სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ვალერი ეგოროვი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი
  ვალერი ეგოროვი   დაიბადა 1969 წლის 9 აპრილს ქ. გაგრაში.  სწავლობდა ქ . გაგრის შ რუსთაველის სახელობის N 1 საშუალო სკოლაში. სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სკოლის საზოგადოებრივ ღონისძიებებსი, ფრიადოსანი. ქ. გაგრის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ფარიკაობის წრის წევრი.
   ვალერი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმართლის სიყვარულით, იყო ალალმართალი, კეთილი და შრომის მოყვარე, ადვილად ამყარებდა კონტაქტს სრულიად უცხო ადამიანებთან, ჰყავდა სხადასხვა ეროვნების მეგობრები.
  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვალერიმ სწავლა გააგრძელა ქ. ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. 1987 წელს გაიწვიეს სამხედრო სვალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქს სერჟანტის წოდებით დაუბრუნდა და კვლავ სწავლა გააგრძელა. ამავე პერიოდში შექმნა ოჯახი. სიყვარულით შექმნილი ოჯახი მალე პატარა ქალიშვილის, თამარის დაბადებამ კიდევ უფრო გაალამაზა.
  1991 წლის 28 თებერვალს ვალერიმ დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი და მიიღო ტექნიკის- მექანიკოსის სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების ექსპლატაციის ოსტატის სპეციალობა, იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში.
  1992 წლის 2 ოქტომბრიდან- გაგრის დაცემის დღიდან მის შესახებ არაფერია ცნობილი, დაიკარგა უგზო უკვლოდ.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ქ. გაგრის შს საქალაქო განყოპილების თანანშრომელი, პოლიციის სერჟანტი ვალერი ეგოროვი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის დაჯილდოებულია მედლით ”მხედრული მამაცობისათვის”.

ვალერი ეგოროვი

  ვალერი ეგოროვი   დაიბადა 1969 წლის 9 აპრილს ქ. გაგრაში. ...

როლანდი არდაშელის ძე დანელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

როლანდი არდაშელის ძე დანელია, დაიბადა 1963 წლის 8 ივნისს, სოფ. კოჩარაში, ოჩამჩირის რაიონში. სერჟანტი დანელია ირიცხებოდა ოჩამჩირის შსს საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილებაში ინსპექტორად.ის მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში სოფ. კოჩარაში 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის მებრძოლებთან ერთად. 1992 წლის 29 ნოემბრის ბრძოლების დროს მძიმედ დაჭრილი, თავის

ძმასთან ერთად ტყვედ ჩავარდა.1993 წლის 31 მარტს ტყვეობიდან გაქცევის მცდელობისას ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. დასაფლავებულია ქ.ოჩამჩირეში.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ივლისის N435-ე განკარგულებით დაჯილდოვებულ იქნა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

როლანდი არდაშელის ძე დანელია

როლანდი არდაშელის ძე დანელია, დაიბადა 1963 წლის 8 ივნისს, სოფ....

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფ. აჟარაში.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.

მობილიზაციის შემდეგ ბადრი გურჩიანი  მუშაობას იწყებს აფხაზეთის შსს გულრიფშის რაიონის დრანდის განყოფილების რიგით პოლიციელად.  შსს ორგანოში მუშაობის დაწყებისთანავე თავი გამოიჩინა  როგორც კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალური კადრი. მან მასზე დაკისრებული დავალება შეასრულა   მაღალ  დონეზე.  უმოკლეს დროში დაიმსახურა ავტორიტეტი ხელმძღვანელ პირებს შორის. დაჯილდოებული იყო ფასიანი საჩუქრებით.

ახალგაზრდა პოლიციელი სწავლასა და მუშაობას უთავსებდა. იგი პარალელურად სწავლობდა ქ. ლენინგრადის მილიციის  სკოლაში.

