იხეილ ალექსის ძე სიდოროვი
მიხეილ ალექსის ძე სიდოროვი დაიბადა 1967 წელს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ მოქვის რუსული საშუალო სკოლა. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ცაგერაში. ეროვნებით რუსი, დიდი სიყვარულით ცხოვრობდა ქართველებთან. „მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ – ამბობდა ხშირად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მიხეილ სიდოროვი დადგა ქართველების გვერდით და იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში,ყუმბარმტყორცნელად.
1993 წლის 6 მარტს, სოფელ ცხენისწყალთან ბატალიონი აწარმოებდა გააფთრებულ ბრძოლებს. სოფელ მოქვის შესახვევის მხრიდან სოფელს იცავდა ბატალიონის მებრძოლთა ნაწილი. მტრის ალყაში მოხვდნენ მიხეილ სიდოროვი , ვახტანგ გასვიანი,როინ ლეჟავა და არჩილ ცხვარაშვილი. ისინი ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ვაჟკაცურად დაიღუპნენ. თანამებრძოლებმა მათი ცხედრები ცაგერას სასაფლაოს მიაბარეს.
იხეილ ალექსის ძე სიდოროვი
მიხეილ ალექსის ძე სიდოროვი დაიბადა 1967 წელს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა ...
ბეჟან სვანიძე
ბეჟან სვანიძე დაიბადა 1963 წელს. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ბეჟანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში.
1993 წლის 3 იანვარს, სოფელ ცხენისწყალთან გამართული საბრძოლო ოპერაციის დროს, მომხვდურის მიერ გამოსროლილმა ყუმბარმტყორცნმა ბეჟანი სიცოცხლეს გამოასალმა.
ბეჟან სვანიძე დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
ბეჟან სვანიძე
ბეჟან სვანიძე დაიბადა 1963 წელს. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ბეჟანი ...
ვეფხვია კარლოს ძე სანაია
ვეფხვია სანაია დაიბადა 1969 წლის 1 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
მშობლიურ სოფელში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1989 წელი იდგა… ვეფხვია სამხედრო-სავალდებულო სამსახურს შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძვინვარებდა. 9 აპრილის ტრაგედია ჯარში შეიტყო და პროტესტის ნიშნად, ვეფხვიას მეთაურობით ქართველმა ბიჭებმა გაფიცვა მოაწყვეს, რისთვისაც იქაურმა ხელმძღვანელობამ მას სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
ვეფხვია სანაია სწავლის გაგრძელებას მილიციის აკადემიაში აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გახდა საჭირო მშობლიური მიწა-წყლის დაცვა. 1992 წლის 15 სექტემბერს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში,რომელიც შემდგომში იწოდებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონად. მან მონაწილეობა მიიღო 24-ე ბრიგადის სარდლობის მიერ დაგეგმილი ოპერაციების განხორციელებაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 11 ნოემბერს სოფელ ბესლახუბასთან, 15 ოქტომბერს სოფელ ტამიშთან, 27 ოქტომბერს სოფელ მერკულასთან, რისთვისაც, როგორც მეთაურთა ისე თანამებრძოლების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ვეფხვიას გმირობაზე ლეგენდები დადიოდა. დაჭრილ ვეფხვს ჰგავდა, როცა მამის ტყვედ აყვანის ამბავი შეიტყო… 1992 წლის 29 ნოემბერს კოჩარა აიღეს. ბრიგადის სარდლობის მიერ განხორციელებულ ოპერაციაში, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ კოჩარასთან საბრძოლო პოზიციების დაბრუნებას, ვეფხვია თავის თანამებრძოლებთან ერთად ჩაერთო ბრძოლაში, სადაც მძიმე ჭრილობა მიიღო გულის არეში… საბრძოლო პოზიციებიდან ქალაქ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 3 საათი იცოცხლა ქუთაისის ჰოსპიტალში, სიკვდილსაც ვაჟკაცურად შეხვდა : „მომეფერე დედა, მაკოცე , მაგრად მაკოცე, ჩამეხუტე, გამათბე , ნუ ტირი,დედა,რკინად იქეც, იცოცხლე,შვილებს მიხედე. არ გაბედო და არ თქვა, აფხაზეთში არ ვიცხოვრებო.
