სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მერაბ ტეპანია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

მერაბ ტეპანია დაიბადა 1962 წლის 25 აპრილს გაგრაში. აქვე დაამთავრა რუსული საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გორის სატანკო ბატალიონში. მიიღო ტანკისტის კვალიფიკაცია.დაამთავრა თბილისის ავტო-ტექნიკუმი. მუშაობდა გაგრის მილიციაში. გამოირჩეოდა დისციპლინით. საოცრად უყვარდა მუსიკა და პოეზია.

1992 წელს გაგრაში კონფლიქტის დაწყების პირველი დღიდანვე მონაწილეობდა, როგორც პროფესიონალი ტანკისტი, ეკიპაჟს ჩაუდგა სათავეში. იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს, მისი ტანკი მტერმა ააფეთქა. მერაბი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია. სეპარატისტებმა საშინელი წამებით ამოხადეს სული.

მერაბ ტეპანია დაკრძალულია „ძველი გაგრის” სასაფლაოზე.

მერაბ ტეპანია

მერაბ ტეპანია დაიბადა 1962 წლის 25 აპრილს გაგრაში. აქვე დაამთავრა...

ვაჟა სტეფლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს

ვაჟა სტეფლიანი დაიბადა 1963 წლის 3 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეიში.  წარჩინებით დაამთავრა სოფ. ოხურეის საშუალო სკოლა წარჩინებით. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქ. ხაბაროვსკში. 1983 წლიდან  მუშაობა დაიწყო შს სამინისტროში, პოლიციელად.  ქ. თბილისის შს სამინსტროში კვალიფიკაციის ასამაღლებელი  6 თვიანი კურსი გაიარა, რომლის შემდეგ მას მიენიჭა უმცროსი სერჟანტის წოდება. მაღალფროფესიონალურ დონეზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თანამშრომლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე იგი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა რიგებში. თავდაუზოგავად იცავდა თავის სამშობლოს.

1993 წლის 25 თებერვალს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ვაჟა სტეფლიანი სოფ. მერკულასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს ოჩამჩირის საავადმყოფოში, შემდეგ ქ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპოტალში.

ჰოსპიტალში მკურნალობისას ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო ბრძოლის ველზე, გულიანი და მამცი იყო. ჰოსპიტალში დამუმძიმდა მდგომარეობა და იქვე დაიღუპა.

ვაჟა სტეფლიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეიში.

ვაჟა სტეფლიანი

ვაჟა სტეფლიანი დაიბადა 1963 წლის 3 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფ....

თენგიზ სოხაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

თენგიზ სოხაძე დაიბადა 1967 წელს ქ. სოხუმში, სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ, 1988 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის მილიციის უმღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1991 წელს და იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს სამინისტროს ქ. სოხუმის სს სამმართველოში სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორად.

მუშაობის დაწყების პირველ დღიდანვე თენგიზმა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმისადმი მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის. ახალგაზრდა ჭაბუკის მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელმძღვანელობას, 1992 წელს დაინიშნა  ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორად, არაერთხელ იყო წახალისებული და დაჯილდოვებული, მიენიჭა პოლიციის კაპიტანის საპატიო წოდება.  თენგიზი თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლანობის დამცველთა გვერდით, ვაჟკაცურად იცავდა თავის სამშობლოს, ოჯახის ღირსებას. მძიმე პირობებში უხდებოდათ პოლიციელებს ბრძოლა. პოლიცია ძალ-ღონეს არ იშურებდა სამშობლოს დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განხორციელებისათვის ბრძოლაში, მრავალი მამაცი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა მას, ერთ-ერთი მათგანი პოლიციის კაპიტანი თენგის სოხაძეა, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა.

დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფ. აძიუბჟაში.

თენგიზ სოხაძე

თენგიზ სოხაძე დაიბადა 1967 წელს ქ. სოხუმში, სკოლის დამთავრების შემდეგ...