როცა ქვეყანას გაუჭირდა ბ. გურჩიანი უყუყმანოდ  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

1992 წლის 14 აგვისტოს პოლიციის სერჟანტი ბ. გურჩიანი მორიგეობდა აგუძერის დასახლების ცენტრალიზებული  დაცვის პულტში, იმავე დასახლებაში აგუძერის საშუალო სკოლისა და მშენებარე სახლის შენობაში დისლოცირებული იყო ე.წ. „აფხაზეთის შინაგანი ჯარი“, „აფხაზური გვარდია“.

„აფხაზური გვარდის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს პოლიციისა და გვარდიის ნაწილებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი საბრძოლო  მანქანა ააფეთქეს და  ცეცხლი  წაეკიდა. პოლიციის რიგითი ბადრი ვლადიმერის ძე  გურჩიანმა, აფეთქებულ საბრძოლო მანქანაში დარჩენილი პოლიციელებისწ გადარჩენის მცდელობისას მიიღო სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩუიანი დაკრძალულია გულრიფშის რ-ში, სოფ. ქვემო ფშაფში.

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს გულრიფშის...

ზურაბ ამირანის ძე გიორგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ზურაბ ამირანის ძე გიორგაძე დაიბადა 1962 წლის 22 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა. მუშაობდა პოლიგრაფიულ სტამბაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში.

მოგვიანებით, ზურაბმა სოხუმის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. საქმეზე უზომოდ შეყვარებული მოვალეობას უზადოდ ასრულებდა. ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი, სამი შვილი შეეძინა…

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ზურაბმა აბჯარი აისხა და სამშობლოს სადარაჯოზე დადგა.

26 სექტემბერს, როცა სოხუმში უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდ, ზურაბი და მისი თანამებრძოლები რკინიგზის სადგურს იცავდნენ. იბრძოდნენ თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ, თუმცა, მტრის ჭარბ ძალებთან გამკლავება ვერ შეძლეს. ზურაბ გიორგაძე გმირულად დაიღუპა.

ზურაბ გიორგაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

ზურაბ ამირანის ძე გიორგაძე

ზურაბ ამირანის ძე გიორგაძე დაიბადა 1962 წლის 22 ივნისს ქალაქ...

სლავიკ გოგოხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

სლავიკ გოგოხია დაიბადა 1959 წელს ქ. გაგრაში. საშუალო სკოლის და სამხედრო სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ გულმა შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ გაუწია და მისი არჩევანი არავის გაჰკვირვებია, სლავა საოცრად მოწესრიგებული და სამართლიანობით იყო დაჯილდოებული.

გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მუშაობა სლავამ 1982 წლიდან დაიწყო. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა განყოფილების მიერ განხორციელებულ ყველა ოპერატიულ ღონისძიებაში, ახალგაზრდა პოლიციელს მომავალი ნათელ ფერებში ეხატებოდა. ჰყავდა ლამაზი ოჯახი, ზრუნავდა თავის ორ შვილზე, ფიქრობდა მათ მომავალზე…  მაგრამ აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება.

1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრაზე აფხაზი ექსტრემისტების და გადამთიელების მძაფრი შემოტევის დროს, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ბრძანებით გაგზავნილი იქნა სანატორიუმ  ”გრუზიას” მიმდინარე ტერიტორიის დასაცავად. საბრძოლო შეტაკების დროს გმირულად დაეცა ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდა პოლიციელი.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სლავა ალექსანდრეს ძე გოგოხია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

გოგოხია სლავიკი ალექსანდრეს ძე აფხაზეთის ომის დაწყებამდე მუშაობდა ქ. გაგრის შს განყოფილებაში მილიციონერად. კონფლიქტის დაწყების პირველი დღეებიდან ის აქტიურად მონაწილეობდა ქ. გაგრის დაცვით საბრძოლო ოპერაციებში. პოლიციის ზემდეგი სლავიკი ალექსანდრეს ძე გოგოხია 1992 წლის 2 ოქტომბერს გმირულად დაიღუპა აფხაზ სეპარატისტებთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის 1997 წელს ის დაჯილდოებულ იქნა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის  ორდენით.