იქ უნდა იცხოვრო ,იქ ჩემი სისხლია ჩაქცეული, ჩვენს ნაფუძარზე სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, ნუ ტირი დედა, შენი შვილი ლაჩრულად არ კვდება, ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა საქართველოს ერთიანობას… მჯერა, საქართველო გამთლიანდება დედა… „ შეუძლებელია ცრემლების გარეშე წაიკითხო ეს ამაღელევებელი მონოლოგი, საოცრად კეთილშობილი, რჩეულთა შორის რჩეული ვაჟკაცისა, ასეთ დროს ვფიქრობ : „ არის სიკვდილშიც გამოსავალი, მას ღირსეული ჰქვია სიკვდილი…“, ეს გამარჯვება შუღლზე,მტრობაზე,სიკვდილზეც… ასეთი შვილის გამზრდელი დედაც გმირია…
23 წლის ჭაბუკმა თავისი სიტყვა თქვა სამშობლოსა და ერის წინაშე ზვარაკად შეწირული სიცოცხლით. 1992 წლის 6 დეკემბერს, ვეფხვია სანაია გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში.
ვეფხვია კარლოს ძე სანაია
ვეფხვია სანაია დაიბადა 1969 წლის 1 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...
კარლო სანაია
კარლო სანაია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში ორმოცდარვა წლის ვაჟკაცის, კარლო სანაიას, ბედნიერ ოჯახს ყველა შენატროდა. ტკბილი კერა ჰქონდათ, სამ ქალიშვილს და ერთ ვაჟიშვილს უზრდიდნენ სამშობლოს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს კარლო სანაია შვილთან, ვეფხიასთან ერთად ჩაება სამშობლოს დამცველთა რიგებში.
19 დეკემბერს კოჩარაში ტყვედ ჩარჩენილი ვეფხვიას მამა- კარლო (ბუხუტი) სანაია აფხაზებმა საშინელი წამებით მოკლეს. კარლო სანაია ქართველთა ჩვეული სიამაყით შეეგება სიკვდილს.
კარლო სანაია
კარლო სანაია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში ორმოცდარვა წლის ვაჟკაცის, კარლო ...
სლავიკ შოთას ძე პაპავა
სლავიკ შოთას ძე პაპავა აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში,მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 4 აპრილიდან , რიგითი სლავიკ პაპავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის შემადგენლობაში – ჯავშანტექნიკის მექანიკოსად.
1993 წლის 26 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, სლავიკ პაპავა ჯავშანტექნიკით ნაღმზე აფეთქდა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი , თანამებრძოლებმა ,ბადრი და დათო ჭკადუებმა ბრძოლის ველიდან გადმოასვენეს .
სლავიკ პაპავა დაკრძალულია წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში.
სლავიკ შოთას ძე პაპავა
სლავიკ შოთას ძე პაპავა აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ...
ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა
ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1956 წლის 15 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
დაამთავრა კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა კოჩარის ავტოპარკში და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კოჩარაში ჩამოყალიბდა სოფლის თავდაცვის შტაბი, რომლის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნუგზარ პაპავა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში მეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,რომელიც იგეგმებოდა 24-ე ბრიგადის სარდლობის მიერ. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან მტრის დესანტის განადგურების დროს.
1993 წლის 16 სექტემბერს, როცა საომარი მოქმედებები განახლდა, ნუგზარ პაპავას ოჩამჩირის საზღვაო პორტიდან საბრძოლო ტექნიკა მიჰქონდა ცაგერასკენ, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცს სნაიპერის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე.
