთქებულ თვითმფრინავში დაიღუპნენ.
ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე
ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1935 წლის 6 თებერვალს,...
ნიკოლოზ დომენტის ძე უგრეხელიძე
ნიკოლოზ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1932 წლის 20 სექტემბერს ცაგერის რაიონში. 1949 წლიდან ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი მუშაობდა აფხაზეთის ჰიდროლოგიურ ცენტრში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ საბრძოლო ოპერაციებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ი-ლი ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მისი შვილები გიორგი და თემურიც მამის მხარდამხარ იბრძოდნენ.
ნიკოლოზ უგრეხელიძე დაიღუპა 1993 წლის 16 ოქტომბერს.
ნიკოლოზ დომენტის ძე უგრეხელიძე
ნიკოლოზ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1932 წლის 20 სექტემბერს...
გურამ ბიქტორის ძე ფანჩვიძე
გურამ ვიქტორის ძე ფანჩვიძე დაიბადა 1952 წლის 29 ნოემბერს სოხუმის რაიონში, სოფელ ბირცხაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 26 სექტემბრიდან 1993 წლის 16 მარტამდე, გურამ ფანჩვიძე ირიცხებოდასა ქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
გურამ ფანჩვიძე მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი. პირნათლად ასრულებდა მეთაურთა დავალებებს, თანამებრძოლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
გურამ ფანჩვიძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარაში, მტრის ძლიერი შემოტევის დროს.
დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის გურამ ფანჩვიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
გურამ ბიქტორის ძე ფანჩვიძე
გურამ ვიქტორის ძე ფანჩვიძე დაიბადა 1952 წლის 29 ნოემბერს...
გივი იროდის ძე ფილფანი
გივი იროდის ძე ფილფანი დაიბადა 1957 წლის 5 მარტს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. 1974 წელს დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა. 1976 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიარა ქალაქ პენზაში.
გივი ფილფანმა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1992 წლის დეკემბრისა და 1993 წლის 4-5 იანვრის ბრძოლებში, სოფელ აჩადარაში. ორჯერ დაიჭრა ბრძოლის ველზე, მაგრამ დანებება არ უფიქრია.
1993 წლის 3 აგვისტოს, მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს, გივი ფილფანი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.
გივი იროდის ძე ფილფანი
გივი იროდის ძე ფილფანი დაიბადა 1957 წლის 5...
აველ მარკოზის ძე ქაჯაია
აველ ქაჯაია დაიბადა 1938 წლის 23 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ აბედათის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. 1966 წელს დაამთავრა სოხუმის მე-7 რუსულ სკოლასთან არსებული კულინარიული სასწავლებელი. მუშაობდა მზარეულად სოხუმის მე-2 საშუალო სკოლაში.
აველ ქაჯაია 1992 წლის 26 დეკემბერს, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. აველ ქაჯაია, პოზიციების მორიგი დაბომბვისას, ჭურვის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.
აველ მარკოზის ძე ქაჯაია
აველ ქაჯაია დაიბადა 1938 წლის 23 დეკემბერს ქალაქ...
მალხაზ გიორგის ძე ქვაჭრელიშვილი
მალხაზ გიორგის ძე ქვაჭრელიშვილი დაიბადა 1963 წლის 28 ივნისს, ყვარელის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში.
აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მალხაზ ქვაჭრელიშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, სოფელ აჩადარასთან, „გორნიზე“ განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მალხაზ ქვაჭრელიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
მალხაზ გიორგის ძე ქვაჭრელიშვილი
მალხაზ გიორგის ძე ქვაჭრელიშვილი დაიბადა 1963 წლის 28 ივნისს,...
შერმადინ ქობალია
შერმადინ ქობალია დაიბადა 1971 წლის 4 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში. 1978 წლიდან ქობალიების ოჯახი საცხოვრებლად აფხაზეთში გადავიდა. 1988 წელს დაამთავრა ბაბუშარას საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა პოლონეთში. დემობილიზაციის შემდეგ შრომით საქმიანობას შეუდგა.
1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, შერმადინი მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ ბატალიონში.
1992 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაასთან განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს, შერმადინმი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. იმავე დღეს გარდაიცვალა დრანდის საავადმყოფოში.