თენგიზ არტემის ძე რაფავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

თენგიზ არტემის ძე რაფავა დაიბადა 1950 წლის 5 ოქტომბერს. 1978 წელს დაამთავრა ქ. მოგილიოვის მილიციის სპეციალური სკოლა, ხოლო 1984 წელს სსრკ-ის შსს აკადემია. თენგიზ რაფავა შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1972 წლიდან.

1979 წლამდე სატრანსპორტო პოლიციაშია. 1980-1986 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორია. 1986-1987 წლებში ქ. გეგეჭკორის შს სამმართველოს უფროსი. 1987-1988 წლებში ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე, 1988-1992 წლებში კვლავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს უფროსი.

1992-1993 წლებში კი ქ. სოხუმის შს სამმართველოს უფროსი. შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური მხოლოდ განათლებით მიღებული სპეციალობა და პროფესია როდი იყო. პოლიციის მუშაკის საქმიანობა თენგიზ რაფავას ცხოვრების აზრს შეადგენდა. მისი ფიქრები დღენიადაგ სამსახურის საქმეებს დასტრიალებდა, აანალიზებდა, ფიქრობდა, გეგმავდა…   ოჯახის წევრები იხსენებენ ერთ-ერთი ოპერაციის წარმატებით დასრულების ფაქტს, რომელმაც თითქოს აზრი და ხალისი შემატა მათ ცხოვრებას.

1983 წელს თენგიზი სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში ვ. შადურისა და გ. ლომინაძის ხელმძღვანელობით და თ. რაფავას უშუალო მონაწილეობით აყვანილი იქნა საკავშირო მასშტაბით ძებნილი დიმიტრი ხურცილავა. თენგიზ რაფავას უშუალო მეთაურობით და მეშვიდე განყოფილების მუშაკთა ძალებით, აფხაზეთის ა.რ. შს ორგანოებთან მჭიდრო კავშირში დამუშავებული იქნა მეთვალყურეობის რამდენიმე ობიექტი, რომელთა მეშვეობით დადგენილი და დაკავებული იქნა საშიშ დამნაშავეთა შეიარაღებული ჯგუფი ოჩამჩირის რაიონში: ჯღარკავა, ჯღამაძე, ლაგვილავა და კარპენკო, რომლებმაც ჩაიდინეს ყაჩაღური თავდასხმა მოქალაქეებსა და სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით.

1989 წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ეროვნებათა შორის კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა პოლკოვნიკი თენგიზ რაფავა, მის მიერ ორგანიზებულმა მეთვალყურეობამ აფხაზეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელობას საშუალება მისცა მუდმივად ჰქონოდა დროული ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ და შესაბამისად მოეხდინა ძალთა მანევრირება. ზემოთთქმულის გარდა თენგიზ რაფავა აქტიურად მონაწილეობდა მძევალთა განთავისუფლებისა და შეიარაღებული ყაჩაღების დაკავების ოპერაციებში. დიდი პატრიოტიზმით და მონდომებით ეკიდებოდა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის საქმეს. დიდი წვლილი მიუძღვის იმ შეიარაღებულ დამნაშავეთა დაკავებაში, რომლებსაც სათავეში ედგა განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი – პრუნჩაკი. ამ ოპერაციებში მონაწილეობისათვის შსს მიერ პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ რაფავა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდუმის მიერ წარდგენილი იქნა სამთავრობო ჯილდოზე. 1992 წლიდან თენგიზ რაფავა უშუალო მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებთან საბრძოლველად 1992 წლის აგვისტოში მან ადგილობრივი მოსახლეობისაგან შექმნა პირველი ბატალიონი, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა.

