სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

დიმიტრი ცაგურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

დიმიტრი ცაგურია დაიბადა 1968 წელს. 1985 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

დიმიტრი ცაგურია მუშაობდა გალის სამხედრო კომისარიატში მეოთხე განყოფილების უფროსად. როცა სოხუმში შინაგანი ჯარი ჩამოყალიბდა, დიმიტრი როგორც სპეციალისტი, მიიწვიეს ჯერ შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ შტაბის უფროსად. (დიმიტრი მონაწილეობდა სამაჩაბლოს მოვლენებშიც).

დიმიტრი ცაგურია 1992 წლიდან იბრძოდა სოხუმის მისადგომებთან. 1992 წლის 4 ოქტომბერს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

დიმიტრი ცაგურია

დიმიტრი ცაგურია დაიბადა 1968 წელს. 1985 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა....

ემზარ ნოდარის ძე ჩალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ემზარ ნოდარის ძე ჩალაძე  დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს ქალაქ სოხუმში. 1977-88 წლებში სწავლობდა სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშის საშუალო სკოლაში.

აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ემზარ ჩალაძე ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის რიგებში.

1993 წლის 29 სექტემბერს ემზარ ჩალაძე გმირულად დაიღუპა სოხუმში (ახალ რაიონში).

ემზარ ნოდარის ძე ჩალაძე

ემზარ ნოდარის ძე ჩალაძე  დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს ქალაქ...

ავთანდილ აკაკის ძე ჩაჩხიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ავთანდილ აკაკის ძე ჩაჩხიანი დაიბადა 1968 წლის 9 იანვარს. ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.   ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს ავთანდილ ჩაჩხიანი 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს შრომის ასეულში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ახორციელებდა ასეული. თავდადებული და უშიშარი მეომარი თანამებრძოლებს შორის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა.

ავთანდილ ჩაჩხიანი დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს, სოფელ შრომაში, მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს.

ავთანდილ აკაკის ძე ჩაჩხიანი

ავთანდილ აკაკის ძე ჩაჩხიანი დაიბადა 1968 წლის 9 იანვარს. ცხოვრობდა...

შედელი აკაკის ძე შომახია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

შედელი აკაკის ძე შომახია დაიბადა 1954 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, შედელი შომახია 1992 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამედრო პოლიციის სამმართველოს გულრიფშის კომენდანტურაში.

შედელი შომახია 1992 წლის 22 დეკემბერს, ბაბუშარის აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

შედელი აკაკის ძე შომახია

შედელი აკაკის ძე შომახია დაიბადა 1954 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა...

ემზარ ჯანიკოს ძე შულაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ემზარ ჯანიკოს ძე შულაია დაიბადა 1964 წლის 3 სექტემბერს. დაამთავრა ქალაქ სოხუმის N116 საშუალო სკოლა. მუშაობდა ტექსტილის საწყობში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ემზარ შულაია ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში.

ემზარ შულაია დაიღუპა 1993 წლის 19 აგვისტოს, სოფელ თავისუფლებაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ემზარ შულაია დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

ემზარ ჯანიკოს ძე შულაია

ემზარ ჯანიკოს ძე შულაია დაიბადა 1964 წლის 3 სექტემბერს. დაამთავრა...

აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა დაიბადა 1951 წლის 5 ივნისს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მ.თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მუშაობდა სოხუმის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლიდან აპოლონი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, რიგითად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

აპოლონ ქარდავა დაიღუპა 1993 წლის 22 ივლისს, სოფელ შრომაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის აპოლონ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა

აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა დაიბადა 1951 წლის 5 ივნისს ქალაქ...

ლერი ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ლერი ქარდავა დაიბადა  1960 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. წითელ დიპლომზე დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. შემდეგ სწავლა განაგრძო როსტოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1992 წელს.

პირველივე დღიდანვე ჩაება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, იყო ასმეთაური, ლეიტენანტის წოდებით.

აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ჩარიცხული იყო ქ. სოხუმის სამხედრო პოლიციის ბატალიონის შემადგენლობაში ასეულის მეთაურად 1992 წლის 15 სექტემბრიდან. მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. კერძოდ; ტამისი-ლაბრა, კინდღი-ანუარხუ, შრომა-ზეგანი, მდ. გუმისთის მისადგომები. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს. 1992 წლის დეკემბერში მკლავში დაიჭრა, ჭრილობა ფეხზე დგომით მოიშუშა და ერთი დღითაც არ მიუტოვებია თავისი ბიჭები და შტაბი. განსაკუთრებით მან თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს თავის ასეულთან ერთად, არ მისცა მოწინააღმდეგეს ქალაქში შესვლის საშუალება.