თითქოს წინასწარმეტყველური იყო მის მიერ თანამებრძოლებთან ხშირად გამეორებული საყვარელი პოეტის სტრიქონები – „სნაიპერმა ბლინდაჟები შესძრა, შეაზანზარა. არხვატელის მხარებსაც შვენის , მეომრის მაზარა…“
ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა
ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1956 წლის 15 ივნისს...
ვენგული ვარლამის ძე პაპავა
ვენგული ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1948 წლის 14 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
დაამთავრა კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება და მშობლიურ სოფელში – მთავარ მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. დინჯი, ერუდირებული და უღალატო ადამიანი – ასე ახასიათებდნენ მას თანასოფლელები.
ვენგული პაპავა 1992 წლის 29 სექტემბრიდან ირიცხებოდა ოჩამჩირის კომენდანტურის შემადგენლობაში,1992 წლის დეკემბრიდან კი – საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში – მსროლელად.
ვენგული პაპავა 1993 წლის 2 იანვარს კოჩარა-ლაბრის საზღვარზე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია სოფელ ილორში.
ვენგული პაპავას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ვენგული ვარლამის ძე პაპავა
ვენგული ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1948 წლის 14 აპრილს ოჩამჩირის ...
ამირან შალვას ძე ორმოცაძე
ამირან შალვას ძე ორმოცაძე დაიბადა 1940 წლის 6 ივნისს ვანის რაიონში. 1947 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადმოვიდა. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ომის დაწყებამდე მუშაობდა კოჩარის სოფლის საბჭოში სამხედრო მაგიდის უფროსად.
ამირან ორმოცაძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
1993 წლის 4 იანვარს სოფელ ლაბრასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ამირან ორმოცაძე გმირულად დაიღუპა.
ამირან ორმოცაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ამირან შალვას ძე ორმოცაძე
ამირან შალვას ძე ორმოცაძე დაიბადა 1940 წლის 6 ივნისს ვანის ...
ვიტალი ბიჭიკოს ძე ნემსვერიძე
ვიტალი ბიჭიკოს ძე ნემსვერიძე დაიბადა 1951 წლის 29 ნოემბერს. მუშაობდა სოფელ ცაგერას მეურნეობაში – მძღოლად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს , 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის მსროლელად.
ვიტალი ნემსვერიძე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცხენისწყალთან ნაღმზე აფეთქდა.ოჩამჩირის სამხედრო ჰოსპიტალში ფეხის ამპუტაციის შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს , გარდაიცვალა.
ვიტალი ნემსვერიძე დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
ვიტალი ბიჭიკოს ძე ნემსვერიძე
ვიტალი ბიჭიკოს ძე ნემსვერიძე დაიბადა 1951 წლის 29 ნოემბერს. მუშაობდა ...
თამაზ გერონტის ძე ნემსაძე
თამაზ გერონტის ძე ნემსაძე დაიბადა 1947 წლის 30 მაისს დაბა დრანდაში. 1955 წლიდან ცხოვრობდა სოფელ კოჩარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. თამაზ ნემსაძე მონაწილეობდა აღნიშნული ბრიგადის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფელ ლაბრასა და კოჩარაში.
თამაზ ნემსაძე 1992 წლის 29 ნოემბერს , ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა თანამებრძოლ ვახტანგ ლომსაძესთან ერთად.
თამაზ ნემსაძე დაკრძალულია სოფელ კოჩარაში.
თამაზ გერონტის ძე ნემსაძე
თამაზ გერონტის ძე ნემსაძე დაიბადა 1947 წლის 30 მაისს დაბა ...
ლეო ჟორას ძე ნავერიანი
ლეო ჟორას ძე ნავერიანი დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს მესტიის რაიონის სოფელ მულახში.
სწავლობდა მულახის საშუალო სკოლაში. 1987 წლიდან ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში. მუშაობდა დაბა დრანდაში – მძღოლად.
ლეო ნავერიანი 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში, მსროლელად. გამოირჩოდა გამბედაობით და სიმამაცით. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მოქვის მიმართულებით ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 20 მარტს სოფელ არადუში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ლეო ნავერიანი დაკრძალულია ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში.