შერმადინ ქობალია დაკრძალულია ბაბუშარას სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შერმადინ ქობალია, სიკვდილის შემდეგ, (1994 წლის 4 დეკემბერს) დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
შერმადინ ქობალია
შერმადინ ქობალია დაიბადა 1971 წლის 4 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის...
რევაზ მიროს ძე ღვინჯილია
რევაზ მიროს ძე ღვინჯილია დაიბადა 1969 წლის 8 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
1992 წლის 1 ნოემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში, ათმეთაურად. რეზომ თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მეგობრებს შორის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
რევაზ ღვინჯილია, 1993 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმზე მტრის ძლიერი შემოტევის დროს დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის რევაზ ღვინჯილია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
რევაზ მიროს ძე ღვინჯილია
რევაზ მიროს ძე ღვინჯილია დაიბადა 1969 წლის 8 მარტს...
ბადრი ანზორის ძე შელეგია
ბადრი ანზორის ძე შელეგია დაიბადა 1963 წლის 8 აგვისტოს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი შელეგია, 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
ბადრი შელეგია აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1992 წლის 12 ოქტომბერს, გუმისთის მისადგომებთან, ერთ-ერთი საომარი მოქმედების დროს, ბადრი მძიმედ დაიჭრა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა… გარდაიცვალა 1992 წლის 29 ნოემბერს.
დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბედრი შელეგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ბადრი ანზორის ძე შელეგია
ბადრი ანზორის ძე შელეგია დაიბადა 1963 წლის 8 აგვისტოს...
ირაკლი ექვთიმეს ძე შელია
ირაკლი ექვთიმეს ძე შელია შელია დაიბადა 1929 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში (აკაფა). მუშაობდა სოფელ კელასურში ელექტრიკოსად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირაკლი შელია და მისი ორი შვილი _ მამუკა და პაატა მამულის სადარაჯოზე დადგნენ. ირიცხებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მოგვიანებით, ირაკლიმაც ხელში იარაღი აიღო და საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთო.
ირაკლი შელია ქალაქ სოხუმის აღების დროს, 1993 წლის 29 სექტემბერს დაიღუპა ზემო კელასურში.
დაკრძალულია სოფელ კელასურში, საკუთარ ეზოში.
ირაკლი ექვთიმეს ძე შელია
ირაკლი ექვთიმეს ძე შელია შელია დაიბადა 1929 წელს...
ნიკოლოზ ევსტაფეს ძე შენგელია
ნიკოლოზ ევსტაფეს ძე შენგელია დაიბადა 1967 წლის 14 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნიკოლოზ შენგელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ნიკოლოზმა თავი გამოიჩინა, როგორც თავდადებულმა, უშიშარმა, აქტიურმა მეომარმა. იგი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
ნიკოლოზ შენგელია დაიღუპა 1993 წლის 3 აგვისტოს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შერულებისას, სოფელ მანიაში.
ნიკოლოზ შენგელია დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნიკოლოზ შენგელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ნიკოლოზ ევსტაფეს ძე შენგელია
ნიკოლოზ ევსტაფეს ძე შენგელია დაიბადა 1967 წლის 14...
ბადრი შუბითიძე
ბადრი შუბითიძე დაიბადა 1959 წელს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი შუბითიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
ბადრი დაიღუპა 1992 წლის 26 დეკემბერს, სოხუმის ერთ-ერთი სამხედრო შტაბის დაბომბვისას. ეს უპრეტენზიო, ალალ-მართალი ახალგაზრდა კაცი მოყვასის დიდ სიყვარულს გულში სათუთად ინახავდა.
ალბათ, ბადრი შუბითიძის ობლად დარჩენილი შვილების უსაზღვრო მონატრებით გაჯერებული სიტყვებით ითქმება სათქმელი:
„უშენოდ გვითენდება დილა, მამი… სკოლაში მიმავალთ შენი ღიმილიანი სახე გვაცილებს. ისე არ გავიხურავთ კარს, სურათზე რომ არ შეგავლოთ თვალი. გვგონია, ძველებურად რჩევა-დარიგებას მოგვცემ, მაგრამ…
სკოლისკენ მიმავალ გზას შენ გვინათებ, მამიკო. მოუთმენლად ელოდი, როდის მივუსხდებოდით მერხებს. ამაყად დაგვისვამდი მუხლებზე, არ იღლებოდი, შემოგვხაროდი… დაუნდობელმა მტერმა ჯერ ფეხები წაგართვა, მერე ესეც არ იკმარა და თვალის დახამხამებაში მოგისწარაფა სიცოცხლე.