1992 წლის სექტემბერში დაინიშნა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდანტის მოადგილედ, სწორდ ამ დროს შს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წამოიჭრა რთული საკითხი, თუ ვინ ჩაუდგებოდა სათავეში საომარ მდგომარეობაში მყოფ ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის შს სამმართველოს, არჩევანი თენგიზ რაფავაზე შეჩერდა, ადამიანზე, რომლისთვისაც პროფესიისადმი ერთგულება მოწოდება იყო. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილი შეუპოვრად ებრძოდა კრიმინალურ ელემენტებსა და უსამართლობას. მრავალი გარეწარი ცდილობდა მოეთბო ხელი ხალხის უბედურებაზე, კლავდნენ ჯარისკაცებს და მათზე გაპიროვნებულ იარაღს მამასისხლად ყიდდნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე. თენგიზ რაფავამ გახსნა ეს დანაშაული. ამხილა კრიმინალთა ჯგუფი და კანონმა საკადრისი მიუზღა დამნაშავეებს. სეპარატიზმის შხამიანი ნესტარი ვერ შეეხო ჭეშმარიტი პატრიოტის გულს, იგი იცავდა არამარტო ქართველ მოსახლეობას, არამედ თავგამოდებით ებრძოდა ყოველ უკეთურს, ეროვნების განურჩევლად. 1993 წელს, როცა აფხაზი სეპარატისტების მიერ დარღვეულ იქნა მშვიდობიანი შეთანხმება და განხორციელდა შეტევა განიარაღებულ ქალაქზე, გუმისთის მისადგომებთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. თენგიზ რაფავამ თავისი თანამშრომლებისა და მოხალისეებისაგან შექმნა ჯგუფი და მტერს დაუპირისპირდა. სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს თვითონ დაჭრილმა, არავის შეამჩნევინა იარა, ბრძოლის ველი არ დატოვა, დაჭრილი მეომარი სამშვიდობოს გამოიყვანა და თვითონ კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა, რის შემდეგაც იგი აღარავის უნახავს…

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, თენგიზ რაფავა,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

თენგიზ არტემის ძე რაფავა

თენგიზ არტემის ძე რაფავა დაიბადა 1950 წლის 5 ოქტომბერს. 1978...

ამირან ნორაკიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი
ამირან ნორაკიძე დაიბადა 1960 წლის 29 ივლისს ქ. სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა.
მუშაობდა აფხაზეთში შსს 32 წლის ვაჟლაცმა გმირულად შესწირა თავის საკუთარ მიწა-წყალს…..
1993 წლის 27 სექტემბერი საბედისწერო აღმოჩნდა ამირანისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ამირან ნორაკიძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ამირან ნორაკიძე

ამირან ნორაკიძე დაიბადა 1960 წლის 29 ივლისს ქ. სოხუმში. დაამთავრა...

ლორენ ოდიშარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ლორენ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 28 აგვისტოს.1968 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის # 11 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა მ. გორკის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. პინნათლად მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.  მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს ორგანოში. ჰქონდა კაპიტნის წოდება.

ლორენი ყველას მიმართსაოცარი თავაზიანობით გამოირჩეოდა. სწორედ ამის დამსახურება იყო მისადმი გამოჩენილი სიყვარული და პატივისცემა. მას აფხაზეთში მცხოვრებ ყველა ადამიანზე გული შესტკიოდა და სწორედ ადამიანთა და მოქალაქეთა გადარჩენის საქმეს შესწირა თავი.

ლორენი ოდიშარია იყო უშიშარი.  ერთ-ერთი დაბომბვის დროს ლორენის კაბინეტს ნასროლი ჭურვი დაეცა. ყველა თანამშრომელი ინსტიქტურად მიწაზე დაეცნენ მიწაზე შიშით, ლორენი კი ფეხმოუცვლელად იდგა, როგორც ბერმუხა, უყურებდა რომელი კუთხიდან ისროდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, როდესაც ქალაქს ყოველი მხრიდან უტევდნენ, მილიციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება გადასულიყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის  დასაცავად და მოსახლეობის ევაკუაცია.

ლორენ ოდიშარია გმირულად დაეცა საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს სოხუმის რკინიგზის რაიონში. დაასაფლავეს იქვე, დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ლორენ ოდიშარია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ლორენ ოდიშარია

ლორენ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 28 აგვისტოს.1968 წელს დაამთავრა ქ....

ოთარ მელაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ოთარ მელაია დაიბადა 1963 წელს. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროსი გამომძიებელი პრინციპულობითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა. გულისხმიერი და ენერგიული თანამშრომელი ყველას პატივისცემას იმსახურებდა.