ლეო ჟორას ძე ნავერიანი
ლეო ჟორას ძე ნავერიანი დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს მესტიის ...
კონსტანტინე პავლეს ძე მეშველიანი
კონსტანტინე პავლეს ძე მეშველიანი დაიბადა 1964 წლის 9 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა სოხუმის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, კონსტანტინე მეშველიანი მედგრად იდგა სამშობლოს სადარაჯოზე. 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში ყუმბარმტყორცნელად. უშიშრად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აქტიურად
მონაწილეობდა სოფელ კოჩარის, მდინარე ცხენისწყლის მისადგომებთან გამართულ საბრძოლო მოქმედებებში, განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ტამიშზე დესანტის გადმოსხმისას განხორციელებულ ოპერაციაში.
1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტების მოულოდნელი და მასური შეტევის დროს, მძიმე ჭრილობა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო
კონსტანტინე მეშველიანი, ომში მიღებული ჭრილობების გართულების შედეგად, 2002 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა.
კონსტანტინე პავლეს ძე მეშველიანი
კონსტანტინე პავლეს ძე მეშველიანი დაიბადა 1964 წლის 9 სექტემბერს ოჩამჩირის...
მურმან მეშველიანი
მურმან მეშველიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის 12 ნოემბრიდან მონაწილეობდა.
ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგებში – მეტყვიამფრქვევედ. განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ახალგაზრდა თანამებრძოლთა სიცოცხლეს , იცოდა რომ მტერს ცხოვრების ქარცეცხლში ნაწრთობი ვაჟკაცები უნდა დადგომოდნენ გადაულახავ ზღუდედ, იტყოდა ხოლმე – გამოცდილ მტერს ჩემისთანები უნდა შეებან და არა 17-18 წლისანიო. მურმან მეშველიანს მებობრები ახასიათებენ როგორც უშიშარ, კეთილშობილ,განათლებულ ადამიანს.
1993 წლის 5 იანვარს სოფელ ცხენისწყალთან საბრძოლო ოპერაციის დროს, ოცეული, რომელიც დასახმარებლად შედიოდა ბრძოლის ველზე, ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 12 მებრძოლი , მათ შორის, მურმან მეშველიანი. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.
მურმან მეშველიანი
მურმან მეშველიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის 12 ნოემბრიდან ...
ემზარ გალაკტიონის ძე მეშველიანი
ემზარ გალაკტიონის ძე მეშველიანი დაიბადა 1959 წლის 25 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა . 1979 წელს დაამთავრა ქალაქ წულუკიძის მექანიზირებული ტექნიკუმი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით. მუშაობდა სოხუმის „მაიმუნთსაშენში“ მექანიკოსად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , 1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
1993 წლის 2 იანვარს გმირულად დაიღუპა. სოფელ ცხენისწყალთან გამართულ ორთაბრძოლაში.
ემზარ მეშველიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
ემზარ გალაკტიონის ძე მეშველიანი
ემზარ გალაკტიონის ძე მეშველიანი დაიბადა 1959 წლის 25 აგვისტოს ოჩამჩირის ...
ვახტანგ ტრიფონის ძე ლომსაძე
ვახტანგ ტრიფონის ძე ლომსაძე დაიბადა 1955 წლის 9 ივლისს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
ვახტანგ ლომსაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგით მსროლელად. მონაწილეობდა სოფელ კოჩარაში და მის საზღვრებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. გამოირჩეოდა დისციპლინითა და მტკიცე ხასიათით. თანამებრძოლებში ნდობით და სიყვარულით სარგებლობდა.
ვახტანგ ლომსაძე დაიღუპა 1992 წლის 22 ნოემბერს სოფელ კინდღთან გამართული საბრძოლო ოპერაციის დროს.
ვახტანგ ტრიფონის ძე ლომსაძე
ვახტანგ ტრიფონის ძე ლომსაძე დაიბადა 1955 წლის 9 ივლისს საჩხერის ...