ობლები გვქვია, მამი… დედიკო თავს დაგვტრიალებს, უნდა, შენისთანა ალალ-მართალი გაგვზარდოს. ვგრძნობთ, მის ტკივილს, მამიკო, მაგრამ ვერ ვანუგეშებთ, შენ ხომ კარგად იცი, ბავშვები როგორ გრძნობენ, განიცდიან ყველაფერს, მაგრამ ვერ გამოხატავენ. ერთადერთი, რის თქმასაც ხმამაღლა ვახერხებთ, შენი სახელის დაფიცებაა. როცა ერთმანეთს სიმართლეს ვუმტკიცებთ, „მამიკოს გეფიცები“ _ ეს ორი სიტყვა ყველაფრის მთქმელია, მაშინვე წყდება ჩვენი ბავშვური კამათი.
ჯერ კიდევ პატარები ვართ, მაგრამ უკვე კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქრისტეს ასაკი _ შენ ხომ 33 წლისამ დაგვტოვე, მამიკო… ჩვენ ვერავინ მოგვატყუებს, რომ მამა შორს წავიდა და მალე დაბრუნდება… დავშორდით წმინდა საფლავს და კიდევ უფრო მოგვანატრე თავი.
დიდი სიყვარულით გიხსენებენ ნაცნობ-მეგობრები, გვეალერსებიან, მამი. მაშინ კი, ცრემლმორეულები, გულში ვიფიცებთ შენს სახელს. ფიცს ვდებთ, რომ გავიზრდებით დედის ნუგეშად, გავხდებით შენისთანა მართალი ვაჟკაცები. ხომ გაგიხარდება, მამი? ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენს ხსოვნას ჩრდილი არ მივაყენოთ.
ისე გვიყვარხარ, ერთმანეთს ვეჯიბრებით შენი ბიჭები… მამი, ჩვენო სასახელო მამიკო…“
ბადრი შუბითიძე
ბადრი შუბითიძე დაიბადა 1959 წელს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი...
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე დაიბადა 1966 წლის 17 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.
უღალატო, ერთგულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ვაჟკაცს უკან დახევა არ ჩვეოდა. როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, უანგაროდ დადგა მის დამცველთა რიგებში. 1992 წელს გიორგი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში სანიტარ-ინსტრუქტორად ჩაეწერა და თავდაუზოგავად იბრძოდა მოიერიშის წინააღმდეგ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მეთაურთა დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.
გიორგი ჩაკვეტაძე 1993 წლის 16 მარტის საბრძოლო მოქმედებების დროს თავის არეში მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა პოზიციას. 1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ გვარდას აღებისას, მტერთან შეტაკებისას დაიღუპა.
გიორგი ჩაკვეტაძე დაკრძალულია სოფელ კელასურის სასაფლაოზე.
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე დაიბადა 1966 წლის 17 მაისს სოხუმის რაიონის...
არტიომ ელიზბარის ძე ცატავა
არტიომ ელიზბარის ძე ცატავა დაიბადა 1965 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.
1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარასთან აფხაზების უკან დახევის დროს ერთი ჯგუფი გავიდა მე-3 ასეულის პოზიციისკენ. ორმხრივი ბრძოლის შედეგად, მე-8 პოლკის პლაცაზე დაიღუპა არტიომ ცატავა. მასთან ერთად დაიღუპა ელგუჯა მანაგაძე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის არტიომ ცატავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული დამსახურებისათვის“.
არტიომ ელიზბარის ძე ცატავა
არტიომ ელიზბარის ძე ცატავა დაიბადა 1965 წელს გულრიფშის...
თენგიზ ოთარის ძე ძაძამია
თენგიზ ოთარის ძე ძაძამია დაიბადა 1959 წლის 26 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თენგიზ ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო პირველი ასეულის ასმეთაური. ასეულის ლიდერი თანამებრძოლებს შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.
თენგიზ ძაძამია დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს სოფელ აჩადარაში _ კემპინგში ორმხრივი სროლების დროს (კისრის არეში მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაციის დროს გარდაიცვალა).
თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
თენგიზ ოთარის ძე ძაძამია
თენგიზ ოთარის ძე ძაძამია დაიბადა 1959 წლის 26...