ოთარ მელაია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში დაწყებისთანავე ჩაება. ღირსეულადიცავდა მშობლიურ მიწა-წყალს. სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და თავდაუზოგავად იბრძოდა მშობლიური აფხაზეთის დასაცავად.

ოთარ მელაია დაიღუპა 1993 წლის 24 ივნისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ოთარ მელაიას დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ოთარ მელაია

ოთარ მელაია დაიბადა 1963 წელს. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროსი...

მერაბ პლატონის ძე მაისაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

მერაბ პლატონის ძე მაისაია დაიბადა 1954 წლის 31 ივლისს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ თბილისში, მოსკოვის პოლიციის უმაღლესი სკოლის ფილისლი” – სამათალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. მერაბ მაისაიას ათწლიანი დაუღალავი შრომა დაუფასდა და 1986 წლის 8 ოქტომბერს დაჯილდოვდა III ხარისხის სამკერდე ნიშნით “ათი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის”. სიცოცხლ9ის ბოლო წლებში პოლიციის მაიორი მერაბ მაისაია მუშაობდა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სოხუმის აეროპორტის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილების უფროს გამომძიელად.

მერაბ მაისაია აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებაში. თავი გამოიჩინა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც  მიმდინარეობდა ქალა სოხუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მერაბ მაისაია დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, აფხაზ სეპარატისტთა ერთერთი შეტევის დროს ე.წ “უჩხოზის” ტერიოტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, მერაბ მაისაია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

მერაბ პლატონის ძე მაისაია

მერაბ პლატონის ძე მაისაია დაიბადა 1954 წლის 31 ივლისს ქალაქ...

კობა მეტრეველი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

კობა მეტრეველი დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს.

1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაზე აფხაზი სეპარატისტებისა და დაქირავებულ ბოევიკთა ე.წ. „გვარდიის შეტევისას“ ქ. გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა მოხალისეებსა და ჯარის ნაწილებთან ერთად დაიკავეს თავდაცვითი ზღუდე სანატორიუმ „საქართველოსა“ და „მე-17 პარტყრილობის“ სახელობის სანატორიუმის მიდამოებში, რათა უზრუნველეყოთ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და შეტევის შეჩერება. დღის 11 საათზე საბრძოლო „მე-17 პარტყრილობის“ სახელობის სანატორიუმის მიდამოებში მოქმედებისას პოლიციის ზემდეგმა კობა რეზიკოს ძე მეტრეველმა მიიღო სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაზე აფხაზი სეპარატისტებისა და დაქირავებულ ბოევიკთა ე.წ. „გვარდიის შეტევისას“ ქ. გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა მოხალისეებსა და ჯარის ნაწილებთან ერთად დაიკავეს თავდაცვითი ზღუდე სანატორიუმ „საქართველოსა“ და „მე-17 პარტყრილობის“ სახელობის სანატორიუმის მიდამოებში, რათა უზრუნველეყოთ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და შეტევის შეჩერება. დღის 11 საათზე საბრძოლო „მე-17 პარტყრილობის“ სახელობის სანატორიუმის მიდამოებში მოქმედებისას პოლიციის ზემდეგმა კობა რეზიკოს ძე მეტრეველმა მიიღო სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

კობა მეტრეველი

კობა მეტრეველი დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს. 1992 წლის 2...

შალვა ლაშხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

შალვა ლაშხია დაიბადა 1935 წლის 21 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა. პირნათლად მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.. მუშაობდა აფხაზეთის შს ორგანოებში, კერძოდ აფხაზეთის შს სამინისტროს დროებითი დაკავების იზილატორში.