სლავიკ გოგოხია

სლავიკ გოგოხია დაიბადა 1959 წელს ქ. გაგრაში. საშუალო სკოლის და სამხედრო...

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ავთანდილ  მიხეილის   ძე  ბჟალავა  დაიბადა  1948  წლის  3  თებერვალს  ხობის  რაიონის  სოფელ  პატარა-ფოთში.

სკოლის  დამთავრებისთანავე  დაოჯახდა  და  საცხოვრებლად  აფხაზეთში , გულრიფშში  გადავიდა. მუშაობდა  ციტრუსების  მეურნეობაში.

აფხაზეთში  დაწყებული  საომარი  მოქმედებების  დროს  გულანთებული  ვაჟკაცი  გულგრილი  არ  დარჩა  ქვეყანაში  მიმდინარე  მოვლენების  მიმართ  და  მეგობრებთან  ერთად  დადგა  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში. ავთანდილ  ბჟალავა  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონში. ავთანდილი  მტრის  შემოტევებისას  უშიშრად  იბრძოდა  მდინარე  გუმისთის  მიმდებარედ,ქვემო  ეშერაში 1992  წლის  13  ნოემბერს  პოზიციური  ბრძოლის  დროს   ავთანდილ  ბჟალავა  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ავთანდილ  ბჟალავა ,სოკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა   მედლით „საბრძოლო  დამსახურებისთვის“.

ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა

ავთანდილ  მიხეილის   ძე  ბჟალავა  დაიბადა  1948  წლის  3  თებერვალს  ხობის ...

ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი დაიბადა 1957 წელს.

ქალბატონი ჟენია ბავშვობიდანვე ვაჟკაცური სულისკვეთებით ზრდიდა პირმშოს, თვალტანადი, ახოვანი, სიკეთით სავსე ვაჟკაცი გაიზარდა ჟულერი. ღირსეულად განვლო ჭაბუკობის წლებმა… მუშაობა დაიწყო ქალაქ გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში, სადაც მალე დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა, გახლდათ პოლიციის ზემდეგი, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჟულვერ არღვლიანი აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. 1992 წლის 31 აგვისტოს ჟულვერი სახლში იმყოფებოდა, როცა აფხაზი სეპარატიეტები თავს დაესხნენ, მტრის სიმრავლეს არ შეუშინდა, მამაცურად იცავდა თავის კერას.  მსახურობდა ქ. გაგრის შს განყოფლებაში საგზაო პოლიციის ინსპექტორის თანამდებობაზე. 1992 წლის 31 აგვისტოს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ქ. გაგრაში.

დაჭრილი ჟულერი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს და მისი თავგანწირვით გაცოფებულებმა დედის თვალწინ აწამეს და ცოცხლად დამარხეს…

ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი

ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი დაიბადა 1957 წელს. ქალბატონი ჟენია ბავშვობიდანვე...

გიორგი დავითის ძე ბეჭვაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

გიორგი დავითის ძე ბეჭვაია დაიბადა 1961 წლის 24 ივნისი ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალაქ კალინინგრადში.

ექვსი თვის შემდეგ გადაყვანილ იქნა ავღანეთში, რამაც მასზე უარყოფიდათ იმოქმედა, რის გამოც გარკვეული ხნის მანძილზე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. გამოჯანმრთელობის შემდეგ საცხოვრებლად ქ. სოხუმში გადავიდა, მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე, პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო- სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. მალევე შექმნა ოჯახი და მომავალსაც იმედიანად შეჰყურებდა, რომ არა აფხაზეთში დატრიალებული მოვლენები . . . ის უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლთა რიგებში.