ლერი ქარდავა უშიშარი მებრძოლი იყო, არასოდეს დამალულა სხვის ზურგს უკან და იარაღით ხელში სამშობლოს დამცველთა წინა რიგებში იდგა მუდამ .

მტერს გადმოლახული ჰქონდა მდინარე გუმისთა, ლერი ასაფეთქებლად წინ გაიწია და ბიჭებს მოაძახა; ”აქ არ დამტოვოთო. იმისათვის რომ ეხსნა თანამებრძოლები, ყუმბარმტყორცნელი ესროლა მტრის მეტყვიამფრქვევებს და ჩააჩუმა. მეორემ კი ცეცხლი ლერიზე გადაიტანა. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან.

მებრძოლებმა ლერი ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მას ავტომატი მარჯვენა ხელით გულზე მიხუტებული ჰქონდა, ის იარაღით ხელში მოკვდა. დასაფლავებულია სოხუმის რაიონის სოფ . შრომაში.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლერი ქარდავა

ლერი ქარდავა დაიბადა  1960 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ...

რევანტ ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

რევანტ ქარდავა დაიბადა 1970 წლის 4 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1992 წლის 14 აგვისტო… აფხაზეთის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რევანტი ფარად დაუდგა მშობლიურ აფხაზეთს, იბრძოდა მამულის ერთიანობისათვის… იბრძოდა საქართველოსთვის. ბოლომდე გააზრებულმა პასუხისმგებლობამ მამაცი მებრძოლი უკვდავებას აზიარა. 1993 წლის 23 ივლისს შრომასთან გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას შეეწირა 22 წლის ყმაწვილის – რევანტ ქარდავას სიცოცხლე.

რევანტ ქარდავა

რევანტ ქარდავა დაიბადა 1970 წლის 4 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ...

ავთანდილ გუძულის ძე ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია

ავთანდილ გუძულის ძე ქარდავა დაიბადა 1953 წელს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ ქარდავა 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის პირველი ბატალიონის მე-2 ასეულში რიგით მებრძოლად. ასრულებდა რთულ და სარისკო საბრძოლო დავალებებს. თანამებრძოლებს შორის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა.

ამირან ქარდავა დაიღუპა 1993 წლის 22 ივლისს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, სოფელ შრომაში მიმდინარე პოზიციური  ბრძოლის დროს.

ავთანდილ გუძულის ძე ქარდავა

ავთანდილ გუძულის ძე ქარდავა დაიბადა 1953 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...

რადიონ აკაკის ძე ფაცაცია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

რადიონ აკაკის ძე ფაცაცია დაიბადა 1948 წლის 26 სექტემბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო უმაღლეს სასწავლებელში.

   აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს რადიონ ფაცაცია ირიცხებოდა სამხედრო პოლიციის სამმართველოს შრომის ასეულში – 1993 წლის 20 იანვრიდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე. ოცმეთაური რადიონ ფაცაცია მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

  რადიონ ფაცაცია დაიღუპა 1993 წლის 22 სექტემბერს. (სავარაუდოდ დაკრძალულია სოფელ გვარდაში).

   რადიონ ფაცაციას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

რადიონ აკაკის ძე ფაცაცია

რადიონ აკაკის ძე ფაცაცია დაიბადა 1948 წლის 26 სექტემბერს. სკოლის...

აკაკი ფარულავა

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

აკაკი ფარულავა დაიბადა 1935 წლის 15 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. უყვარდა და აფასებდა ქართული მიწის ყოველ მტკაველს. იქვე მუშაობდა შრომის მეურნეობის ბრიგადირად. დინჯი, პატიოსანი, შრომისმოყვარე აკაკი ირგვლივ ყველას პატივისცემას იმსახურებდა.

ასაკის მიუხედავად, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე აკაკი ფარულავა 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ჩაირიცხა სამხედრო პოლიციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში. გამოიჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნით. დაუზარელ, გამბედავ მებრძოლს ხშირად აგზავნიდნენ დაზვერვაზე, მისგან მიღებული დაზვერვის მასალები უტყუარი, ზუსტი იყო.

აკაკი ფარულავა დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს სოფელ შრომაში ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად.

აკაკი ფარულავა

აკაკი ფარულავა დაიბადა 1935 წლის 15 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ...