აფხაზეთის საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე მობილიზებული იქნა აფხაზეთის შს სამინისტროს თიღქმის მთელი პირადი შემადგენლობა.მთელი ომის მანძილზე იგი იყო ერთ-ერთი ძირითადი დამრტყმელი ძალა, რომელიც გამორჩეული გახლდათ თავისი გამოცდილებით და ბეძოლის უნარიანობით.
უფროსი სერჟანტს ლაშხია შალვას ერთი დღითაც არ დაუტოვებია სოხუმი და ბოლოს… როცა ქ. სოხუმი ეცემოდა და ორივე მხრიდან აფხაზეთის მცხოვრებლები იღუპებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქში შემოიჭრილმა მტერმა ხელში ჩაიგდო და დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე.

სამშობლოსთვის თავდადებული ქართველი მებრძოლი მეზობელ ბერძნებს დაუკრძალავთ.

შალვა ლაშხია

შალვა ლაშხია დაიბადა 1935 წლის 21 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ...

ემზარ ლაშხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ემზარ  ლაშხია 1962 წლის 31 იანვარს ქ. სოხუმში.  საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა უმაღლეს სასწავლებელში და წარჩინებით დაეუფლა იურისტის პროფესიას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყოა ფხაზეთის შს სამინისტროს ქ. სოხუმის შს სამმართველოში გამომძიებლად.

მუშაობის დაწყების პირველივე დღიდანვე ემზარმა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის პირნათლად შესრულებით, რის გამოც მალე დაიმსახურა სიყვარული და ავტორიტეტი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის. არა ერთხელ იქნა წახალისებული და დაჯილდოებული, გახლდათ პოლიციის ლეიტენანტი.

 ომი რომ საშინელებაა, ეს აფხაზეთში დატრიალებულმa ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
1993 წლის 10 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ქ . სოხუმში აფხაზი ექსტრემისტების მიერ საარტილერიო დაბომბვის დროს ემზარი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც მარცხენა ფეხი დაკარგა. ქ. სოხუმის დაცემის შემდეგ ემზარ ლაშხიამ ალყაშემორტყმული სოხუმიდან ევაკუაცის ვერ მოახერხა, აფხაზებმა ოჯახის წევრებთან ერთად იგი დაუნდობლად დახვრიტეს.
საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ემზარ ლაშხია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ემზარ ლაშხია

ემზარ  ლაშხია 1962 წლის 31 იანვარს ქ. სოხუმში.  საშუალო განათლების...

ამირან კოლოჩევი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ამირან კოლოჩევი დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს. ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში, ჰქონდა უმაღლესი განათლება.

თვითონ სულითა და ხორცით ქართველი საქართველოს ღირსეულ შვილებს უზრდიდა.

პროფესიონალმა მილიციის მუშაკმა,კაპიტანმა ამირან კოლოჩევმა მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე სამართალდამრღვევთა წინააღმდეგ ბრძოლას, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელებას მიუძღვნა.

ნიჭიერი მუშაკი, სახელმწიფო სახანძრო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი ბატონი ამირანი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სოფლებში – გუმისთა, აჩადარა, შრომა, გუროვკა – გაჩაღებულ ბრძოლებში. იგი ოპერატიულობით, სიმამაცითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა.

კაპიტანი ამირან კოლოჩევი სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, პრინციპული და კეთილსინდისიერი მუშაკი გახლდათ, არაერთხელ იყო წახალისებული და დაჯილდოებული აფხაზეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელობის მიერ საპატიო სიგელებითა და მედლებით, ასევე სამკერდე ნიშნით „წარჩინებული მილიციელი“. ასე ახასიათებს ბატონ ამირანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს სოხუმის რაიონის განყოფილების კოლექტივი.

1993 წლის 5 იანვარს სოფ. აჩადარასთან საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაეცა ფრონტის ხაზზე.

ამირან კოლოჩევი

ამირან კოლოჩევი დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს. ცხოვრობდა სოხუმის რაიონის...

ზურაბ კაჭარავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ზურაბ კაჭარავა დაიბადა 1953 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. მუშაობის დაწყებისთანავე პირველ დღიდანვე ზურამბა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა თანამშრომლებსა და განყოფილების ხელმძღვანელებს შორის.