1993 წლის 16 მარტის ერთ-ერთ- შეტაკების დროს გიორგი მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა, ბედად გადარჩა, ბუნებით უშიშარი კიდევ კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა შინაგანად, რომ მტრის ტყვია ვერ მოერეოდა და კვლავ ჩაება ბრძოლაში. ის ამბობდა: ჩვენი ბრძოლა აფხაზებთან წააგავს ძმების ჩხუბს, რომლებიც დედის სიყვარულში ეჯიბრებიანო, სჯეროდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და შერიგება მოხდებოდა . . . .
თუმცა, 1993 წლის 26 სექტემბერს სოხუმში მტრის გააფთრებული შემოტევის დროს გიორგი ბეჭვაია მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის და სიმამაცისათვის გიორგი ბეჭვაია დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

გიორგი დავითის ძე ბეჭვაია

გიორგი დავითის ძე ბეჭვაია დაიბადა 1961 წლის 24 ივნისი ზუგდიდის რაიონის...

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა დაიბადა 1966 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში.

1983 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის მეცამეტე საშუალო სკოლა, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა ორგნაოებში, სადაც თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის პირნათლად, მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. გახლდათ ოჯახის მზრუნველი მამა და მეუღლე, თავისი პატარა ვაჟიშვილის გიორგის დაფრთიანებაზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მრავალთა მსგავსად მისი ოცნებაც დაამსხვრია. ვიტალი თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობის დამცველთა გვერდით.

იბრძოდა მამაცურად, თავგანწირვით. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გეცემულ დოკუმენტში აღნიშნულია: ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა აფხაზეთის ომის პირველი დღეებიდანვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა უშიშრად: კამანში, ზეგანზე, თავისუფლებაში, შრომაში, გუმისთის ხაზზე. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ომის წინ მიენიჭა ლეიტენანტის, შემდეგ კი, ომის პერიოდში, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებისათვის, ვადაზე ადრე მიენიჭა პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება.

1993 წლის 13 ივნისს, ერთ-ერთი მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს ვიტალი ბერულავა სასიკდვილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა მეორე დღეს, თოთხმეტ ივნისს. ვიტალი ბერულავა გამორჩეული იყო მეგობრებში და მებრძოლებში პატრიოტიზმით, თავისი კუთხის და სამშობლოს სიყვარულით.

ვიტალი ბერულავას დარჩა ოჯახი, მეუღლე და ვაჟიშვილი.

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა დაიბადა 1966 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ...

გიორგი (გია) ახალაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

გიორგი (გია) ახალაძე დაიბადა 1959 წელს ქ. სოხუმში. მისი ოცნება სამართლებრივი და თავისუფალი ქვეყანა იყო. სამართლიანობის გრძნობით აღზრდილმა მუშაობა შინაგანი საქმეთა სამინისტროს,სოხუმის საქალაქო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად დაიწყო. დისციპლინიანი, ამტანი, გონიერი, უანგაროდ მამაცი ყველას სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა და მალე უფროსი ლეიტენანტის წოდებაც მოიხვეჭა.

ბევრი ფიქრი და ლამაზი ოცნებები დარჩა აუხდენელი. ოცნებობდა ოჯახის შექმნაზე, მაგრამ აფხაზეთში ამოვარდნილმა ქარიშხალმა ძირფესვიანად შეცვლა მისი ცხოვრება.

აფხაზეთის საომარ მოქმედებებს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულის მრავალი სიცოცხლე შეეწირა. სწორედ აფხაზეთში, 1993 წლის 5 ივლისს სამშობლოს სიყვარულს შეეწირა გიორგი ახალაძე. მისი დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო არა მარტო სოხუმის შინაგან საქმეთა განყოფილებისთვის, არამედ ოჯახისთვის, მეგობრისთვის, ნათესავებისა და სამშობლოსათვის.

ამქვეყნად მას დარჩა სახელი, მეგობრები, სამშობლო, რომელიც არასოდეს ივიწყებს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულ რაინდებს, თუმცა ღრმად უნდა გვწამდეს, შორს არაა ის დღე, როცა სამართლიანობა იზეიმებს და დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, ქვეყანა კი გალაქტიონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს.

გიორგი (გია) ახალაძე

გიორგი (გია) ახალაძე დაიბადა 1959 წელს ქ. სოხუმში. მისი ოცნება...