დიომიდე (ჯუმბერ) ვალიკოს ძე ფანცულაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

დიომიდე (ჯუმბერ) ვალიკოს ძე ფანცულაია დაიბადა 1965 წლის 31 დეკემბერს.

1980 წელს დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობს პირველი საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.

   დიომიდე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს მე-2 ასეულში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. იყო მამაცი და მედგარი მებრძოლი.

   1993 წლის 11 ივლისს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს, დიომიდე ფანცულაია გმირულად დაიღუპა.

  დიომიდე ფანცულაია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

დიომიდე (ჯუმბერ) ვალიკოს ძე ფანცულაია

დიომიდე (ჯუმბერ) ვალიკოს ძე ფანცულაია დაიბადა 1965 წლის 31 დეკემბერს....

შავლეგო პეტრეს ძე უგრეხელიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

შავლეგო პეტრეს ძე უგრეხელიძე  აფხაზეთის ომის დაწყების პირველსავე დღეებში ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იგი იყო თავდადებული, დისციპლინირებული მებრძოლი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა მებრძოლებს შორის.

1993 წ. 16 მარტს გამთენიისას კორპუსის შტაბიდან მოვიდა ბრძანება ქალაქის დაცვის შესახებ. სამხედრო პოლიციის სამმართველოს 40 კაციანი ჯგუფი პოლკოვნიკ ი. ახალაიას მეთაურობით გადააგზავნეს გუმისთის რაიონში. უგრეხელიძემ თავის განყოფილებასთან ერთად დაიკავა საუკეთესო პოზიცია ალყაში მოაქცია მტერი და ტყვედ აიყვანა ერთი რუსი ოფიცერი წოდებით მაიორი.
20 მარტს ბრძოლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა გ. ყარყარაშვილმა მწყობრის წინაშე უგრეხელიძეს მიანიჭა სამხედრო წოდება «ლეიტენანტი».
1993 წ. 16 სექტემბერს ყველა საბუთი მზად იყო, უგრეხელიძესთვის ლეიტენანტის მისანიჭებლად, მაგრამ სეპარატისტებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ბრძოლები განაახლეს.
1993 წ. 24 სექტემბერს უგრეხელიძე მძიმედ დაიჭრა. მიღებული ჭრილობისაგან იგი ქ. თბილისის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა «ვახტანგ გორგასლის» III ხარისხის ორდენით.

შავლეგო პეტრეს ძე უგრეხელიძე

შავლეგო პეტრეს ძე უგრეხელიძე  აფხაზეთის ომის დაწყების პირველსავე დღეებში ჩადგა...

რამაზ რუხაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

რამაზ რუხაძე დაიბადა 1956 წლის 31 მარტს ქალაქ სოხუმში.

რამაზი უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ. ფლობდა ჩინური და იაპონური საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობას. სამხედრო პოლიციის რიგებში დაინიშნა აფხაზეთის ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. მის საბრძოლო მოკვლევაში ვკითხულობთ – ,,რამაზ რუხაძემ თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და უშიშარმა მებრძოლმა, მონაწილეობდა აფხაზეთში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. თანამებრძოლებს ყოველთვის წინ მიუძღოდა. დამარცხებული არასდროს დაბრუნებულა“.

რამაზ რუხაძე 1992 წლის 19 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

რამაზ რუხაძე

რამაზ რუხაძე დაიბადა 1956 წლის 31 მარტს ქალაქ სოხუმში. რამაზი...

ევგენი აველის ძე ნაჭყებია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ევგენი აველის ძე ნაჭყებია დაიბადა 30 სექტემბერს 1975 წელს. რიგითი ევგენი აველის ძე ნაჭყებია გაწვეული და ჩარიცხული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს სოხუმის ბატალიონის მებრძოლად.

ევგენი ნაჭყებია მამაცი, სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლი იყო. მეომრებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა. 1993 წლის 12 ივლისს ევგენი საბრძოლო პოზიციებზე, საარტილერიო დაბომბვისას სასიკვდილოდ დაიჭრა. დაღუპული მებრძოლი ველიდან თანამებრძოლებმა – ოთარ დარჯანიამ და მათე შამათავამ გამოასვენეს.

ევგენი ნაჭყებია დაკრძალულია გულრიფშის სასაფლაოზე.

ევგენი აველის ძე ნაჭყებია

ევგენი აველის ძე ნაჭყებია დაიბადა 30 სექტემბერს 1975 წელს. რიგითი...

error: Content is protected !!