შს ორგანიოებში მუშაობს 1973 წლიდან და დიდი გზა განვლო პოლიციის კაპიტნის საპატიო წოდებამდე.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ზურაბ კაჭარავა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. გაგრაში ყოველდღე იძაბებოდა სიტუაცია, აფხაზი ექსტრემისტები და გადამთიელი ბოევიკები გააფთრებით უტევდნენ ქლაქს. 2 ოქტომბერს გაგრაზე მტრის შემოტევის დროს გაგრის შს განყოფილების უფროსის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სანატორიუმ “გრუზიასთან“ სტრატეგიული პოზიციის დაცვა დაევალა. სისხლისმღვრელი შეტაკებაში სიკვდილით დაეცა მამაცი კაპიტანი.

საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების თანამშრომელი, პოლიციის კაპიტანი ზურაბ ვაჟას ძე კაჭარავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით.

ზურაბ კაჭარავა

ზურაბ კაჭარავა დაიბადა 1953 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო...

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი დაიბადა 1945 წლის 3 იანვარს აბაშის რაიონში, სოფელ მარანში.

1963 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში. 1967-1969 წლამდე მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდგომ გალის რაიონის შს შრომაგასწორების კოლონიებში ოპერატიულ მუშაკად. 1973-1976 წლებში კი ქალაქ ზუგდიდის შინაგან საქმეთა საქართველოს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. 1976 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. სოხუმის მილიციის საქალაქო განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად, მუშაობის პარალელურად დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი. 26 წელი იმსახურა შს ორგანოებში ბეგული ვაჩეიშვილმა და ამ ხნის მანძილზე თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით. გახდა პოლიციის მაიორი, დამსახურები ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებსა და ხელმძღვანელობას შორის. დაჯილდოებული იყო შს ორგანოებში 10,15 და 20 წლის უმწიკვლო მუშაობისათვის მედლებით და ქების სიგელებით. აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ბეგული ვაჩეიშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში, იბრძოდა გმირულად, ვაჟკაცურად.  მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის თავგანწირულმა მებრძოლმა.

1993 წლის 28 სექტემბერს სოფ. ბაბუშერასთან მტრის შემოტევის დროს იგი გმირულად დაიღუპა მათთან ბრძოლაში“.

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი დაიბადა 1945 წლის 3 იანვარს...

თამაზ ვიბლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს

 

თამაზ ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 25 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფ. კიჩხულდაში.

საშალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ დაიწყო მუშაობა მესტიის შსს საქალაქო განყოფილებაში. იგი კეთილსინდისიერად  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  რის გამოც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა პოლიციის თანამშრომლებთან. 1989 წელს თავისი ბედი დაუკავშირა თავის გულისწორს ლელა ქოჩქიანს, იმავე წელს გადადის სამუშაოდ გაგრის  შს საქალაქო განყოფიკლებაში. პარალელურად სწავლობდა კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებლად. ახალგაზრდა მამა ქალიშვილების მომავალაზე ოცნებობდა, მაგრამ ამ უთანასწორო ომის გამო არ დასცალდა.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე უყოყმანოდ ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს მძიმედ დაიჭრა, განკურნების შემდეგ  ქ. სოხუმში დაბრუნდა თავისი ბატალიონის შემადგენლობაში.

1993 წლის 5 ივლისს სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო სასიკვდილი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. . .

მეგობრები სიყვარულით იგონებენ თამაზს, ის იყო ვაჟკაცობით დაჯილდოვებული ადამიანი, მარტო მისი ფიზიკური მონაცემები რად ღირდა, ძლიერი, სპორტული აღნაგობის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი იუმორის გრძნობას არ კარგავდა. მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა, რომ ეს მისი მეგობრებისა და თანატოლების ვალი იყო.

თამაზ ვიბლიანი დაკრძალულია სოფელ კიჩხულდაში, მამისეულ საგვარეულო სასაფლაიოზე.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და სიმამაცისათვის სიკვდილის შემდეგ  დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით.

თამაზ ვიბლიანი

  თამაზ ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 25 სექტემბერს მესტიის რაიონის...

error: Content is protected !!