მერაბ ლევანის ძე ჯიქია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

მერაბ ლევანის ძე ჯიქია დაიბადა სოფელ მაჭარაში. იგი  ჩარიცხული იყო შსს გულრიფშის ასეულის ოცეულის მეთაურად 1992 წლის 7 ნოემბრიდან. მერაბი პირნათლად ასრულებდა დავალებებს და თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16-17 მარტის შემოტევების დროს მდ. გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლებისას.

დაიღუპა გუმისთაზე 1993 წლის 16 მარტს, ცნობილი საბრძოლო მოქმედებების დროს.

მერაბ ლევანის ძე ჯიქია

მერაბ ლევანის ძე ჯიქია დაიბადა სოფელ მაჭარაში. იგი  ჩარიცხული იყო...

გუგუშა სერაპიონის ძე ძიძიგური

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

გუგუშა სერაპიონის ძე ძიძიგური დაიბადა 1930 წლის 10 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.

დაამთავრა მერხეულის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს გულრიფშის ასეულში რიგით მსროლელად.

1993 წლის 24 სექტემბერს, მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

გუგუშა ძიძიგურს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

გუგუშა სერაპიონის ძე ძიძიგური

გუგუშა სერაპიონის ძე ძიძიგური დაიბადა 1930 წლის 10 იანვარს გულრიფშის...

მამუკა (გურამ) ღუღუნის ძე ჭოჭუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

მამუკა (გურამ) ღუღუნის ძე ჭოჭუა დაიბადა 1970 წლის 22 ივნისს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის #2 სკოლა-ინტერნატში, იყო სანიმუშო მოსწავლე, კარგი სპორტსმენი (ძალიან უყვარდა ფეხბურთი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა განაგრძო ქალაქ ულიანოვსკის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში _ ტანკშემკეთებლის განხრით. ულიანოვსკიდან გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. ჯარიდან მადლობის წერილებითა და სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. პოლონეთიდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის სამმართველოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მამუკა ჭოჭუა იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პირნათლად ასრულებდა მეთაურთა საბრძოლო დავალებებს, იბრძოდა  მდინარე გუმისთასთან, შრომა-კომანის, სოფელ თავისუფლების მისადგომებთან. იყო ოცეულის მეთაური.

1993 წლის 26 სექტემბერს მდინარე გუმისთასთან მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას მამუკა ჭოჭუა სასიკვდილოდ დაიჭრა.

მამუკა (გურამ) ღუღუნის ძე ჭოჭუა

მამუკა (გურამ) ღუღუნის ძე ჭოჭუა დაიბადა 1970 წლის 22 ივნისს...

ლევან ჭანტურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია
Location: აფხაზეთი

ლევან ჭანტურია დაიბადა 1959 წლის 20 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთის ომში. 1991 წლის სექტემბერში სოხუმის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია.

1993 წლის  25 თებერვალს რიგითი ლევან ჭანტურია თავის ასეულთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ცუგუროვკაში, სადაც ტერიტორიის გაწმენდას აწარმოებდნენ. ამ ოპერაციის შესრულებისას, მტრის მიერ დაგებულ ნაღმზე აფეთქდა.

ლევან ჭანტურია დაკრძალულია სოფელ შრომაში.

ლევან ჭანტურია

ლევან ჭანტურია დაიბადა 1959 წლის 20 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ...

რევაზ ციკოლია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

რევაზ ციკოლია დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში.

1973 წელს დაამთავრა ბალდის საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვეს სამხედრო- სავალდებულო სამსახურში. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. რევაზი სწავლის პარალელურად ინჟნერ-მექანიკოსად მუშაობდა.

1992 წლის 10 ოქტომბერს ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში. იყო დისციპლინირებული მებრძოლი. პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლთა შორის სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა.

რევაზ ციკოლია დაიღუპა ქალაქ სოხუმში, 1993 წლის 20 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.

რევაზ ციკოლია

რევაზ ციკოლია დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს მარტვილის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!