სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გურგენ ბიკენტის ძე ხარაიშვილი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

გურგენ ბიკენტის ძე ხარაიშვილი დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურგენ ხარაიშვილი ირიცხებოდა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.

გურგენ ხარაიშვილი დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ აჩადარაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გურგენ ხარაიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

გურგენ ბიკენტის ძე ხარაიშვილი

    გურგენ ბიკენტის ძე ხარაიშვილი დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ...

ხასია თემურ

თემურ გიორგის ძე ხასია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

თემურ ხასია დაიბადა 1962 წლის 20 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი, ტექნიკური სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ ხასია 1992 წლის 4 დეკემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.

1993 წლის 10 სექტემბრიდან ზემდეგი თემურ ხასია მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ  განხორციელებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. თავგამოდებული მეომარი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა თანამებრძოლებს. განსაკუთრებული  გმირობა გამოიჩინა  მშობლიური სოფლის, იაშთხვას დასაცავად გამართულ ბრძოლაში. მას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია პოზიცია.

1993 წლის 22 სექტემბერს  საკუთარი სოფლის მისადგომებთან მტრის ყუმბარმტყორცნიდან ნასროლმა ჭურვიმა იმსხვერპლა მამაცი მეომარი.

თემურ ხასია ერთგულმა თანამებრძოლებმა პოზიციიდან გადმოასვენეს და გულრიფშის რაიონში დაკრძალეს.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის თემურ ხასია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

თემურ გიორგის ძე ხასია

    თემურ ხასია დაიბადა 1962 წლის 20 აგვისტოს სოხუმის...

ვახტანგ ხურცილავა

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

ვახტანგ ხურცილავა  დაიბადა 1954 წელს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვახტანგ ხურცილავა ირიცხებოდა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, მეთაურთა დავალებას ასრულებდა დროულად და პირნათლად, თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

ვახტანგ ხურცილავა, 1993 წლის 25 სექტემბერს,  სოხუმში, (კიროვისა და კარლ-მარქსის ქუჩის გადაკვეთაზე) ერთ-ერთი შემოტევის დროს, ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა. თანამებრძოლებმა  კარლ-მარქსის ქუჩაზე მდებარე ბაღში დაკრძალეს.

 

ვახტანგ ხურცილავა

    ვახტანგ ხურცილავა  დაიბადა 1954 წელს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში...

გიორგი (გია) ჯახია

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

გია ჯახია დაიბადა 1970 წლის 16 თებერვალს ქალაქ სოხუმში. გულრიფშის რაიონის  ბაღმარანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, ჩაირიცხა სოხუმის ინდისტრიულ ტექნიკუმში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახური მოიხადა ქალაქ მოსკოვში. 1991 წელს         ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგში სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტზე.

როცა  აფხაზეთში კონფლიქტი დაიწყო გიამ სწავლა დროებით გადადო და მშობლიურ კუთხეს მოაშურა.

1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს.

გია ჯახია 1993 წლის 17 თებერვალს სოფელ აჩადარას მასიური დაბომბვისას, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. დაკრძალულია ლეჩქოფის სასაფლაოზე.

 

გიორგი (გია) ჯახია

  გია ჯახია დაიბადა 1970 წლის 16 თებერვალს ქალაქ სოხუმში....

მამუკა ჯელაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

 

მამუკა ჯელაძე  დაიბადა 1971 წლის 11 თებერვალს ქალაქ სოხუმში.  თავის ლამაზ ქალაქში ბედნიერად ცხოვრობდა და  ოჯახს უძღვებოდა, მაგრამ დადგა  ავადსახსენებელი 1992 წლის 14 აგვისტო…  მამუკა ჯელაძე  თანაქალაქელებთან ერთად მშობლიური კუთხის გუშაგად იქცა, 1992 წლის პირველ ნოემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
მამუკა ჯელაძე  1993 წლის 24 აპრილს, სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო  შტურმის  დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მამუკა ჯელაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

მამუკა ჯელაძე

      მამუკა ჯელაძე  დაიბადა 1971 წლის 11 თებერვალს...

error: Content is protected !!